Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #67978299)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tskaltubo Municipality
Номер конкурса: 67978299
Дата публикации: 24-10-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250018878
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2025 11:29
Начало приема предложения 03.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 06.11.2025 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 45`392.64 GEL
Контрактная цена объекта закупки 130`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45233142 - Ремонт дорог
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდი.
Дополнительная информация
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალი შიდა საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) და ზამთრის შენახვის სამუშაოები.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 907.85 GEL
Размер гарантии 1`300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: elene kravtsova :: 15.10.2025 20:43
  • Последнее исправление: elene kravtsova :: 24.10.2025 11:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651486&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალი შიდა საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) და ზამთრის შენახვის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოების აღწერა და პირობები მოცემულია: სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში (სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა-პრეისკურანტი), თანდართულ ტექნიკურ დავალებაში, სპეციფიკაციებსა და შესაბამის ხელშეკრულების პროექტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოს შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდი, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.
1.5.2. სამუშაოს შესრულების ადგილია: წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციის გათვალისწინებით შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა არ გამოიყენება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში, პრეტენდენტის ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 104000 ლარისა.
2.2.1.2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2022-დან წინამდებარე ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს.
2.2.1.3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, ან/და რეკონსტრუქცია; ან/და მოდერნიზაცია, ან/და რეაბილიტაცია, ან/და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ან/და პრევენციის სამუშაოები, ან/და პერიოდული შეკეთების ან/და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.
2.2.1.4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის (დანართი N3 - ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესახებ) შესაბამისად.
2.2.1.4.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი (მაგ.ფორმა N2), ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით.
ამასთან:
ა) სამუშაოებზე, რომლ(ებ)ის დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ბ) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ ან დამკვეთის მიერ, დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.4.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 4.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
2.2.1.5. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების (130000 ლარი) 50%-ის ოდენობისა. მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
2.2.1.5.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.
2.2.1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის მე-5 პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.
2.2.1.5.3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.5.4. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ლიზინგი, ქირავნობა, თხოვება და ა.შ.), შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალების 1.8 პუნქტით განსაზღვრული ცხრილის 1-დან 11-ის ჩათვლით პოზიციებზე მითითებული დასახელების და რაოდენობის მანქანა-მექანიზმები. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის (დანართი N5 - ინფორმაცია მანქანა-მექანიზმების არსებობის შესახებ) შესაბამისად.
2.3.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია, დანართი N5-ში (დანართი N5 - ინფორმაცია მანქანა-მექანიზმების არსებობის შესახებ) შეტანილი პოზიციების მიხედვით, წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) თითოეული მანქანა-მექანიზმი უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობები (მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით რეგისტრაციაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების შესახებ).
ბ) გარდა საკუთრებისა, ფლობის/სარგებლობის სხვა ფორმების (ლიზინგი, ქირავნობა, თხოვება და ა.შ.) შემთხვევაში, წარმოსადგენია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმება/განზრახვათა ხელშეკრულება, რომლებიც (გარდა ლიზინგისა) ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღიდან (ამასთან, წინამდებარე ტენდერში ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ვადის გაგრძელებას მინიმუმ, სამუშაოების შესრულების ვადით), ან/და ლიზინგისა და იჯარის გამცემის/ გამქირავებლის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია (ცნობა ან/და რეკომენდაცია) ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2.8.1.3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
2.8.1.4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
2.8.1.5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
2.8.1.6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:

2.9.1. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შემსყიდველის შესაბამისი სამსახური ან მის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი/სპეციალური კომისია.
2.9.2. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
2.9.3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4
(დანართი N4 - ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ) შესაბამისად.
2.9.4. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისს სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე შემსყიდველის მიერ სამუშაოების
დაწყების შესახებ წერილობითი დავალების გაცემის შემდგომ.
7.1.1.2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
7.1.1.3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 20% ან მეტი.
7.1.1.4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.
7.1.1.5. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 20%-ს.
7.1.1.6. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების პროექტით.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
7.2.2. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით) საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის მითითებით.
7.2.3. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება ხორციელდება მიღება–ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) გაფორმების საფუძველზე.
7.2.4. მიმწოდებლის სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს შუალედური გადახდები მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შემსყიდველისათვის წარდგენილი მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე.
7.2.5. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების პროექტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ელენე კრავცოვა, 598301390, elenikokravcova@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – ,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, წერილობითი მომართვის საფუძველზე. მისამართი: ქალაქი წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N25.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი) ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (პრეისკურანტში) განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
10.1.8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ.: ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი), ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Прикреплённые файлы Дата/Aвтор
Исключение из монетарных пределов
_მონეტალური ზღვრის გამონაკლისი - 2024 წლის 16 დეკემბრის N1802 განკარგულება.pdf
16.10.2025 13:01 :: elene kravtsova

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru