Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели (Грузия - Тендер #67996626)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 67996626
Дата публикации: 24-10-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000301
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2025 16:44
Начало приема предложения 30.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 31.10.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 6.49 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30100000-Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели
Коды классификатора
  • 30197630 - Бумага для печати
Срок подачи 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ესყიდვის ობიექტს წარმოადგენს A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდი (შემდგომში - საბეჭდი ქაღალდი), რომელიც განკუთვნილია ლაზერული და ჭავლური პრინტერებისათვის, ასლგადამღები აპარატებისათვის და ორმხრივი ბეჭდვისათვის.
Количество и объём закупок 350000 (სამას ორმოცდაათი ათასი) შეკვრა
Шаг снижения цены 0.01 GEL
Размер гарантии 22`715 GEL
Срока действия гарантии 480 День
  • Загрузка объявления: elene kavtaradze :: 17.10.2025 15:06
  • Последнее исправление: elene kavtaradze :: 24.10.2025 12:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651769&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით გათვალისწინებული ტექნიკური პარამეტრების მქონე A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდი (შემდგომში - საბეჭდი ქაღალდი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის რაოდენობაა - 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) შეკვრა საბეჭდი ქაღალდი.

1.2.2. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 1.2.1. პუნქტში მოცემული რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნიდან გამომდინარე, სატენდერო წინადადების
მოქმედების ვადის განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს 20%-ით მეტი ან ნაკლები ოდენობით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საბეჭდი ქაღალდის მიწოდების ვადა შესაძლებელია 10 სამუშაო დღით აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

1.4.2. შემსყიდველი ორგანიზაცია და მიმწოდებელი, როგორც ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, ასევე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ეტაპობრივად, ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ საქონლის მიწოდების ზუსტ რაოდენობასა და გეგმა-გრაფიკს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქაღალდის მიტანა საკუთარი ხარჯებით მხოლოდ ქ. თბილისის ტერიტორიაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დასახელებულ მისამართ(ებ)ზე, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში და არაუმეტეს თვეში ერთხელ (თუ ურთიერთშეთანხმებით შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის სხვა რამ არ არის დადგენილი). ამასთან, მიმწოდებელი არ არის ვალდებული განახორციელოს ქაღალდის მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადად მისაწოდებელი ქაღალდის რაოდენობა ნაკლებია 25 შეკვრაზე.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია საქონელი გაიტანოს საკუთარი ხარჯებით ქ. თბილისიდან ან/და ქ. ქუთაისიდან. საბეჭდი ქაღალდის გატანის შესახებ შემსყიდველმა მიმწოდებელს წერილობით უნდა მიმართოს არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე (თუ ურთიერთშეთანხმებით შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის სხვა რამ არ არის დადგენილი).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლისა და ბრენდის დასახელება.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის ან/და ბრენდის დასახელებას, დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2024 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) შეკვრა A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის მიწოდების ან/და არანაკლებ 766 ტონა საბეჭდი ქაღალდის მიწოდების (გაყიდვის) გამოცდილება.

2.2.1.2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული გამოცდილების დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს საბეჭდი ქაღალდის მიწოდების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:

- ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება- ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა საბეჭდი ქაღალდის მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა)

ან/და

- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი, აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით)

ან/და

- სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა

ან

- აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი რაოდენობის საბეჭდი ქაღალდის მიწოდების გამოცდილება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საბეჭდი ქაღალდის მიწოდების პუნქტები არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.5 პუნქტში მითითებულ ქალაქებში.
მიმწოდებელი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით დაამატოს ქაღალდის მიწოდების პუნქტები.
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მიწოდების პუნქტების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ მისამართები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტმა, შემოთავაზებულ საქონელზე სატენდერო წინადადებასთან ერთად ერთიანი ელექტრონული სისტემით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი შემოთავაზებული ქაღალდის შემდეგი პარამეტრების შესახებ:

1. შეკვრაში ფურცლების რაოდენობა - 500 (±2 %) ფურცელი;
2. გრამაჟი (გრ/მ2) - 77-83;
3. სიკაშკაშე - არანაკლებ 88 %;
4. გაუმჭვირვალობა - მინიმუმ 92%;
5. სითეთრე (CIE) Wcbg (ულტრაიისფერი სხივების გათვალისწინებით) - არანაკლებ 142 %;
6. ქაღალდი დამზადებული არის თუ არა ქლორის გამოყენების გარეშე;
7. ქაღალდი დამზადებული არის თუ არა ხის მერქნისგან;
8. ქაღალდი განკუთვნილი არის თუ არა ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტერებისათვის, ასლგადამღები აპარატებისათვის და ორმხრივი ბეჭდვისათვის.

2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქაღალდის წარმოების სფეროში შემოთავაზებული ქაღალდის მწარმოებელზე გაცემული ISO 9001 და ISO 14001 სერტიფიკატები;

2.7.1.3. შემოთავაზებულ ქაღალდს/მწარმოებელს უნდა გააჩნდეს ტყის სერთიფიცირების დამოწმების პროგრამის დამადასტურებელი ლიცენზია/სერტიფიკატი.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატენდერო წინადადების მოქმედების განმავლობაში, ჯამურად არაუმეტეს 3 - ჯერ , შემსყიდველი ორგანიზაცი(ები)ა უფლებამოსილ(ნ)ი არიან, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 - ის (ტექნიკური დავალება) 1-7 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მიზნით, სატენდერო კომისიასთან შეთანხმებით, ჩაატაროს მიწოდებული საბეჭდი ქაღალდის ექსპერტიზა, რომლის ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი.

2.9.2. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ექსპერტიზაზე გასაგზავნი ქაღალდის ნიმუშის შერჩევა უნდა მოხდეს შემდეგი წესით:
შემსყიდველი უშუალოდ მიღება-ჩაბარების მომენტში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მიმწოდებლის თანდასწრებით, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს ერთ შეკვრა ქაღალდს, რომელსაც დალუქული სახით, მიმწოდებელთან ერთად წარადგენს ექსპერტიზაზე (რათა დაცული იქნეს ობიექტურობა და მხარეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ექსპერტიზაზე წაღებული ნიმუში ნამდვილად აღებულია მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლიდან).

2.9.3.აღნიშნულ შემთხვევებში, საექსპერტო დაწესებულებას შეარჩევს შემსყიდველი ორგანიზაცია. შემსყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საექსპერტო კვლევის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან

TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან

სხვა აკრედიტებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი) დასკვნა.

2.9.4. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გარდა 2.9.1. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 - ის (ტექნიკური დავალება) 1-7 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მიზნით, განუსაზღვრელი ოდენობით, ჩაატაროს მიწოდებული საბეჭდი ქაღალდის ექსპერტიზა, რომლის ხარჯებს დაფარავს თავად შემსყიდველი.

2.9.5. შესმყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 2.9.4. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაცული უნდა იქნეს 2.9.2. პუნქტით დადგენილი საექსპერტო ნიმუშის აღების წესი. აღნიშნულ შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას შეარჩევს შემსყიდველი ორგანიზაცია.
შემსყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საექსპერტო კვლევის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული სხვა ორგანოს დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან

TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან

სხვა აკრედიტებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი) დასკვნა.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტმა ტენდერის სტატუსის - "შერჩევა-შეფასება" ეტაპზე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში სატენდერო კომისიას ნიმუშის სახით უნდა წარუდგინოს შემოთავაზებული საბეჭდი ქაღალდის 5 (ხუთი) შეკვრა. 3 (სამი) შეკვრა დალუქული სახით დარჩება სატენდერო კომისიასთან შესაფასებლად, ხოლო 2 (ორ) შეკვრას სატენდერო კომისიის დავალებით, სატენდერო კომისიის აპარატის წარმომადგენელი, პრეტენდენტის წარმომადგენელის თანდასწრებით, ჩააბარებს 3.1.1.2. პუნქტით განსაზღვრულ საექსპერტო დაწესებულებაში კვლევისათვის.

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საექსპერტო დაწესებულების შერჩევა მოხდება სატენდერო კომისიის მიერ (3.1.1.2. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით), ხოლო ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.

3.1.1.2. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1.1. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემული უნდა იქნეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებული სხვა ორგანოს დასკვნა/ტესტ რეპორტი ან

TUV, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან

შესაბამის სფეროში აკრედიტებული სხვა პირის დასკვნა/ტესტ რეპორტი;

3.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნით უნდა დგინდებოდეს შემოთავაზებული საბეჭდი ქაღალდის ქვემოთ მოყვანილი ტექნიკური პარამეტრების მაჩვენებლები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 - ის (ტექნიკური დავალება) 1-7 პუნქტებით განსაზღვრულ მაჩვენებლებს, კერძოდ:

1. შეკვრაში ფურცლების რაოდენობა - 500 (±2 %) ფურცელი;
2. გრამაჟი (გრ/მ2) - 77-83;
3. სიკაშკაშე - არანაკლებ 88 %;
4. გაუმჭვირვალობა - მინიმუმ 92 %;
5. სითეთრე (CIE) Wcbg (ულტრაიისფერი სხივების გათვალისწინებით) - არანაკლებ 142 %;
6. ქაღალდის დამზადების ტექნილოგია (დამზადებულია თუ არა ქლორის გამოყენების გარეშე);
7. ქაღალდის დამზადების მასალა (დამზადებულია თუ არა ხის მერქნისგან).

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცის 3.1.1. პუნქტით მოთხოვნილი ნიმუშებისა და დოკუმენტების წარმოდგენის ადგილია ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8 (სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო). ნიმუშის ჩაბარების საათები: 09:00-15:00.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებითა და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

22715

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

2

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

5

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია,ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით;

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში;

6.2.4.3. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

6.2.4.4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

6.2.4.5. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულებისპ როპორციულად;

6.2.4.6. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).


6.2.4.7. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და ცნობადობის გათვალისწინებით.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საბეჭდი ქაღალდის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშსწორება განახორციელოს მიწოდებულ საქონლზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან ქადაგიძე, 591900020, kkadagidze@spa.ge ლენე ქავთარაძე 597082082

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20² მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე „2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 სექტემბრის №1575 განკარგულების საფუძველზე.

10.1.2. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციები არიან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებლები.

10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარჯვებულის გამოვლენიდან (მაგრამ არაუადრეს 1-ელი იანვრისა) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური მაჩვენებლების მქონე A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა 10.1.4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევებისა.

10.1.4. შემსყიდველი ორგანიზაცია, რომლის მიერ წლის განმავლობაში შესასყიდი A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის რაოდენობა არ აღემატება 25 შეკვრას და ამასთან, მისი ფაქტობრივი მისამართი არ არის ქ. თბილისში ან ქ. ქუთაისში, უფლებამოსილია, კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე საბეჭდი ქაღალდი შეისყიდოს რომელიმე სხვა მიმწოდებლისაგან, სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. სხვა მიმწოდებლისგან საბეჭდი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის CTD.SPA.GE მეშვეობით სატენდერო კომისიას შესაბამისი დასაბუთებით. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.1.5. კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება 1 შეკვრა (500 (±2 %) ფურცელი)) ქაღალდის ფასზე.

10.1.6. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემაში უნდა ატვირთოს ფასების ცხრილი დანართი №2-ის შესაბამისად. დანართი №2 დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10.1.7. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია,უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება.

10.1.8. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია მისი გამარჯვებულად გამოვლენიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბეჭდი ქაღალდის მიწოდების ვადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.

10.1.9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. თავის მხრი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru