Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Кино услуги и видео услуги (Грузия - Тендер #67438621)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Personal Data Protection Service
Номер конкурса: 67438621
Дата публикации: 02-10-2025
Сумма контракта: 40 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017752
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.10.2025 16:16
Начало приема предложения 08.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 40`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 92100000-Кино услуги и видео услуги
Коды классификатора
  • 92111000 - Производство кинофильмов и видеофильмов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
ვიდეორგოლების გადაღების მომსახურება
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gvantsa sisoshvili :: 01.10.2025 10:35
  • Последнее исправление: gvantsa sisoshvili :: 01.10.2025 16:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=649939&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ვიდეორგოლების გადაღების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არასრუწლოვანთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ესაჭიროება ინოვაციური, ვიზუალურად თანამედროვე, გრაფიკული ვიდეოსერიების დამზადება. ვიდეოებში ლაკონურად და საინტერესოდ უნდა იყოს გადმოცემული სხვადასხვა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი დამუშავების რისკები და რჩევები, რომლებიც ბავშვებს და ახალგაზრდებს საკუთარი უფლებების დასაცავად გამოადგებათ.

შინაარსობრივი აღწერილობა - "დათა და ოჯახი"

ანიმაციური სერიალის მთავარი გმირი იქნება ბიჭი - სახელად დათა (DATA) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სუპერგმირი, რომელიც ტექნოლოგიების ეპოქაში თავისი უნარებითა და ცოდნით ეხმარება ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და მოზარდებს, რათა დაიცვან თავი საფრთხეებისგან.

დათა არ არის უბრალო ანიმაციური ფიგურა - სამომავლოდ ის იქნება სამსახურის მასკოტი, რომელიც შემდგომ სხვა პროექტებშიც იქნება გამოყენებული. დათა უნდა იყოს არასტანდარტული, მეგობრული პერსონაჟი რობოტის ელემენტებით. მას უნდა ჰქონდეს სუპერგმირისთვის დამახასიათებელი დამხმარე ელემენტები და სუპერნივთები, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვას დაუკავშირდება.

შემსრულებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს პერსონაჟ დათას შექმნა ისეთ სტანდარტსა და ხარისხში, რომელიც შესაძლებელს გახდის მის ინტეგრირებას ვებგვერდზე, როგორც 3D მოდელის, ისე ვიდეოს ფორმატში.

სცენარის მიხედვით, დათა დაუმეგობრდება ერთ ჩვეულებრივ ოჯახს და თითოეულ სერიაში ოჯახის წევრებთან ერთად გადალახავს კონკრეტულ რეალურ პრობლემას, როგორიცაა:

სკოლებში პერსონალური ინფორმაციის არასათანადო გაზიარება;
ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის დაცვა;
სამედიცინო ან სხვა დაწესებულებაში არსებული პრობლემები და სხვა.


ტექნიკური აღწერილობა და შემოქმედებითი ელემენტები:

სულ უნდა დამზადდეს 5 გრაფიკული ვიდეორგოლი;
ვიდეოები დამზადებული უნდა იყოს 2D ფორმატში 3D ელემენტებით;
მთავარი გმირი - დათა (DATA) - უნდა შეიქმნას სპეციალურად სამსახურისთვის, ხმითა და მახასიათებლებით. ასევე, უნდა შეიქმნას დამხმარე პერსონაჟები - ოჯახის 6 წევრი.
თითოეული ვიდეოს ქრონომეტრაჟი - 3-6 წთ;
გამოყენებული ვიზუალური და მუსიკალური მასალა უნდა იყოს ლიცენზირებული;
ვიდეოს თან უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი ტიტრები.

ქოფირაითინგი, სცენარის დამზადება და სამუშაო პროცესის ეტაპები:
უნდა შეიქმნას 10 ეპიზოდის სცენარი, თუმცა მიმდინარე ეტაპზე (აღნიშნული ტენდერის ფარგლებში) უნდა დამზადდეს მხოლოდ პირველი 5 ვიდე. დანარჩენი გამოიყენება სამომავლოდ, შემდგომი ეტაპისთვის;
Pre-production – სცენარის მომზადება, ვიზუალური სტილის შეთანხმება,
Production – ანიმაციის შექმნა, გახმოვანება, გრაფიკული ელემენტების დამუშავება
Post-production – მონტაჟი, ხმოვანი ეფექტები, სუბტიტრები, საბოლოო ვერსიის მიწოდება
შუალედური შეთანხმებები – თითო ეტაპზე დამკვეთის მიერ ნამუშევრის დამტკიცება
უნდა დამზადდეს ქუდი- თითოეული სერიის დასაწყისისთვის, უნიკალურად ამ პროექტისთვის შექმნილი მუსიკით.

კამპანიის დაგეგმვა და სხვა ვიზუალური მასალები
ვიდეოსერიების გარდა შემსრულებელმა უნდა გაწეროს კამპანიის გეგმა - ვიდეოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება შესაბამისი ტექსტებით;
შემსრულებელმა უნდა დაამზადოს სპეციალური ქარდები დათას და სხვა პერსონაჟების გამოყენებით, მათ შორის კომიქსები. არაუმეტეს 10 ქარდისა .

ხარისხის მოთხოვნები
საბოლოო ფაილის ფორმატი: MP4, Full HD (1920x1080) ან 4K
შესაბამისი სპეციალისტების (ქოფირაითერი/სცენარისტი, ილუსტრატორი, გახმოვანების მსახიობი, მემონტაჟე) არსებობა გუნდში.


საავტორო უფლებები
საბოლოო პროდუქტის ინტელექტუალური საკუთრება სრულად ეკუთვნის დამკვეთს.
შემსრულებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს მასალები მესამე პირებზე უფლების დარღვევით.


მიწოდების პირობები:
ვიდეოების მიწოდება უნდა მოხდეს ფიზიკურად ან ელექტრონულად (მაგ. Google Drive, WeTransfer)
სამუშაო ფაილების გადმოცემა, იმგვარად, რომ მომავალში სამსახურმა შეძლოს მათი გამოყენება სერიების გაგრძელების მიზნით ან/და პერსონაჟების გამოყენება სხვადასხვა საინფორმაციო და საიმიჯო მასალებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონულად ან/და მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჩნაძის ქ. N7. შემსყიდველის ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ანიმაციური ან/და გრაფიკული ვიდეორგოლების (მათ შორის, არანაკლებ ერთი ვიდეორგოლი უნდა იყოს 3D ფორმატის) გადაღების მომსახურების გაწევის გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ 3 დასრულებული ვიდეო-რგოლი (სისტემაში ატვირთულ იქნეს ვებ-მისამართის ან/და სხვა სახის ხელმისაწვდომი ელექტრონული ფორმის სახით), ასევე, წარმოდგენილ იქნეს აღნიშნული ვიდეო-რგოლების დამზადების თაობაზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა მსგავსი შინაარსის დოკუმენტ(ებ)ი.

2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ანგარიშსწორების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან/და ჩეკი ან/და ჩეკთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, რომლის ძირითადი დანახარჯები მოიცავს ადამიანური რესურსის შრომით ანაზღაურებას, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა, აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. აქედან გამომდინარე, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ამ კონკრეტული შესყიდვის თავისებურების გათვალისწინებით, სატენდერო დოკუმენტაციაში არ იქნება გათვალისწინებული ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გვანცა სისოშვილი, 595331403, gsisoshvili@pdps.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ფასების ცხრილზე სავალდებულოა უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება). ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. . ამასთან, აღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად გაფორმდება შეთანხმება უფლებამოსილ პირთან, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის ურთიერთობის შესაბამისობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონთან.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება, წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.8 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის - "კითხვა/პასუხის" მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, ნ.ვაჩნაძის №7.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru