1. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
პუნქტი 1.1. შესყიდვის ობიექტის დასახელება
შესყიდვა მოიცავს ქ. თბილისში ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური
ბაღის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი სასადილოს შენობის მიმდებარედ
ტერასების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადებასა და საავტორო ზედამხედველობის გაწევას.
პუნქტი 1.2 მომსახურების აღწერა და ტექნიკური დავალება
1.2.1. პროექტის ძირითადი აღწერა
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს, ქ. თბილისში
(ს/კ: 01.18.02.001.017) საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე,
ყოფილი სასადილოს შენობის მიმდებარედ ტერასების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და საავტორო
ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვას.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბოტანიკურ ბაღში არსებული
ახლადრეაბილიტირებული ყოფილი სასადილოს შენობის მიმდებარედ.
დავალება მოიცავს ორი ტერასის (განსხვავებულ ნიშნულებზე)
დაპროექტებას, რაშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს:
- საყრდენი კედლები;
- ტერიტორიის კეთილმოწყობა;
- გარე განათება;
- ბალახის ქვაფენილი;
- საზოგადოებრივი საპირფარეშო;
- ხელსაბანი;
- საფეხმავლო ბილიკები/კიბე;
- პერგოლა;
- და სხვა (იხ. კონცეფცია).
მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს და საპროექტო დოკუმენტაციაში
ასახოს აღნიშნული საპროექტო საინჟინრო კომუნიკაციების საანგარიშო
სქემები და არსებულ ქსელთან დაერთება.
მიმწოდებელი (საპროექტო სამუშაოების განმახორციელებელი) ვალდებულია
მოამზადოს დეტალური პროექტი, თანდართული ტექნიკური სპეციფიკაციების
და სხვა ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტირება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული
საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად.
საპროექტო გადაწყვეტები უნდა უზრუნველყოფდეს შემდგომში საიმედო და
უსაფრთხო ფუნქციონირებას, მსგავსი შენობა-ნაგებობებისათვის
სტანდარტებით განსაზღვრული სრული საექსპლუატაციო ვადის
განმავლობაში.
1.2.2. პროექტირებისას გასათვალისწინებელი ძირითადი მოთხოვნები
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს:
- საპროექტო ტერიტორიის კვლევა;
- ტოპოგეოდეზიური კვლევა;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
- ესკიზური პროექტის მომზადება - მასალების მითითებით;
- საჭიროების შემთხვევაში მიმდებარედ არსებული ხე-მცენარეების კვლევა
და ფესვთა სისტემის მდებარეობის განსაზღვრა;
- დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
- პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა (ხარჯთაღრიცხვის პროექტთან
შესაბამისობის და ღირებულების შეფასება);
- საავტორო ზედამხედველობა;
1.2.3. ტექნიკური დავალება - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
შემადგენლობა, თანმიმდევრობა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
1.2.3.1. გასაწევი მომსახურების მოცულობა და ძირითადი მოთხოვნები
გასაწევი მომსახურება შედგება შემდეგი ეტაპისაგან:
I ეტაპი - წინასაპროექტო კვლევა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში შეთანხმება
შესაბამის ორგანოებთან;
II ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა;
პროექტის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო წესების და ნორმების და სხვა
რეგულაციების მოთხოვნები (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება მშენებლობის
ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების
წესისა და პირობების შესახებ“;
- წყალმომარაგების და კანალიზაციის გარე ქსელები და ნაგებობები (მწ
07.01-09);
- საქართველოს მთავრობის დადგენილება N370, 2015 წლის 23 ივნისი, „სახანძრო
უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“;
- ტექნიკური რეგლამენტი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი“;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001
წლის 16 აგვისტოს ბრძანება N 308/ნ.
- „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები” (პნ 03.01-09)
- СНиП II-64-80. Строительные нормы и правила.
- СНиП 3.02.01-87 «Земляные сооружения, основания и фундаменты».;
- СНиП 3.05.04-85 «Наружные сети и сооружения водоснабжения и канализации».;
- СП 82.13330.2016. Благоустройство территорий;
- СНиП 2.05.02-85 «Автомобильные дороги».;
- СНиП 12-01-2004 «Организация строительства»;
- СНиП 12-03-2001 «Безопасность труда в строительстве. Часть 1. Общие требования»;
- СНиП 2.04.01-85* Внутренний водопровод и канализация зданий;
1.2.3.2. საპროექტო დოკუმენტაცია
დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება გულისხმობს
წინასაპროექტო კვლევის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე
დაყრდნობით და შემსყიდველთან შეთანხმებული ესკიზური პროექტის
საფუძველზე, საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადებას და მის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც
შესაძლებელი იქნება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების
განხორციელება.
დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის აუცილებელი ნაწილებია:
- გეოლოგიური კვლევა;
- არქიტექტურული პროექტი;
- კონსტრუქციული პროექტი;
- საინჟინრო ქსელების (წყალარინება, წყალმომარაგება, კანალიზაცია და
სხვ)
- ელექტრული პროექტი;
- ტექნოლოგიური ნაწილი, საანგარიშო სქემები;
- მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
- სპეციფიკაციების ნაწილი;
- ხარჯთაღრიცხვა (როგორც რესურსული ისე გამსხვილებული მეთოდით);
- საექსპერტო დასკვნები (იხ. 1.2.3.4 ქვეპუნქტი).
1.2.3.3. დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შინაარსი
საბოლოო ტექნიკური დიზაინის შესაბამისი სრული საპროექტო
დოკუმენტაციის შინაარსი და ჩამონათვალი მოცემულია ქვემოთ, სამშენებლო
ნახაზები შესრულებული უნდა იყოს სამუშაო დოკუმენტაციისათვის
მოთხოვნილი ნორმების და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო
მასშტაბებში და დეტალიზაციით:
• პროექტის საერთო განმარტებითი ბარათი;
• საანგარიშო სქემები;
• გრაფიკული ნაწილი უნდა მოიცავდეს ობიექტის სიტუაციურ და გენერალურ
გეგმებს. შენობა-ნაგებობების დეტალურ არქიტექტურული და საინჟინრო
ნახაზებს;
• დეტალურ მუშა ნახაზებს; გენ. გეგმას, გეგმებს, ფასადებს, ჭრილებს
(მასშტაბი 1:50 ან 1:100);, სპეციფიკაციას;
• ელექტრო და საინჟინრო ქსელების განთავსების და მიერთების სქემებს,
ყველა ზომის, ნიშნულის და ტექნიკური მახასიათებლის მითითებით.
ნახაზებზე მოცემული უნდა იყოს სამუშაოთა მოცულობების და მასალათა
სპეციფიკაციების ცხრილები.
• მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
• ობიექტის მშენებლობის კალენდარული და სავარაუდო ფინანსური
გრაფიკი;
• მშენებლობის კრეფსითი, ლოკალური ხარჯთაღრიცხვები გამსხვილებული და
რესურსული ფორმით ცალკე უნდა დაერთოს პროექტს და უნდა მოიცავდეს ზოგად
მითითებებსა და რეკომენდაციებს.
• დეტალური სპეციფიკაციები (ყველა აუცილებელი სტანდარტის მითითებით)
გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარებისათვის,
სამუშაოთა შესრულების/გამოცდის მეთოდებისა და ხარისხის
კონტროლისთვის. წარმოსადგენია როგორც ზოგადი, ასევე დეტალური
ტექნიკური სპეციფიკაციები;
1.2.3.4. ექსპერტიზა
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტის
შემუშავების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს მოთხოვნილი ექსპერტიზის ჩატარება სსიპ ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან შესაბამის
სფეროში აკრედიტაციის მქონე დამოუკიდებელი საექსპერტო
დაწესებულების/ექსპერტის მიერ.
- გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზა;
- ხარჯთაღრიცხვის პროექტთან შესაბამისობის ექსპერტიზა;
- ხარჯთაღრიცხვის ღირებულების ექსპერტიზა;
- კონსტრუქციული ან/და სხვა (საჭიროებისა და დამკვეთის მოთხოვნის
შემთხვევაში);
პუნქტი 1.3. მომსახურების ეტაპების მიწოდების ვადები
I ეტაპი - წინასაპროექტო კვლევა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენა/შეთანხმება- 40 (ორმოცი) კალენდარული დღე.
II ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა - მშენებლობის დასრულების
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე;
პუნქტი 1.4. მომსახურების მიწოდების ფორმა და ადგილი
1.4.1. მომსახურების ყველა ეტაპის ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს
წერილობითი სახით.
1.4.2. საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი
უნდა იყოს ქართულ ენაზე, როგორც ელექტრონულ ფორმატში (ვექტორული DWG ან DXF PLN
გაფართოების ფაილი ArchiCAD ან AutoCAD, და PDF ფაილი - მეხსიერების ბარათზე.), ასევე
ბეჭდური ვერსიით მყარი ასლების (A4 და A3 ფორმატში) სახით, საბოლოო
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს
ალბომის სახით ქართულ ენაზე 3 (სამი) ეგზემპლარად.
1.4.3. პროექტის შეთანხმების დოკუმენტები, საექსპერტო დასკვნები და
საავტორო ზედამხედველობის ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ
ენაზე.
1.4.4. მომსახურების ყველა ეტაპის ანგარიში, შეთანხმების დოკუმენტები,
საექსპერტო დასკვნა, საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია და საავტორო ზედამხედველობის ანგარიშები წარდგენილ
უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. N1 ა(ა)იპ
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.