Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #67384258)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 67384258
Дата публикации: 29-09-2025
Сумма контракта: 499 960


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017663
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.09.2025 18:05
Начало приема предложения 15.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 20.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 499`960.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112710 - Ландшафтные работы в зеленых зонах
Срок подачи ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
ბ) სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) წელი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`500.00 GEL
Размер гарантии 5`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tsira maghradze :: 29.09.2025 14:28
  • Последнее исправление: irakli merebashvili :: 29.09.2025 18:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=649699&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-შეკეთების სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 მიმწოდებელს წერილობით ეცნობება კონკრეტული ობიექტის მისამართი და შესრულების ვადა.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარულ დღეში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულმა ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის სიცოცხლის ხელყოფა, ან სხეულის დაზიანება. მსგავსი სამუშაოს შესრულება უნდა დაიწყოს დაუყონებლივ.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.8 მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ერთდროულად აწარმოოს არანაკლებ 4 (ოთხი) ობიექტზე.
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მისამართზე ჩასატარებელი ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოს დაწყებამდე, საკუთარი ხარჯებით შეისწავლოს მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობა და შემდეგ განახორციელოს აღნიშნული სამუშაო.
1.2.10 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო პროცესებიდან გამომდინარე, შემსყიდველთან შეთანხმებით შექმნას უსაფრთხოების სქემები და შეათანხმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან. მიმწოდებელი ვალდებულია განათავსოს საგზაო ნიშნები, საგზაო ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები დამტკიცებული სქემის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სხვა ზომები, რომლებსაც მოითხოვს სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები.
1.2.12 უარყოფითი ზემოქმედება ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ მდებარე ყველა ხეზე უნდა აღმოიფხვრას სათანადო ზომების მიღებით, რომელიც მოიცავს (არა მარტო) შემდეგს: 1. ქვედა ტოტების შერჩევით მოჭრას სათანადო მეთოდით სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული მექანიკური დაზიანების შესამცირებლად; 2. ნიადაგის ტკეპნის თავიდან ასაცილებლად ხეებს ფესვთა სისტემის გარშემო სპეციალური ჭილობების დაგებას; 3. ხეების გარშემო სპეციალური ღობეების მოწყობას მექანიკური დაზიანების საწინააღმდეგოდ; 4. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები თითოეული ხის სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს ხეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ხე დაზიანდება ან მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო, მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი „შემსყიდველის“ თანხმობით.
1.2.13 მიმწოდებელმა უნდა დაასუფთაოს (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მაღალი წნევის წყლის სარეცხი აპარატის გამოყენებით) ყველა სამუშაო ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებში და მის გარეთ და მათთან მისასვლელი გზები მუშაობის მიმდინარეობის პროცესში და მას შემდეგ, როცა ამ ადგილებში დამთავრდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღებულ და გატანილ უნდა იქნეს ზედმეტი გრუნტი და მასალები, დროებითი გზები, ფარდულები, სათავსოები და ღობეები, უნდა ამოივსოს ბოძების დასადგმელად გათხრილი ორმოები, ხოლო მიწის ზედაპირი უნდა მოსწორდეს ისე, რომ მიიღოს თავისი პირვანდელი სახე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. სამუშაოთა წარმოების პროცესში მიმწოდებელმა დროულად უნდა გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა უსაფრთხო და შეუზღუდავი გადაადგილება.
1.2.14 მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დანართებით და ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს. მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი დასკვნის შემთხვევაში. მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ მომზადებული ლაბორატორიული დასკვნა შეტანილი ნოყიერი ნიადაგის ნაზავის, დანართი N01-ით გათვალისწინებულ პარამეტრებთან შესაბამისობის შესახებ.
1.2.15 მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი გარე განათების ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას (დანართი N03-ის შესაბამისად).
1.2.16 მიმწოდებელი ვალდებულია წყლის დაერთების წერტილები შეათანხმოს GWP-სთან.
1.2.17 მიმწოდებელმა სამუშაოების დასრულებისას უნდა უზრუნველყოს წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯები, ვალდებულია სამუშაოების დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული დავალიანება და სამუშაოების წარმოებისას დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში დაწეროს განაცხადი წყლის აბონენტად რეგისტრირებაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ (GWP);
1.2.19 სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი უზრუნველყოს ერთნაირი სპეც. ტანსაცმელით და ჩაფხუტებით.
1.2.20 მიმწოდებელმა ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზების შესაბამისად.
1.2.21 ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია, ნაზავის ქიმიური მახასიათებლები - დანართი N01, შეტანილი ნიადაგის ნოყიერი ნაზავის შემადგენელი კომპონენტების გადანაწილება - დანართი N02, განათების ქსელის ტექნიკური დავალება - დანართი N03, ესკიზები და ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოს შესრულების ვადა – ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი – შემსყიდველის (წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის სახით) მიერ მითითებული ტერიტორია, ქალაქ თბილისის ფარგლებში.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი (მათ შორის ნათურების).
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5 % არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5 %-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების საერთო სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მათ შორის ნებისმიერი ღირებულების, ერთი ან განუსაზღვრელი რაოდენობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სარწყავი სისტემის მოწყობის და განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების შესრულების და არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ღირებულების გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა/მოწყობის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი №3–ით გათვალისწინებულ ცხრილში. აღნიშნული, შესაბამის დადასტურებულ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა)) ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში. (დანართი №3).

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N3–ის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1 პრეტენდენტს სამშენებლო სამუშაოების ადგილზე საჭიროების მიხედვით უნდა გააჩნდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მოცემული სახეობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაოების წარმოების პროცესში. მიმწოდებელთან დანართი N4–ში მითითებული მანქანა-მექანიზმების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების შესახებ ინფორმაციის სისწორის გადამოწმება შემსყიდველს შეუძლია ნებისმიერ დროს.
2.3.2 პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ჰორიზონტალურად მიმართული ბურღვითი სამუშაოების დანადგარი ან წარმოადგინოს ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. ჰორიზონტალურად მიმართული ბურღვითი სამუშაოების დანადგარის სარგებლობით ან ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადას.
2.3.3 ჰორიზონტალურად მიმართული ბურღვითი სამუშაოების დანადგარის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.
2.3.4 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შესრულებაზე, კომპანიას არ წარმოეშვება დამატებით ჰორიზონტალური ბურღვის დანადგარის კუთვნილიების და/ან სარგებლობის ვალდებულება.

შენიშვნა:
1. წარმოდგენილ უნდა იქნას თანხმობა სამუშაოების წარმოების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ით განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ.
2. ჰორიზონტალურად მიმართული ბურღვითი სამუშაოების დანადგარის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარულ დღეში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულმა ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის სიცოცხლის ხელყოფა, ან სხეულის დაზიანება. მსგავსი სამუშაოს შესრულება უნდა დაიწყოს დაუყონებლივ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული პროდუქციის ტექ. დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე. მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა შეტანილი ნოყიერი ნიადაგის ნაზავის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ (დანართი N01-ის მიხედვით) პარამეტრებთან შესაბამისობის შესახებ.
2.7.2 მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი გარე განათების ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას (დანართი N03-ის შესაბამისად).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, დანართი N2–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება მოხდება 2025 წ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ცირა მაღრაძე, 599722004, ts.magradze@tbilisi.gov.ge ტელ: +995 322 37 85 71; ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: ლევან მდივნიშვილი, ტელეფონის ნომერი: 595 717 117.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი (არ ვრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის #1 და #3 დანართებზე) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

29-09-2025 Оборудование для сельского и лесного хозяйства, предназначенное для подготовки и обработки почвы .

29-09-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

29-09-2025 Строительно-монтажные работы .

29-09-2025 Электрические двигатели, генераторы электричества и электротрансформаторы .

29-09-2025 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

29-09-2025 Строительно-монтажные работы .





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru