Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #67747978)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Didube District Gamgeoba
Номер конкурса: 67747978
Дата публикации: 15-10-2025
Сумма контракта: 499 166


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250018349
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.10.2025 10:58
Начало приема предложения 31.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 05.11.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 499`166.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45100000 - Работы по подготовке строительной площадки
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე, ეტაპობრივად
Дополнительная информация
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სკვერების (მოსასვენებელი სივრცეების) აღდგენა-შეკეთების და საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 9`983.00 GEL
Размер гарантии 4`992 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ana gelashvili :: 13.10.2025 14:53
  • Последнее исправление: ana gelashvili :: 15.10.2025 10:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651263&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სკვერების (მოსასვენებელი სივრცეების) აღდგენა-შეკეთების და საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახითაც, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა (როგორც Excel, ასევე PDF ფაილის სახით) დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4. ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის ერთეულის ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით (ერთეულის ფასები დამრგვალებული უნდა იქნას მეასედებამდე სიზუსტით).
1.2.5. სამუშაოების განფასება განხორციელდება დანართი N1-ით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ სამუშაოთა სახეობებზე დაფიქსირებული ერთეულის ფასების მიხედვით.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით ობიექტის მისამართის მიღებიდან (სქემატური ნახაზების და/ან პროექტის და მოცულობათა უწყისის შემსყიდველის მიერ გადაუცემლობის შემთხვევაში) შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს და შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა სქემატური ნახაზები ან/და სრული საპროექტო დოკუმენტაცია.
1.2.7. წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების ან/და პროექტის და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ ან ცალკეულ შემთხვევებში, მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა (დეფექტური აქტი და/ან სქემატური ნახაზები და/ან პროექტი და მოცულობათა უწყისი) და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) გადაეცემა წერილობით. ხოლო სრული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიწყოს სამუშაოები.
1.2.8. შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს სქემატურ ნახაზებში ან/და საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.9. წერილობით მიწოდებული ობიექტის სქემატური ნახაზების ან/და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, სქემატური ნახაზები ან/და საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.2.10.მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.11. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.12. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საშუალება ერთდროულად აწარმოოს სამუშაოები შემსყიდველის მიერ მითითებულ არანაკლებ 6 მისამართზე (უნდა ყავდეს არანაკლებ 6 მუშა ჯგუფი).
1.2.13. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 24 საათში;
1.2.14. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა;
1.2.15. მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების და სატენდერო დოკუმენტაციის დანართებითა და ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს.მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ბეტონის მარკიანობის შესაბამისობის შესახებ.
1.2.16. სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა (აკრედიტებული პირის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შესახებ, კერძოდ: ა) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების დადგენა და შესრულების დამადასტურებელი ფორმა N2-ის დადასტურება, ბ) შესრულებული სამუშაოს (მ/შორის გამოყენებული მასალების, სათამაშო აღჭურვილობის, ინვენტარის) ხარისხის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. გ)ექსპერტმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტის დადასტურება ანუ ფაქტიურად შესრულებული ფარული სამუშაოს მოცულობების დადგენა; ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
1.2.17. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მცენარეების იდენტურობის (მათ შორის პარამეტრების) დადგენის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გაცემული დარგობრივი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ. მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა შეტანილი ნიადაგის ნოყიერი ნაზავის დანართი N4-ში („ნოყიერი მიწის ნაზავის საკვები ელემენტების შემადგენლობა და პარამეტრები“) მოთხოვნილ პარამეტრებთან შესაბამისობის შესახებ (აღნიშნული მომსახურების ანაზღაურებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით).
1.2.18. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა განათავსოს მინიმუმ ერთი საინფორმაციო დაფა (100სმ/80სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.19. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურება.
1.2.20. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების შესრულების დაწყებამდე შემსყიდველთან შეთანხმებით შექმნას უსაფრთხოების სქემები და შეათანხმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან საკუთარი სახსრებით. მიმწოდებელი ვალდებულია განათავსოს საგზაო ნიშნები, საგზაო ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები დამტკიცებული სქემის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სხვა ზომები, რომლებსაც მოითხოვს სამშენებლო სამუშაოები.
1.2.21. თუ კი სამუშაოების უსაფთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
1.2.22. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა . შ. და საჭიროების შემთხვევაში მაღალი წნევის წყლის სარეცხი აპარატის გამოყენებით დაასუფთაოს ტერიტორია.
1.2.23. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი უზრუნველყოს ერთნაირი სპეც. ტანსაცმლით. სამშენებლო სამუშაოები მწვანე ნარგავების სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს მცენარეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ნარგავი დაზიანდება ან მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო, მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი შემსყიდველის თანხმობით.
1.2.24. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფაქტიურად მოსაწყობი წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის ქსელის ტექნიკური პირობის შეთანხმება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან და წარმოდგენა შემსყიდველთან; მანვე უნდა უზრუნველყოს წყლისა და კანალიზაციის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯების ანაზღაურება, ხოლო სამუშაოების დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული დავალიანება;
1.2.25.მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.
1.2.26. ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.27. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ტექნიკური დავალება, ნიმუშები და ესკიზები სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე, ეტაპობრივად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოს მიწოდების ადგილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის ტერიტორია.
1.5.2. სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების შესაბამისად.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1.შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მინიმუმ 2 (ორი ) წელს, ხოლო სანათებზე არანაკლებ 3 (სამი) წელს.
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას იგი შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში) საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2022 წლის 01 იანვრიდან ჯამურად არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150 % ოდენობის ანალოგიური სამუშაოს (სკვერების მოწყობის ან/და აღდგენა-შეკეთების) შესრულების გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.
2.2.1.2 თუ ინფორმაციაში მითითებული შესყიდვ(ებ)ა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის ან არასრულად არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: (1. მიღება-ჩაბარების აქტი; 2. ფორმა N2 3. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
დანართი N2-ზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება-ჩაბარება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს დამდასტურებელი ფორმა N2-ის და სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული (აკრედიტებული პირის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. ექსპერტიზის დაკვნაში უნდა მიეთითოს:
ა)ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობების დადგენა და შესრულების დამადასტურებელი ფორმა N2-ის დადასტურება,
ბ) შესრულებული სამუშაოს (მ/შორის გამოყენებული მასალების, სათამაშო აღჭურვილობის, ინვენტარის) ხარისხის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
გ) ექსპერტმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტის დადასტურება ანუ ფაქტობრივად შესრულებული ფარული სამუშაოს მოცულობების დადგენა;
2.7.1.2 მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების და სატენდერო დოკუმენტაციის დანართებითა და ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს. მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ბეტონის მარკიანობის შესაბამისობის შესახებ.
2.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება გადაბარების შემდეგ.
2.7.1.4. მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა შეტანილი ნიადაგის ნოყიერი ნაზავის დანართი N4-ში („ნოყიერი მიწის ნაზავის საკვები ელემენტების შემადგენლობა და პარამეტრები“) მოთხოვნილ პარამეტრებთან შესაბამისობის შესახებ (აღნიშნული მომსახურების ანაზღაურებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით).

2.9 other additional requirements

2.9.1. მიმწოდებელმა ქალაქის გარე განათების შესაბამის სამსახურს უნდა წარუდგინოს ქალაქის გარე განათების ქსელში შესასრულებელი სამუშაოების საჭირო ტექ. დოკუმენტაცია. კერძოდ:
1. ბოძების დამცავი დამიწების, კარადების დამიწების კონტურის ოქმი (ფარული სამუშაოების, მოწყობის სქემა, წინაღობის სიდიდე, ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწყობა).
2. კაბელის გაყვანის ოქმი (ფარული სამუშაოების, იზოლაციის გაზომვის გაყვანამდე და გაყვანის შემდეგ).
3. ძაბვის სიდიდეების გაზომვის ოქმი (იზომება ხაზის დასაწყისში და ხაზის ბოლოს).
4. ფაზებზე დატვირთვების გაზომვის ოქმი.
5. შესრულებული სამუშაოების სპეციფიკაცია, სადაც კონკრეტულად იქნება მოყვანილი მონაცემები: სადენების, კაბელების მარკა, კვეთი, სიგრძე; ბოძების დიამეტრი, სიმაღლე, რაოდენობა; სანათების ტიპები, რაოდენობა, ნათურების სიმძლავრე; ბოძები უნდა იყოს შეღებილი, დანომრილი; სანათები უნდა იყოს დანულებული; საშემსრულებლო ნახაზზე დასატანია კაბელების და სადენების ტიპები, კვეთი, სიგრძე, ბოძებისა და კარადების დამიწებები.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru