Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части (Грузия - Тендер #67108692)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 67108692
Дата публикации: 19-09-2025
Сумма контракта: 498 297


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250000999
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.09.2025 11:21
Начало приема предложения 19.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 24.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 498`297.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 43200000-Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части
Коды классификатора
  • 43200000 - Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ბულდოზერის შესყიდვა
Purchase of a bulldozer

Procurement type Electronic Tender (SPA)
Procurement proceeding status: Tender announced;
Procuring entities: JSC "Georgian State Electric System"
Procurement announcment date 19.09.2025
Bids accepted from 19.10.2025 00:00
Deadline for bid submission 24.10.2025 12:00
Financing 2025 Funds (year)
Estimated value of procurement 498297 GEL
Bid must be submitted Including VAT
Classifier (CPV) code
43200000 - Earthmoving and excavating machinery, and associated parts
Classifier (CPV) code and specific procurement object
43200000 - Earthmoving and excavating machinery, and associated parts
Amount or Volume of Procurements Please refer to tender documentation.
Supply Period Please refer to tender documentation.
Bid reduction step 3000.00 GEL
Guarantee amount 4983 GEL
Guarantee validity period 160 Day
100% - own incomes
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 4`983 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia khabeishvili :: 15.09.2025 09:56
  • Последнее исправление: maia khabeishvili :: 19.09.2025 11:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=647907&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ბულდოზერის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციების სიმრავლისა და თავისებურებიდან გამომდინარე, ასევე, მასში არსებული ცხრილის გათვალისწინებით და მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილი.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია მიმაგრებულ ფაილში.

(!)

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.2.1. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერილი, ამ პუნქტში მიმაგრებული სრულად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების ცხრილი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 180 კალენდარული დღე.

**საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა) თუ საქონლის მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, ნაკადულის ქ. №2.

**საქონლის ღირებულება უნდა ითვალისწინებდეს „მიმწოდებლის“ მიერ გასაწევ ყველა ხარჯს, მათ შორის შემსყიდველის მისამართამდე (ქ. თბილისი, ნაკადულის ქ. №2) ტრანსპორტირების ხარჯებს, აგრეთვე სახელმწიფო სანომრე ნიშნების და „შემსყიდველზე“ გაფორმების პროცედურების (რეგისტრაცია) ხარჯებს.

1.7.1 requirement related to guarantee period

(!)

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ.

1.7.1.1 საქონელზე საგარანტიო ვადა არის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წელი ან 2000 სამუშაო საათი.
საგარანტიო ვადაში მიმწოდებელმა უნდა შეძლოს ტექნიკური მომსახურების ადგილზე ჩატარება მობილური ბრიგადების საშუალებით ან მოახდინოს ტექნიკის ევაკუირება სერვის ცენტრში საკუთარი ხარჯებით.

* გარანტია უნდა ვრცელდებოდეს სრულ ბულდოზერზე (გარდა სახარჯი მასალისა, მაგ: საცხებ-საპოხი მასალები, ფილტრები, ანტიფრიზი და ა.შ. ასევე გარდა სწრაფ ცვეთადი დეტალებისა მაგ: დანის პირები, მინის საწმენდები, ნათურები, აკუმულატორი, ღვედები და ა.შ)
** საგარანტიო ვადაში დაზიანებული ან/და ქარხნული წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა შეძლოს ტექნიკური მომსახურების გაწევა ადგილზე მობილური ჯგუფის საშუალებით ან მოახდინოს ტექნიკის გადაყვანა სერვისცენტრში საკუთარი ხარჯებით.
*** საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს დაზიანებული ან/და ქარხნული წუნის მქონე დეტალების შეკეთება ან/და საჭროების შემთხვევაში შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში.
**** იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ გამოვლენილი ქარხნული წუნი არ ექვემდებარება აღმოფხვრას მიმწოდებელი ვალდებულია არაუმეტეს 180 კალენდარულ დღეში მოახდინოს ბულდოზერის შეცვლა ანალოგიური ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე მუხლუხა ბულდოზერით.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია საქონლის საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს ზემოაღნიშნულ ვადაზე ნაკლები.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

(!)

"პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) ინფორმაცია საქონლის მარკის და მოდელის შესახებ.

* აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს "პრეტენდენტის" დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

(!)

"პრეტენდენტს" უნდა ჰქონდეს გამოცდილება ბულდოზერის მიწოდებისა და ბულდოზერის ტექნიკური მომსახურების არანაკლებ 3 (სამი) წელი, რაზედაც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულებები სათანადო მიღება-ჩაბარების აქტებით ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ტენდერის/CMR ნომრები, სადაც შესაძლებელი იქნება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამოწმება და დადასტურდება აღნიშნული გამოცდილება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

(!)

"პრეტენდენტს" უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მინიმუმ 1 სერვის ცენტრი თბილისში ან თბილისიდან 15 კმ-ის რადიუსში (კონკრეტული მისამართის (ადგილმდებარეობის) მითითებით), სადაც სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების სრული დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია და კონკრეტული სერვის ცენტრის მისამართები.

შემსყიდველი უფლებამოსილია ტენდერისათვის "გამარჯვებული გამოვლენილია" სტატუსის მინიჭებამდე, ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

(!)

"პრეტენდენტის" მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი(ატვირთული) უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

"პრეტენდენტი" უნდა იყოს შემოთავაზებული ბულდოზერისა და ჯალამბარის ბრენდ(ებ)ის ოფიციალური, მოქმედი წარმომადგენელი საქართველოში, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემოთავაზებული ბულდოზერისა და ჯალამბარის ბრენდ(ებ)ის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი (მაგალითად, წერილი ან სხვა) ბეჭდით ან/და ხელმოწერით დამოწმებული.

2.9 other additional requirements

(!)

"პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ:

2.9.1 "პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წაროადგინოს (ატვირთოს) სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული შევსებული ფასების ცხრილი.




________________________________________

საქონელს (ბულდოზერს და ჯალამბარს) შემოტანისას თან უნდა ახლდეს მოხმარების წესების სახელმძღვანელო (რუსულ ან ინგლისურ ენაზე).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სერტიფიკატის ასლი) ან აუდიტორული დასკვნით.
დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი

ან

ბ) შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასად ტენდერით გათვალისწინებული საქონლის (წარმოდგენილ დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, საქონლის კონკრეტული მარკით და მოდელით) სრულად მოწოდების შესაძლებლობას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.


პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან/და ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც ვერ დადასტურდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე;
6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების __%-ის ოდენობით.
6.4.3.ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
6.4.4.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად
6.4.6 შემსყიდველმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, განმარტების და მტკიცებულების წარდგენის გარეშე.
6.4.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების და/ან მოქმედების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების შესაბამისად განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
6.4.8 საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით));
6.4.9 რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული;
6.4.10 არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

• იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

• მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

• იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

• უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

• რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ხაბეიშვილი, 577240458, maia.khabeishvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი "ფასების-ცხრილი" ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი მისი რომელიმე პოზიცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამიისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru