Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #67056935)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Isani District Gamgeoba
Номер конкурса: 67056935
Дата публикации: 17-09-2025
Сумма контракта: 72 677


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017043
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.09.2025 15:37
Начало приема предложения 03.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.10.2025 15:30
Предполагаемая цена закупки 72`677.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45262600 - Различные специализированные строительные работы
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებული უსახური ავტოფარეხების, დაზიანებული შენობა-ნაგებობების დროებითი წინმსწრები დამზღვევი ღონისძიებების, დემონტაჟისა და სხვა თანმდევი სამუშაოების, აგრეთვე არსებულ სკვერებში, სპორტულ და საბავშვო-გასართობ მოედნებზე დაზიანებული ფრაგმენტების აღდგენა-შეკეთების სამუშაოები.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 727.00 GEL
Размер гарантии 727 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gia bulashvili :: 16.09.2025 17:16
  • Последнее исправление: maia tsereteli :: 17.09.2025 15:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=648217&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ისნის რაიონის ტერიტორიაზე არსებული უსახური ავტოფარეხების, დაზიანებული შენობა-ნაგებობების დროებითი წინმსწრები დამზღვევი ღონისძიებების, დემონტაჟისა და სხვა თანმდევი სამუშაოების, აგრეთვე არსებულ სკვერებში, სპორტულ და საბავშვო-გასართობ მოედნებზე დაზიანებული ფრაგმენტების აღდგენა-შეკეთების სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სავარაუდოდ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვის ფორმა მოცემულია დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას):
2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
3. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები, საჭიროების შემთხვევაში-შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი და სქემატური ნახაზი გადაეცემა წერილობით;
4. სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ; ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა, ერთეულის ფასისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად;
5. სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული (A - ტიპი) პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით;
6. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ დავალების გადაცემისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. მიმწოდებელმა შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს სამუშაოების წარმოების წესი, გრაფიკი და მათი დასრულების ვადები;
7. მიმწოდებელი საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია შეტყობინებიდან 30 წუთის განმავლობაში გამოცხადდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე შესაბამისი მუშახელითა და საჭირო მანქანა-მექანიზმებით;
8. მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში სამუშაოები უნდა განახორციელოს ერთდროულად მინიმუმ 3 (სამი) ობიექტზე;
9. სამუშაოების ჩატარებისას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნას 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
10. შემსყიდველის მიერ სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება ხორციელდება ტექზედამხედველი ორგანიზაციის მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის საფუძველზე. ამასთან სამუშაოს ან მისი ნაწილის შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
11. გაუთვალისწინებელი სამუშაოები შეთანხებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან და გაშიფრული სახით უნდა აისახოს ფორმა N2-ში.
12. ჩატარებული გამაგრებისა და დროებითი გამაგრების სამუშაოების მოცულობები დაითვლება მოწყობილი კონსტრუქციის ფართიდან;
13. სამუშაოების მიწოდობის/ჩატარების დროს, თუ ზიანი მიადგა მესამე პირს, შენობას ან შენობის რომელიმე ნაწილს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით აღმოფხვრას მიყენებული ზიანი.
14. სამუშაოები უნდა შესრულდეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად;
15. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი და მოახდინოს მისი შემორკალვა შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით; სამუშაოების წარმოების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის მიმწოდებლის პერსონალი აღჭურვილნი უნდა იყვეს უნიფორმით, ჩაფხუტებით, პირადი უსაფრთხოების აქსესუარებით და ინვენტარით, პირველადი დახამარების სამედიცინო ჩანთით;
16. სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით უნდა მოხდეს სამუშაოთა მაღალი ხარისხის შესრულება და მათი დამთავრება დადგენილ ვადებში;
17. სამუშაოების შესრულებისას გამოსაყენებელი მასალები და პროდუქცია, უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მოწოდებული საქონლის და მასალის ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
18. მიმწოდებლის პერსონალს უნდა გააჩნდეს აღნიშნული სამუშაოების წარმოების გამოცდილება, მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს შესაბამისი ტექნიკა, რკინა-ბეტონის და ხის კონსტრუქციების საჭრელი და სანგრევი მცირე მექანიზაციის მოწყობილობები, დამოუკიდებელი დენის წყარო და უჩრდილო სანათები;
19. მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროექტისა და საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა;
20. მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (100 სმ/80 სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
21. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა. შ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ტერიტორია. კონკრეტული მისამართები მიმწოდებელს გადაეცემა ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

1.6 guarantee period for the works to be performed

სკვერებში, სპორტულ და საბავშო გასართობ მოედნებზე დაზიანებული ფრაგმენტების აღდგენა-შეკეთების სამუშაოების, ღობის, ღიობის მოწყობის, აღდგენილი კონსტრუქციის, ლითონის ან სხვა მასალის მილის ან მსგავსი ნაკეთობის საგარანტიო პერიოდი შეადგენს 1 წელს, დაწყებული სამუშაოების გადმოცემიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემდეგ არაუგვიანეს 10 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წარმოქმნილია მიმწოდებლის მიზეზით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური (გამწვანებულ ზონებში, სკვერებში, სპორტულ და საბავშვო-გასართობ მოედნებზე დაზიანებული ფრაგმენტების აღდგენა-შეკეთებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი, დაზიანებული შენობანაგებობების დროებითი წინმსწრები დამზღვევი ღონისძიებები, დემონტაჟი და სხვა თანმდევი სამუშაოები) სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობით. საკმარისია ერთ-ერთი წელიც. წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია-ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული: 1. მიღება-ჩაბარების აქტები; 2. ფორმა N2 (შესრულებული სამუშაოების აქტი) და 3. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/სხვა რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ანალოგიური შესყიდვ(ები)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური დავალების გადაცემიდან არაუმეტეს 3 დღის ვადაში. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.
წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბულაშვილი, 577158615, g.bulashvili@tbilisi.gov.ge ტექნიკურ საკითხებზე - რამაზ თაბაგარი 595 31 30 45,
სატენდერო პროცედურების საკითხებზე - მაია წერეთელი 577 46 60 70

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა;
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.5 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru