Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #67613628)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 67613628
Дата публикации: 09-10-2025
Сумма контракта: 37 420


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250018150
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.10.2025 17:20
Начало приема предложения 15.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 37`420.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18200000 - Верхняя одежда
  • 18221300 - Водонепроницаемые плащи
  • 18230000 - Различные виды верхней одежды
  • 18234000 - Брюки
Срок подачи შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ან ერთიანად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტია სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" თანამშრომლებისთვის გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის, უნიფორმების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 375.00 GEL
Размер гарантии 374 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino natenadze :: 02.09.2025 19:50
  • Последнее исправление: nino natenadze :: 09.10.2025 17:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=646679&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის - უნიფორმების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:

1.2.1. ზამთრის ქურთუკი 53 (ორმოცდაცამეტი) ცალი:

- Gore-tex-ის (ან მსგავსი/ექვივალენტური ან უკეთესი ხარისხის და ტექნოლოგიის ან სამ შრიანი ნეილონის სუნთქვადი მასალის);
- ფერი მუქი ლურჯი;
- H2O -დაცვა;
- ქურთუკი უნდა იყოს სპეც-დანიშნულების სამი ფენის ქარგაუმტარი, წყალგაუმტარი, ჰაერგაუმტარი, სუნთქვადი მასალით დამზადებული. უნდა გააჩნდეს მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად უსაფრთხო წყალგაუმტარი/ლენტები;

ქურთუკს უნდა გააჩნდეს:
- საყელოში ჩასაკეცი წყალგაუმტარი კაპიუშონი;
- ორმაგი დამცავი კლაპანი;
- რეგულირებადი მანჟეტი ხელებზე და მკლავის ქვეშ;
- სავენტილაციო ჭრილები ელვა შესაკრავით;
- ხელის ჯიბეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფხრიწიანი შესაკრავით;
- შიდა ჯიბე დოკუმენტაციისთვის;
- ორმხრივი ელვა შესაკრავი;
- სამკერდე ბეიჯი (მარყუჟი) წინა შესაკრავთან ღილაკით;
- წელის მოსაჭერი ჩამკეტით;
- იდაყვები გამაგრებული უნდა იყოს ნეილონით;

1.2.2. ფულეს-ჟაკეტი 49 (ორმოცდაცხრა) ცალი;

- ფერი - მუქი ლურჯი;
- შემადგენლობა: 100% პოლიესტერი (±1%);
- მსუბუქი, თბილი და რბილი ქსოვილი;
- მაჯის ზონაში ელასტიური, რადგან არ შეზღუდოს ხელის/მაჯის მოძრაობა მუშაობისას;
- კისერზე ზურგის მხრიდან და მკლავებზე უნდა ჰქონდეს მარყუჟი (ან ალტერნატიული საშუალება), იმისათვის, რომ დაუმაგრდეს ქურთუკს და გამოიყენებოდეს, როგორც დამოუკიდებელი ფულე მოსაცმელი, ასევე ქურთუკს ექსტრა დათბუნების სახით.
- ფულეს ელვა, ასევე უნდა დაუმაგრდეს ქურთუკს შიდა (მეორე) ელვას;
- ჯიბეები: - 2 ხელის ჯიბე (მარცხენა და მარჯვენა მხარეს);
- მარცხენა მხარეს შიდა ღრმა ჯიბე ელვა შესაკრავით;

1.2.3. პოლო მაისური - 128 (ას ოცდარვა) ცალი;

- მასალა 100%-იანი კოტონი;
- ფერი ლურჯი 2-3 ფოლაქზე;
- მოკლემკლავიანი;
- მყარი საყელოთი;
- წონა არაუმეტეს: 221გრ/მ2 ±2გრ/მ2;

1.2.4. საწვიმარი ლაბადა: 75 (სამოცდათხუთმეტი) ცალი;

- ფერი-შავი;
- გარეთა ნაწილი წყალგაუმტარი:
- მასალა: 100% პოლიესტერი-რიპსტოპი, პოლივინილ ქლორიდით დაფარული;
- ზომები: (210*150სმ) (±1%სმ),
- წონა: არანაკლებ 750გრ არაუმეტეს 850გრ;
- სტილი: Oversize;
- მაღალსაყელოიანი, კაპიუშონის მარეგულიებელი თასმით;
- წელის მარეგულირებელი თასმები, ლითონის სამაგრები თითოეულ კუთხეში, გადაბმის შემთხვევაში თავშესაფრად ან მიწაზე დასაფებად გამოსაყენებლად, შედუღებული ნაკერები;
- საწვიმარ ლაბადას უნდა მოყვებოდეს წყალგაუმტარი ჩანთა/ჩასადები;


1.2.5. ქუდი-კეპი - 74 (სამოცდათოთხმეტი) ცალი;

- ფლისის ყურებიანი;
- ქსოვილი - 100% პოლიესტერ ფლისი;
- პლასტმასი ან მყარი მასალის ფარით, რომელიც დაფარულია საზედაპირო ქსოვილით;
- უკანა მხარეს ზომის სარეგულირებლით;

1.2.6. ზამთრის შარვალი - 76 (სამოცდათექვსმეტი) ცალი;

- სქელი შარვალი
- ფერი: მუქი ლურჯი;
- ქსოვილის შემადგენლობა: - 65% (±1%) პოლიესტერი, 35% (±1%) ბამბა, რიპ-სტოპი;
- დამუშავებული გამძლე წყალგაუმტარი საფარით;

შარვალი უნდა იყოს:
- ელვა შესაკრავით და ღილით;
- კომფორტულად მორგებული (სათავე) წელის ზოლით, რომელსაც უნდა ჰქონდეს სათავის ზომის რეგულირების შესაძლებლობა, (მარეგულირებელი რეზინი);
- 4.5-5.5სმ ზომის საქამრე მარყუჟები წელზე ქამრისთვის;
ჯიბეები:
- ორი ხელის ჩაჭრილი, ღრმა ჯიბე წინა მარცხენა და მარჯვენა მხარეს;
- ორი პატარა ჯიბე დანისა და აქსესუარებისათვის (წინა, მარჯვენა და მარცხენა მხარეს);
- ორი დიდი გაფართოებადი უკანა ჯიბე დახურვით, ფხრიწიანი შესაკრავით (მარჯვენა და მარცხენა მხარეს);
- მუხლის ზემოთ (გვერდებზე, ორივე მხარეს) ორი დიდი ზომის, ტევადი ჯიბე, ფხრიწიანი შესაკრავებით, რომელიც უნდა მოიცავდეს რუკებისთვის განკუთვნილ განყოფილებას;
- მუხლის ზემოთ არსებული ორი ჯიბის გარედან ორი პატარა ჯიბე;
- ორმაგად გამაგრებული სამუხლეები.

1.2.7. ზაფხულის შარვალი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ცალი;

- თხელი შარვალი
- ფერი: მუქი ლურჯი;
- ქსოვილის შემადგენლობა: - 80% (±1%) პოლიესტერი, 20% (±1%) ბამბა, მიკრო რიპ-სტოპი;
- დამუშავებული გამძლე წყალგაუმტარი საფარით;
შარვალი უნდა იყოს:
- კომფორტულად მორგებული (სათავე) წელის ზოლით, რომელსაც უნდა ჰქონდეს სათავის ზომის რეგულირების შესაძლებლობა, (მარეგულირებელი რეზინი ან სხვა) და საქამრე მარყუჟები;
- ელვა შესაკრავით და ღილით;
- ორი პატარა ჯიბე დანისა და აქსესუარებისათვის (წინა მარჯვენა და მარცხენა მხარეს) ზომით 5-7 სმ;
- მუხლის ზემოთ (გვერდებზე ორივე მხარეს) ორი დიდი ზომის, ჩასმული, ნაკეცებიანი ტევადი ჯიბე, ფხრიწიანი შესაკრავებით;
- მუხლის ზემოთ ჯიბეების უკან ჩასმული მარტივად წვდომადი ჯიბე ზომებით: სიგანე: 9-11სმ; სიღრმე:-15-17სმ;
- შიდა მუხლის ჯიბეები სურვილის/საჭიროების შემთხვევაში მუხლის ბალიშების ჩასადებად;
- დიდი უკანა ჯიბე დახურვით, ფხრიწიანი შესაკრავით (მარჯვენა და მარცხენა მხარეს).

1.2.8. შესყიდვის ობიექტის ზომები მითითებულია ფასების ცხრილში - დანართი №1;

1.2.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

1.2.10. წარმოდგენილი ფოტოები არის სადემონსტრაციო, შესყიდვის ობიექტის ვიზუალური აღქმისათვის.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ან ერთიანად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №150, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის მე-9 სართული.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1. საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი საარანტიო ვადა;

1.7.2. საგარანტიო ვადის ათვლა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომდევნო დღიდან;

1.7.3. საგარანტიო ვადის პერიოდში არა შემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის საექსპლუატაციო თვისებების ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას გამოვლენილი წუნი (თუ ეს შესაძლებელია) ან ჩაანაცვლოს წუნდებული საქონელი ახლით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი №1) უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, მოდელის (ასეთის არსებობის შემთვევაში) და ბრენდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასახელება.

2.1.1.2. ფასების ცხრილის (დანართი №1) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ბრენდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის, მოდელის ან/და ბრენდის დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.1.1.4. იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებულ პროდუქციას არ გააჩნია მოდელი ან/და ბრენდი, ფასების ცხრილის (დანართი №1) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი, რომ მოდელი ან/და ბრენდი არ გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერიდან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ან/და ხარისხის სერთიფიკატი ან/და ექსპერტიზის დასკვნა.

შენიშვნა: ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

2.9.1. მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ქარხნული, ახალი არა მეორადი, უნდა აკმაყოფილებდეს ამ პროდუქციისათვის დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს და უსაფრთხოების ნორმებს, არ უნდა იყოს წუნდებული ან/და დაზიანებული.

2.9.2. შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს შესყიდვის ობიექტი, თუ იგი არ შეესაბამება სატენდრო პირობებით განსაზღვრულ მახასიათებლებს და განაცხადოს უარი უხარისხო შესყიდვის ობიექტის მიღებაზე.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია ტექნიკური დავალების ნებისმიერ პოზიციაზე შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში (თითო-თითო ცალი) მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

3.1.1.2. ნიმუშის წარმოუდგენლობა ან/და წარდგენილი ნიმუშის შეუსაბამობა ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

3.1.1.3. წარმოდგენილი ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.1.4. შემსყიდველი იტოვებს უფლებამოსილებას წარმოდგენილი ნიმუში დაიტოვოს შემოთავაზებული საქონლის სრულ მოწოდებამდე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №150, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის მე-9 სართული.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდებს ვადა გადავიდა 2025 წელის 15 დეკემბერს, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში აუთვისებელი თანხის (საავანსო ანაზღაურების გათვალისწინებით) 100%-ის ოდენობის უპირობო/გამოუთხოვადი საავანსო ანგარიშსწორების გარანტია მის მიერ მოთხოვნილ თანხაზე ლარში, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა, გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.1.1.2. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.1.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.1.1.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შემსყიდველის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგენს აუთვისებელი თანხის 100%-ის ოდენობის გარანტიას მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთიანად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.2.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთიანად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.3.2. გარანტიის შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ნათენაძე, 577140858, Nino.Natenadze@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "გეოლოგიური მონიტორინგი"
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.

10.1.10. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

ა) ფასების ცხრილი დანართი №1-ის მიხედვით;

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად - შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet); ან/და ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ან/და ხარისხის სერთიფიკატი ან/და ექსპერტიზის დასკვნა.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru