Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #67463684)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 67463684
Дата публикации: 02-10-2025
Сумма контракта: 180 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017875
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.10.2025 18:43
Начало приема предложения 17.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 20.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 180`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 152 (ას ორმოცდათორმეტი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახალციხეში, გურამიშვილის ქ. N87-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, სინაგოგის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (მრავალწლიანი 2025-2026 წწ)

ფინანსური განაწილება (სახელმწიფო ბიუჯეტი)

2025 წელი - 54,000.00 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი;
2026 წელი - 126,000.00 (ას ოცდაექვსი ათასი) ლარი.
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`800.00 GEL
Размер гарантии 1`800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kristine chilingarashvili :: 04.07.2025 18:00
  • Последнее исправление: kristine chilingarashvili :: 02.10.2025 18:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=637526&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახალციხეში, გურამიშვილის ქ. N87-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, სინაგოგის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა
მდ. ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე, მაღალკლდოვან გორაკზე, გაშენებულია ქალაქ ახალციხის ძველი ნაწილი, რაბათის უბანი, რომელშიც ციხე-სიმაგრე მდებარეობს. ციხე-სიმაგრის გარშემო უძველესი ქართული დარბაზული ტიპის საცხოვრებელი სახლები, აბანო, წმ. მარინეს საკათედრო ტაძარი, სომხური ეკლესია, სინაგოგებია განთავსებული.
დღემდე შემორჩენილ სინაგოგებს შორის, საქართველოში ყველაზე ადრეულ სინაგოგად რაბათის უბანში 1863 წელს აშენებული სინაგოგა ითვლება. იგი იზიდავს ისტორიით, კულტურით და რელიგიით დაინტერესებულ მომლოცველებს, მკვლევრებსა და ტურისტებს. სინაგოგის არქიტექტურა მდიდარია ხის მოჩუქურთმებით და დახვეწილი დეკორატიული ელემენტებით.
აწყურიდან გადმოსული ებრაელების ინიციატივით, ძველი სინაგოგის უბანში, 1902 წელს კიდევ ერთი სინაგოგა აიგო, რომელსც აწყურელთა ლოცვას უწოდებდნენ.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2011 წლის N3/272 ბრძანებით, ორივე სინაგოგას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
1902 წელს აგებული სინაგოგა გეგმაში კვადრატული ფორმის, ერთიანი შიდა სივრცის მქონე შენობაა. ძირითადად, იგი ნაგებია კარგად თლილი კვადრებით. პროფილირებული ჰორიზონტალური კარნიზით ფასადები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ფასადის მხარეს, კარის თავზე ცრუ თაღებია განთავსებული. კარები გაფორმებულია ორ-ორი ნახევარსვეტით, რომლებიც ეგვიპტური ტიპის ფოთლების კაპიტელებით სრულდება. ღიობები მოჩარჩოებულია თლილი ქვით, ხოლო შენობის კარნიზი ვაზონებითა და ფრონტონით არის დასრულებული.
გასულ საუკუნეში ამ სინაგოგას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. წარსულში აქ კინოჩვენებები იმართებოდა. შემდგომში ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საბილიარდო ფუნქციონირებდა. შენობის ცვლილებები დაიწყო ჯერ კიდევ კინოდარბაზის ფუნქციონირების დროს, როდესაც რამდენიმე ფანჯარა ამოავსეს. 1972 წელს კი აქ კრივის სპორტდარბაზი მოეწყო, რა დროსაც სინაგოგას საშხაპეებისთვის განკუთვნილი შენობა მიაშენეს, რომელიც ძეგლის ისტორიული შემადგენელი ნაწილი არ არის.
მიმდინარე პერიოდში შენობა არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია: ფასადებსა და სახურავზე გაზრდილია ხე-მცენარეები; სახურავი მოძველებულია და დაზიანებული; ფანჯრების ალათები დაზიანებული და შეუმინავია; კედლებზე შეინიშნება მცირედი ბზარები; ინტერიერში აყრილია იატაკი; კედლებიდან ჩამოცვენილია შელესილობა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ამჟამად სინაგოგა უმოქმედოა, თუმცა ბევრი მნახველი ჰყავს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ინტერსებიდან გამომდინარე, მისი პირვანდელი დანიშნულების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუზეუმად ადაპტაციის შესაძლებლობით. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლებისათვის აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც შესადგენია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს რეაბილიტაციის მიმართულებებს.
 მიზანი და ძირითადი პირობები

 ძეგლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზანია მისი მდგრადი განვითარების, ერთიანობის ურღვევობის, აუთენტურობის შენარჩუნების, კონსერვაციის, ინტერპრეტაციის და დაცულობის უზრუნველყოფა.
 ტენდერის მიზანია სინაგოგის კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
 ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლზე არსებული მდგომარეობის აუცილებელი ყველა ასპექტის გამოსწორება, რომელიც გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას მოითხოვს, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, სწორ კონსტრუქციულ და მაღალპროფესიულ მხატვრულ გადაწყვეტას.
 ძეგლის კვლევითი და ფიქსაციის სამუშაოების (ობიექტის და გარე პერიმეტრის მწვანე საფარისგან გაწმენდა; შენობის 3D სკანირება, გარკვეული მონაკვეთების ტრადიციული მეთოდით ანაზომების შესრულება; კედლების ზონდირება; ფუძე-გრუნტებისა და დაფუძნების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; არსებული სამშენებლო მასალების კვლევა; საჭიროებისამებრ ხარაჩოების მოწყობა და სხვ.) განხორციელებისთვის მოსაპოვებელია ძეგლზე სამუშაოების შესაბამისი ნებართვა.
 ძეგლის გაწმენდითი, კვლევითი და ფიქსაციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
 ძეგლის გაწმენდითი და კვლევითი სამუშაოების განხორციელების პროცესში ობიექტის გარკვეული ნაწილების/ფრაგმენტების გადაწყობის აუცილებლობის შემთხვევაში, სამშენებლო მასალა უნდა დაფიქსირდეს, მოიხსნას და დასაწყობდეს არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით.
 მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების შემთხვევაში, სამუშაოები განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
 სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
 კვლევით და ფიქსაციის ნაწილში დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა დაზიანება. რეაბილიტაციის პროექტმა უნდა მოიცვას ძეგლის არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ღონისძიება.
 საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური და ადვილად უკუქცევადი;
- ჩარევა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ძეგლის რომელიმე კულტურულ ღირებულებას;
- გამოყენებული უნდა იქნას ორიგინალთან თავსებადი, მაღალი ხარისხის, ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი მასალები;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული.

შენიშვნა: კორექტირებული ტექნიკური დავალება მიმაგრებულ ფაილებში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 152 (ას ორმოცდათორმეტი) კალენდარული დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახალციხეში, გურამიშვილის ქ. N87-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, სინაგოგა

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს არაუმეტეს ორი ხელშეკრულების ფარგლებში საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება ლარებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90,000.00 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

- ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს (ქვეკონტრაქტორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით.

- იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

- გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

- პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის მომზადების პროცესში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი და ხელოვნებათმცოდნე.
 არქიტექტორ-რესტავრატორს, ინჟინერ-კონსტრუქტორს, ხელოვნებათმცოდნეს, 2017 წლიდან დღემდე, უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კერძოდ ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
 გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).
 დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.
 წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტორ-რესტავრატორის, ინჟინერ-კონსტრუქტორის და ხელოვნებათმცოდნის დიპლომის ასლი.
შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

2.9 other additional requirements

ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია ხალშეკრულების გაფორმების შემდეგ, საპროექტო სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას, ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულებით შესაბამისი წლისათვის გათვალისწინებული საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების შესაბამისი წლის ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოველი მიმდინარე წლის ღირებულებიდან აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი ეტაპის დასრულებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (არსებობის შემთხვევაში საგადახდო დოკუმენტის წარმოდგენიდან) 10 (ათი) სამუშაო დღეში.

მეორე ეტაპის მიღება და ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე პროექტს წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი ეტაპის დასრულებიდან და მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქრისტინე ჩილინგარაშვილი, 577318148, KRISTICHILINGARASHVILI1@GMAIL.COM

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.

9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით.

10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:

სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.

12: ანგარიშსწორება მოხდება შემდეგი სახით: 54,000.00 -2025 წელი სახელმწიფო ბიუჯეტი; 2026 წელი - 126,000.00 სახელმწიფო ბიუჯეტი

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru