Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Марки, чековые книжки, банкноты, акции, рекламные материалы, каталоги и справочники (Грузия - Тендер #67463686)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 67463686
Дата публикации: 02-10-2025
Сумма контракта: 115 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017874
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.10.2025 18:35
Начало приема предложения 10.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.10.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 115`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 22400000-Марки, чековые книжки, банкноты, акции, рекламные материалы, каталоги и справочники
Коды классификатора
  • 22458000 - Специально отпечатанные
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
Шаг снижения цены 480.00 GEL
Размер гарантии 1`155 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino mgharishvili :: 02.10.2025 14:19
  • Последнее исправление: nino mgharishvili :: 02.10.2025 18:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=650173&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაბადებისა და ქორწინების ელექტრონული მოწმობების ასლების დასაბეჭდი ქაღალდი და მათი ჩასადები ყდები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

დაბადების ელექტრონული მოწმობის ასლის დასაბეჭდი ქაღალდი და ჩასადები ყდა - 220 000 ცალი;
ქორწინების ელექტრონული მოწმობის ასლის დასაბეჭდი ქაღალდი და მისი ჩასადები ყდა - 90 000 ცალი.


1. დაბადების ელექტრონული მოწმობის ასლის დასაბეჭდი ქაღალდი და ჩასადები ყდა

1.1 დაბადების ელექტრონული მოწმობის ასლის გაცემისას იგი ამოიბეჭდება ოფსეტურ ქაღალდზე - (100 ± 4%) გრ/მ2;
სისქე μm - 125 ± 4;
სითეთრე CIE (%) - 160.0 ± 3;
გაუმჭვირვალობა (%) ≥ 90.
ქაღალდის ფერია თეთრი. ზომები (210 x 297)მმ ± 2 (გაშლილ მდგომარეობაში).
ქაღალდი ოთხგვერდიანია. ქაღალდის პირველი გვერდზე დატანილია წარწერა „დაბადების მოწმობა“. წარწერის ქვედა მხარეს დატანილია ვერცხლისფერი ორნამენტი. პირველი გვერდის მარჯვენა მხარეს დატანილია ვერტიკალური ვერცხლისფერი ორნამენტი. ქაღალდის/ფურცლის მეორე გვერდის ზედა მხარეს, შუაში, დატანილია სიტყვა „საქართველო“, მცირე სახელმწიფო გერბი და წარწერა: „დაბადების მოწმობა“. ქაღალდის მეორე და მესამე გვერდებზე დატანილია ვერცხლისფერი ორნამენტი (გაშლილ მდგომარეობაში ფურცლის შუა ნაწილში გადაკეცვის ადგილას ზედა და ქვედა მხარეს) . ქაღალდის მეოთხე გვერდის მარცხენა მხარეს დატანილია ვერტიკალური ვერცხლისფერი ორნამენტი. ქაღალდის პირველი და მეოთხე გვერდები ჩასმულია ვერცხლისფერ ჩარჩოში.

1. 2 დაბადების ელექტრონული მოწმობის ასლი იდება ცარცირებული ქაღალდის გარედან ლამინირებულ ყდაში.
ლამინირების გარეშე ქაღალდი (300 ± 4%) გრ/მ2;
სისქე μm - 320 ± 10; სითეთრე CIE (%) - 116 ± 5;
გაუმჭვირვალობა (%) - 99 ± 2).
ყდის ფერია თეთრი. ყდას აქვს გადაკეცვის ადგილი შუაში.
ყდის ზომები - (210 x 303)მმ ± 2 (გაშლილ მდგომარეობაში).
ყდა ოთხგვერდიანია. ყდის პირველ გვერდზე დატანილია ვერტიკალური ვერცხლისფერი ორნამენტი. ორნამენტის გვერდით, ცენტრში, დატანილია ფოლგირებული წარწერა „დაბადების მოწმობა“. ყდის მეორე და მესამე გვერდი ცარიელია. მეოთხე გვერდის ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ლოგო ერთ ფერში. ყდის პირველი და მეოთხე გვერდები ჩასმულია ვერცხლისფერ ჩარჩოში და მათზე დატანილია მცირე ზომის ორნამენტირებული ელემენტები.

2. ქორწინების ელექტრონული მოწმობის ასლის დასაბეჭდი ქაღალდი და ჩასადები ყდა

2.1 ქორწინების ელექტრონული მოწმობის ასლის გაცემისას, იგი ამოიბეჭდება არაცარცირებულ ქაღალდზე (90 ± 3%) გრ/მ2;
Bulky index, VSA (სმ3/გრ) - 1.3;
გაუმჭვირვალობა (%) - 88 ± 2), რომელიც არის სპილოს ძვლის ფერი (IVORY) .
ზომები - (210 x 297)მმ ± 2 (გაშლილ მდგომარეობაში).
ქაღალდი ოთხგვერდიანია. ქაღალდის პირველ გვერდზე დატანილია წარწერა: „ქორწინების მოწმობა“, რომლის ქვემოთ განთავსებულია ოქროსფერი ორნამენტი. გვერდი ჩასმულია ოქროსფერ ჩარჩოში. ქაღალდის მეორე გვერდზე, ზედა მხარეს დატანილია სიტყვა „საქართველო“ , მცირე სახელმწიფო გერბი და წარწერა - „ქორწინების მოწმობა“. ფურცლის მეორე და მესამე გვერდებზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. ფურცლის მესამე გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი, რომელშიც ჩასხმულია ოხრა. მეოთხე გვერდი ჩასმულია ოქროსფერ ჩარჩოში.

2.2 ქორწინების ელექტრონული მოწმობის ასლი თავსდება ქაღალდის გარედან ლამინირებულ ყდაში. ლამინირების გარეშე ქაღალდი (200 ± 3%) გრ/მ2;
Bulky index, VSA (სმ3/გრ) - 1.28±0.03;
გაუმჭვირვალობა (%) - 96 ± 2).
ყდის ფერია სპილოსძვლისფერი (IVORY). ყდის ზომები - (210 x 303) მმ ± 2 (გაშლილ მდგომარეობაში).
ყდა ოთხგვერდიანია. ყდას აქვს გადაკეცვის ადგილი შუაში. ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. ამავე გვერდის ცენტრში არის ფოლგირებული წარწერა - „ქორწინების მოწმობა“, რომელიც ჩასმულია ორნამენტირებულ ჩარჩოში. გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი. ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია. ყდის მეოთხე გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. გვერდის ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ლოგო ერთ ფერში. მოწმობისა და ყდის შესაკრავად გამოიყენება ლენტი (ქსოვილის ფაქტურა: grosgrain; სიგრძე - 70 ± 2 სმ; სიგანე - 6 ± 1 მმ; ფერი - ოქროსფერი).

შენიშვნა: შემსყიდველის მიერ მოწმობების ბლანკზე ლაზერული პრინტერით დატანილი ტექსტი, ზემოქმედების შედეგად, არ უნდა იშლებოდეს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დადებიდან 40 სამუშაო დღის განმავლობაში.
მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდებამდე არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს შემსყიდველს მიწოდების დროის შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა;
2. მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტი შეფუთული უნდა იყოს 100-ცალიან შეკვრებად, მიმწოდებლის შეხედულებისამებრ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტრანსპორტირებისას მოსალოდნელი დაზიანებები. შეფუთული საქონელი დამოწმებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით და მითითებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის დასახელება და რაოდენობა. შემსყიდველს შეუძლია უარი თქვას საქონლის ჩაბარებაზე, შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში ჩაწერის გზით, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიის შესახებ.

შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა", გარდა ამავე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი.
2. შემოთავაზებული შესყდვის ობიექტი უნდა იყოს ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო ქარხნული შეფუთვით.
3. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ნიმუშები:

ა) დაბადებისა და ქორწინების ელექტრონული მოწმობის ასლის ჩასადები ყდები 10-10 ცალი ბეჭდვით და ლამინირებით (ტექნიკური დავალების 1.2 და 2.2 პოზიციები), ხოლო 10-10 ცალი ბეჭდვისა და ლამინირების გარეშე.

ბ) დაბადებისა და ქორწინების ელექტრონული მოწმობის ასლის დასაბეჭდი ქაღალდი (ტექნიკური დავალების 1.1 და 2.1 პოზიციები) თითოეული 10-10 ცალი ტექნიკური დავალების პარამეტრების სრული დაცვით, ხოლო 10-10 ცალი ბეჭდვის გარეშე.

ლენტი - მინიმუმ 1 ცალი ტექნიკური პარამეტრების სრული დაცვით.

შემსყიდველ ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, მიერ შერჩეული მეთოდით, შეამოწმოს წარმოდგენილი ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ნიმუშების წარმოდგენის ადგილია ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1 (იუსტიციის სახლი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (დღგ–ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო მღარიშვილი, 555751574, n.mgarishvili@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია:
1) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტების (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ცალ-ცალკე, ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად.

აღნიშნული წესი არ ეხება:
1) არარეზიდენტი პირებს. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
2) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე (https://t.ly/74T1s) განთავსებული რეკომენდაციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ექსელის სახით წარმოდგენილი "ფასების ცხრილი"). შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით დამოწმება არაა სავალდებულო და არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე, კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსთა ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ ნოტარიუსთა მიერ დამოწმებული თარგმანი;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის, "ფასების ცხრილთან "დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru