Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #67413977)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 67413977
Дата публикации: 30-09-2025
Сумма контракта: 295 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017691
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.09.2025 16:34
Начало приема предложения 10.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.10.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 295`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (მრავალწლიანი 2025-2026 წელი)
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 2`950.00 GEL
Размер гарантии 2`950 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kristine chilingarashvili :: 29.09.2025 17:46
  • Последнее исправление: kristine chilingarashvili :: 30.09.2025 16:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=649762&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა

შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის სასაფლაოზე, მაღალ ბორცვზეა აღმართული. ობიექტს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გაჩნია. სამონასტრო კომპლექსში შედის: მაცხოვრისა და ზარზმის სახელობის ტაძრები, სამრეკლო, გალავანი. კომპლექსის მთავარ ნაგებობებს ერთმანეთის გვერდით აგებული ორი ტაძარი წარმოადგენს: პირველი - სამნავიანი ბაზილიკა მაცხოვრის სახელობისა XIII-XIV სს. არის აგებული და მოხატულია, მის გვერდით აღმართული მეორე გუმბათიანი ნაგებობა, ე.წ. ზარზმის სახელობის ეკლესია, XVI ს. არის აგებული და ისიც მოხატულია. ტაძარი სპეციალურად აიგო მთავარი ტაძრის გვერდით, მას შემდეგ, რაც აქ ზარზმიდან (სამცხე) გადმოაბრძანეს ფერისცვალების ხატი. ტაძარი ააგო ვახტანგ გურიელმა. სამონასტრო კომპლექსი გალავნითაა გარშემორტყმული, რომლის დასავლეთ მონაკვეთში სამრეკლო-კარიბჭეა ჩართული. 2006 წელს ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გადაიხურა ტაძრის დაზიანებული ნაწილები, ჩატარდა ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები. 2014 წელს ძეგლზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რომლის დროსაც სადრენაჟო სისტემა შეიცვალა, ტაძრის გარშემო სარინელი მოეწყო და ასევე, ზარზმის სახელობის ტაძარში გუმბათის სარკმლის ალათები შეიცვლა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ქმედებებისა, უხვი ნალექის დროს კომპლექსის ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ნალექის გატარებას. ამასთან, ორივე ტაძარში, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში, ხდება წყლის ინფილტრაცია. მოშლილია სარინელი. თუნუქის საბურველი ზოგან დაზიანებულია, შეიმჩნევა დაზიანება გადახურვის კუთხეებშიც; ტაძრების ირგვლივ მდებარე მიწის ზედაპირი მკვეთრად არათანაბარია, ზოგან ტაძრის კედლის ძირში მდებარე მიწა გაცილებით დაბლაა, ვიდრე გალავნის კუთხეში არსებული მიწა.
აუცილებელია კომპლექსის მთელ პერიმეტრზე მოხდეს მიწის ზედაპირის ნიველირება. ასევე, აუცილებელია გალავნის ფუძე-გრუნტის სიმყარის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი გამაგრება. სამშენებლო ქვა და ნალესობა დეგრადირებული, გამოფიტული, განშრევებადი, ატკეჩილი და გაფხვიერებულია. ვიზუალური დაკვირვებით ინტერიერში იკითხება ნალესობის დაზიანებული და არასტაბილური არეები. ნალესობის ბზარები ზოგ შემთხვევაში ბადისებურია, ზოგან კი - ვერტიკალური. გუმბათის ალათები ჩამოცვენილია და ნალექის შემთხვევაში ტაძარში პირდაპირ ჩაედინება წყალი. ფრესკები სავალალო მდგომარეობაშია, განსაკუთრებით - ზარზმის სახელობის ტაძარში. ფერი ჩამოცვენილია, ქიმები აღარ აქვს. ფრესკებზე შეინიშნება ინტენსიური გამომარილება. საფუძველსაა მოცილებული ფერწერის ფენა. ფერწერულ ფენასა და ნალესობაზე აღინიშნება მარილის კრისტალები. ის უმეტეს შემთხვევაში გაფხვიერებულია. მხატვრობის ძირითადი ნაწილი ამჟამად დაფარულია ზედაპირული მტვრისა და ჭუჭყის ნადებით. ადრე განხორციელებული სარესტავრაციო ჩარევების დროს დატოვებულ შევსებებსა და ქიმებს დაკარგული აქვთ თავიანთი ფუნქცია, რადგან დაბზარული და განშრევებულია. იქ, სადაც აღინიშნება მხატვრობის ძლიერ დაზიანებული არეები, მრავლად ვხვდებით ფერწერული ფენის დეგრადაციას, აქერცვლასა და გაფხვიერებას. ფრესკების ზედაპირზე სქელი მტვრის ფენაა. ის ასევე დაფარულია ფრინველთა და მწერთა ექსკრემენტებით.
მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნას ორ ადგილას (ზარზმის ტაძრის სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების ძირში) არსებული აგურის ნახევარწრიული თაღის სივრცე, რომელიც, როგორც ჩანს, საძვალე/კრიპტა იყო. დღეის მდგომარეობით აღნიშნული თაღების, მხოლოდ უკიდურესი ზედა ნაწილი, მიწის ზედაპირიდან მაქსიმუმ 4-5 სმ-ზე მოჩანს, რაც ასევე, ცხადია, ტაძრის ქვეშ დამატებითი წყლის შედინებას იწვევს.
არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, რთული ვითარების გამოსწორებისა და ძეგლის შენარჩუნების მიზნით, შესამუშავებელია კვლევა-ფიქსაციის საფუძველზე ძეგლის კონსერვაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაც გულისხმობს გადაუდებელი ქმედითი ღონისძიებების გატარებას.

 პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:

 საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად უნდა ჩატარდეს კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის თაობაზე და შესრულდეს ძეგლის რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
 კვლევითი და საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად;
 პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოები, მათ საფუძველზე დადგენილი სარეაბილიტაციო მეთოდოლოგია და საჭირო ჩარევები წარმოდგენილი უნდა იქნას შესათანხმებლად შემსყიდველთან;
 შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობებისა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები მისაღები (დასამუშავებელი) პროექტის მიმართ;
 გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული DWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით;
 გასაწევი მომსახურება ორეტაპიანია. შესრულებული სამუშაოების ჩაბარების საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული თვით;
 გასაწევი მომსახურება (მიმდინარე სამუშაოები) პერიოდულად გაკონტროლდება შემსყიდველთან შეთანხმებული, შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით.
 შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი

ხოლო საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი #79.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

 პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს არაუმეტეს ორი ხელშეკრულების ფარგლებში საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება ლარებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 147,500.00 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

 ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს (ქვეკონტრაქტორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით.

 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

 გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

 პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის მომზადების პროცესში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: არქიტექტორ-რესტავრატორი, კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, სამშენებლო მასალების სპეციალისტი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

 არქიტექტორ-რესტავრატორს, კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტს, ინჟინერ-კონსტრუქტორს, ინჟინერ-გეოლოგს, ხელოვნებათმცოდნეს, სამშენებლო მასალების სპეციალისტს, 2017 წლიდან დღემდე, უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კერძოდ ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის გამოცდილება. ხოლო არქეოლოგს 2017 წლიდან დღემდე, უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის გამოცდილება.

 გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

 დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიე.

 წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტორ-რესტავრატორის, კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტის, ინჟინერ-კონსტრუქტორის, არქეოლოგისა და ხელოვნებათმცოდნის დიპლომის ასლი.

 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სერთიფიკატის სახით.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს შესაბამისი ნებართვა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში).

საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით.

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (ხელშეკრულებით შესაბამისი წლისთვის გათვალისწინებული ღირებულების არაუმეტეს 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების შესაბამისი წლის ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოველი მიმდინარე წლის ღირებულებიდან აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი ეტაპის დასრულებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (არსებობის შემთხვევაში საგადახდო დოკუმენტის წარმოდგენიდან) 10 (ათი) სამუშაო დღეში.

მეორე ეტაპის მიღება და ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე პროექტს წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

წლების მიხედვით განაწილება მოხდება შემდეგი სახით:
2025 წელს 206,500.00 (ორას ექვსი ათას ხუთასი) ლარის, ხოლო 2026 წელს - 88,500.00 (ოთხმოცდარვა ათას ხუთასი) ლარის ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქრისტინე ჩილინგარაშვილი, 577318148, KRISTICHILINGARASHVILI1@GMAIL.COM

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.

9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე, სამუშაოები „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 170-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული სამუშაო დღგ-გან გათავისუფლებულია.

10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა (Excel -ის ფორმატში)) ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში 1%-ზე მეტი განუფასებელი პოზიცი(ებ)ის შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია დაზუსტების გარეშე.

11. ხარჯთაღრიცხვის ფორმაში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილების, რაოდენობების და გაუთვლისწინებელი ხარჯების %-ის ცვლილება. ერთნაირი დასახელების სამუშაოზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთნაირი ფასი.

12. ხარჯთაღრიცხვის გაფასებისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ) მოთხოვნები.

13. სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, თუ იკითხება სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”.

14. პრეტენდენტის მიერ ტენდერში სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:

სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (Excel -ის ფორმატში);
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru