Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #67691791)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Forestry Agency of Adjara
Номер конкурса: 67691791
Дата публикации: 13-10-2025
Сумма контракта: 30 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250018259
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.10.2025 11:05
Начало приема предложения 19.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 21.10.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71324000 - Услуги по оценке
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2025 წლის 10 დეკემბრისა,
Дополнительная информация
პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი მონაცემები:
ა). ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) შესახებ. (დანართი №1)
ბ). ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის აღწერასთან (ტექნიკური დავალება) დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად.
გ). ინფორმაცია შესრულების ვადისა და შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.7 პუნქტის შესაბამისად.
დ). ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 პუნქტის შესაბამისად.
Количество и объём закупок რემონტისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: temur bolkvadze :: 10.10.2025 11:16
  • Последнее исправление: temur bolkvadze :: 13.10.2025 11:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651059&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1) შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში სატყეო სააგენტოს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს:
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში სატყეო სააგენტოს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების რემონტისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.
1.2.2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
1. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში სატყეო სააგენტოს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, მათ შორის:
I თავი.
არსებული დაზიანებული შენობების დემონტაჟის , მშენებლონის ორგანიზაციის პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა:
1. N3 შენობის ზომები 8.9 X 21.9 მ.
2. N2. შენობის ზომები 23.1X10.2 მ.
II თავი.
არსებული სარეაბილიტაციო შენობის და ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
1. N1 შენობა 11.90 X 68.20; 11.1X 36.8 მ. შენობის მაქსიმალური სიმაღლე 10 მეტრი.
2. N4 შენობა . 6.0X12.9 მ. შენობის მაქსიმალური სიმაღლე 5 მეტრი.
2. მომსახურეობის ძირითადი სახეობები
1. საველე საკვლევაძიებო და კამერალური სამუშაოები;
2. საპროექტო სამუშაოები (ტექნიკური გადაწყვეტილებები და მშენებლობის ორგანიზაცია):
ა) განმარტებითი ბარათი;
ბ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები (საჭიროების შემთხვევში);
გ) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები და უწყისები;
დ) სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში სატყეო სააგენტოს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების შემადგენელი ნაწილის კონსტრუქციული ელემენტებისა და კვანძების ზოგადი და დეტალური ნახაზები;
ე) სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროექტი (სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროექტი უნდა მოიცავდეს სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკს, რომლითაც განისაზღვრება მშენებლობის მიახლოებითი ვადები);
3.სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტების სავარაუდო ღირებულების დადგენა (ობიექტის სავარაუდო ღირებულების განმსაზღვრელი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა იყოს შედგენილი რესურსული მეთოდით (ჩაშლილი ექსელის ფაილში);
4. საპროექტო დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსიის წარმოდგენა 4 (ოთხი) ეგზემპლარად და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია _ 1 CD/DWD დისკი;
5. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა).
6. საჭიროებიდან გამომდინარე დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეათანხმოს. საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ მე-2 დანართის 9.13. პუნქტით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურა.
7. მიმწოდებელი ვალდებულია აუცილებლობის შემთხვევაში საკვლევაძიებო და საპროექტო სამუშაოების შესრულებისათვის მოახდინოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტების საჭირო წინასწარი შეთანხმებები.
8. ყოველი კონკრეტული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ობიექტზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად გაცემული დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნებით, ასევე ხელშეკრულების პირობებით;
9. საჭიროებიდან გამომდინარე დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადაში, ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარებიდან 3 წლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე განახორციელოს ხარჯთაღრიცხვის გადაფასება მოთხოვნის მომენტისათვის არსებული სამუშაოების კვარტალური ფასებით ან/და საჭიროების შემთხვევაში საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და წარმოადგინოს კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 (ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში) კალენდარული დღის ვადაში. საპროექტო ორგანიზაციამ ასევე უნდა უზრუნველყოს საავტორო ზედამხედველობა მის მიერ შედგენილი პროექტის შესაბამისად ობიექტზე სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთვხევაში ობიექტზე მისვლა და საპროექტო დოკუმენტაციიის კორექტირება პროექტისა და შესრულებული სამუშაოების იდენტურობის დასადასტურებლად.
10. მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პერიოდში სამუშაოების მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი გაუთვალისწინებელი სამუშაოების მოცულობების მიხედვით წარმოადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში (ან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში).
1.2.2.1. შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2025 წლის 10 დეკემბრისა, მიწოდების ეტაპზე მხარეები ნებისმიერ შეტყობინებას (სატელეფონო, წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით) ახორციელებს სააგენტოს ხელმძღვანელობა/ხელმძღვანელის უფლებამოსილი პირ(ებ)ი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1) შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში.
2) მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) მიმწოდებელის მიერ გაწეული მომსახურება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ გასაწევი მომ- სახურების ძირითად მახასიათებლებს ხელშეკრულების დანართი N1-სა და დანართი N2-ის შესაბამისად.
2) რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
3) საჭიროებიდან გამომდინარე დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადაში, ასევე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარებიდან 3 წლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე განახორციელოს ხარჯთაღრიცხვის გადაფასება, მოთხოვნის მომენტისათვის არსებული სამუშაოების კვარტალური ფასებით ან/და საჭიროების შემთხვევაში სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება. საპროექტო ორგანიზაციამ ასევე უნდა უზრუნველყოს საავტორო ზედამხედველობა მის მიერ შედგენილი პროექტის შესაბამისად ობიექტზე სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში, ასევე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთვხევაში ობიექტზე მისვლა და საპროექტო დოკუმენტაციიის კორექტირება პროექტისა და შესრულებული სამუშაოების იდენტურობის დასადასტურებლად.
4) მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად მიმდინარე სამუშაოების პერიოდში სამუშაოების მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი გაუთვალისწინებელი სამუშაოების მოცულობების მიხედვით წარმოადგინოს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისათვის სტატუსის „წინადადების მიღება დაწყებულია“ მინიჭების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ღირებულების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა დანართ №3 - თან ერთად უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის შესრულებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ მომსახურების გაწევისდამადასტურებელი დოკუმენტები (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობა).
2.2.1.1 თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს წარმოდგენილი აქვს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, როგორც ქვეკონტრაქტორს ან წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების მომსახურება გასწიეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.2.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.2.2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
2.2.2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
2.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია ფაქტობრივად მომსახურების გაწევის ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში მომსახურების გაწევის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
2.2.4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს მოცემული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
2.2.4.2. ვინაიდან ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება ამხანაგობის მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შედარებით დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 2.2.4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2.2.5. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება NAT/SPA/CMR ნომრები და წარმოდგენილი ნომრის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციით, ანალოგიური მომსახურების გაწევისთვის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების გაწევისდამადასტურებელი ცნობა) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

1) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
2) შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1) მითითებული მომსახურების შესაბამისად.
3) შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4) შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილთან (იხ. დანართი №1) და შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესყიდვის ობიექტის შემოწმებას განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია.
5) შესყიდვის ობიექტის მოწოდება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ფაქტობრივად შესყიდვის ობიექტის მოცულობა და ღირებულება აისახება მიღება - ჩაბარების აქტ(ებ)ში.
6) მიწოდების ეტაპზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მოწოდებული შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმწოდებელმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადებითი საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენა, დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი. საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენის მომსახურების შესრულების ვადები არ იქნება დაკავშირებული შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადებთან, საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარდგენა უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს მოთხოვნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
7) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო შესყიდვის ობიექტის მოწოდების დაფიქსირების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
8) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები, მათ შორის პროცენტული მაჩვენებელი გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
9) სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
10) ფასების ცხრილი - დანართი N1 წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს
ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს.) "
11) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების ძირითად დანახარჯებს წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი ანაზღაურება, ხოლო მატერიალური დანახარჯების წილი უმნიშვნელოა, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
2. როგორც შუალედური (თითოეული ობიექტის სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის), ასევე სრული ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების მოწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის, კერძოდ, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის (მოთხოვნის შემთხვევაში) წარმოდგენის, მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშ-ფაქტურის/ინვოისის საფუძველზე.
3. ფაქტობრივად მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ღირებულება განისაზღვრება მოთხოვნათა შესაბამისად მიღებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით შემსყიდველისთვის წარდგენილი დანართის - N1 (ფასების ცხრილი) მომსახურების ღირებულების შესაბამისად.
4. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასის (პროცენტის) შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებელს არ გააჩნია პრეტენზია მომსახურების აუთვისებელი მოცულობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
5. მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს შეტყობინებაში მითითებულ ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და წარუდგინოს შემსყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალების დედანი ან ბანკის მიერ დამოწმებული ასლი), წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1) როგორც ეტაპობრივი, ისე საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მომსახურების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
2) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო მომსახურების მიწოდების დაფიქსირების შემთხვევაში მოთხოვნილი ოდენობის თანხა არ ანაზღაურდება, გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრამდე.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თემურ ბოლქვაძე, 599819191, temurbolkvadze@gmail.com 1) სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შესაძლებელია შემსყიდველის სატენდერო კომისიის აპარატში, საკონტაქტო პირი: თემურ ბოლქვაძე; ტელ: +99571 10 18 36

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru