Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #67601349)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non Entrepreneurial Non Comercial Legal Entity - Union of Tbilisi Municipality Multifunctional Libraries
Номер конкурса: 67601349
Дата публикации: 08-10-2025
Сумма контракта: 64 306


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250018054
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.10.2025 16:38
Начало приема предложения 17.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 20.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 64`306.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45453000 - Генеральный ремонт и реконструкция
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ მიერ გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის, ვარკეთილის მედიათეკის (მის.: ქ. თბილისი, ვ.კუპრაძის N1, ს/კ: 01.19.39.028.054), შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი
Шаг снижения цены 640.00 GEL
Размер гарантии 643 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natia tarielashvili :: 07.10.2025 17:05
  • Последнее исправление: natia tarielashvili :: 08.10.2025 16:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=650612&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ მიერ გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის, ვარკეთილის მედიათეკის (მის.: ქ. თბილისი, ვ.კუპრაძის N1, ს/კ: 01.19.39.028.054), შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ძირითადი სამუშაოები:
1. სახურავის რეაბილიტაცია
• ძველის გადახურვის ფენის სრული დემონტაჟი,
• მოჭიმვის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა
• დაზიანებული თუნუქის საწვიმრების აღდგენა
• არსებული მინის შუქფარნების გაწმენდა და მაღალხარისხიანი საიზოლაციო მასალით დამუშავება.
• არსებული კონდინციონერების გარე ბლოკების დემონტაჟი. დგარების მოწყოდა და ზედ გარე ბლოკების მონტაჟი
• ჰიდროიზოლაციის (ორთქიზოლაციის) ფენის მოწყობა
• აირსატარების მოწყობა
• სახურავის მოწყობა ორი ფენა საიზოლაციო მასალით (წყალსაწრეტების გათვალისწინებით)

2. შიდა სამუშაოები
• ხარაჩოების მოწყობა 6 მეტრის სიმაღლეზე, ყველა უსაფთხოების ნორმების დაცვით
• დაზიანებული ჭერის მონაკვეთების დემონტაჟი და ახალი მასალით აღდგენა
• აღდგენილ ჭერზე არსებული ყველა ელექტრო და ვენტილაციის მოწყობილობების დემონტაჟი, და შეღებვის შემდეგ მონტაჟი
• აღდგენილი ჭერის ფითხით დამუშავება და მთლიანად შეღებვა
• დაზიანებული კედლების ფითხით დამუშავება და შეღებვა

შენიშვნა:
• მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად
• სამუშაოს შესრულების ადგილი მის.: ქ. თბილისი, ვ.კუპრაძის N1, ს/კ: 01.19.39.028.054
• სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა იყოს სრულად დასრულებული 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში.
• მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში შემდეგ მისამართზე: გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
1.5.2. სამუშაოს შესრულების ადგილი:ქ. თბილისი, ვ.კუპრაძის N1.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, ბოლო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელს.
1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან 2,5%-ი რომლის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4. მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან,, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5. მიმწოდებელს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.6. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.4 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.7. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

შენიშვნა: შემსყიდველს აქვს უფლება არ მიიღოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ორგანიზაციიდან რომელთანაც შემსყიდველს ან/და მის ზემდგომ ორგანოს აქვს სასამართლო დავა ან რომელზეც არის ზემდგომი ორგანოს შესაბამისი მითითება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
1.1 პრეტენდენტმა გამოცდილების დადასტურების მიზნით 2023-2024 წლებში (თითოეულ წელს ცალ-ცალკე) უნდა წარმოადგინოს დასრულებული ხელშეკრულება კაპიტალური რემონტის (შეკეთება) და რეკონსტრუქციის მომსახურებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება თითოეულ წელს ცალ-ცალკე არ უნდა იყოს 150 000.00 ლარზე ნაკლები (გამოცდილებად ჩაითვლება სამუშაოები რომელიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები).
2. 2023-2024 წლებში, პრეტენდენტს არანაკლებ ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების (64 306.00 ლარის) 100%-ის ოდენობისა.
3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: შენობა-ნაგებობის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან/და კაპიტალური რემონტის სამუშაოები.
4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა (დანართი N3-ის სესაბამისად).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შესახებ, რითაც დადასტურდება შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების ფორმა N2-ით წარმოდგენილი სამუშაოების მოცულობებთან შესაბამისობა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე;
2. ანგარიშსწორება განხორციელდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მხარეთა შორის მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ;
3. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4. ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, მიმწოდებლის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანიის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათია ტარიელაშვილი, 595575457, tarielshvilinatia19@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ტამერლან იორდანიდი. ტელ.:599 54 70 12

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც შედგენილი იქნება მატერიალურად, ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება);
4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტზე ან/და ინფორმაციაზე შესრულებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული შტამპით, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა - დეფექტური აქტი დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დოკუმენტი დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნების, დანართი N3-ის შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru