Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #67029273)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 67029273
Дата публикации: 16-09-2025
Сумма контракта: 1 172 932


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016994
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.09.2025 19:15
Начало приема предложения 03.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.10.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 1`172`932.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45454100 - Работы по реставрации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) კალენდარული თვე.
Дополнительная информация
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სლესის (მოქცევის) ციხის რეაბილიტაცია (მრავალწლიანი 2025-2026-2027)


2025 წელს - 261,900.00 ლარი, 2026 წელს - 455,516.00 ლარი, ხოლო 2027 წელს - 455,516.00 ლარი.
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 11`729.00 GEL
Размер гарантии 11`729 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kristine chilingarashvili :: 28.05.2025 10:17
  • Последнее исправление: kristine chilingarashvili :: 16.09.2025 19:15
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=633016&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - სლესის (მოქცევის) ციხის რეაბილიტაცია

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პრეამბულა
სლესის (მოქცევის) ციხის კომპლექსი ისტორიული თორის და სამცხის საზღვარზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, მდინარე მტკვრისა და ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მდებარეობს. იგი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის საფორტიფიკაციო ნაგებობაა. იგი ხან სამცხის, ხან კი თორის შემადგენლობაში შედიოდა. ეს ტერიტორია ძვ. წ. აღ-ის მესამე საუკუნეში იხსენიება. მასვე იხსენიებს ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსი. ორივე წყაროს თანახმად, იგი სამცხის ტერიტორიაზე მდებარეობს, განვითარებული შუა საუკუნეებიდან კი უკვე თორის საზღვრებშია მოქცეული. XVI ს. ეს ციხე თორელების საგვარეულოში შემავალ ავალიშვილების ხელშია, XVII საუკუნიდან კი - სლესელების ფეოდალური გვარის ხელში. ისტორიული საბუთების მიხედვით, სლესა სოფელიც იყო და ციხეც. ივარაუდება, რომ ნასოფლარი სლესა, რომელიც წყაროებში „უკანსლესად“ მოიხსენიება, მტკვრის მარჯვენა მხარეს, ციხის აღმოსავლეთით, მდებარეობდა. რაც შეეხება ციხეს, იგი საუკუნეების განმავლობაში, გარდა თავდაცვითი დანიშნულებისა, ფეოდალური რეზიდენციის ფუნქციასაც ითავსებდა. სახელოვნებათმცოდენო კვლევის საფუძველზე მას IX-X სს. არაერთ ძეგლთან დაეძებნება პარალელი. ამავე თარიღს იზიარებს 2021 წელს პროექტირების დროს ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური გაწმენდის სამუშაოები და აქ მოძიებული არტეფაქტებიც. 2006 წელს მას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სლესის ციხის რელიეფის სირთულის გამო კედლების სიმაღლე განსხვავებულია. ციხე გეგმარებით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ არის წაგრძელებული და მართკუთხა ფორმისაა. მის ჩრდილოეთ ბორცვზე ციტადელი შემორჩა. სამხრეთ ბორცვზე კი მხოლოდ ერთი კოშკია აღმართული. გალავნის კედლისგან მხოლოდ ფრაგმენტები იკითხება. კომპლექსის ყველა ნაგებობა დაფუძნებულია ძლიერ კლდოვან ქანზე და იმეორებს არსებული რელიეფის ფორმას. გალავნის ყველაზე მაღალი ადგილი სამხრეთითაა და 7-8 მ აღწევს. მისი კედლები ტეხილი, თანაბარი ზომის ქვებითაა აგებული. გალავანი კონტრფორსებითაა გამაგრებული.
ციხის შიდა ეზო ზედა და ქვედა ბაქნისგან შედგება. ქვედა ბაქანზე ციხეში შესასვლელია მოწყობილი, რომელშიც გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილი და ქვის კიბის მარშის ფრაგმენტები იკითხება. ქვედა ბაქანზე მცირე ნაგებობის ნაშთებია, ზედა ბაქანზე, კერძოდ, ჩრდილო-დასავლეთით კუთხეებმომრგვალებული მაღალი კოშკია შემორჩენილი, რომელიც დღეს ოთხი სართულის სახით შემორჩა. იგი მთლიანად გალავანშია მოქცეული. მათ შორის არსებულ არეზე, გალავნის მთელ პერიმეტრზე დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია. 2021 წელს გაწმენდის შემდეგ გამოვლინდა მოხატული ბათქაშის ფრაგმენტები. ციხის კომპლექსის გაგრძელებაზე სამხრეთით, მთის წვერზე, მოსწორებულ ბაქანზე ოთხსართულიანი ზურგიანი კოშკი შემორჩა. კომპლექსის აღმოსავლეთით, მტკვრის პირას, ნაგებობის ნაშთები მასზე გასასვლელი გვირაბის არსებობაზე მიანიშნებს.
რაც შეეხება ძეგლის მდგომარეობას, იგი ძალიანაა დაზიანებული, ზოგან მთლიანად ჩამოქცეულია ნაგებობის მნიშვნელოვანი მონაკვეთები, ზოგან კი - ნაწილობრივ. ციხის კედლები გასამაგრებელია, საჭიროა ბზარების ინექტირება და გამონგრეული კედლების აღდგენა. ძეგლის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალწლიანი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.
2021 წელს ციხე ხე-მცენარეებისგან გაიწმინდა, განხორციელდა მისი კვლევა-ფიქსაცია და შედგენილ იქნა რეაბილიტაციის პროექტი.
 ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები

საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება:
• ციხის კედლების, გალავნის, კოშკების, საყრდენი კედლების მწვანე საფარისგან გაწმენდა.
• ციხემდე მისასვლელი ბილიკების მოწესრიგება და დროებითი საბაგირო ტრასის მოწყობა.
• კლდოვანი ფუძე-გრუნტების გამაგრება.
• არქეოლოგის ზედამხედველობით მდ. მტკვრის სანაპიროზე მდებარე გვირაბის დაბოლოების გაწმენდა და კონსერვაცია. გვირაბის დაბოლოების - ბურჯის რეაბილიტაცია-კონსერვაცია.
• ბურჯის აღდგენა და გადასასვლელი ლითონის ხიდის მოწყობა საფეხურებთან ერთად.
• გალავნის, კონტრფორსების და კოშკების კედლების წყობის აღდგენა; გალავნის გამაგრების შემდეგ, ეტაპობრივად, ბზარების ინექტირება; ჩამოყრილი საპირე წყობების აღდგენა; ღიობების დაზიანებული წირთხლების აღდგენა; გალავნის ჩამონგრეული კედლების ნაწილობრივ აღდგენა და მთლიან კონტურზე საკონსერვაციო ფენის მოწყობა.
• ჩრდილოეთ კოშკზე ფასადების და შესასვლელი ღიობის წირთხლების აღდგენა; კოშკში ასასვლელი ხის კიბის ლითონის ელემენტებით მოწყობა; ხის კოჭებზე სართულშუა გადახურვების მოწყობა; პირველი სართულის იატაკის მოტკეპნა კირის ხსნარით; შესასვლელი ხის კარის ლითონის ჭედური ელემენტების აღდგენა.
• კარის ეკლესიის ინტერიერის გამოთავისუფლება მიწის მასისგან და კონტურზე საკონსერვაციო ფენის მოწყობა; იატაკის კირდუღაბით მოტკეპნა.
• ციხის შიდა ტერიტორიაზე ასასვლელი ბილიკების და საფეხურების მოწყობა.
• სასახლის არსებული კონტურის და სამეურნეო ნაგებობების კონსერვაცია.
• მარნის სრული გაწმენდა ნაყარი მიწისგან და მისი ავთენტური სახით შენარჩუნება.
• მაცივრის ორკამერიანი სათავსოს გაწმენდა და აღდგენა.
• ქვედაციხის ცალკემდგომი ზურგიანი კოშკის რეაბილიტაცია.
• პარკინგის გაკეთება და მისი ტერიტორიის კეთილმოწყობა.

 მიზანი და ძირითადი პირობები

 სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
 სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული და მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
 სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
 სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა ან მასში ცვლილება შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
 სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობით. საავტორო ზედამხედველობის ფარგლებშივე პროექტის ავტორი ვალდებულია ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
 სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
 მიწის სამუშაოები შესრულდეს არქეოლოგის ზედამხედველობით.
 მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე, გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
 მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
 შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
 მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.

შენიშვნა. სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) კალენდარული თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - სლესის (მოქცევის) ციხე

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

 პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), არაუმეტეს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 654,950.00 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

 ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

 პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

 პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-მშენებელი, არქეოლოგი, ქვითხურო, კირითხურო და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

 ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.

 დასაქმებულ პერსონალზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

• არქიტექტორ-რესტავრატორზე, ინჟინერ-მშენებელზე, არქეოლოგზე, ქვითხუროზე, კირითხუროზე – 2017 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია), დანართის შესაბამისად.
• წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტორ-რესტავრატორის, არქეოლოგისა და ინჟინერ-მშენებლის დიპლომის ასლი.
• შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სერთიფიკატის სახით.

 დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.
შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში წარმოადგინოს 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე გაწერილი დეტალური კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში).

საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით.

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (ხელშეკრულებით შესაბამისი წლისთვის გათვალისწინებული ღირებულების არაუმეტეს 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების შესაბამისი წლის ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს მიმდინარე წლის ღირებულებიდან აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით

საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ექ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru