Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #67230210)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of State Property
Номер конкурса: 67230210
Дата публикации: 24-09-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250017443
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.09.2025 12:22
Начало приема предложения 03.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 06.10.2025 16:30
Предполагаемая цена прейскуранта 580.18 GEL
Контрактная цена объекта закупки 25`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საბარათე სისტემით რეცხვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 250 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam samsonia :: 23.09.2025 10:22
  • Последнее исправление: mariam samsonia :: 24.09.2025 12:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=648919&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სააგენტოს ბალანსზე არსებული ავტომანქანების საბარათე სისტემით რეცხვის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე არსებული ავტომანქანების რეცხვის მომსახურება, საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
2. რეცხვის მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საბარათე(პლასტიკური
ბარათი) სისტემის მეშვეობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსამრეცხაოში მისვლიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) საათის განმავლობაში;
3. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ყოველ სამრეცხაო ობიექტზე განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საბარათე სისტემის წამკითხველი (გასატარებელი) მოწყობილობა, რომელმაც ბარათის დაფიქსირების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების მომენტალური ასახვა ელექტრონულ სისტემაში (შემსყიდველის სპეციალურ ანგარიშზე);
4. პრეტენდენტმა ყველა შემოთავაზებულ რეგიონში უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის სრული,ქიმიური
წმენდის მომსახურება ქიმიური წმენდა უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2(ორი) დღისა.ქიმიური წმენდის დროს გამოყენებული უნდა იყოს მაღალი ხარიხსის სპეციალური ხსნარები და სპეციალური დანადგარები;
5. მიმწოდებელი ვალდებულია თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას შემყიდველს სპეციალური ანგარიში და
უზრუნველყოს აღნიშნულ ანგარიშზე მოთხოვნილი მომსახურების (რეცხვა) დარიცხვა, ხოლო შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურება გადაანაწილოს პლასტიკურ ბარათებზე თავისი შეხედულებისამებრ;
6. შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არაუმეტეს 100 (ასი) ერთეული პლასტიკური ბარათის დამზადება უსასყიდლოდ;
7. პლასტიკური ბარათის პროგრამულად დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებლმა უსასყიდლოდ უნდა
გამოცვალოს და დაამზადოს ახალი პლასკიტური ბარათი, შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
8. თითოეულ ბარათზე უნდა იყოს დატანილი შემსყიდველის მიერ მიწოდებული ავტოსტრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;
9. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ავტომანქანების როგორც გარედან, ასევე შიდა (სალონის, საბარგული) რეცხვა;
10. რეცხვისას გამოყენებული უნდა იყოს მაღალი წნევის რეცხვის დანადგარი, მაღალი ხარისხის მტვერსასრუტი და მაღალი ხარისხის სპეციალური სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ აზიანებს ავტომანქანის ლაქსა და საღებავს;
11. ავტოსამრეცხაო ობიექტებზე რეცხვითი მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს ყოველდღე 08:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე (მათ შორის უქმე დღეებში);
12. ყველა შემოთავაზებულ ობიექტებზე უნდა გამოყოს საკონტაქტო პირი (მენეჯერი), რომელთანაც
შესაძლებელი იქნება წინასწარი დაჯავშნა/ჩაწერა;
13. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომანქანაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის აღმოფხვის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტომანქანების რეცხვის მომსახურების გაწევის ადგილია ქ.თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. თელავი, ქ. გორი, ქ. ქუთაისი, ქ. ახალციხე, ქ. ფოთი, ქ. ზუგდიდი, ქ. ბათუმი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2 (ორი) წლის (2020-2023 წწ) განმავლობაში ანალოგიური მომსახურების (რეცხვა) მიწოდების გამოცდილება;
2. 2 (ორი) წლის განმავლობაში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის შესრულება არ გულისხმობს აღნიშნული საქმიანობის უწყვეტად განხორციელებას;
3. გამოცდილების დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებები, წარმოდგენილი ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტები და ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად;
4. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT ნომერი - ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს ქ. თბილისში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 (ხუთი) ავტოსამრეცხაო ობიექტი (სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში), საიდანაც ერთი უნდა იყოს არანაკლებ 5 ბოქსიანი, ორი ერთეული არანაკლებ 4 ბოქსიანი, ხოლო დანარჩენი 2 არანაკლებ - 2 ბოქსიანი. ყველა სამრეცხაო ბოქსი უნდა იყოს მოქმედი ყოველდღიურ რეჟიმში;
2. პრეტენდენტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უნდა გააჩნდეს:
2.1. ერთი ავტოსამრეცხაო ქალაქ რუსთავში;
2.2. ერთი ავტოსამრეცხაო ქ. თელავში;
2.3. ერთი ავტოსამრეცხაო ქ. გორში;
2.4. ერთი ავტოსამრეცხაო ქ. ქუთაისში;
2.5. ერთი ავტოსამრეცხაო ქ. ახალციხეში;
2.6. ერთიავტოსამრეცხაო ქ. ფოთში;
2.7. ერთი ავტოსამრეცხაო ქ. ზუგდიდში;
2.8. ერთი ავტოსამრეცხაო ქ. ბათუმში;
2.1-2.8 - რვავე ავტოსამრეცხაო უნდა იყოს არანაკლებ 2 (ორი) ბოქსიანი;
3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ავტოსამრეცხაოების შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით,
4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ან/და ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულებები, მომსახურების გაწევის პერიოდისთვის შესაბამისად დამაკმაყოფილებელი.
5. სამრეცხაო ობიექტები უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეული ავტოსამრეცხაო ობიექტის ფოტოსურათ(ებ)ი, შესაბამისი მისამართების მითითებით; აღნიშნულთან დაკავშირებით, შემსყიდველი უფლებამოსილია შერჩევა/შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გადაამოწმოს და მოახდინოს ავტოსამრეცხაოების ვიზუალური დათვალიერება.

თუ აღმოჩნდება, რომ ობიექტები არ არის კეთილმოწყობილი (არ იქნება სისუფთავე, ტექნიკური აღჭურვილობა, რეცხვისთვის შესაბამისი მაღალი ხარისხის სარეცხი საშუალებები და ა.შ.), პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული 1-3 პუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ს" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე ("წინადადების მიღება დაწყებულია"), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამავე წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
1. პრეტენდენტმა ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება და ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია ავტოსამრეცხაო ობიექტების შესახებ, რაც მოეთხოვება პრეტენდენტს 2.3.1 პუნქტში, იმის მიხედვით, თუ რომელ ტერიტორიულ ერთეულზე იქნება ქვეკონტრაქტორის ავტოსამრეცხაო ობიექტი განთავსებული;
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)თან სამართლებრივი ურთიერთობის წარმოდგენილ დოკუმენტ(ებ)ში (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი) უნდა ფიქსირდებოდეს, რომ რეცხვის მომსახურება განხორციელდება საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით;
3. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – “შავ სიაში“.
შენიშვნა: თუ პრეტენდენტს განზრახული აქვს მომსახურების მიწოდება ქვეკონტრაქტორის გარეშე, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ამის შესახებ.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს რეკვიზიტები იმ ინფორმაციის შემცველობით, რომელიც არ აქვს ასახული სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში;
2. დანართი (ფასთა ცხრილი, პუნქტი 1.3);
3. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
4. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (პუნქტი 2.3.1);
5. ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები (პუნქტი 2.8.1).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე:
1. შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების წარმოდგენა ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/ აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
2. პრეტენდენტმა, აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურების შესაბამისად.
2. ანგარიშსწორება მოხდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების და ანგარიშფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

წინამდებარე სატენდერო პირობების 7.2 ველის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ სამსონია, 599455556, msamsonia@nasp.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო წინადადების ერთეული და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, დღგ-ს გარეშე;
1.1 პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შერჩევა-შეფასება განხორციელდება წარმოდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინებს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამის დღგ-ს ოდენობას, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
2. პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენ დოკუმენტებზე (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
2.1 ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
2.2 გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით (GEO Signing CA) ან/და კვალიფიციური შტამპით (GEO Eseal CA).
3. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. არაქართულენოვანი დოკუმენტაცია არ განიხილება. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ (ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
4. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს განფასება დ.ღ.გ-ს გარეშე დანართი №1-ის მიხედვით;
5. სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
6. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru