1. ულტრა პასტერიზებული რძე-2210 ლიტრი- ულტრაპასტერიზებული ცხიმიანობა 3.2
%-ი დამზადებული ძროხის ნედლი რძისგან. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის
გარდა სხვა ცხიმებს და ცილებს, მათ შორის მცენარეულსაც. არ უნდა ჰქონდეს
არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო. შესაბამისი
მარკირებით (დამზადებული ნატურალური რძისგან, შემადგელობა,
მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები და შტრიხკოდი). მიკრობიოლოგიური და
ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,5-1 ლ. შეფუთვაში;
2. რძის ფხვნილი- 325 კგ დამზადებული მშრალი, მოუხდელი რძის ფხვნილი, რძის
ცხიმის შემცველობა 100 გრ პროდუქტში არანაკლებ 26 % -ისა და არაუმეტეს 42% - ისა.
მშრალი ნივთიერების მასური წილი არანაკლებ 95%, ხოლო მშრალ გაუცხიმოებულ
რძის ნაშთში ცილის მასიური წილი არანაკლებ 34%. თითოეული პარტია უნდა იყოს
ქარხნული წარმოების. კონსისტენცია მშრალი, ერთგვაროვანი ფხვიერი მასა,
ფერი მოყვითალო მინარევების გარეშე, არადამახასიათებელი გემოს და
სუნის გარეშე დაფასოებული 2-5 კგ ქაღალდის პაკეტებში შესაბამისი
მარკირებით, ვარგისიანობის ვადის, შენახვის პირობების შემადგენლობისა
და მწარმოებელი ქვეყნის მითითებით. შეფუთულ პროდუქტზე ეტიკეტი
განთავსებული უნდა იქნეს ისე, რომ ადვილად არ სცილდებოდეს. ეტიკეტზე
ქართულ ენაზე განთავსებული ინფორმაცია უნდა იყოს სრულად გასაგები;
3. არაჟანი- 260 კგ. - დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის
რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. ცხიმიანობა
არანაკლებ 12-15%. შუალედში არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ
უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,15-1 კგ ჰერმეტულ შეფუთვაში;
4. კარაქი-325 კგ. - დამზადებული ძროხის რძის ნაღებისაგან, მცენარეული
ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი
შესაბამისი პროდუქტისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის
ცხიმის შემცველობა არანაკლებ 82%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო
გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ
უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,2-1,0 კგ- იან შეფუთვაში. მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღე. ვადიანობა მითითებული
უნდა იყოს გარკვევით;
5. ხაჭო-520 კგ. - დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის
რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. ხაჭოს მზა
ნაწარმში, რძის შემადგენელი კომპონენტების მასური წილი უნდა იყოს 75%-ზე
მეტი. ცხიმიანობა არანაკლებ 6%. თეთრი, მოყვითალო ფერის, სიმჟავისა და
არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე
ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,15-2 კგ.
დახურულ შეფუთვაში;
6. სულგუნი-520 კგ. - პროდუქტისთვის დამახასიათებელი სუნითა და გემოთი, უცხო
სუნისა და გემოს გარეშე, საშუალოდ მარილიანი, დაჭრის დროს არ უნდა
იფშვნებოდეს. დამზადებული ძროხის ნედლი (პასტერიზებული) რძისაგან,
კონსერვანტების,ემულგატორების,საღებავების და სხვა ქიმიური
დანამატების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმს და
რძის ფხვნილს. მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 45 %, ტენიანობა 50%,
მარილი 1-4%, დაფასოებული ქარხნული წესით ვაკუუმ-პაკეტებში 0,5-1 კგ
შეფუთვაში. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 80-85% შესაბამისი მარკირებით, ვარგისიანობის ვადის,
შენახვის პირობების შემადგენლობისა და მწარმოებელი ქვეყნის
მითითებით. შეფუთულ პროდუქტზე ეტიკეტი განთავსებული უნდა იქნეს ისე,
რომ ადვილად არ სცილდებოდეს. ეტიკეტზე ქართულ ენაზე განთავსებული
ინფორმაცია უნდა იყოს სრულად გასაგები;
7. მაწონი-1170 კგ- დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის
რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. კონსისტენცია
ერთგვაროვანი, ცხიმის მასული წილი 3,2%. არადამახასიათებელი სუნისა და
გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და
სათანადოდ ეტიკეტირებული, 0,4-0,5 კგ-იან ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში,
მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 70%
8. იოგურტი-260 კგ-ქარხნული წარმოების, თითეული მიწოდებული პარტია უნდა
იყოს დამზადებული ნატურალური, პასტერიზირებული ძროხის რძისაგან,
სხვადასხვა ხილის არომატით, არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი სუნი,
ფერი და სიმჟავის გემო, ცხიმიანობა 3.2%, დაფასოება არაუმეტეს 0,115 კგ-იან
შეფუთვით, შესაბამისი მარკირებითა და ეტიკეტით;
9. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 70%.
10. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) სადაც, დაცული უნდა იყოს
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
11. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
11.1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
11.2 - უნდა იყოს, ქარხნული წარმოების, სათანადოდ შეფუთული და
ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის, 2016 წლის პირველი ივლისის №301
დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
11.3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
11.4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
11.5 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
11.6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
11.7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152
დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
11.8 - პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25
ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების
ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
11.9 - უნდა შეესაბამებოდეს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
11.10 - პროდუქტი, პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
12. საქონლის ლაბორატორიული შემოწმება:
ა) მიმწოდებელი ვალდებულია სამ თვეში ერთჯერ თავისი ხარჯებით
წარმოადგინოს საქონლის მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ
აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი;
ბ) ნიმუშის აღება და ლაბორატორიული შემოწმება უნდა განხორციედლეს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების
შესაბამისად;
გ) შემსყიდველი უფლებამოსოლია მიმწოდებელს მოსთხოვოს იმ ლაბორატორიის
აკრედიტაციის მოწმობა, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის
ლაბორატორიული შემოწმება, იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული
ლაბორატორია შერჩეული იქნება მიმწოდებლის მიერ;
დ) ნიმუშების აღება განხორციელდება ერთობლივად შემსყიდველისა და
მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ, შემსყიდველის მიერ შერჩეული
საბავშო ბაღიდან/ბაღებიდან, აღებული ნიმუში შეიფუთება დადგენილი წესის
მიხედვით და გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში;
ე) საქონლის მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის,
აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმის დაგენილ
ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მიმწოდებლის მიმართ გატარდება
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები (იხ. ხელშეკრულების
პროექტი).
მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს,
რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება შემსყიდველის მიერ
მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი
ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით გათვალისწინებული
საქონლის რაოდენობა;