Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #67939235)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: internally displaced persons, ecomigrants and livelihood agency
Номер конкурса: 67939235
Дата публикации: 23-10-2025
Сумма контракта: 1 584 766


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250018824
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.10.2025 10:40
Начало приема предложения 09.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.11.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 1`584`766.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45432110 - Работы по настиланию полов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში გადაცემული კოტეჯების (არაუმეტეს 150 კოტეჯი) იატაკების სარეაბილიტაციო სამუშაოებისსახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 15`848.00 GEL
Размер гарантии 15`848 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome zautashvili :: 30.07.2025 10:23
  • Последнее исправление: salome zautashvili :: 23.10.2025 10:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641878&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში გადაცემული კოტეჯების (არაუმეტეს 150 კოტეჯი) იატაკების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილები).

უნდა განხორციელდეს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში გადაცემული კოტეჯების (სულ არაუმეტეს 150 კოტეჯი) იატაკების სარეაბილიტაციო სამუშაოები, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპისათვის საჭიროა 144 კოტეჯის იატაკის რეაბილიტაცია.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მისი „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“.

ხარჯთაღრიცხვა შესაძლებელია ატვირთულ უნდა იქნას სისტემაში მხოლოდ Excel-ის დოკუმენტის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ადგილი: ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში გადაცემული კოტეჯები (არაუმეტეს 150 კოტეჯი) (შავშვები, ხურვალეთი, ბერბუკი, თელიანი, მეტეხი, კარალეთი);

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს არანაკლებ 2 (ორი) წელს საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

თანხმობა შესრულებულ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე გავრცელებულ საგარანტიო ვადებზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 584 766.00 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოცდაოთხი ათას შვიდას სამოცდაექვსი) ლარისა.

1.1 გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.

2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2022-დან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს;

3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება შენობ(ებ) ის სარემონტო, სარეკონსტრუქციო ან/და სამშენებლო სამუშაოები.

4. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.

4.1 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N3-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

4.2 დანართი N3-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

4.2.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მითითებულ ანალოგიურ სამუშაოებზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ელექტრონულად ხელმოწერილი ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც სამუშაოების შინაარსი და ღირებულება, ასევე საანგარიშგებო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი (მიმდინარე/დასრულებული) დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით.

ამასთან:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

5.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.2 საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან აპოსტილით ან ნოტარიულად დამოწმებული.

6. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
7.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

7.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალურად დაყოფილი კალენდარული გეგმა-გრაფიკი ანუ შესასრულებელი „სამუშაოების“ ჩამონათვალი და მასში განსაზღვრული მონაკვეთების/ეტაპების შესრულების ვადები.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ფასების ცხრილი).

2) თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებზე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.6. პუნქტის შესაბამისად.

3) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული, წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

4) სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდი"-ს მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოთა მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 2,5%-ით.

2. საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.


3. ამხნაგობის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემავალი ყველა პირი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორებაც, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული, „შემსყიდველთან“ შეთანხმებული შინაარსის, უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოთა მიწოდების საბოლოო ვადას.

2. ავანსის ოდენობასა და პერიოდულობას განსაზღვრავს „შემსყიდველი“, „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 20%-მდე ოდენობით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025-2026 წლებში ,,შემსყიდველისათვის“ გამოყოფილი შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. კერძოდ, 2025 წელს გამოყოფილია არაუმეტეს 331 943.00 ლარი , ხოლო 2026 წელს არაუმეტეს 1 327 771.00 ლარი.

2. შემსყიდველი ანგარიშსწორებას მიმწოდებელთან ახორციელებს ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ, „ხელშეკრულების“ მხარეთა შორის გაფორმებული შუალედური/ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ისა და ფარული სამუშაოების აქტის (ფარული სამუშაოების შესრულების შემთხვევაში) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივი/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ზაუტაშვილი, 593225565, s.zautashvili@idp.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
10.1.2 სატენდერო წინადადების ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი).
10.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, ან მარკა იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.4. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელი მასალების და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა და სხვა) თანხმდება ,,შემსყიდველთან“.
10.1.5. სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია დაიცვას და უზრუნველყოს სამშენებლო მოედნის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების დაუზიანებლობა და სიცოცხლისუნარიანობა, ასევე მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გარემოზე გავლენა.
10.1.6. სატენდერო წინადადების ფასში საპროექტო ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე წარმოდგენილი გაუთვალისწინებელი ხარჯების საპროცენტო მაჩვენებელი არ ექვემდებარება კორექტირებას.
10.1.7. ხარჯთაღრიცხვის შედგენისას ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების ზღვრული პროცენტული მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55-ე დადგენილების მიხედვით.
10.1.8. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.9. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.10. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (გარდა Excel-ის დოკუმენტის სახით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებისა) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru