2.2.1.1. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის
ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია
პრეტენდენტი) 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების
მიღების დასრულების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს:
ა) სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ(ებ)ის (ქმნის
გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა
შემომზღუდავი კონსტრუქციებით. შესაბამისად არ იგულისხმება სკვერი,
გზა, ხიდი, გვირაბი და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) მშენებლობის ან
რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის (არ განიხილება სამოქალაქო ან
საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ(ებ)ის რეაბილიტაციის
პროექტირების გამოცდილება) საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება, ღირებულებით არანაკლებ 50 000
(ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის
მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის სამუშაოების
შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის
ღირებულებით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში სრულად
დასრულებული სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების ახალი
შენობის (არ იგულისხმება სკვერი, გზა, ხიდი, გვირაბი და სხვა ხაზობრივი
ნაგებობები) მშენებლობის გამოცდილება არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი)
ლარის ოდენობით;
2.2.1.2. სატენდერო პირობებისთვის, რეკონსტრუქცია ნიშნავს სამოქალაქო ან
საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას,
აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1
კვ/მ-ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი
განახლების მიზნით.
2.2.1.3. სატენდერო პირობებისთვის, მშენებლობა ნიშნავს სამოქალაქო ან
საზოგადოებრივი დანიშნულების ახალი შენობის მშენებლობას.
2.2.1.4. სატენდერო პირობებისთვის, რეაბილიტაცია ნიშნავს სამოქალაქო
დანიშნულების ობიექტ(ებ)ის რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებულ
სამუშაოს;
2.2.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით
გამოცდილებაში ჩაითვლება სრულად დასრულებული ხელშეკრულება/ობიექტი.
აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ არ არსებობს
სამუშაოს მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება და დამკვეთი და
შემსრულებელი ერთიდაიგივე პირია;
2.2.1.6. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
ა) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტის ,,ა’’
ქვეპუნქტით მოთხოვნილი მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით
და მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი
დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სატენდერო
განცხადების ან CMR ნომრების შესახებ; შესაბამის სატენდერო განცხადების
ან CMR ნომრებს მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული
ხელშეკრულება" ან "მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი".
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტის ,,ა’’
ქვეპუნქტით მოთხოვნილი მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების
გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულება, ამავე
ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;
გ) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტის ,,ბ’’
ქვეპუნქტით მოთხოვნილი სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით
და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი
დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სატენდერო
განცხადების ან CMR ნომრების შესახებ; შესაბამის სატენდერო განცხადების
ან CMR ნომრებს მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული
ხელშეკრულება" ან "მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი", გარდა
იმ შემთხვევისა როდესაც ხელშეკრულება/ობიექტი მიმდინარეა;
დ) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტის ,,ბ’’
ქვეპუნქტით მოთხოვნილი სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების
გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამავე
ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;
ე) იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი
(პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ
არსებობს მომსახურების გაწევაზე, სამუშაოების მიწოდებაზე
გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას
აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში
რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში
მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში
რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge
ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ
პრეტენდენტს გააჩნია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით პუნქტით
მოთხოვნილი ღირებულების და შინაარსის გამოცდილება. დასკვნაში მკაფიოდ
უნდა იყოს მითითებული, რომ ობიექტზე შესასრულებელი ყველა სამუშაო
(მომსახურება) სრულად არის დასრულებული.
2.2.1.7. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს სამუშაოები შესრულებული აქვს,
როგორც ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ ეს
მომსახურება, სამუშაოები გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულება
წინასწარ იყო შეთანხმებული ძირითად შემსყიდველთან (თუ საჭირო იყო
შეთანხმება) და ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემული მომსახურება,
სამუშაოები სრულად არის დასრულებული და მიღებული ძირითადი
შემსყიდველის მიერ (მხოლოდ ქვეკონტრაქტის ფარგლებში მომსახურების
გაწევა, სამუშაოების სრულად მიწოდება არ არის საკმარისი).
2.2.1.8. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს გამოცდილება მიღებული აქვს
სახელმწიფო საიდუმლეობასთან დაკავშირებული მომსახურების,
სამუშაოების შესრულებით (,,გრიფით საიდუმლო), საკმარისია გაწეული
მომსახურების, შესრულებული სამუშაოების შესახებ დამკვეთის მიერ
გაცემული ცნობის (წერილის) წარმოდგენა. ამ დოკუმენტის მეშვეობით უნდა
დგინდებოდეს სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
2.2.1.9. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი
დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების,
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ
შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ
მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან
გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები,
რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია
უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და
დოკუმენტების წარმოდგენა.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების და სამუშაოს გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული
დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან
აპოსტილით დამოწმებული.
2. ამხანაგობის შემთხვევაში, გამოცდილების შეკრება არ დაიშვება.
3. ამხანაგობის სახელით ტენდერში მონაწილეობის პირობები
გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის
ჩატარების წესი"-ს 24-ე მუხლის თანახმად.
4. ამხანაგობის მონაწილეებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული
მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს წინამდებარე
ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის
შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამხანაგობამ, აღნიშნული ინფორმაცია
უნდა წარმოადგინოს ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად; წარმოდგენილი
ინფორმაცია სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა
(თითოეული) მონაწილის ხელმოწერით.
5. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა
არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
მოქმედების ვადაზე ნაკლები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში
განისაზღვრება 2027 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
.