შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების შესყიდვა
შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად:
1. სასტუმრო შესაძლებელია იყოს კომპლექსის ტიპის, შესაძლოა იყოს
რამდენიმე შენობით წარმოდგენილი ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე.
2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული
ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი
სახლის ნაწილში ან მიწისქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
3. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს კახეთის რეგიონში, ქალაქ თბილისის
მუნიციპალური საზღვრებიდან არაუმეტეს 150 კილომეტრის ფარგლებში.
4. სასტუმროში შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად არანაკლებ 110 სტუმრის
განთავსება სქესთა ბალანსის დაცვით. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს
სტუმრების განთავსება 1, 2 ან 3 ადგილიან ნომრებში (სტუმრების
განთავსებისას, სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 4 ერთადგილიანი
და არანაკლებ 3 ორადგილიან ნომრებში ფორუმის ორგანიზატორების
განთავსება; 3 ადგილიანი ნომერი უნდა იყოს საოჯახო ტიპის), სამჯერადი
კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი) და ყავის შესვენებით. ყველა ნომერი
განთავსებული უნდა იყოს ერთ კომპლექსში/ერთ ლოკაციაზე. მონაწილეთა სია
ეცნობება მომწოდებელს ღონისძიების განხორციელებამდე არანაკლებ 7 დღით
ადრე.
5. ოთახის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საწოლები იყოს
ცალ-ცალკე, ინდივიდუალური, არაგასაშლელი.
6. სასტუმროში განთავსების სავარაუდო თარიღებია 21-23 ნოემბერი, თუმცა
თარიღები შესაძლოა დაზუსტდეს ხელშეკრულების გაფორმებამდე.
7. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი
წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური
გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით,
ინტერნეტით, ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს სანიტარული
ნორმები. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დენის ალტერნატიული წყარო.
8. ოთახები უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთებით
ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი, ოთახის
ერთჯერადი ჩუსტი და ხალათი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი და თმის საშრობი
ფენი.
9. ოთახის დალაგება და თეთრეულის გამოცვლა უნდა ხორციელდებოდეს
სასტუმროში არსებული სტანდარტის მიხედვით, სველი/მშრალი წმენდით.
10. სასტუმროში უნდა იყოს 1 საკონფერენციო სივრცე არანაკლებ 110 ადამიანზე
გათვლილი, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დახურულ
სივრცეში ღონისძიების/ტრენინგის განხორციელება ერთდროულად 110
ადამიანის მონაწილეობით. გარდა ამისა, სასტუმროს უნდა ჰქონდეს
არანაკლებ 2 იზოლირებული სატრენინგო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება
მონაწილეების ჯგუფების (არანაკლებ 50 პირი) შეკრება და მუშაობა (იხ.
ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N1).
11. საკონფერენციო სივრცე და სატრენინგო სივრცეები უნდა იყოს
იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა ოთახებისგან, მათ შორის
სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი სივრცისგან (ფარდით ან სხვა
საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება), ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს
გათბობა/კონდიცირების სისტემით და ცენტრალური ვენტილაციით. სივრცეები
აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით, პროექტორის ეკრანით, თეთრი
დაფით და მარკერებით, მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის სკამებით,
სამუშაო მაგიდებით, ხმის გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და
დინამიკები), უკაბელო ინტერნეტით, მონაწილეებისათვის სასმელი წყლით (0,5
მლ ბოთლებით).
12. საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სცენით (ზომით არაუმეტეს 8
მეტრი 3 მეტრზე) და ლედ მონიტორით (ზომით არანაკლებ 12 კვადრატული მეტრი ((4
მეტრი 3 მეტრზე) fullHD)), მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის სკამებით
(არანაკლებ 110), მრგვალი მაგიდებით (არანაკლებ 12), ტრიბუნით - სიტყვით
გამომსვლელებისთვის, სამაგიდო მიკროფონით ტრიბუნაზე, ხმის
გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი არანაკლებ 4 ცალი და დინამიკები), 4
სავარძლით პანელური დისკუსიის გამართვისთვის და მცირე ზომის მაგიდით,
რომელზეც განთავსდება წყალი და ჭიქები პანელის მონაწილეებისთვის,
უკაბელო ინტერნეტით, მონაწილეებისათვის სასმელი წყლით.
13. საკონფერენციო სივრცეში მონაწილეები განთავსდებიან მრგვალი
მაგიდების ირგვლივ, თითო მაგიდასთან არაუმეტეს 10 მონაწილისა.
შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში არსებული ინვენტარის (მაგიდები,
სკამები) გადაადგილება (შეერთება ან განცალკევება).
14. საკონფერენციო სივრცე, სატრენინგო სივრცეები, კვებისთვის
განკუთვნილი ადგილი და სასტუმროს ნომრები უნდა იყოს ერთ
კომპლექსში/ერთ ლოკაციაზე.
15. სასურველია სასტუმროში იყოს დახურული საცურაო აუზი.
16. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს
ყოველდღიურად 3-ჯერადი კვება და შესვენება ყავაზე (იხ. ტექნიკური
დოკუმენტაციის დანართი N2). გათვალისწინებული უნდა იყოს ვეგეტარიანული
მოთხოვნები და სამარხვო კერძები, აუცილებელია ცხელი კერძის ერთ-ერთ
რაციონში არ შედიოდეს ღორის ხორცი. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა
მოხდეს სტუმრების ერთდროულად განთავსება, ცხელი ხაზის ან შვედური
მაგიდის პრინციპით, შემსყიდველის მიერ შეთანხმებული მენიუს მიხედვით
არანაკლებ 110 ადამიანზე (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N3). ასევე,
სასტუმრომ, შემსყიდველთან შეთანხმებით, 110 ადამიანზე უნდა უზრუნველყოს
შესვენება ყავაზე.
17. კვებითი მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა.
18. კერძები უნდა მომზადდეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით.
კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი.
მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა დაიცვას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სურსათის უვნებლობის,
ჰიგიენის ზოგადი წესები და რეგულაციები.
19. პერიმეტრი 24 საათის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის
სისტემით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა იყოს დაცვის ქვეშ; 24
საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადმინისტრაციის
სამსახური (ადმინისტრატორი).
20. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
21. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების
დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო
უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური
რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
22. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამის კომისიის ნებისმიერი
წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის მიერ
შემოთავაზებული სასტუმრო და შეაფასოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ
დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან