Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #67230119)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian National Communication Commission
Номер конкурса: 67230119
Дата публикации: 23-09-2025
Сумма контракта: 43 999


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017357
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.09.2025 14:31
Начало приема предложения 03.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 06.10.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 43`999.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442100 - Малярные работы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
კომუნიკაციების კომისიის ბალანსზე რიცხული სატელეკომუნიკაციო ანძის სამღებრო სამუშაოები
საგარანტიო ვადა: 5 წელი
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 440 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino demetradze :: 16.09.2025 14:47
  • Последнее исправление: nino demetradze :: 23.09.2025 14:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=648182&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კომუნიკაციების კომისიის ბალანსზე რიცხული სატელეკომუნიკაციო ანძის სამღებრო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. პროექტის აღწერა
• მიზანი: კომუნიკაციების კომისიის ბალანსზე რიცხული სატელეკომუნიკაციო ანძის დაცვა კოროზიისგან (შეღებვა) და მისი ვიზუალური გაუმჯობესება.

2. ანძის პარამეტრები
• ლოკაცია: სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი, ხობის მუნიციპალიტეტი, ურთას მთა (42°2324.0"N 41°5036.9"E) .
• გარემოს პირობები: ტერიტორია ხასიათდება მაღალი ტენიანობით, ხშირი ნალექებით, მაღალი UV (ულტრაიისფერი) სხივებით და დაბალი ტემპერატურებით ზამთრის პერიოდში, რაც ზრდის კოროზიის რისკს.
• სიმაღლე: 40 მეტრი
• ფუძის ზომა: 6 x 6 მეტრი
• ფართობი: 500 კვმ
• ანძის ფოტო: დანართი

3. სამუშაოების აღწერა
• ძველი საღებავის ფენის მოცილება: ძველი საღებავი უნდა მოშორდეს მაქსიმალურად, ზედაპირი უნდა დამუშავდეს მინიმუმ ISO 8501-1 St 2 სტანდარტის შესაბამისად, გასუფთავდეს მყარ ზედაპირამდე და მომზადდეს შემდეგი ეტაპისთვის.
• ახალი საღებავით შეღებვა: ანძა უნდა დაიფაროს ორი ფენა ანტიკოროზიული ორკომპონენტიანი პოლიამიდით გამყარებადი ეპოქსიდური გრუნტით (80 – 120 მიკრონი), რომლის მოცულობითი მშრალი ნაშთი არანაკლებ 72%-ს უნდა შეადგენდეს და შეიღებოს ასევე ორკომპონენტიანი არანაკლებ 90 მაღალი სიპრიალის მქონე აკრილის რეზინზე დაფუძნებული საბოლოო პირის საღებავით (50 – 90 მიკრონი), რომელიც მდგრადი იქნება გარემო პირობების ზემოქმედების მიმართ (მათ შორის ნესტი, მზის სხივები, ყინვა, დაბინძურება, წვიმა, ქარი და ა.შ.). თითოეულ ფენას შორის გაშრობის დრო უნდა შეესაბამებოდეს საღებავის მწარმოებლის რეკომენდაციებს. საბოლოო ზედაპირი უნდა იყოს ერთგვაროვანი, ულაქო და მტკიცე. მთლიანი სამღებრო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს ISO 12944 C4 ან უფრო მაღალი კლასის სტანდარტს (განსაზღვრავს ფოლადის კოროზიისგან დაცვის კლასებს), ბოლო პირის საღებავი უნდა აკმაყოფილებდეს ISO 16474-1 ან ASTM D4587 სტანდარტს (განსაზღვრავს საღებავის მდგრადობას გაფერმკრთალების მიმართ და რომ არ კარგავს დაცვით ფუნქციას მზის სხივების ზემოქმედებით. აღნიშნულად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული საღებავის ნებისმიერ ფერზე), ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ISO 9227:2022 ან ASTM B-117 (მარილიანი წყლის მიმართ მდგრადობა. აღნიშნულად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული საღებავის ნებისმიერ ფერზე) და ISO 6270-1 ან ASTM D4585 (ტენიანობისადმი მდგრადობა - აღნიშნულად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული საღებავის ნებისმიერ ფერზე) სტანდარტებს.
• ფერი: ანძის ზედაპირი უნდა შეიღებოს თეთრ და წითელ ფერებში, (RAL 9010 თეთრი და RAL 3020 წითელი) რათა შეიქმნას კარგად აღქმული ვიზუალი და ასევე დაიცვას სატელეკომუნიკაციო ანძებისთვის მიღებული ICAO (International Civil Aviation Organization) Annex 14 უსაფრთხოების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით თითოეული ფერის ზოლის სიმაღლე უნდა იყოს 3 – 5 მეტრი, ანძის სტრუქტურის ზედა ნაწილი კი უნდა დასრულდეს წითელი ზოლით. ეს ფერთა კომბინაცია უზრუნველყოფს საუკეთესო კონტრასტს და გამოკვეთილობას სხვადასხვა ამინდის პირობებში, რაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის.

4. სამუშაოების ჩატარების პირობები
• სამუშაოები უნდა განხორციელდეს გარემოს ოპტიმალური ტემპერატურის (არაუმეტეს 35°C) და ტენიანობის (არაუმეტეს 65%) პირობებში, რათა საღებავმა ადვილად შესძლოს გამყარება და არ დაზიანდეს გარემო პირობების გამო.
• დაუშვებელია წვიმიან ამინდში მუშაობა, რათა საღებავის ადჰეზია არ დაირღვეს.
• სავალდებულოა სიგნალის გადამზიდი კაბელებისა და ტექნიკური აღჭურვილობის დაცვა, რათა საღებავის ნაწილაკებმა მათზე გავლენა არ მოახდინოს. ზიანის მიყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
• მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ ტერიტორია გაწმინდოს სამუშაოების შედეგად დაგროვილი ნარჩენისგან და გაიტანოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (ნაგავსაყრელზე).
• მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით, დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ყველა ნორმა;
• სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
• უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


შესყიდვის ობიექტის მიწოდება დასრულებულად ჩაითვლება და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, რომელიც უნდა შეიცავდეს, როგორც დასკვნას შესრულებული სამუშაოს მოცულობების თაობაზე, ასევე, გამოყენებული საქონლის შედარებას შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებთან. აღნიშნულ ხარჯს უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ექსპერტიზის წარმოდგენის ვადა სამუშაოების დასრულებიდან არაუმეტეს 45 სამუშაო დღე. ამასთან ექსპერტის მიერ შესრულებულ სამუშაოში ხარვეზის/შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას დაერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.


პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) უნდა შეადგინოს და მასში მოცემული პუნქტები განაფასოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის’’ შესაბამისად;
ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალისწინებელი ხარჯები წარმოდგენილი უნდა იყოს 5%-ის ოდენობით, გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. გაუთვალისწინებელი თანხების გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველის ნებართვით, მისივე ინიციატივით ან მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე, შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობისა და სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

• სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე. ეს დრო მოიცავს ყველა პროცესს: ძველი საღებავის მოცილება, ზედაპირის დამუშავება, ახალი საღებავით შეღებვა და ფინალური დამუშავება. სამუშაო პროცესისთვის ხელისშემშლელი ამინდის შემთხვევაში შესრულების ვადა შემსყიდველთან შეთანხმებით გადაიწევს შესაბამისი დროით. ზემოაღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად მხარეთა შორის გაფორმდება შუალედური აქტი.

შესყიდვის ობიექტის მიწოდება დასრულებულად ჩაითვლება და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, რომელიც უნდა შეიცავდეს, როგორც დასკვნას შესრულებული სამუშაოს მოცულობების თაობაზე, ასევე, გამოყენებული საქონლის შედარებას შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებთან. აღნიშნულ ხარჯს უზრუნველყოფს მიმწოდებელი. ექსპერტიზის წარმოდგენის ვადა სამუშაოების დასრულებიდან არაუმეტეს 45 სამუშაო დღე. ამასთან ექსპერტის მიერ შესრულებულ სამუშაოში ხარვეზის/შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსასწორებელ ვადას დაერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ლოკაცია: სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი, ხობის მუნიციპალიტეტი, ურთას მთა (42°2324.0"N 41°5036.9"E) .

შენიშვნა: სამუშაოების განხორციელების ადგილი მდებარეობს მაღალმთიან, რთულად მისადგომ ტერიტორიაზე, რის გამოც საჭიროა ორხიდიანი (ყველგანმავალი) ტიპის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება.

1.6 guarantee period for the works to be performed

გაწეული სამუშაოსა და საღებავის ეფექტურობაზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 5 წლიანი გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. გარანტია ითვალისწინებს, რომ საგარანტიო პერიოდში საღებავი არ დაკარგავს თავის თვისებებს როგორიცაა კოროზიისგან დაცვის უნარი და მდგრადობა.

საგარანტიო პერიოდში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ხარვეზი შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საღებავისა და გრუნტის შესახებ, კერძოდ:
1. მწარმოებელი ან/და სასაქონლო ნიშანი;
2. მარკა ან/და მოდელი ან/და იდენტიფიკატორი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. საღებავ(ებ)ის მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს შემდეგი სერტიფიკატები: ISO 9001 და ISO 14001. სერტიფიკატები უნდა იყოს მოქმედი, ხოლო სერტიფიცირების ორგანო აკრედიტირებული უნდა იყოს აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის (IAF) წევრი ორგანიზაციის მიერ.
2. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას სამღებრო სისტემაზე და საღებავზე ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი სტანდარტების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაწესებულების/პირის მიერ. თუ დასკვნის/ანგარიშის გამცემი არ იქნება სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დასკვნას/ანგარიშს უნდა დაურთოს მისი გამცემი დაწესებულების/პირის სახელმწიფოს მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დასკვნაში მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო დემეტრაძე, 555461869, ndemetradze@comcom.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მომსახურების განხორციელებისთვის საჭირო მიმწოდებლის ყველა ხარჯს და გადასახადს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული, არ ანაზღაურდება.
10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10.1.4. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.5. წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
10.1.6.პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.7. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით; პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru