Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #67230188)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 67230188
Дата публикации: 23-09-2025
Сумма контракта: 175 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017428
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.09.2025 19:22
Начало приема предложения 10.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.10.2025 12:30
Предполагаемая цена закупки 175`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
სენაკის მუნიციპალიტეტში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაცია - ახალი მუზეუმის შენობის დასრულებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (მრავალწლიანი შესყიდვა 2025-20265წწ).
2025 წელს გათვალისწინებულია 122 500.0 ლარი,
2026 წელს - 52 500.0 ლარი
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`750.00 GEL
Размер гарантии 1`750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna menabdishvili :: 22.09.2025 14:29
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 23.09.2025 19:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=648841&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სენაკის მუნიციპალიტეტში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაცია - ახალი მუზეუმის შენობის დასრულებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსი (ს/კ 44.06.22.003) ქართული სათავდაცვო და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. იგი ადრეშუასაუკუნეების ეგრისის სამეფო ქალაქი იყო და მჭიდროდ არის დაკავშირებული ეგრისის გაქრისტიანებისა და ადრექრისტიანული ეპოქის ისტორიასთან.
გასულ საუკუნეში ძეგლის მიმდებარედ აგებული მუზეუმის შენობა, რომელიც ემსახურებოდა კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების დაბინავებას, გაწმენდა-კვლევასა და
გამოფენას, ვეღარ აკმაყოფილებდა მუზეუმის შენობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს და ამდენად, დღის წესრიგში დადგა, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, მუზეუმის ახალი შენობის აგება.
2019 წელს განხორციელდა მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟი და შემდგომ პერიოდში დაიწყო მუზეუმის ახალი შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. 2024 წელს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება შეფერხდა, ვინაიდან შენობაში გეგმარების ცვლილებებმა შეუთავსებელი გახადა საინჟინრო კომუნიკაციების საპროქტო გადაწყვეტები. ამდენად, შენობის დასრულებისთვის და სამომავლოდ მისი გამართული ფუნქციონირებისთვის, მიზანშეწონილი გახდა საპროექტო გადაწყვეტებში კორექტირებების შეტანა.

 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების, პოპულარიზაციისა და გამართული ფუქციონირებისთვის აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, რისთვისაც შესადგენია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია.
 მიზანი და ძირითადი პირობები

 ტენდერის მიზანია შენობის დასრულებისთვის საჭირო შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, რაც სამომავლოდ გახდება ფიზიკური სამუშაოების განხორციელების საფუძველი.
 შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას წინ უნდა უსწრებდეს შენობის არსებული მდგომარეობის შემოწმება და ანაზომების შესრულება.
 საპროექტო გადაწყვეტებში გამოყენებული უნდა იქნას მაღალი ხარისხის, თავსებადი, ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი მასალები.
 საპროექტო გადაწყვეტა (ცვლილება), რომელიც შეხებაში იქნება საავტორო უფლებებთან, შესათანხმებელი იქნება არქიტექტურული პროექტის ავტორთან.

 პროექტირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ:
 საპროექტო სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს შენობაში არსებული მდგომარეობის აუცილებელი ყველა ასპექტის გამოსწორება და სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასრულება.
 პირველ ეტაპზე, უნდა ჩატარდეს შენობის ყველა კომპონენტის: ტიხრების, ტერასების გადახურვის ფენილის, ვიტრაჟების, ფანჯრების, მოაჯირების, შიდა და გარე საინჟინრო ქსელების, დამონტაჟებული ტექნიკური დანადგარების და სხვა ნაწილებისა და დეტალების შემოწმება.
 უნდა განხორციელდეს არსებული მდგომარეობით შენობის აზომვითი სამუშაოები.
 შენობის შემოწმება და აზომვითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს არქიტექტორის, კონსტრუქტორის, საინჟინრო ქსელების სპეციალისტების ზედამხედველობით.
 შემოწმების შედეგად ყველა ნაკლი უნდა დაფიქსირდეს ანაზომ ნახაზებში და აღწერილი იყოს ტექსტუალურად.
 მიმწოდებელი უნდა გაეცნოს შემსყიდველის მიერ მიწოდებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დააფიქსიროს მოსაზრებები და წინადადებები შენობის გამართული ფუნქციონირებისთვის პროექტის გეგმარებით ნაწილში ცვლილებების თაობაზე.
 ანაზომი ნახაზებისა და შემოწმების შედეგების საფუძველზე უნდა შედგეს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელმაც უნდა მოიცვას შენობის მდგომარეობის გამოსწორებისა და დასრულების აუცილებელი ყველა ასპექტი, მათ შორის: შენობის შიდა და გარე მოპირკეთება; საინჟინრო გარე და შიდა კომუნიკაციების სიმძლავრეების ანგარიში და მოწყობა; საინჟინრო ქსელების შესაბამისი დანადგარებისა და მათი განთავსების ადგილების შერჩევა და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების შემოთავაზება; ტერიტორიის კეთილმოწყობა; ტექნიკური ან/და კეთილმოწყობის ელემენტების გამოყენებით, სამეზობლო მიჯნების მოწყობა; გარე განათების მოწყობა და სხვ.
 საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.
 შემსყიდველი იტოვებს უფლებას საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობებისა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები მისაღები (დასამუშავებელი) პროექტის მიმართ.
 გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული DWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - Autocad, Archicad) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.
 გასაწევი მომსახურება ორეტაპიანია. შესრულებული სამუშაოების ჩაბარების საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარული თვით.
 გასაწევი მომსახურება (მიმდინარე სამუშაოები) პერიოდულად გაკონტროლდება შემსყიდველთან შეთანხმებული, შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით.
 შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

 უსაფრთხოება და გარემოს დაცვა

 ადგილზე განსახორციელებელი შემოწმების და ფიქსაციის სამუშაოები მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს, ქონებისა და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოებას.
 სამუშაოები განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
 მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.

 შესასრულებელი სამუშაოები

პირველი ეტაპი:
- შენობის შემოწმება და დასკვნები; საფიქსაციო (მათ შორის, ანაზომი ნახაზების შესრულება) სამუშაოები;
- შემსყიდველის მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-გაანალიზება;
- შენობის გამართული ფუნქციონირებისთვის რეკომენდაციების ჩამოყალიბება;
- ესკიზების შემუშავება;
- პირველ ეტაპზე შესრულებული, სამუშაოებისა და ანგარიშის შემსყიდველთან განსახილველად და შესათანხმებლად წარმოდგენა.

მეორე ეტაპი:
- შემსყიდველთან შეთანხმებული დოკუმენტაციის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სრულყოფილი დოკუმენტაციის შემუშავება;
- ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად, პირველ და მეორე ეტაპზე შესრულებული, ჩასაბარებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ანგარიშის შემსყიდველთან წარმოდგენა.

 ჩასაბარებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:

1. ტოპოგრაფიული გეგმა (მ. 1:200).
2. საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა (დათარიღებული მაღალი ხარისხისა და რეზოლუციის ფოტომასალა – TIFF ან JPEG გაფართოების ფაილი), სადაც სრულად იქნება ასახული შენობის არსებული მდგომარეობა.
შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. საპროექტო ობიექტის 3D სკანირების თანდართული მასალები (წერტილთა ღრუბელი) პროგრამული უზრუნველყოფით.
4. საპროექტო ობიექტის არქიტექტურული ანაზომი ნახაზები, ყველა ხარვეზის დატანით, ზომებისა და ნიშნულების ჩვენებით მასშტაბში გამოხაზული ნახაზები (გეგმები, ჭრილები, ფასადები, ინტერიერების განშლები) - მ. 1:50; არქიტექტურული დეტალები (მ. 1:10).
5. საპროექტო ობიექტის მდგომარეობის შეფასება და დასკვნა/ რეკომენდაციები.
6. არქიტექტურული ნაწილი:
• განმარტებითი ბარათი (პრობლემების დეტალური აღწერა, პრობლემების გადაჭრის გზების განსაზღვრა, მეთოდოლოგიის დასაბუთება და ჩასატარებელი სამუშაოების განსაზღვრა);
• ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;
• გენერალური გეგმა, მ. 1:200;
• საპროექტო ობიექტის არქიტექტურული მუშა ნახაზები:
- გეგმები, ჭრილები, ფასადები, ფრაგმენტები, დეტალები, კვანძები) ზომებისა და ნიშნულების ჩვენებით მ. 1:100, 1:50, 1:25, 1:20;
- ფასადების მოპირკეთების მუშა ნახაზები მასალების მითითებით, სპეციფიკაციები გამოსაყენებელი მასალების სახეობების (როგორც ცალკეულ სახეობებზე, ასევე კრებსითი) მითითებით;
- სათავსოების შიდა მოპირკეთების (კედლები, იატაკები ჭერები) მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები გამოსაყენებელი მასალების სახეობების (როგორც ცალკეულ სახეობებზე, ასევე კრებსითი) მითითებით;
- კარების მოწყობის მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები;
- კიბეების მოპირკეთების მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები;
- ლიფტების მოწყობის მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები;
- შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები;
- ტერიტორიის კეთილმოწყობის (მისასვლელი ბილიკი, მათ შორის შშმ პირებისთვის, გამწვანება, გარე განათების სანათები, მოსასვენებელი ადგილები, სკამები, ურნები და სხვ.) მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები;
- საპროექტო ტერიტორიიდან წყალარინების სისტემის მოწყობის ნახაზები, სპეციფიკაციები
- სხვა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების მუშა ნახაზები და სპეციფიკაციები, რომელთა გათვალისწინება საჭირო იქნება შენობის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის.
7. ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების პროექტი (მ. 1:200), არსებული და საპროექტო ნიშნულების ჩვენებით, შესაბამისი სპეციფიკაციებით.
8. საპროექტო ტერიტორიიდან წყალარინების სისტემის მოწყობის მუშა ნახაზები (მ. 1:200) და სპეციფიკაციები;
9. საინჟინრო კომუნიკაციების (ელ.მომარაგება, წყალსადენ-კანალიზაცია, ხანძაქრობა, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, კონდიცირება, სუსტი დენები) პროექტის კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში ახალი პროექტის შემუშვება (სქემები, ნახაზები, );
16. საპროექტო გადაწყვეტების ფოტომონტაჟები, შორი და ახლო ხედებიდან ჩვენებით;
17. კონსტრუქციული პროექტი:
- განმარტებითი ბარათი (კონსტრუქციული გადაწყვეტების დასაბუთების აღწერა; სათანადო ანგარიშები, დატვირთვების და საანგარიშო მონაცემების მითითებით);
- მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები მ. 1:100, 1:50, სქემები, კონსტრუქციული ელემენტები, კვანძები - მ. 1:25, 1:20) ნიშნულებისა და ზომების ჩვენებით;
- სპეციფიკაციები სამუშაოთა სახეობებისა და გამოსაყენებელი მასალების სახეობების მითითებით (როგორც ცალკეულ სახეობებზე, ასევე კრებსითი);
18. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი: განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება ობიექტის რეაბილიტაციის ხანგრძლივობა (სამუშაოების ჩამონათვალი და გეგმა-გრაფიკი, სამუშაოების შესრულების ეტაპების გამოყოფით), უსაფრთხოების ტექნიკისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებანი. სამშენებლო გენერალური გეგმა (მ.1:500), სატრანსპორტო მოძრაობის სქემა (მ.1:500), მანქანა-მექანიზმების განლაგების სქემა (მ.1:500), სამშენებლო ღობე, სამშენებლო მოედნის არეალები, ხარაჩოების მოწყობის სქემა, დროებითი გზები, დროებითი ელექტრო და წყალსადენის ქსელები, ტერიტორიის განათება და სხვ.
19. ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რესურსული ხარჯთაღრიცხვა.

 ტექნიკური დავალების დანართების სახით მოცემულია:

დანართი 1 - ახალი მუზეუმის შენობის პროექტი - 1;
დანართი 2 - ახალი მუზეუმის შენობის პროექტი - 2;
დანართი 3 - კორექტირებული გეგმარება;
დანართი 4 - ფოტოფიქსაცია.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესრულებული სამუშაოების ჩაბარების საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარული თვით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სენაკის მუნიციპალიტეტი, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსი.

ხოლო საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი #79.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

 პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს არაუმეტეს ორი ხელშეკრულების ფარგლებში საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება, რომლის ღირებულება ლარებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 87500,00 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
 ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს (ქვეკონტრაქტორს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების ასლების და/ან სხვა დოკუმენტების სახით.
 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.
 გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
 პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის მომზადების პროცესში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: არქიტექტორ(ებ)ი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, საინჟინრო კომუნიკაციების სპეციალისტები და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
 არქიტექტორს და ინჟინერ-კონსტრუქტორს, 2017 წლიდან დღემდე, უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კერძოდ ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
 გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).
 დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.
 წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტორის და ინჟინერ-კონსტრუქტორის დიპლომის ასლი.
 შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს შესაბამისი ნებართვა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (ხელშეკრულებით შესაბამისი წლისთვის გათვალისწინებული ღირებულების არაუმეტეს 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების შესაბამისი წლის ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოველი მიმდინარე წლის ღირებულებიდან აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი ეტაპის დასრულებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (არსებობის შემთხვევაში საგადახდო დოკუმენტის წარმოდგენიდან) 10 (ათი) სამუშაო დღეში.

მეორე ეტაპის მიღება და ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

შენიშვნა: ექსპერტიზაზე პროექტს წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

წლების მიხედვით განაწილება მოხდება შემდეგი სახით:
2025 წელს 122500.00 (ას ოციდაორი ათას ხუთასი) ლარის, ხოლო 2026 წელს -52500.00 (ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარის ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ბაგაშვილი, 599146124, tamaribagashvili13@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru