1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის
ფორმატის ფაილის სახითაც, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის
განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად
წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა (როგორც Excel, ასევე PDF
ფაილის სახით) დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4. ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში,
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის
ერთეულის ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან,
არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
შემცირებით (ერთეულის ფასები დამრგვალებული უნდა იქნას მეასედებამდე
სიზუსტით).
1.2.5. სამუშაოების განფასება განხორციელდება დანართი N1-ით წარმოდგენილი
ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ სამუშაოთა სახეობებზე დაფიქსირებული
ერთეულის ფასების მიხედვით.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით ობიექტის მისამართის მიღებიდან
(სქემატური ნახაზების და/ან პროექტის და მოცულობათა უწყისის
შემსყიდველის მიერ გადაუცემლობის შემთხვევაში) შემსყიდველის მიერ
წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს და შეათანხმოს
შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა სქემატური ნახაზები ან/და
სრული საპროექტო დოკუმენტაცია.
1.2.7. წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური
ნახაზების ან/და პროექტის და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ
ან ცალკეულ შემთხვევებში, მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის
კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა
(დეფექტური აქტი და/ან სქემატური ნახაზები და/ან პროექტი და მოცულობათა
უწყისი) და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები (ექსპერტიზის
მომსახურების ვადის ჩათვლით) გადაეცემა წერილობით. ხოლო სრული
საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, საჭიროების შემთხვევაში,
მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიწყოს სამუშაოები.
1.2.8. შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს სქემატურ ნახაზებში
ან/და საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის
შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან
არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას
აღმოჩენილი წუნი.
1.2.9. წერილობით მიწოდებული ობიექტის სქემატური ნახაზების ან/და
საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებელს
სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, სქემატური ნახაზები ან/და
საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები
გადაეცემა წერილობით.
1.2.10.მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ
დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო
საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.11. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური
დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად
დაკვეთის შესახებ;
1.2.12. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საშუალება ერთდროულად აწარმოოს
სამუშაოები შემსყიდველის მიერ მითითებულ არანაკლებ 6 მისამართზე (უნდა
ყავდეს არანაკლებ 6 მუშა ჯგუფი).
1.2.13. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალების
მიცემიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში 24 საათში;
1.2.14. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში
მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი
მდგომარეობა;
1.2.15. მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს
ხელშეკრულების და სატენდერო დოკუმენტაციის დანართებითა და ესკიზებით
მოთხოვნილ პარამეტრებს.მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს
ლაბორატორიული დასკვნა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული
ბეტონის მარკიანობის შესაბამისობის შესახებ.
1.2.16. სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა
(აკრედიტებული პირის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა
იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი) შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შესახებ,
კერძოდ: ა) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების დადგენა და
შესრულების დამადასტურებელი ფორმა N2-ის დადასტურება, ბ) შესრულებული
სამუშაოს (მ/შორის გამოყენებული მასალების, სათამაშო აღჭურვილობის,
ინვენტარის) ხარისხის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. გ)ექსპერტმა უნდა აწარმოოს ფარული
სამუშაოების აქტის დადასტურება ანუ ფაქტიურად შესრულებული ფარული
სამუშაოს მოცულობების დადგენა; ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება
მიმწოდებლის მიერ.
1.2.17. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მცენარეების იდენტურობის
(მათ შორის პარამეტრების) დადგენის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია
წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გაცემული დარგობრივი
სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების, სსიპ „ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან საქართველოს
ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ. მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა
წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა შეტანილი ნიადაგის ნოყიერი
ნაზავის დანართი N4-ში („ნოყიერი მიწის ნაზავის საკვები ელემენტების
შემადგენლობა და პარამეტრები“) მოთხოვნილ პარამეტრებთან
შესაბამისობის შესახებ (აღნიშნული მომსახურების ანაზღაურებას
მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით).
1.2.18. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა განათავსოს მინიმუმ ერთი საინფორმაციო
დაფა (100სმ/80სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.19. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურება.
1.2.20. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი
დავალების შესრულების დაწყებამდე შემსყიდველთან შეთანხმებით შექმნას
უსაფრთხოების სქემები და შეათანხმოს შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულებთან საკუთარი სახსრებით. მიმწოდებელი ვალდებულია განათავსოს
საგზაო ნიშნები, საგზაო ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები
დამტკიცებული სქემის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს
სხვა ზომები, რომლებსაც მოითხოვს სამშენებლო სამუშაოები.
1.2.21. თუ კი სამუშაოების უსაფთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი
ნიშნებით.
1.2.22. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან, და ა . შ. და საჭიროების შემთხვევაში მაღალი წნევის წყლის
სარეცხი აპარატის გამოყენებით დაასუფთაოს ტერიტორია.
1.2.23. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას
უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი უზრუნველყოს ერთნაირი სპეც.
ტანსაცმლით. სამშენებლო სამუშაოები მწვანე ნარგავების სიახლოვეს
მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს
მცენარეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა
ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს
სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ნარგავი დაზიანდება ან
მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო,
მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი შემსყიდველის
თანხმობით.
1.2.24. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფაქტიურად მოსაწყობი
წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის ქსელის ტექნიკური პირობის
შეთანხმება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან და წარმოდგენა
შემსყიდველთან; მანვე უნდა უზრუნველყოს წყლისა და კანალიზაციის
ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯების ანაზღაურება, ხოლო
სამუშაოების დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული
დავალიანება;
1.2.25.მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე
წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი,
დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით
გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.
1.2.26. ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი ატვირთულია სატენდერო
დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.27. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ტექნიკური დავალება, ნიმუშები
და ესკიზები სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის.