ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 21 ტურიზმის სიანფორმაციო ცენტრი.
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის
ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია „Ernst & Young“-ის მიერ მოხდა არსებული
საინფორმაციო ცენტრების მდგომარეობის შეფასება და საჭიროებების
გამოვლენა - მათ შორის აღინიშნა ცენტრების თანამშრომლების
კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება. გამომდინარე აქედან,
მიზანშეწონილია, საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლების
კვალიფიკაციის გაუმჯობესებისთვის მომსახურების სფეროში ტრენინგების
ჩატარება.
კერძოდ, თბილისში - „საუკეთესო მომსახურება“ და „ეფექტური მომსახურება
და კომუნიკაცია“ ტრენინგების უზრუნველყოფა.
ტრენინგების ჩატარების მიზანია, დაეხმაროს საინფორმაციო ცენტრში
დასაქმებულ თანამშრომლებს ეფექტური მომსახურების და კომუნიკაციის
მართვაში. შედეგად განსაზღვრულია საინფორმაციო ცენტრების მიერ
გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლება და ფუნქციონირების
ეფექტურობის გაზრდა.
ტრენინგზე -„საუკეთესო მომსახურება“ განსახილველი თემები უნდა
მოიცავდეს შემდეგს:
მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება;
ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
ვერბალური და არავერბალური კო მუნიკაცია;
კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
მომსახურების სტანდარტის მნიშვნელ ობა და სხვა;
პრაქტიკული და გუნდური სამუშაოები.
ტრენინგზე - „ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“ განსახილველი
თემები უნდა მოიცავდეს შემდეგს:
მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
მომსახურების ეტიკეტი;
კონფლიქტური კომუნიკა ციის მართვა;
სატელეფონო და წერილობითი კომუნი კაციის ტიპები;
მომსახურების ხარისხის გამუმჯობესების პრაქტიკა და სხვა;
პრაქტიკული და გუნდური სამუშაოები.
სატრენინგო მასალა უნდა მომზადდეს პრეზენტაციის სახით - ასახავდეს
თეორიულ და ვიზუალურ ინფორმაციას.
დამსწრეთა რაოდენობა ჯამში: 80 ადამიანი.
ტრენინგების ჩატარების პერიოდი: მომსახურების დაწ ყების დრო
განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის
განმავლობაში.
„საუკეთესო მომსახურება“ ტრენინგის ხანგრძლივ ობა: 2 დღე (დღეში 6
საათი);
„ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“ ტრენინგის ხანგრძლოვობა: 2 დღე (
დღეში 6 საათი).
მონაწილეთა პირველი ჯგუფი:
ტრენინგის ჩატარების ზუსტი თარიღის შეთანხმება მოხდეს
შემსყიდველთან.
პირველი დღე (დღეში 6 საათი): თბილისში, „საუკეთესო მომსახურება“
ტრენინგის ჩატარება.
დამსწრეთა რაოდენობა: 40 ადამიანი
მეორე დღე (დღეში 6 საა თი): თბილისში, „ეფექტური მომსახურება და
კომუნიკაცია“ტრენინგის ჩატარება.
დამსწრეთა რაოდენობა: 40 ადამიანი.
მონაწილეთა მეორე ჯგუფი:
ტრენინგის ჩატარების ზუსტი თარიღის შეთანხმება მოხდეს
შემსყიდველთან.
პირველი დღე (დღეში 6 საათი): თბილისში, „საუკეთესო მომსახურება“
ტრენინგის ჩატარება.
დამსწრეთა რაოდენობა: 40 ადამიანი;
მეორე დღე (დღეში 6 საა თი): თბილისში, „ეფექტური მომსახურება და
კომუნიკაცია“ტრენინგის ჩატარება.
დამსწრეთა რაოდენობა: 40 ადამიანი.
პირველ და მეორე ჯგუფთან ტრენინგების ჩატარების შუალედი განისაზღვროს
მინიმუმ 10 დღის ოდენობით (ზუსტი თარიღის შეთანხმება მოხდეს
შემსყიდვეთან).
აუცილებელია მოხდეს ტრენინგებზე მონაწილეების დასასწრებად ონლაინ
ჩართვის უზრუნველყოფაც შესაბამისი ტექნიკური მომსახურებით.
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
1. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგინოს კომპანიის მიერ ბოლო 3
წლის მანძილზე მსგავსი შინაარსის შემცველი ტრენინგების ჩატარების
დამადასტურებელი დოკუმენტები (კომპანიის მონაწილეობის
შემთხვევაში);
2. ტურიზმის ეროვნულ ადმინის ტრაციას წარუდგინოს ტრენერის/ების ბოლო 3
წლის მანძილზე მსგავსი შინაარსის შემცველი ტრენინგების - „საუკეთესო
მომსახურება“ და „ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“ - მინიმუმ 5
ტრენინგის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები;
3. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგინოს ტრენინგების გრაფიკი,
მონაწილეთა ტრენინგებზე დასწრების აღრიცხვა;
4. ტრენინგების ჩასატ არებლად მოახდინოს შესაბამისი ფართით
უზრუნველყოფა (სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით, მრგვალი მაგიდების
განლაგება, 2 ცალი მიკროფონი);
5. ტრენინგების მსვლელობისას მოახდინოს მონაწილეთა საკანცელარიო
მასალით უზრუნველყოფა (თითოეულ მონაწილეს მაგიდაზე უნდა ჰქონდეს
ინდივიდუალური ფურცელი და კალამი);
6. მოახდინოს საკონფერენციო დარბაზის ტექნიკური აღჭურვილობით
უზრუნველყოფა - პროექტორი და ეკრანი (ეკრანი არ უნდა იყოს დაფა). ეკრანი
ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ საკონფერენციო დარბაზში მარტივად
იყოს აღსაქმელი, როგორც მონაწილეებისათვის ასევე ტრენერისათვის;
7. ტრენინგების მსვლელობის დროს მოახდინოს მონაწილეების სასმელი წყლით
უზრუნველყოფა. სასმელი წყალი უნდა იყოს ბოთლის, საკონფერენციო
დარბაზში, მაგიდაზე თითოეულ მონაწილეს უნდა ჰქონდეს წყლის
ინდივიდუალური ჭიქა;
8. ტრენინგების მსვლელობისა ს მოახდინოს მონაწილეთა ყავის შესვენებით
უზრუნველყოფა. ყავის შესვენებაზე გამოყენებულ უნდა იქნას:
ინდივიდუალური მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი (თეთრი ფერის
ლამბაქი, ჭიქა, თეფში, კოვზი, საშაქრე, ყავისა და ჩაის ჩასაყრელი ჭურჭელი,
თერმო ჩაიდანი (არა ელექტრო ჩაიდანი), თეთრი ფერის ნაჭრის სუფრა;
9. პირველი შესვენება (ყავის) - ჩაი, ყავა, დაჭრილი ლ იმონი, რძე, ორცხობილა,
კრუასანი, ხილის წვენი;
10. მეორე შესვენება - ყავა, ჩაი, ხილის წვენი, დაჭრილი ლიმონი, რძე,
ხაჭაპური, ლობიანი, 2 სახის სენდ ვიჩი, ერთი სახეობის ბოსტნეულის
სალათი;
11. ტრენერის ჩაცმულობა ტრენინგების ჩა ტარების დროს უნდა იყოს
ოფიციალური, საქმიანი;
12. უზრუნველყოს მონაწილეებისთვის შესაბამისი სერტიფიკატების
დამზადება. (ზომა, მასა ლა და დიზაინი - ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციასთან შეთანხმებით);
13. ტრენინგების მიმდინარეობის პროცესში ადგილზე აუცილებლად უნდა
იმყოფებოდეს მოგებული კომპანიიდან პროექტის კოორდინატორი, რომელიც
უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი ტრენინგების ჩატარების პროცესზე.
ზემოაღნიშნული პუნქტებიდან რომელიმეს არაზედმიწევნით
განხორციელების შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მხრიდან ტრენინგები ჩაითვლება არაჯეროვნად შესრულებულად.