1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი
პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და
ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.6 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების
მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.7 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი
მარეგულირებელინიშნებით;
1.2.8 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური
აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი და მოცულობათა უწყისი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.10 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.11 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი
დავალების შესრულებამდე, შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოს
სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და
სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს
შესაბამის ზედამხედველობას.
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე მოახდინოს ამოჭრილი
საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ანცხელი ა/ბეტონის
ნარევით.
1.2.14 მიმწოდებელმა წერილობითი დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო
ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი
საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010)
შემსყიდველის მიერწარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად,
დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.15 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული
განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების
სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე
განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება
შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს დამკვეთთან.
1.2.16 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით,
წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით.
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია
განისაზღვროს ხელშეკრულების ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით, ხოლო
სამუშაოების დაწყების ვადის 3 (სამი) კალენდარული დღის გადაცილების
შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს
ხელშეკრულება. შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების
შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად
შემსყიდველის სასარგებლოდ;
1.2.18 იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ
აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,
შემსყიდველი ან/და მისი უფლებამოსილი პირი აცნობებს მიმწოდებელს
შემოწმების შედეგებს დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების
მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი
შეხედულებისამებრ განუსაზღვროს მიმწოდებელს გონივრული ვადა
დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით. წერილობით განსაზღვრული
ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში
მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო
ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე,
შემსყიდველის მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის ბოლო თარიღიდან
დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე.
1.2.19 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის
შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს
ხელშეკრულება;
1.2.20 შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, სამუშაოების (ან
მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული
სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური
ზედამხედველის მიერ;
1.2.21 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ
ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის
რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
1.2.22 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
1.2.23 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი
მასალების ლაბორატორიული გამოცდები და შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის
განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალანაკეთობების ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები,
სერტიფიკატები და სხვა).
1.2.24 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით
გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო ადგილის
ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება,
მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.2.25 ჭის ჩარჩო ხუფების ესკიზები, ჭის ჩარჩო ხუფების ესკიზები 2,
ესკიზი_ლითონის_ცხაურის, ესკიზი_გვერდმიმღები_4_თაღით,
ესკიზი_სანიაღვრე_კოლექტორის_ჭა და ტექნიკური მოთხოვნები თან ერთვის
სატენდერო დოკუმენტაციას.
1.2.26 დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1)