Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Телекоммуникационные услуги (Грузия - Тендер #68249457)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 68249457
Дата публикации: 03-11-2025
Сумма контракта: 5 722


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250019479
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.11.2025 19:39
Начало приема предложения 12.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.11.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 5`722.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 64200000-Телекоммуникационные услуги
Коды классификатора
  • 64210000 - Телефонные услуги и услуги по передаче данных
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 57.00 GEL
Размер гарантии 57 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jaba guraspishvili :: 03.11.2025 19:21
  • Последнее исправление: jaba guraspishvili :: 03.11.2025 19:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653699&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სატელეფონო მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა SIP Trunk ტექნოლოგიით, არხების რაოდენობა არანაკლებ 30, აუთენთიფიკაცის (SIP „Authentication“) ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებით;
- მიმწოდებლის ხარჯებით შემსყიდველის სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრების პორტირება (იგივე სატელეფონო ნომრებით) საკუთარ ქსელში (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); ხოლო წყვეტა სატელეფონო მომსახურებაში არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) დღეს;
- მომსახურების გაწევისას (იგულისხმება ნებისმიერ ოპერატორთან) საუბრების დროის წამობრივი დამრგვალება;
- შემსყიდველის მიერ თანხის მიმწოდებლის ანგარიშზე გადარიცხვის შეფერხების შემთხვევაში, სერვისის შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობა თანხის მიმწოდებლის ანგარიშზე ასახვამდე;
- შემსყიდველის დავალიანების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
- ბილინგის მიწოდება ელექტრონული სახით, Microsoft Excel - ფორმატში;
- საინფორმაციო ტიპის ზარების (მაგ: 118-08, 118-09) შეზღუდვა. სერვისი შეიძლება ჩაირთოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
- IP მისამართების მიხედვით შეზღუდვების დაწესება (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად);
- შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ნომერზე დააწესოს თანხობრივი ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეზღუდოს სერვისის მიწოდება აღნიშნულ ნომერზე;
- საერთაშორისო და მობილურ ოპერატორთან ზარების განსახორციელებლად კოდი/ინდექსის მოწოდება;
- უფასო საინფორმაციო (საკონსულტაციო) მომსახურება;
- 24 საათიანი მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა;
- ტექნიკური მომსახურების პერსონალისა და ადმინისტრაციული/ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად მენეჯერის გამოყოფა; უშუალო მენეჯერის კონსულტაცია და ტექნიკური სპეციალისტების დახმარება 24 საათიან (24/7) რეჟიმში;
- მონიტორინგი 24 საათის (24/7) განმავლობაში: მომხმარებლის ბალანსის თანხობრივი მონიტორინგი; მომხმარებელთან სატელეფონო შეერთების სტატუსის მონიტორინგი; წარუმატებელი ზარების მცდელობების მონიტორინგი;
- ინციდენტებზე რეაგირების დრო - არაუმეტეს 3 საათისა. ყოველგვარი შეფერხების ან/და დაბრკოლების აღმოფხვრა საკუთარი სახსრებით;
- საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და პარამეტრების შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა.

შენიშვნა:
- შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, დანართ №1-ში (ფასების ცხრილი) მოცემულია სავარაუდო რაოდენობა/მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (ღირებულება) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (ღირებულების) შემცირებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.
- შემსყიდველს უფლება აქვს მომსახურება ნებისმიერ დროს შეაჩეროს (მისთვის სასურველი ვადით) ან/და შეწყვიტოს. სატელეფონო ნომერზე მომსახურების შეჩერების ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველს სააბონენტო გადასახადის ანაზღაურების ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ წარმოეშობა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური საკითხის მოგვარება; გაყვანილობის და დაერთების სამუშაოებს მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებლმა საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს შემსყიდველის სარგებლობაში არსებული ყველა სატელეფონო ნომრის პორტირება საკუთარ ქსელში იგივე სატელეფონო ნომრით, ხოლო წყვეტა მომსახურებაში არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) დღეს;
1.4.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრისა) 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 24 რიცხვამდე) გაუფორმებლობის/წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი სააბონენტო თანხა დაანგარიშდება დღეების პროპორციულად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 24 რიცხვამდე) გაუფორმებლობის/წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი სააბონენტო თანხა დაანგარიშდება დღეების პროპორციულად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯაბა გურასპიშვილი, 599297303, j.guraspishvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: ჯაბა გურასპიშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 219).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 5722,00 (ხუთი ათას შვიდასოცდაორი) ლარი, დღგ-ს გარეშე.
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას.

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 დანართი №1 (ფასების ცხრილი) (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარმოდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru