1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია
              სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში (სამუშაოების წარმოების
              პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში,
              შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან
              სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან
              სხვა აკრედიტებული (A - ტიპი) პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული
              ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით
              დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ექსპერტიზის
              მომსახურების ღირებულებას აანაზრაურებს მიმწოდებებლი).
              2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
              აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
              ფასების ოდენობას. (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი
              ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში
              განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი
              პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს
              პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
              3. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს
              საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის
              მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
              4. დანართში მოცემული სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო.
              ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული
              სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა,
              ერთეულის ფასის შეუცვლელად.
              5. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
              ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
              შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების
              მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
              6. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
              ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
              7. მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
              სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
              8. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
              სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
              წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
              სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი
              ნიშნებით;
              9.ობიექტზე სამუშაოების მიწოდების დროს თუ ზიანი მიადგა მესამე პირის
              ქონებას, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით აღმოფხვრას
              მიყენებული ზიანი.
              10. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ
              კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში,
              შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული
              გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური
              დავალების გადაცემიდან არუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. ასევე,
              მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის
              შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3
              (სამი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული
              გეგმა-გრაფიკი.
              11. პრიორიტეტი მიენიჭება ორმოულის შეკეთების სამუშაოებს. მიმწოდებელმა
              ტექნიკური დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში
              უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების
              უმოკლეს ვადაში შესასრულებლად საჭირო სამშენებლო
              მანქანა-მექანიზმებისა და მუშახელის მობილიზება.
              12.თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
              სამსახურებთან შეთანხმებული უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
              წარმოება (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის
              მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო),
              მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ნებართვის
              მისაღებად აუცილებელი ყველა ქმედება, შეათანხმოს საგზაო მოძრაობის
              ორგანიზების სქემა და შემდეგ სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით
              განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი საგზაო მოძრაობის ორგანიზების
              ტექნიკური-მარეგულირებელი საშუალებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში
              მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია.
              13. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე მოახდინოს ამოჭრილი
              საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის
              ნარევით.
              14. მიმწოდებელმა დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ
              კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო
              დაფა ზომით 80სმ X 100სმ, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული
              ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
              15. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
              ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
              მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
              მასალებისაგან და ა.შ.
              16. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
              მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
              მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი
              მასალების ლაბორატორიული გამოცდები და შემსყიდველის მოთხოვნის
              შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის
              განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის
              დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები,
              სერტიფიკატები და სხვა).
              17. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს
              საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე
              კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო
              ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური
              ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის
              გავლენა.
              
              შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები:
              ა/ბ-ის ზედა ფენის დაზიანების შემთხვევა
              1. დაზიანებული საფარის, ზედა ფენის მართკუთხა გეომეტრიული ფორმით
              ამოჭრა ფრეზის მეშვეობით, ან ჩაჭრა ასფალტის საჭრელი ხერხით და
              ამომტვრევა პნევმატური ჩაქუჩით.
              2. ორმოების ძირის გასუფთავება შეკუმშული ჰაერის ჭავლის და ჯაგრისის
              მეშვეობით;
              3. გასუფთავებულ ზედაპირზე 0.35 ლ/მ2 ოდენობის ბიტუმის ემულსიის თანაბარი
              მოსხმა.
              4. ჩაჭრილი მართკუთხოვანი კანტების გასუფთავება და თვითწებვადი
              ბიტუმის ლენტით ან თხევადი ბიტუმით დამუშავება.
              5. წვრლიმარცვლოვანი ა/ბ-ის ცხელი ნარევის კონსტრუქციის შესაბამისი
              სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე ფართის
              შემთხვევაში შესაძლებელია ვიბრო ფილის გამოყენება); 5სმ ფენის სისქის
              შემთხვევაში ნარევი უნდა შემკვრივდეს ორ ფენად.
              
              ა/ბ-ის ორი ფენის დაზიანების შემთხვევა
              1. დაზიანებული საფარის მართკუთხა გეომეტრიული ფორმით ამოჭრა ფრეზის
              მეშვეობით, ან ჩაჭრა ასფალტის საჭრელი ხერხით და ამომტვრევა
              პნევმატური ჩაქუჩით;
              2. *მსხვილმარცვლოვანი ა/ბ-ის (ქვედა ფენა) ცხელი ნარევის კონსტრუქციის
              შესაბამისი სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე
              ფართის შემთხვევაში სასურველია მხტუნავი სატკეპნის გამოყენება);
              3. ჩაჭრილი სწორკუთხოვანი კანტების გასუფთავება და თვითწებვადი
              ბიტუმის ლენტით ან თხევადი ბიტუმით დამუშავება;
              4. წვრილმარცვლოვანი ა/ბ-ის (ზედა ფენა) ცხელი ნარევის კონსტრუქციის
              შესაბამისი სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე
              ფართის შემთხვევაში შესაძლებალია ვიბროფილის გამოყენება); 5სმ ფენის
              სისქის შემთხვევაში ნარევი უნდა შემკვრივდეს ორ ფენად;
              *მსხვილმარცვლოვანი ა/ბ-ის ნარევის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია
              წვრილმარცვლოვანი ა/ბ-ის ნარევის გამოყენება მისი მაქსიმალური
              ფრაქციის შესაბამისი სისქით ფენა-ფენა შემკვრივებით.
              
              ასფალტის ფენილის ბადისებრი დაზიანება
              1. დაზიანებული ა/ბ-ის ფენის (ფენების) მართკუთხა გეომეტრიული ფორმით
              ამოჭრა;
              2. საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული საფუძვლის ფენის მოხსნა საჭირო
              სისქეზე;
              3. ახალი საფუძვლის ფენის მოწყობა 0-32 ან 0-40 ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი
              მასალით და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე ფართის
              შემთხვევაში სასურველია მხტუნავი სატკეპნის გამოყენება);
              4. მოწყობილ საფუძველზე მინიმუმ 0.6 ლ/მ2 ოდენობის ბიტუმის ემულსიის
              მოსხმა;
              5. *მსხვილმარცვლოვანი ფრაქციის ა/ბ-ის (ქვედა ფენა) ცხელი ნარევის
              კონსტრუქციის შესაბამისი სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით
              შემკვრივება (მცირე ფართის შემთხვევაში სასურველია მხტუნავი
              სატკეპნის გამოყენება);
              6. ჩაჭრილი კანტების თვითწებვადი მოდიფიცირებული ბიტუმის ლენტით ან
              თხევადი ბიტუმით დამუშავება;
              7. წვრილმარცვლოვანი ა/ბ-ის (ზედა ფენა) ცხელი ნარევის კონსტრუქციის
              შესაბამისი სისქით მოწყობა და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება (მცირე
              ფართის შემთხვევაში შესაძლებელია ვიბროფილის გამოყენება);
              *მსხვილმარცვლოვანი ა/ბ-ის ნარევის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია
              წვრილმარცვლოვანი ა/ბ-ის ნარევის გამოყენება მისი მაქსიმალური
              ფრაქციის შესაბამისი სისქით ფენა-ფენა შემკვრივებით.
              
              შიდაკვარტალური გზების და ეზოების ფრაგმენტული შეკეთების
              სამუშაოები
              1. დაზიანებული საფარის ზედა ფენის მოხსნა სანგრევი ჩაქუჩით ან ფრეზით
              საშუალოდ 5 სმ-ზე
              2. ორმოების ძირის გასუფთავება შეკუმშული ჰაერის ჭავლის და ჯაგრისის
              მეშვეობით.
              3. ქვესაგები ფენის მოწყობა-შესწორება ფრაქციული ღორღით (0.40მმ საშუალოდ 5
              სმ-ზე)
              4. მოწყობილ საფუძველზე ბიტუმის ემულსიის მოსხმა.
              5. წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონის ცხელი ნარევის 4სმ≤ ფენის სისქით მოწყობა
              და მისი ვიბროსატკეპნით შემკვრივება.
              6. უვარგისი ბორდიურების დატვირთვა ა/თვითმცლელებზე და გატანა
              ნაგავსაყრელზე 15 კმ-მდე მანძილზე.
              7. არსებული და/ან ახალი ბორდიურების მოწყობა-მონტაჟი ბეტონის
              საფუძველზე
              8. ტროტუარის შევსება ფრაქციული ღორღით (0.40მმ საშუალოდ 5სმ-ზე)
              9. არსებული საკომუნიკაციო ჭების მოყვანა გზის ნიშნულამდე ბეტონის
              საფუძველზე.