Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #68249468)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Saburtalo District Gamgeoba
Номер конкурса: 68249468
Дата публикации: 04-11-2025
Сумма контракта: 1 092 080


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250019488
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.11.2025 11:51
Начало приема предложения 30.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 05.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 1`092`080.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55510000 - Столовая
Срок подачи ყოველდღიურად, 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 1760 ბენეფიციარის ყოველდღიურად უფასო კვებით (უფასო სასადილოთი) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Procurement of daily meals (free dining) for 1760 beneficiaries living in the territory of Saburtalo district of Tbilisi Municipality
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 10`921 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: merab kukuladze :: 04.11.2025 11:27
  • Последнее исправление: merab kukuladze :: 04.11.2025 11:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653735&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 1760 ბენეფიციარის ყოველდღიურად უფასო კვებით (უფასო სასადილოთი) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 უფასო სასადილო საკვებს ბენეფიციარებზე უნდა გასცემდეს არანაკლებ 6 საათის განმავლობაში, 14:00 საათამდე ძირითადი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე, ხოლო 14:00-დან 16:00-მდე დამატებითი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. მომსახურების ვადაში არ შედის საკვების მომზადებისათვის საჭირო დრო.
1.2.2 მიმწოდებელმა საკვები ულუფები უნდა გასცეს გამგეობის მიერ ოფიციალურად გადაცემული ბენეფიციართა სიების მიხედვით. ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება დადასტურებული უნდა იყოს ელექტრონული აღრიცხვის მეთოდით. ხოლო ტექნიკური პრობლემების (ინტერნეტის და ქსელის შეფერხება ან სხვა) არსებობის შემთხვევაში, აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში ბენეფიციარების ხელმოწერით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა გამოცხადებისა და მათ მიერ მომსახურების მიღების აღრიცხვის წარმოება.
1.2.3 ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება ელექტრონული აღრიცხვის პროგრამაში უნდა იყოს თვალსაჩინო და ინფორმაციული. ასევე, ინფორმაციული უნდა იყოს ბენეფიციართა ყოველდღიური დასწრება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სასადილოების მიხედვით. ნაჩვენები უნდა იქნეს ყოველდღიური დასწრების ჯამური სტატისტიკა (რამდენი ბენეფიციარი დაესწრო, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სიიდან);
1.2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეულ უფასო სასადილოში ბენეფიციართა ვიზიტების ელექტრონული ბარათებით აღრიცხვის მიზნით, გამგეობის მიერ მიმწოდებლისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული მობილური ტელეფონების და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი/გამოყენება. მიმწოდებელმა მის დაქვემდებარებაში არსებულ უფასო სასადილოში უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა ელექტრონული აღრიცხვის განხორციელება მობილურ ტელეფონში ჩაწერილი სპეციალური აპლიკაციისა და გამგეობის მიერ ბენეფიციარებზე გაცემული ელექტრონული ბარათების საშუალებით. ბენეფიციარის მიერ ოჯახის წევრებისთვის ულუფების სახლში წაღების შემთხვევაში, უნდა მოსთხოვოს ოჯახის წარმომადგენელს სხვა წევრების ბარათები მათი კუთვნილი ულუფის მიღების მიზნით. აღრიცხვის გარეშე მომსახურების გაწევა ან/და აღრიცხვის მონაცემების ხელოვნურად გაზრდა გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად. აღრიცხვის სისტემის დანერგვისას სრულად უნდა იქნეს დაცული საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნები. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველი უფლებამოსილია დანერგოს აღრიცხვის ალტერნატიული სისტემა. ამ პუნქტით გათვალისწინებული აპარატურის (მობილური ტელეფონები და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები) მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მომსახურების გაწევის პერიოდში ეკისრება მიმწოდებელს, მიმწოდებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული ტექნიკის ფუნქციონირება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით (ინტერნეტი, სიმ ბარათი და ა.შ), ხოლო აღნიშნული ტექნიკის მისი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯით დაუყოვნებლივ შეაკეთოს ან/და ჩაანაცვლოს მსგავსი მახასიათებლის მქონე ტექნიკით, რომელსაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაზიანებული ტექნიკის სანაცვლოდ გადასცემს გამგეობას. ამასთან, ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, გააგრძელოს ბენეფიციარებისთვის მომსახურების გაწევა, თუმცა ტექნიკის დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გამგეობას და მისი მითითების შესაბამისად განახორციელოს ბენეფიციართა აღრიცხვა.
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 1.2.4 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების გარდა საკუთარი ხარჯით ვიდეოთვალის მონტაჟი უშუალოდ სამზარეულოში, რომლის მეშვეობითაც ჩაწერილი ინფორმაცია მომწოდებლის მიერ უცვლელად უნდა ინახებოდეს არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს გამგეობას ასანაზღაურებელი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელი შესაბამისი ვიდეოჩანაწერი.
1.2.6 კვების პროდუქტების მიწოდებისას, შენახვისას, საკვების დამზადებისას და გაცემისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. სასადილომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქცია. ბენეფიციარებზე უნდა გაიცეს მიწოდების დღეს დამზადებული სადილი.
1.2.7 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვების დამზადებაზე შერჩეული კადრ(ებ)ის სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოუდგინოს პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ შესაბამისი ცნობ(ები)ა;
1.2.8 მენიუსა და მომსახურების გრაფიკში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, გარდა გამონაკლისისა, რაც წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს გამგეობასთან და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორებისას;
1.2.9 სასადილოში, ბენეფიციართათვის თვალსაჩინო ადგილას, მიმწოდებლის მიერ განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია ყოველდღიური მენიუსა და სასადილოს სამუშაო საათების შესახებ. საკვების გაცემა უნდა მოხდეს მენიუთი განსაზღვრული ულუფის წონის/მოცულობის შესაბამისად სასწორისა და ზუსტი მოცულობის განმსაზღვრელი ჭურჭლის მეშვეობით.
1.2.10 სასადილო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილით, რომლითაც ბენეფიციარებს შეეძლებათ სარგებლობა, ამავე დროს სასადილოს ფართს პერიოდულად (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
1.2.11 მიმწოდებელმა ყოველი თვის ბოლოსთვის გამგეობას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმ ბენეფიციარების შესახებ, რომელსაც გაუწია ფაქტიური მომსახურება თვის განმავლობაში, გაცემული ულუფების (პურის ჩათვლით) და მხოლოდ პურის გაცემის გათვალისწინებით.
1.2.12 მოსამზადებელი და ასანაზღაურებელი მენიუს შესაბამისი ულუფების (პურის ჩათვლით) და პურის ოდენობა განისაზღვრება გამგეობის მიერ მიმწოდებლისათვის პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად.
1.2.13 შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.
1.2.14 უფასო სასადილოების მომსახურების მენიუ (დანართი N5) დანართის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.15 მომსახურების ხარჯთაღრიცხვის შევსებისას (განფასებისას) პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხარჯთაღრიცხვის „მენიუთი გათვალისწინებული პური“ პოზიციის ჯამური ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ტენდერით გათვალისწინებული საერთო სავარაუდო ღირებულების 23,30%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ყოველდღიურად, 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. დიდი დიღმის I-II მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე- 390 ბენეფიციარი;
2. დიდი დიღმის III-IV მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე - 420 ბენეფიციარი;
3. დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. მიმდებარე ტერიტორიაზე - 250 ბენეფიციარი;
4. კ. გამსახურდიას გამზირის ან მიმდებარე ტერიტორიაზე - 470 ბენეფიციარი;
5. ვაჟა ფშაველას გამზირისა და ალ. ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე - 230 ბენეფიციარი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს კვებითი მომსახურების გაწევის არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების გამოცდილება. (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი ან ანგარიშფაქტურები. ან: აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა)

იმ შემთხვევაში თუ დანართი N2-ის ფორმაში მითითებული იქნება ელექტრონული ტენდერის განცხადების SPA/ NAT ან გამარტივებული შესყიდვის CMR ნომერი, ზ/აღნიშნული ინფორმაციის (ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ) დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის საჭიროება აღარ არის.

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სასადილოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.
2.3.1.2 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მომსახურების გასაწევად საჭირო ფართი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წინარე ხელშეკრულება. ფართის საკუთრების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. ასევე, ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული ფართის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წინარე ხელშეკრულების წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს ფართის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა.)
2.3.1.3 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართი უნდა იძლეოდეს კონკრეტულ ლოკაციაზე მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის არანაკლებ 3%-ისთვის ერთდროულად მომსახურების გაწევის შესაძლებლობას შესაბამისი სტაციონალური ადგილების უზრუნველყოფით.
2.3.1.4 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს და მდებარეობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან არაუმეტეს 700 მეტრის რადიუსში.
2.3.1.5 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი არ უნდა იყოს მიწის დონის ქვემოთ, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილი უნდა იყოს პანდუსი შშმ პირებისათვის და აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციით.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

კვების ხარისხის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ISO9001:2008 ან ISO9001:2015 სერთიფიკატი ან HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სერთიფიკატი ან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სერთიფიკატი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსხურების ხარჯთღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლისმე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარშ

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარში, 2026 წლის ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ყოველთვიურად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გამგეობის მიერ მიმწოდებლისათვის პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული მენიუს შესაბამისი ულუფების (პურის ჩათვლით) და პურის ოდენობების შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მერაბ კუკულაძე, 577933303, merabi1970@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (დანართი N2), სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10.2.3 ინფორმაცია ფართის შესახებ (დანართი N3), სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10.2.4 სერთიფიკატ(ებ)ი სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru