ქათმის გაყინული ბარკალი
• უნდა იყოს გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით,
შენახვა-ტრანსპორტირების ტემპერატურით არანაკლებ -18 გრადუსი
ცელსიუსი);
• ხორცს არ უნდა აღენიშნებოდეს ბუმბული; თითეული ნაჭრის წონა არ უნდა
იყოს 300 გრამზე ნაკლები, დასაშვებია ერთ ყუთში ცდომილება რაოდენობის
არაუმეტეს 10%-სა, სადაც თითეული ნაჭრის წონა არ უნდა იყოს 280 გრამზე
ნაკლები.
• სუნი სპეციფიკური დამახასიათებელი ხორცისთვის;
• დაფასოებული უნდა იყოს სურსათისთვის თავსებადი პოლიეთილენის პარკში,
რომელიც მოთავსებული იქნება 10 - 25 კილოგრამიან მუყაოს ყუთებში. ყუთს არ
უნდა ეტყობოდეს დეფროსტაციის კვალი;
• მოწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 60%, მაგრამ არანაკლებ 7 თვისა;
• გაყინულ პროდუქტში წყლის საერთო შემცველობით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის N340 დადგენილებით დამტკიცებული
"ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
• გაყინულ ბარკალში ქიმიური მეთოდით წყლის საერთო შემცველობის
გამოკვლევით მიღებული შედეგი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს V/R-4.05 ჰაერით
გაციებული;
• გალღობის შემდეგ ხორცს არ უნდა აღენიშნებოდეს ლორწოვანი გარსი.
• თბური დამუშავების შედეგად (შეწვა) წონაში არ უნდა იკლებდეს 40%-ზე
მეტს.
ქათმის გაყინული ფილე
• უნდა იყოს გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით -18
გრადუსი ცელსიუსი);
• მწარმოებელი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების
შესაბამისად მაღალი ხარისხის (A კატეგორიის);
• სუნი სპეციფიკური დამახასიათებელი ხორცისთვის;
• დაფასოებული უნდა იყოს სურსათისთვის თავსებად პოლიეთილენის პარკში
1-10 კგ-მდე შეკვრებად, რომელიც მოთავსებული იქნება 5 -25 კილოგრამიან მუყაოს
ყუთებში.
(სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისთვის მიწოდება უნდა
განხორციელდეს შეკვრებად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
• ყუთზე არ იქნება დეფროსტაციის კვალი;
• გაყინულ პროდუქტში წყლის საერთო შემცველობით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის N340 დადგენილებით დამტკიცებული
"ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
• გაყინულ ფრინველის ნაჭრებში ქიმიური მეთოდით წყლის საერთო
შემცველობის გამოკვლევით მიღებული შედეგი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს
W/RP-3,40 (ჰაერით გაციებული).
• გალღობის შემდეგ ხორცს არ უნდა აღენიშნებოდეს ლორწოვანი გარსი
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 40%,
არანაკლებ 4 თვე;
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის N340
დადგენილებით დამტკიცებული "ფრინველის ხორცის მარკეტინგული
მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ
ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებთ დამტკიცებული ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის №606
დადგენილებით დამტკიცებულ "ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი
სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო
კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი
მეთოდების დამტკიცების შესახებ" დადგენილ მოთხოვნებს.
პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით, სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის
აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
თითოეულ მანქანა რეფრეჯერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ტემპერატურილი
რეჯიმების გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.