Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #67601368)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Railway"
Номер конкурса: 67601368
Дата публикации: 08-10-2025
Сумма контракта: 68 760


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250018064
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.10.2025 17:12
Начало приема предложения 19.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 21.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 68`760.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
  • 64120000 - Курьерские услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში
Дополнительная информация
საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 687.00 GEL
Размер гарантии 688 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: estate baindurashvili :: 12.09.2025 15:47
  • Последнее исправление: estate baindurashvili :: 08.10.2025 17:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=647820&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ზონა N1 (ევროპის ქვეყნებში გაგზავნა ან უკან დაბრუნება) - 0,02-0,5 კგ-მდე___________________არაუმეტეს 240 ცალი
2. ზონა №2 ( ისრაელში და ამერიკაში გაგზავნა ან უკან დაბრუნება) - 0,25-0,5 კგ-მდე____________________________არაუმეტეს 10 ცალი
3. ზონა №3 (აზიის ქვეყნებში გაგზავნა ან უკან დაბრუნება) - 0,25-0,5 კგ-მდე_________არაუმეტეს 134 ცალი

გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნები:
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
1. უფასო საკურიერო მომსახურება (გზავნილების ჩაბარება სამუშაო დღეებში 10:00 - 17:00 სთ-მდე).
2. საერთაშორისო გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარება მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის ჩაბარების მომდევნო სამუშაო დღიდან) და აღნიშნული გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების შესახებ ელექტრონული და დოკუმენტალური დადასტურება შემსყიდველისათვის უნდა განხორციელდეს ჩაბარებისთანავე;
3. ინტერნეტ პორტალის მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ თვალყურის დევნების (ე.წ. „თრექინგი“- სატრანზიტო ქვეყნების ჩათვლით);
4. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდება, მითითებულ მისამართზე გზავნილის განმეორებით (მეორედ) მიტანა მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს უფასოდ და მხოლოდ განმეორებით (მეორედ) მიტანის შემდეგ გზავნილის კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში გზავნილი უბრუნდება შემსყიდველს, შესაბამისი მიზეზის მითითებით. ყოველი განმეორებით (მეორედ) გაგზავნილი გზავნილი უნდა აისახოს გზავნილის ისტორიაში ელექტრონულად, გზავნილის უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ;
5. საერთაშორისო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი მოწოდებულ უნდა იქნას ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ჩაბარების ზუსტი დრო, თარიღი და გზავნილის ჩაბარებაზე ხელმომწერი პირის სახელი/გვარი;
6. არასწორ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში უნდა განხორციელდეს უფასოდ;
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის საერთაშორისო გზავნილების რეგისტრაციის მკაცრი აღრიცხვა და უნიკალურ ნომრიანი ზედდებულის მიწოდება;
8. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს სს ,,საქართველოს რკინიგზასთვის“ საფოსტო-საკურიერო მომსახურება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15.
9. უკან დაბრუნება გულისხმობს შემსყიდველისთვის მიმწოდებლის მიერ გზავნილის უკან დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ გზავნლის ადრესატისთვის განმეორებით მიტანის შემდეგ კვლავ ვერ მოხდება მისი ჩაბარება.
10. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას წონის გადაჭარბების შემთხვევაში აანაზღაუროს მომსახურების ღირებულება.
11. დანართ №1-ში (ფასების ცხრილი) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა 1.2 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2025 წლის 15 ნოემბრისა) 12 კალენდარული თვის განმავლობაში (ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ადმინისტრაციული შენობიდან ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზირი N15 (სს ,,საქართველოს რკინიგზა“)

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის წინადადების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესყიდვის კონკრეტული შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA ).

2.9 other additional requirements

პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3), გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 2.2.1);

შენიშვნა:
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24, 15.01.2021წ).

2. წინადადების ფასი:
2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
2.6 ფასების ცხრილის აშშ დოლარში დაზუსტებისას, პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი დაამრგვალოს მეასედამდე, ცენტების სიზუსტით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშ-ფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებლითა (ან/და სასაქონლო ნიშნით) მოდელით და წარმოშობის ქვეყნით).

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება;
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

დაიშვება ეტაპობრივი ანგარიშსწორება

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ესტატე ბაინდურაშვილი, 597777729, estate.baindurashvili@railway.ge .
სატენდერო კომისიის აპარატის უფროსი:
გიორგი გურგენიძე ტელ: (995 32) 219-90-14, ელ_ფოსტა: Giorgi.Gurgenidze@railway.ge;

მთავარი სპეციალისტი: ელენა მურადოვა ტელ: (995 32) 219-89-08; 593-14-47-21
მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82
მთავარი სპეციალისტი: მედეა ყანჩაველი ტელ: (995 32) 219-91-04; 558-99-85-66

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით თეონა კიკვაძეს: (995) 577-03-53-35

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სხვა მოთხოვნა:
1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
1. 2სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

2. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
2.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
2.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru