შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების შესყიდვა 2025
წლის ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში შემდეგი ტექნიკური
მახასიათებლების შესაბამისად:
1.1. სასტუმრო შესაძლებელია იყოს კომპლექსის ტიპის, შესაძლოა იყოს
რამდენიმე შენობით წარმოდგენილი ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე და
შემოსაზღვრული დაცული ღობით, გამოყოფილი სხვა თავშეყრის
სივრცეებისგან. ვინაიდან საბანაკე პროგრამა მოიცავს სპორტულ,
გასართობ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს, სასურველია სასტუმრო
მდებარეობდეს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით.
1.2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული
ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი
სახლის ნაწილში ან მიწისქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
1.3. კომპლექსი უნდა მდებარეობდეს კახეთის რეგიონში.
1.4. ყველა ნომერი განთავსებული უნდა იყოს ერთ კომპლექსში. იმ
შემთხვევაში, თუ სასტუმროს აქვს 3 ან მეტი სართული, აუცილებელია ჰქონდეს
ლიფტი.
1.5. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 70 ადამიანის
განთავსება სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი) 3 ღამე და 4 დღე
(ერთი ნაკადი). ჯამში შესაძლებელი უნდა იყოს არაუმეტეს 4 ნაკადის მიღება.
ნაკადების თარიღები წარმოდგენილია ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი
N1-ის სახით), თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს
აღნიშნული თარიღების ცვლილება. თითოეული ნაკადის ზუსტი თარიღი და
მონაწილეების ზუსტი რაოდენობა მომწოდებელს ეცნობება ნაკადის
მიღებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე.
1.6. ერთ ოთახში დასაშვებია არაუმეტეს 2 ან 3 მონაწილის განთავსება (ჯამში
არაუმეტეს 70 ადამიანი, სქესთა ბალანსის დაცვით), გამომდინარე ოთახის
სპეციფიკიდან. აუცილებელია, რომ საწოლები იყოს ცალ-ცალკე,
ინდივიდუალური, არაგასაშლელი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში,
სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს 70 სტუმრიდან 5 სტუმრის ინდივიდუალური
განთავსება 1 ადგილიან ნომრებში.
1.7. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი
წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური
გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით,
მაცივრით, ინტერნეტით, ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს
სანიტარული ნორმები. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დენის ალტერნატიული
წყარო.
1.8. ოთახები შესაბამისად უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური
ნივთებით ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი,
ოთახის ერთჯერადი ჩუსტი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი და თმის საშრობი
ფენი. ჰიგიენის ნივთები უნდა იცვლებოდეს 24 საათში ერთხელ.
1.9. ოთახის დალაგება უნდა ხორციელდებოდეს ყოველდღიურად სველი/მშრალი
წმენდით, ხოლო თეთრეულის გამოცვლა სასტუმროში არსებული სტანდარტის
შესაბამისად.
1.10. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ფურშეტის ორგანიზების მომსახურების
გაწევა 70 (სამოცდაათი) ადამიანისთვის, 4 საბანაკე ნაკადის განმავლობაში
მინიმუმ ორჯერ (ღონისძიების გახსნა-დახურვის ცერემონიისთვის). ასევე
უნდა უზრუნველყოს მომსახურების გასაწევად საჭირო ტექნიკური
აღჭურვილობა, ინვენტარი და სერვირება საკუთარი ძალებით, ხელშეკრულების
ღირებულების ფარგლებში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი
ანაზღაურების გარეშე; ფურშეტი განახორციელოს ქვემოთ მოცემულ ფასების
ცხრილის (იხ. ტექნიკური დავალების დანართი 2) შესაბამისად.
1.11. სასტუმროში უნდა იყოს 1 დიდი საკონფერენციო სივრცე არანაკლებ 70
ადამიანზე გათვლილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი
იქნება დახურულ სივრცეში ღონისძიების/ტრენინგის განხორციელება
ერთდროულად 70 ადამიანის მონაწილეობით. გარდა ამისა, სასტუმროს უნდა
ჰქონდეს არანაკლებ 3 იზოლირებული სატრენინგო სივრცე, სადაც
შესაძლებელი იქნება მონაწილეების მცირე ჯგუფების (არანაკლებ 15 პირი)
შეკრება და მუშაობა. საკონფერენციო და სატრენინგო სივრცეები
ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნაკადის განმავლობაში ნებისმიერ დროს,
პროგრამული აქტივობების განხორციელებისთვის.
1.12. საკონფერენციო დარბაზი და სატრენინგო სივრცე(ები) უნდა იყოს
იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა ოთახებისგან, მათ შორის
სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი სივრცისგან (ფარდით ან სხვა
საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება). საკონფერენციო დარბაზი და
სატრენინგო სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა/გაგრილების
სისტემით და ცენტრალური ვენტილაციით.
1.13. საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით,
ეკრანით, თეთრი დაფით, ფლიფჩარტებით და მარკერებით, მონაწილეთა
შესაბამისი რაოდენობის სკამებითა და სამუშაო მაგიდებით (არანაკლებ 70
პირისთვის), ხმის გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და დინამიკები),
უკაბელო ინტერნეტით, მონაწილეებისათვის სასმელი წყლით (არანაკლებ 70
ცალი 0,5 მლ ბოთლი). საკონფერენციო ოთახში შესასრულებელი სამუშაოდან
გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში არსებული ინვენტარის
(მაგიდები, სკამები) გადაადგილება (შეერთება ან განცალკევება).
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს სასტუმროში პრინტერის
გამოყენება.
1.14. საკონფერენციო დარბაზი, სატრენინგო სივრცეები, კვებისთვის
განკუთვნილი ადგილი და სასტუმროს ნომრები უნდა იყოს ერთ კომპლექსში.
1.15. სასტუმროს უნდა ჰქონდეს დახურული სივრცე (ლობი ან/და რესტორანი ან/და
კაფე ან/და ლაუნჯი), სადაც მონაწილეები შეძლებენ არაფორმალურ გარემოში
შეკრებას და მუსიკის თანხლებით დროის გატარებას მათთვის სასურველ
დროს. სივრცე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაწილეებისთვის 24 საათის
განმავლობაში.
1.16. სასტუმროს არანაკლებ 70 ადამიანისთვის, ტერიტორიის შიგნით, უნდა
გააჩნდეს გარე სარეკრეაციო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება
ღონისძიებებისა და სპორტული აქტივობების ჩატარება. უნდა ჰქონდეს
სავარჯიშო სპორტული დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი
ინვენტარით (არანაკლებ 2 სარბენი ბილიკით; არანაკლებ 1 ველოტრენაჟორი;
არანაკლებ 1 ელიპტიკური ტრენაჟორი; არანაკლებ 1 მუცლის პრესის ტრენაჟორი
და სხვ.). ასევე, საცურაო დახურული აუზი, სივრცე კინოჩვენების
გამართვისთვის, შესაბამისი აღჭურვილობითა და ინვენტარით.
1.17. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს
ყოველდღიურად 3-ჯერადი კვება (იხ. ტექნიკური დავალების დანართი 3).
გათვალისწინებული უნდა იყოს სამარხვო და ვეგეტარიანული მოთხოვნები,
აუცილებელია ცხელი კერძის ერთ-ერთ რაციონში არ შედიოდეს ღორის ხორცი.
საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა მოხდეს სტუმრების ერთდროულად
განთავსება, ცხელი ხაზის ან შვედური მაგიდის პრინციპით, შემსყიდველის
მიერ შეთანხმებული მენიუს მიხედვით არანაკლებ 70 ადამიანზე (იხ.
ტექნიკური დავალების დანართი 4).
1.18 კერძები უნდა მომზადდეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით.
კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი.
მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა დაიცვას
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები,
წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იძენს უფლებამოსილებას, დასვას
მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხი კანონმდებლობით
გათვალისწინებული სათანადო წესით.
1.19. კვებითი მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა.
1.20. პერიმეტრი 24 საათის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი
დაცვის სისტემით/პატრულირებით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა
იყოს დაცვის ქვეშ; 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს
ადმინისტრაციის სამსახური (ადმინისტრატორი).
1.21. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
1.22. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების
დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო
უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური
რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
1.23. სასტუმროს ოთახებში მინი ბარში არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი
ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო.
1.24. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამისი კომისიის
ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის
მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში
განსაზღვრულ მოთხოვნებთან.