Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #67438636)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Supreme Court of Georgia
Номер конкурса: 67438636
Дата публикации: 02-10-2025
Сумма контракта: 542 465


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017737
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.10.2025 13:22
Начало приема предложения 29.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.11.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 542`465.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34110000 - Легковые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 210 კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
სედანის ტიპის მსუბუქი ავტომანქანები
Procurement type: Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)
Procuring entities: The Supreme Court of Georgia
Tender announcement date: 01.10.2025
Bids accepted from: 29.10.2025 00:00
Deadline for bid submission: 03.11.2025 12:00
Financing: 2025 Funds (year)
Estimated value of procurement: 542`465 GEL
Bid should be submitted including VAT
Classifier (CPV) code and specific procurement object
34110000 - Passenger cars
Amount or Volume of Procurements -7 (seven) unit
Supply Period: Within 210 calendar days from the date of signing the contract
Bid reduction step: 5`425.00 GEL
Guarantee amount: 5`425 GEL
Guarantee validity period: 160 days
Количество и объём закупок 7 (შვიდი) ცალი
Шаг снижения цены 5`425.00 GEL
Размер гарантии 5`425 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natia telia :: 16.09.2025 14:36
  • Последнее исправление: natia telia :: 01.10.2025 13:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=648178&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია 7 (შვიდი) ერთეული სედანის ტიპის მსუბუქი ავტომანქანა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ავტომანქანების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1). პრეტენდენტი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგენს დანართ N1-ს.

1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3 შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ვერცხლისფერი ან რუხი.

1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.

1.2.5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 100 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.

1.2.6. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (წვის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) დანართ N2-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტად/ებად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.2.9. ავტომანქანებს უნდა მოყვებოდეს სალონის რეზინის საფენების კომპლექტი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.ავტომანქანების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 210 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესასყიდი საქონლის მიწოდების ადგილია: მიმწოდებლის სერვისცენტრი ქ. თბილისში

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 მუხლით განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), არანაკლებ 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს გონივრული ვადით (თუ საჭირო გახდა დეფიციტური ნაწილ(ებ)ის (რომელიც მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია მოძიებულ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე) შეცვლა ახლით).

1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

ასევე გაცნობებთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.2. პუნქტში "საქონლის ახლით შეცვლაში" იგულისხმება დაზიანებული დეტალი/აგრეგატი. ხოლო სატრანსპორტო საშუალების შეცვლის ვალდებულება გამარჯვებულ პრეტენდენტს ექნება სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.5 პუნქტის შესაბამისად.

1.7.1.6 გარანტია არ ვრცელდება შემდეგი მიზეზით გამოწვეულ დაზიანებებზე:
ა) ავტოსატრანსპორტო შემთხვევით;
ბ) გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით;
გ) სტიქიური მოვლენებით;
დ) აფეთქებით;
ე) ხანძრით;
ვ) ექსპლუატაციის ნორმების დარღვევით;

1.7.1.7 შემსყიდველი ვალდებულია:
ა) საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტომობილებს ნებისმიერი სახის სამუშაო/მომსახურება (მათ შორის სამღებრო სათუნუქე) გაუწიოს მხოლოდ მიმწოდებლის სერვის ცენტრებში.
ბ) საგარანტიო ვადის განმავლობაში დაიცვას მიმწოდებლის მიერ დადგენილი სავალდებულო პერიოდული მომსახურების პირობები და ვადები.
გ) არ მოახდინოს გარბენის მრიცხველის ნებისმიერი მიზეზით გათიშვა ან ცვლილება.
დ) არ დაარღვიოს ქარხნულად დალუქული დეტალების ლუქის მთლიანობა.
ე) დაიცვას ავტომობილის ექსპლუატაციის პირობები.

1.7.1.8 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.7 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია არ გაავრცელოს კონკრეტულ შემთხვევაზე ან სრულიად გაუუქმოს ავტომობილის გარანტია.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია "ფასების ცხრილში" მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის,მარკის, მოდელის და ბრენდის შესახებ.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ ავტორიზებული არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრი ქ. თბილისში, სადაც უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევა საგარანტიო პირობების შესაბამისად. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინფორმაცია და შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული სერთიფიკატი ავტორიზირებული სერვისცენტრის თაობაზე ან/და მწარმოებლის წერილი, სადაც მითითებული უნდა იყოს ავტორიზირებული სერვისცენტრის დასახელება და მისამართი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი #1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

ა) დანართი N1;
ბ) დანართი N2;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ ქ.თბილისში;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დილერობის შესახებ და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი;
ე) საგარანტიო პირობებისა და ვადის შესახებ ინფორმაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომლითაც ცალსახად უნდა დასტურდებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ავტომანქანების მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხევაში გასცეს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი). წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 100%-სა.
2.მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინასწარი საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.
3.იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მოწოდება არ განხორციელდება მიმდინარე წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 100% ოდენობით (შემსყიდველის 2025 წლის სახსრები), ხოლო იმ შემთხვაში თუ 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულია ნაწილი საქონლის მიწოდება, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია დარჩენილი ღირებულების ოდენობით. ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველს წარედგინება არაუგვიანეს 2025 წლის 23 დეკემბრისა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობებით. ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ავტომანქანების მიწოდების საბოლოო ვადას. ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი (აღნიშნულ მითითებას უნდა შეიცავდეს საბანკო გარანტიის ტექსტი) და გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.2.2 იმ შემთთხვევაში თუ მიმწოდებელი არ მოითხოვს წინასწარ ანგარიშსწორებას და ავტომანქანების მიწოდებას განახორციელებს 2025 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
7.2.3 თუ მიმწოდებელი ავტომანქანების მიწოდებას განახორციელებს 2025 წლის 19 დეკემბრის შემდგომ, ის ვალდებულია იხელმძღვანელოს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით და შემსყიდველი ანგარიშსწორებას განახორციელებს აარაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან 7.1.1. პუნქტის შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათია თელია, 577282920, natia.telia@supremecourt.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით 591222052 შალვა კლდეისელი

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში.

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;

3. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

4. შემსყიდველი, წინამდებარე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული თანმდევი საგარანტიო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება დამატებით, პრეტენდენტის შემოთავაზების გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru