Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #67438587)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khelvachauri Municipal Inspection, Infrastructure and Improvement Divizion NNLE
Номер конкурса: 67438587
Дата публикации: 02-10-2025
Сумма контракта: 40 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017783
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.10.2025 18:02
Начало приема предложения 10.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.10.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 40`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71324000 - Услуги по оценке
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით)
Дополнительная информация
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა (ხიდები, ფერდსამაგრები, გზები, განათებები, არსებული შენობების რემონტი, მინი სპორტული მოედნები და საზოგადოებრივი სკვერები) ინფრასტრუქტურული ღონისძიებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 330.00 GEL
Размер гарантии 405 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: shorena chavleishvili :: 16.09.2025 11:02
  • Последнее исправление: sopiko beridze :: 01.10.2025 18:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=648118&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა (ხიდები, ფერდსამაგრები, გზები, განათებები, არსებული შენობების რემონტი, მინი სპორტული მოედნები და საზოგადოებრივი სკვერები) ინფრასტრუქტურული ღონისძიებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

1. შესყიდვის ობიექტი:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ღირებულების სხვადასხვა (ხიდები, ფერდსამაგრები, ნაპირსამაგრები (აღნიშნული სამუშაოების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნეს სკრინინგის ანგარიში), გზები, განათებები, არსებული შენობების რემონტი, მინი სპორტული მოედნები და საზოგადოებრივი სკვერები) ინფრასტრუქტურული ღონისძიებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;

2. საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს:
2.1. თავფურცელი;
2.2. სიტუაციური გეგმა;
2.3. ტოპოგრაფია (RP ნიშნულებით);
2.4. განმარტებითი ბარათი;
2.5. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი;
2.6. სამუშაოების გეგმა-გრაფიკი;
2.7 არსებული ფოტომასალა;
2.8. ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარმოდგენა გრაფიკული ჭრილებით;
2.9. გრუნტის სინჯების აღება საჭირო სიღრმეზე და ნებისმიერი სხვა გეო-ტექნიკური კვლევები და გამოცდა სათანადო ინტერვალებში, როგორც ეს საჭიროა პროექტირებისათვის (წარმოდგენილი იქნას ფოტო მასალა);
2.10. აუცილებელი პირობა: საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას აუცილებელია დაესწროს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი წარმომადგენლები;
2.11. მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის პროექტის შედგენა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და უნდა აკმაყოფილებდეს:
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლიატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებას. სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი“-ს მოთხოვნებს.
”საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტი”-ს საუწყებო სამშენებლო ნორმები დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებას.
2.12.საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების საკითხების დამუშავება;
2.13. სქემატური ნახაზების გრაფიკული ჭრილების შედგენა;
2.14. კონსტრუქციულ პროექტს სათანადო დეტალიზაციით;
2.15. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას
2.16. სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიის ტოპოგრაფიული და საკადასტრო აზომვითი ნახაზების (თანდართული კოორდინატების მიხედვით) შესრულება.
2.17. მშენებლობის ორგანიზების პროექტს;
2.18. ნორმატიული დოკუმენტები:
პროექტების ძირითადი სახელმძღვანელო ნორმატივებია:
სნიპ II-7-81 = სეისმურ რაიონებში მშენებლობა;
სნიპ II-9-78 = მშენებლობისათვის საინჟინრო-საძიებო სამუშაოები, ძირითადი დებულებები;
სნიპ 2.03.0I-84 = ბეტონისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები;
სნიპ II-22-81 = ქვისა და არმირებული ქვის კონსტრუქციები;
სნიპ II-23-81 = მეტალო-ფოლადის კონსტრუქციები;
სნიპ II-25-80 = ხის კონსტრუქციები;
სნიპ II-28-73 = სამშენებლო კონსტრუქციებისკოროზიისაგან დაცვა;
სნიპ 2.04-02-84 = წყალმომარაგება, გარე ქსელები და ნაგებობები;
სნიპ II-32-74 = კანალიზაცია, გარე ქსელები და ნაგებობები.

შენიშვნა: სამუშაოების სახეობების და კონსტრუქციული ელემენტების პროექტირებისას მიმწოდებელი ხელმძღვანელობს საქართველოში მიღებული შესაბამისი სხვა ნორმებით და სტანდარტებით.

3. დავალების შინაარსი;
შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია:
3.1 ყოველი კონკრეტული საპროექტო სამუშაოები შეასრულოს კლასიფიკაციის ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
3.2 საკვლევ-საძიებო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის მოახდინოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტის საჭირო წინასწარი შეთანხმებები, გარდა სამშენებლო მოედნისა, ტერიტორიის გამოყოფის და გათავისუფლებისა, რომელიც წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას;
3.3 პროექტებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე;
3.4 პერიოდული შეკეთებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების და დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენისას პროექტების ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული კალკულაციებით და ღირებულებებით;
3.5 მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის, აღჭურვილობის, მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა საველე სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე.

4.დავალების შესრულების წესი.
4.1 დავალების შესრულების წესი განისაზღვრება დავალების შინაარსით და ხელშეკრულების პირობებით. ნებისმიერი სამუშაოს დაპროექტება შეთანხმებული უნდა იყოს ა(ა)იპ „ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთან.

5. სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემდგენი ვალდებულია:
5.1 პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ჩაუტაროს საექსპერტო შეფასება; კერძოდ, 5.1.1.პროექტის (არქიტექტურა ან/და კონსტრუქციის) ექსპერტიზა;
5.1.2. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ფინანსური შესაბამისობის საექსპერტო შეფასება; ზემოთჩამოთვლილი საექსპერტო დასკვნების განმახორციელებელი ორგანო უნდა იყოს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტებული პირი. ერთმნიშვნელოვნად დადებითი საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესრულებულ მომსახურებასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანოს/პირის შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი. აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას.
5.2 საპროექტო გადაწყვეტილებები შეათანხმოს დამკვეთთან.

6. პასუხისმგებლობა;
6.1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სრულყოფილი საპროექტო – სატენდერო დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებაზე და სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე;
6.2 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს მომზადებული პროექტის გადაფასება საბოლოოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 24 თვის ვადაში;
6.3. შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი წუნი.

7. დამატებითი მოთხოვნა;
7.1. ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა, ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალები ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაშირაზედაც შემდგომში არ ექნება პრეტენზიები (მოთხოვნები) მას ან/და მის სამართალმემკვიდრეს;
7.2 მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე;
მიმწოდებელმა ქართულ ენაზე შესრულებული საბოლოო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ბეჭდური სახით, მყარყდიან ალბომად აკინძული 3 (სამი) ეგზემპლარად უნდა იყოს დაბეჭდილი შიფტით Sylfaen, ხოლო ნახაზები უნდა იყოს PDF ფორმატში.. ამასთან, ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად excel-ის ფორმატითაც.

სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში, მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელი ვალდებულია, მიიღოს მონაწილეობა საპროექტო გადაწყვეტათა დაზუსტებაში და საჭიროების შემთხვევაში, მუშა დოკუმენტაციის,სამშენებლო მოცულობების და ხელშეკრულების სხვა შესაბამისი ცვლილებების მომზადება-შეთანხმებაში, ასევე, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და გასწორებული/დაზუსტებული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა შემსყიდველთან.

(1.2 პუნქტით მოთხოვნილი ტექნიკური დავალების წარმოდგენა სავალდებულოა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).
2. კონკრეტული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ვადები განისაზღვრება შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელზე წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილია ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23ა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ხიდების ან/და ფერდსამაგრების ან/და გზების მოწყობის ან/და სპორტული მოედნების ან/და შენობის სამშენებლი/სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება არანაკლებ 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
ბ) ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N3-ის შესაბამისად, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტენდერის (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი;
გ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხიდების ან/და ფერდსამაგრების ან/და გზების მოწყობის ან/და სპორტული მოედნების ან/და შენობის სამშენებლი/სარემონტო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გაწევაზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები;
დ) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა „გ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ მომსახურებაზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების ქსეროასლები;
ე) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული მომსახურება შესრულებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით, მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო და საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენა მხოლოდ დანართი N3-ის სახით;

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მომსახურების გაწევისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო მომსახურების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
• სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
• გეოლოგი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილებით;
• სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადას;
3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო-ს.
4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

(2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
1) ფასების ცხრილს - დანართი N1-ის შესაბამისად;
2) ტექნიკურ დავალება, 1.2 პუნქტისა და შესაბამისი დანართის შესაბამისად;
3) ინფორმაციას პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტისა და დანართი N3-ის შესაბამისად;
4) ინფორმაციას პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ან/და განუფასებლად იქნება წარმოდგენილი დანართი N1 პრეტენდენტის სატენდერო წინადადების დაზუსტების განხილვა არ განხორციელდება და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 რძანების 27-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე (ინტელექტუალური მომსახურება) შემსყიდველი ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

.2.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ,,მიმწოდებლის“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
7.2. 2. ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის, საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა) წარმოდგენის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა ფუტკარაძე, 555172622, municipalinspection22@gmail.com ელა ფუტკარაძე, 555172622, municipalinspection22@gmail.com 577938084 municipalinspection22@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, მის. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23ა.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით.
2. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული პრეტენდენტის მიერ სხვა, შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში (მაგალითად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა). აღნიშნული ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ,,მიმწოდებლად’’ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებელი.
4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უნდა იყოს შესრულებული უფლებამოსილი პირის მიერ. საჭიროების შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა/რწმუნებულება, რომელიც დაადასტურებს პირის უფლებამოსილებას სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის ხელმოწერაზე.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru