Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Марки, чековые книжки, банкноты, акции, рекламные материалы, каталоги и справочники (Грузия - Тендер #67138366)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 67138366
Дата публикации: 19-09-2025
Сумма контракта: 3 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017273
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.09.2025 23:22
Начало приема предложения 28.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.10.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 3`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 22400000-Марки, чековые книжки, банкноты, акции, рекламные материалы, каталоги и справочники
Коды классификатора
  • 22450000 - Нефальсифицируемые печатные материалы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Количество и объём закупок იხილეთ შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
Шаг снижения цены 12.00 GEL
Размер гарантии 30 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ana sakvarelidze :: 17.09.2025 13:59
  • Последнее исправление: zaira kundukhashvili :: 19.09.2025 23:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=648333&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ბლანკების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ბლანკი - 1 000 ცალი.

ტექნიკური მახასიათებლები:
1. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) შესრულებულია ბამბის 100±10გრ/მ² ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს წყლის ექსკლუზიურ ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით.
2. მოწმობა ორენოვანია, ქართულ-ინგლისური, ორგვერდიანია, ზომები: 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს.
3. მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს.
4. მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს მწვანე და ლურჯი ფერების მონაცვლეობას.
5. მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150±25გრ/მ². დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.
6. მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) დაბადების ადგილი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) სტატუსი;
თ) ფოტოსურათი;
ი) ხელმოწერა;
კ) მისამართი (მისამართი ივსება მხოლოდ ქართულად);
ლ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
მ) მოწმობის გაცემის თარიღი;
ნ) მოწმობის მოქმედების ვადა;
ო) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
7. მოწმობის ბლანკზე მე-6 პუნქტის „ა“- „ზ“, „კ“- „ნ“ პუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტების დატანა ხდება მოწმობის პერსონალიზაციის დროს.
8. მოწმობის ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური სერია და ნომერი.
9. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუში: № ს0000000. პირველი სიმბოლო (სერია) წარმოადგენს
ასოების − „ს,ტ,უ,ფ“, მონაცვლეობას, ხოლო შემდეგი ექვსი ციფრი – რიგით ნომერს 0000001-დან 9999999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 1234567), გარდა კომბინაციებისა 666XXXX, X666XXX, XX666XX, XXX666X, XXXX666.

შენიშვნა: მისაწოდებელი საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 15 ნოემბრის №52 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა“ რეგისტრირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ - რეგისტრაციის ნომერი №25-6013 (პირველი კატეგორია, განსაკუთრებით დაცული).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა შემსყიდველს არანაკლებ 2 დღით ადრე უნდა აცნობოს მიწოდების დროის შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა.
2. შესყიდვის ობიექტი შეფუთული უნდა იყოს 100-ცალიან შეკვრებად, მიმწოდებლის შეხედულებისამებრ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტრანსპორტირებისას მოსალოდნელი დაზიანებები.
3. შეფუთული შესყიდვის ობიექტი დამოწმებული უნდა იქნეს მიმწოდებლის მხრიდან პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც აღნიშნული იქნება შესყიდვის ობიექტის დასახელება და რაოდენობა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, „ფასების ცხრილის“ შესაბამის გრაფაში ჩაწერის გზით, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქონლის მწარმოებელი კომპანიის/ბრენდის შესახებ.

შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიის/ბრენდის შესახებ, გარდა ამავე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.9 other additional requirements

1. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი.

2. ვინაიდან ელექტრონული ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკები და მიმწოდებელი სრულად უნდა იცავდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე უნდა ფლობდეს პროდუქციის დამზადების სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს და კონტროლის მეთოდები უნდა უზრუნველყოფდეს პროდუქციის საჭირო დაცვას გაყალბებისა და არასანქციონირებული ტირაჟირებისგან, ასევე შიდა ორგანიზაციული საკითხები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ორგანიზაცია უნდა ფლობდეს შიდა მოწესრიგებულობის მაღალ ხარისხს.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:
2.1. ინფორმაცია ბლანკზე დასატანი დამცავი ნიშნების შესახებ;
2.2. მკაცრი აღრიცხვის ბლანკებთან დაკავშირებით, პროდუქციის გაყალბებისა და არასანქციონირებული ტირაჟირებისაგან, საწარმოში არსებული დაცვის საჭირო კონტროლის მეთოდების შესახებ ინფორმაცია.

3. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის 20 ცალი ნიმუში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ყველა პარამეტრის დაცვით. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მის მიერ შერჩეული მეთოდით შეამოწმოს წარმოდგენილი ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (დღგ–ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანა საყვარელიძე, 571647464, a.sakvarelidze@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ. კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია:
1) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტების (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ცალ-ცალკე, ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცლის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად.

აღნიშნული წესი არ ეხება:
1) არარეზიდენტი პირებს. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
2) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე (https://t.ly/74T1s) განთავსებული რეკომენდაციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ექსელის სახით წარმოდგენილი „ფასების ცხრილი“). შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით დამოწმება არაა სავალდებულო და არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე, კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსთა ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ ნოტარიუსთა მიერ დამოწმებული თარგმანი;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის, „ფასების ცხრილთან“ დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის, საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru