Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи (Грузия - Тендер #68249434)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 68249434
Дата публикации: 03-11-2025
Сумма контракта: 1 624 590


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000413
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.11.2025 19:02
Начало приема предложения 09.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.11.2025 16:30
Предполагаемая цена закупки 1`624`590.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 03200000-Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи
Коды классификатора
  • 03200000 - Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ბურღული
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 32`492 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: mariam mikeladze :: 25.09.2025 10:18
  • Последнее исправление: salome melashvili :: 03.11.2025 14:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=649291&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - ბურღული - (შემდგომში - /საქონელი/პროდუქტი/სურსათი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

წიწიბურა
• დარჩეული, სუფთა;
• ფერი - ღია ყავისფერი, ღია ჩალისფერი;
• მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე;
• მავნებლების მიერ მიყენებული დაზიანებების გარეშე;
• მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 99% –ს;
• ობისა და სინესტის/სისველის გარეშე;
• პროდუქტისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის, ლპობის სუნი ან გემო;
• მიწოდებული სურსათის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 8 თვე.
• შეფუთვა მთლიანობის დარღვევის გარეშე, დაფასოება 5 - 50 კგ-მდე (+-0.4%) ტომრებში (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად);
• ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და მიკერებული ძაფით.

ბარდა
• დარჩეული, სუფთა;
• ფერი - ღია ყავისფერი, ღია ჩალისფერი;
• მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე;
• მავნებლების მიერ მიყენებული დაზიანებების გარეშე;
• მთელი ან/და ნახევარი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 99% –ს;
• ობისა და სინესტის/სისველის გარეშე;
• პროდუქტისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის, ლპობის სუნი ან გემო;
• მიწოდებული სურსათის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 8 თვე.
• შეფუთვა მთლიანობის დაღვევის გარეშე, დაფასოება 5 - 50 კგ-მდე (+-0.4%) ტომრებში (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად);
• ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და მიკერებული ძაფით.

ლობიო
• თითოეული მოწოდებული პარტია ახალი, დარჩეული, (არ უნდა იყოს დამსხვრეული და არ უნდა შეიცავდეს უცხო მინარევებს),
• ფორმა მრგვალი ან მოგრძო.
• ფერი- მახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის (თეთრი ფერის ჯიშის გარდა), არადამახასიათებელი/ სპეციფიკური სუნის გარეშე, ობისა და ნესტის გარეშე.
• მავნებლებით დაბინძურებისა და დაზიანების გარეშე.
• ხარშვის დრო არაუმეტეს 3სთ–ისა, ხარშვისას კანი არ უნდა სცილდებოდეს.
• დაფასოებული მოთხოვნის შესაბამისად 5-50 (+/- 0.4%) კილოგრამიან ტომრებში,
• მოწოდებისას საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 50%.

ბრინჯი - გრძელი
• გრძელი;
• ორთქლში დამუშავებული;
• მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე;
• მავნებლების მიერ მიყენებული დაზიანებების გარეშე;
• მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 99% –ს
• ობისა და სინესტის/სისველის გარეშე;
• სასიამოვნო, პროდუქტისთვის დამახასიათებელი სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის, ლპობის სუნი ან გემო;
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 4 თვე.
• შეფუთვა მთლიანობის დარღვევის გარეშე, დაფასოება 20 - 25 კგ-მდე ტომრებში (+-0.4%) (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად) ასევე, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის ჯამური რაოდენობის 10% შეფუთული უნდა იყოს 5კგ ტომრებში.
• ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით.

ბრინჯი - მრგვალი
• ბრინჯი- მრგვალი;
• ორთქლში დამუშავებული;
• მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე;
• მავნებლების მიერ მიყენებული დაზიანებების გარეშე;
• მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 99% –ს;
• ობისა და სინესტის/სისველის გარეშე;
• სასიამოვნო, პროდუქტისთვის დამახასიათებელი სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის, ლპობის სუნი ან გემო;
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 4 თვე.
• შეფუთვა მთლიანობის დარღვევის გარეშე, დაფასოება 20 - 25 კგ-მდე ტომრებში (+-0.4%) (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად). ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯამური რაოდენობის 10% შეფუთული უნდა იყოს 5კგ ტომრებში (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში).
• ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით.


მანანის ბურღული
• დამზადებული მხოლოდ რბილი ჯიშის ხორბლისაგან ;
• ფერი - თეთრი–მოყვითალო;
• მშრალი, ობის და სინესტის/სისველის გარეშე;
• სუფთა, მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე;
• სუნი - მსუბუქი, სასიამოვნო, პროდუქტისთვის დამახასიათებელი, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, ლპობის სუნი ან გემო;
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%, მაგრამ არანაკლებ 4 თვე.
• შეფუთვა მთლიანობის დარღვევის გარეშე, დაფასოება 5 - 50 კგ-მდე ტომრებში (+- 0.4%) (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
• ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით.

შვრიის ფანტელი
• მწარმოებელი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად უმაღლესი ხარისხის.
• ფერი შვრიის ფანტელისთვის დამახასიათებელი;
• მშრალი, ობის და სინესტის/სისველის გარეშე;
• სუნი - მსუბუქი, სასიამოვნო, პროდუქტისთვის დამახასიათებელი, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის, ლპობის სუნი ან გემო;
• უნდა იყოს სუფთა, მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე;
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 4 თვე.
• უნდა იყოს ჰერმეტულად შეფუთვა, მთლიანობის დარღვევის გარეშე, დაფასოება 5 - 25 კგ-მდე (+- 0.4%) ტომრებში (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად);
• ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით;

ოსპი
• დარჩეული, სუფთა საღი მარცვლები;
• ფერი - მოწითალო, წითელი;
• მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე;
• მავნებლების მიერ მიყენებული დაზიანებების გარეშე;
• ნახევარი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 99% –ს;
• ობისა და სინესტის/სისველის გარეშე;
• პროდუქტისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის, ლპობის სუნი ან გემო;
• მიწოდებული სურსათის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 8 თვე.
• შეფუთვა მთლიანობის დაღვევის გარეშე, დაფასოება 5 - 50 კგ-მდე (+-0.4%) ტომრებში (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად);
• ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და მიკერებული ძაფით.


სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N317 დადგენილებით დამტკიცებულ "მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ"
განსაზღვრულ მოთხოვნებს;

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, (აღნიშნული ვადა შესაძლებელია ხელშეკრულებით გაიზარდოს და განისაზღვროს არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით) დანართი N2-ისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

1.4.2. შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში არაუმეტეს თვეში ერთხელ, განახორციელოს დამატებით (არაგეგმიური) მოთხოვნა საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მიწოდების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულებით გეგმიურად განსაზღვრული, მიწოდების ვადაზე ნაკლები, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
1.4.2.1. თუ ხელშეკრულების თანახმად, გეგმიური მიწოდება არ ხორციელდება თვეში ერთხელ მაინც, დამატებითი არაგეგმიური მიწოდება შეიძლება მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების განმავლობაში ერთხელ.

1.4.3. დანართ N2-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასებას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: დანართი N2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი დანართი N1- ის შესაბამისად.

2.1.1.2. პრეტენდენტი უფლებამოსილია მიუთითოს ერთზე მეტი მწარმოებელი (შესაბამისად წარმოების ქვეყანაც), მაგრამ არაუმეტეს 2 მწარმოებლისა. ასეთ შემთხვევაში, თითოეული მწარმოებელი უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.1.1.3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს წარმოების ქვეყანასა და მწარმოებლის დასახელებას დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო (მათ შორის ოდენობაც), წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2024 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა)აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე". ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.
ან
ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) ან/და
- საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება დანართი N2-ის შესაბამისად. დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის, ხელშეკრულების გაფორმებისას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.
2.7.1.1.2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე.

2.7.1.2 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი.
2.7.1.2.1. თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტი გაცემულია 2025 წლის 1 ივნისამდე, პრეტენდენტი აგრეთვე ვალდებულია წარმოადგინოს საწარმოზე 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ უკანასკნელად განხორციელებული ინსპექტირების დამადასტურებელი შესაბამისობის შეფასების აქტი, რომელიც შევსებული და ხელმოწერილი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის-ინსპექტორის მიერ, ასევე შესაძლებელია აქტი დამოწმებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით. აღნიშნული აქტიდან უნდა დგინდებოდეს, რომ საწარმოს არ აქვს შეუსაბამობა (არც კრიტიკული და არც არაკრიტიკული).

2.7.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მანანის ბურღული დამზადებულია მხოლოდ რბილი ჯიშის ხორბლისგან.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ:

2.9.1.1. იმპორტირებული პროდუქტის მოწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ მოწოდებულ პარტიასთან ერთად წარმოადგინოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, აგრეთვე, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი, ხოლო ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში მხოლოდ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი.

2.9.1.2. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თითოეულ პროდუქტზე არაუმეტეს სამჯერ) 10 სამუშაო დღეში წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით) პროდუქტის ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური პარამეტრების შესახებ;

2.9.1.3. კონსოლიდირებული ტენდერების კომისია უფლებამოსილია ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების განმავლობაში, მიმართოს სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი.

2.9.1.4. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს ოთხჯერ განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. თუ პროდუქტის შენახვის პირობებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტული გამოცდის შედეგებზე, საქონლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ თარიღში (საქონლის ვარგისიანობის ვადაში).

2.9.1.5. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.

2.9.2. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარუდგინოს მას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვინც განახორციელებს უშუალოდ საქონლის მიწოდებას. აგრეთვე, იმ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება. აღნიშნული პირების/სატრანსპორტო საშუალების ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს შემსყიდველის ინფორმირება.

2.9.3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ყველა იმ ინფორმაციის, ჩანაწერის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა, რომლის ქონის ვალდებულებაც ეკისრება ბიზნესოპერატორს მიკვლევადობის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N577 დადგენილების “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად.

2.9.4. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი. კომისია უფლებამოსილია პრეტენდენტს მიანიჭოს დისკვალიფიკაცია, თუ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შედგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ:
ა) საწარმოში ვერ განახორციელა კონტროლი მწარმოებლისგან გამოწვეული მიზეზით ან
ბ) საწარმოს დაუდგინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა (საწარმოს უფლება აქვს გამოასწოროს აღნიშნული არაკრიტიკული შეუსაბამობა(ები) და საწარმოს კონტროლის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს განმეორებითი შემოწმების ჩატარება, განმეორებითი შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს, რომ საწარმოს აღარ აქვს არაკრიტიკული შეუსაბამობა) ან
გ) საწარმოს დაუდგინდა კრიტიკული შეუსაბამობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

32492

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru