Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #67635625)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Finance and Economy of the Autonomous Republic of Abkhazia
Номер конкурса: 67635625
Дата публикации: 10-10-2025
Сумма контракта: 77 678


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250018168
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.10.2025 12:06
Начало приема предложения 18.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 21.10.2025 17:30
Предполагаемая цена закупки 77`678.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи 50 კალენდარული დღე
Дополнительная информация
ქ. თბილისში, მიხეილ თამარაშვილის ქ. N15ა-ში მდებარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოფისის საპირფარეშოების (მე-2 და მე-3 სართულებზე) სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 777 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan bokuchava :: 26.09.2025 11:23
  • Последнее исправление: levan bokuchava :: 10.10.2025 12:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=649509&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, მიხეილ თამარაშვილის ქ. N15ა-ში მდებარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოფისის საპირფარეშოების (მე-2 და მე-3 სართულებზე) სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში.
• ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით.
• მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს გამოყენებული საქონლის/მასალის შემსყიდველთან შეთანხმება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო კალენდარული დღიდან 50 კალენდარული დღის ვადაში (ვადა მოიცავს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადას).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ხელშეკრულების შესრულების მთელ პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმების განუხრელი შესრულება;
1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს პროექტში და ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მახასიათებლების მქონე მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები. სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული ყველა მასალა უნდა იყოს ახალი, წინასწარ შეთანხმებული შემსყიდველ ორგანიზაციასთან, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის მიხედვით რამოდენიმე სახის ნიმუშის წარმოდგენა.
1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან. მიმწოდებელი ვალდებულია სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში უზრუნველყოს სამუშაოების ჩატარების ადგილას კონკრეტული პერიმეტრის იზოლაცია-ლოკალიზება (შეფუთვა), ხოლო შემდგომ სამშენებლო ნაგვის ჩაყრა ტომრებში და გაზიდვა შენობიდან იმ დღესვე, რადგანაც პარალელურად სამინისტროში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და აუცილებელია მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად იქნას დაცული სისუფთავე. სამუშაოს წარმოების პროცესში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას უზრუნველყოფილი მიმდებარე/მოსაზღვრე ზედაპირების, ტერიტორიის, საგნების, ნაკეთობების, მოწყობილობების და ა.შ. შენარჩუნება დაუზიანებელ და სუფთა მდგომარეობაში.
1.5.4 სარემონტო სამუშაოთა ორგანიზებისას გათვალისწინებულ იქნას სამინისტროში მიმდინარე მუშა პროცესი - მაქსიმალურად იქნას გამოყენებული არასამუშაო საათები და დღეები.
1.5.5 სამუშაოების შესასრულებლად საჭირო აუცილებელი მასალები, აღჭურვილობა და მექანიზმების მოწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნას მიმწოდებლის მიერ საკუთარი რესურსებით და იგი პასუხისმგებელი უნდა იყოს აღნიშნული მასალების, აღჭურვილობის და მექანიზმების უსაფრთხოებაზე. მათი დაკარგვის ან გაუმართაობის შედეგად გამოწვეული რისკი ეკისრება მიმწოდებელს.

1.5.6. მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

1.5.7 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ფორმა N2 და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა/ანგარიში. საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი;

1.5.8. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქ. თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქ. N15ა (მე-2 და მე-3 სართულებზე).
.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო, სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება სამუშაოს შესრულების ტექნიკურ პირობებს.
2. გარანტია ვრცელდება სამშენებლო სამუშაოებზე გამოყენებულ ნებისმიერ მასალასა და კონსტრუქციებზე/მექანიზმებზე.
3. შესრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) წელს, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან. დამონტაჟებულ დანადგარებზე ვრცელდება მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა.
4. შემსყიდველის მხრიდან, საგარანტიო ვალდებულების შესრულების საჭიროების თაობაზე, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი დეფექტი/გაუმართაობა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

საანგარიშო პერიოდში*, საქართველოს ტერიტორიაზე, პრეტენდენტის მიერ განხორციელებული ანალოგიური/მსგავსი ტიპის სამუშაოების** ფაქტობრივად შესრულებული ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 400,000 (ოთხასი ათასი) ლარისა.
ამასთან, იმავე პერიოდში პრეტენდენტს შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის (დასრულებული სამუშაო) ფარგლებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური/მსგავსი ტიპის სამუშაოები, არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 200%-ის ოდენობით. აქედან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობის.

*საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ელ. ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდს.
** ანალოგიური/მსგავსი ტიპის სამუშაოები მოიცავს: შენობის დასრულების სამუშაოებს (CPV45400000), ასევე, შენობის რემონტს, შიდა მოპირკეთებას, რეკონსტრუქციას, სველი წერტილების მოწყობას და მასთან დაკავშირებული სამუშაოებს.

ა) პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებიდან:
ა.ა.) მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა (საკმარისია ხელშეკრულების ან მისი ნაწილის წარმოდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მხარეთა რეკვიზიტები, სამუშაოს შინაარსი და სამუშაოს ღირებულება);
ა.ბ.) შესაბამისი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ:
• სამუშაოს შესრულების აქტი (მაგალითად ფორმა N2 ან ანალოგიური შინაარსის სხვა დოკუმენტი) ან/და
• შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ან/და
• დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ცნობა ან/და
• დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).“

გ.ა.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოები შესრულებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ან/და ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა წარმოადგინოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
გ.ბ.) იმ შემთხევევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, წარმოდგენილ უნდა იქნას სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

დ) წარმოდგენილი დოკუმენტებიდან შესაძლებელი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების შინაარსისა და ღირებულების იდენტიფიცირება, ასევე, უნდა იკვეთებოდეს ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების დამდასტურებელ დოკუმენტთა შორის ურთიერთკავშირი.

ე) უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ვ) ამხანაგობის და ამხანაგობის წევრთა მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ვ.ა.) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს წარმოადგენს ამხანაგობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სატენდერო დოკუმენტაციით გამოცდილების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამხანაგობის თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად, ვინაიდან, შესასრულებელი ვალდებულებისადმი პრეტენდენტის მინიმალურ გამოცდილებასთან მიმართებით დადგენილია ერთიანი მოთხოვნა;
ვ.ბ.) საანგარიშო პერიოდში მოთხოვნილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

ზ) უცხოური საწარმოს ან მისი წარმომადგენლობის/ფილიალის მიმართ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები:
ზ.ა.) სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ზ.ბ.) სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების დედანთან სისწორე ნოტარიულად უნდა იქნას დამოწმებული.

თ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს ასრულებს ერთზე მეტი პირი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შემსრულებელი პირების მითითებით, რომელსაც დაადასტურებს ყველა შემსრულებელი მხარე.

ი) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ამხანაგობის წევრს, აღნიშნული სამუშაო უნდა ქონდეს შესრულებული კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ძირითად შემსყიდველთან თავდაპირველად წარდგენილი განაწილების ან/და შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.

კ) თუ პრეტენდენტს შესრულებული აქვს სამუშაო როგორც ქვეკონტრაქტორს და ძირითად შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სამუშაოების გადაცემის თაობაზე შემსყიდველთან შეთანხმების ვალდებულებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აღნიშნული შეთანხმების არსებობა.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაო შეასრულოს წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. დაუშვებელია ყველა სველი წერტილ(ებ)ის ერთდროულად რეაბილიტაცია. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი სამუშაოებს შეასრულებს შემდეგნაირად: სამუშაოები უნდა შესრულდეს ჯერ მე-3 სართულზე (სავარაუდო ვადა- 20 (ოცი)კალენდარული დღე), ხოლო შემდგომ მე-2 სართულზე (სავარაუდო ვადა - 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე), ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო კალენდარული დღიდან 50 კალენდარული დღის ვადაში (ვადა მოიცავს ექსპერტიზის/ანგარიშის დასკვნის წარმოდგენის ვადას).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულება უნდა განახორციელოს ქვეკონტრაქტის გარეშე.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
2.9.1 ფასების ცხრილი - დანართი N1-ის შესაბამისად;
2.9.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ დანართი N2-ის შესაბამისად;
2.9.3 სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.

ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს excel-ის ფორმატში.
პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სისტემაში ატვირთულ ყველა დოკუმენტზე განხორციელებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული შტამპით, გარდა, excel-ის ფორმატში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისა.
2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა დანართი N1-ისა (ხარჯთაღრიცხვა), ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის/ანგარიშის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (ავანსის) გადახდის თაობაზე. ავანსის ოდენობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი.
2. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული წინასწარი ანგარისწორების (საავანსო) საბანკო გარანტია, საავანსო თანხის იდენტურ ოდენობაზე. საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, აღნიშნული განიხილება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად და შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.
4. ავანსის გადახდა განხორციელდება ზემოაღნიშნული საავანსო საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. საავანსო საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საავანსო საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საავანსო საბანკო გარანტიით განსაზღვრული შესაბამისი თანხა.
6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში ე.წ. „თეთრ სიაში“, მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო საბანკო გარანტია გასაცემი ავანსის ნახევრის ოდენობაზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე ან/და მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულებას და მხარეები ვერ თანხმდებიან ამ ვადის გაგრძელებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, დააბრუნოს წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხა (იგივე ვალდებულება ვრცელდება „თეთრ სიაში“ რეგისტრირებულ მიმწოდებელზე, როგორც არაუზრუნველყოფილ, ასევე, უზრუნველყოფილ საავანსო თანხაზე), წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საავანსო საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას შესაბამისი თანხის დაბრუნების თაობაზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ლარში, სამუშაოების ან მისი ნაწილის დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ეტაპობრივი ანგარიშსწორებისას თავდაპირველად ხდება ავანსით გაცემული თანხის გაქვითვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. სამუშაოების მიღება და ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა N2)-ისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმა N2) დადასტურებული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირის (აკრედიტაციის სფერო - ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით). ინსპექტირების ანგარიშით. ზემოაღნიშნულის წესით დადასტურებული შესრულებულის სამუშაოების აქტის (ფორმა N2) საფუძველზე მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. საექსპერტო/ინსპექტირების ორგანოს მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან ბოკუჩავა, 577392793, levanbokuchava.afsm@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა დოკუმენტზე განხორციელებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იყოს მინდობილობა ან რწმუნებულობა.
10.1.4 პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
10.1.6 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru