გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ტურისტული გიდის
პროფესიის დაუფლების მსურველთათვის თეორიულ-პრაქტიკული
ტრენინგ-კურსის ორგანიზება, წარმოდგენილი თემატიკებისა და ტექნიკური
დავალების მიხედვით.
ტრენინგ-კურსი ჩატარდება ერთ ჯგუფად. მსმენელთა რაოდენობა არანაკლებ 15
და არაუმეტეს 20 ადამიანისა.
ტრენინგის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს,
ასევე ადგილებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ
გასვლით გამოკითხვებს. ტრენინგები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ თითოეული
სატრენინგო თემა წაიკითხოს სფეროს სპეციალისტმა, საჭიროების
შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტმა. თეორიული და პრაქტიკული
ტრენინგების ბოლოს ჩატარდება ტრენინგის მონაწილეთა გამოცდა, რომლის
ფარგლებშიც ისინი (მონაწილეები) ჩაატარებენ ტურებს ტრენერებისთვის და
ტურიზმის დეპარტამენის მიერ მოწვეული ტუროპერატორებისთვის.
ტრენინგის ბოლოს უნდა ჩატარდეს შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგების კოორდინატორი/მენეჯერი: ვინაიდან ტრენინგი ხანგრძლივი და
ინტენსიურია, ასევე ყველა თემას კითხულობს სხვადასხვა ტრენერი, ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ სატრენინგო პროცესი დაიგეგმოს პროფესიონალურად.
ტრენინგებს კოორდინირებას უნდა უწევდეს ერთი ან ორი
კოორდინატორი/მენეჯერი. ტრენინგ-კურსს უნდა ესწრებოდეს მიმწოდებელი
კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მოემსახურება ტრენინგს კვების
მიწოდებისა და ტრენინგებისთვის გამოყოფილი დეპარტამენტის
საკონფერენციო სივრცის/დარბაზის მომზადება-დალაგების ნაწილში; ასევე
გაუწევს კოორდინაციას დამსწრეთა რეესტრის წარმოებას.
ტრენინგის ფორმატი სატრენინგო პროგრამა შედგება თეორიული და
პრაქტიკული მეცადინეობებისგან. თეორიული მეცადინეობების ნაწილი
ტარდება შენობაში (აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი), ნაწილი არის
ადგილებზე გასვლითი ტრენინგი. პრაქტიკული მეცადინეობების ნაწილიც,
ასევე, ტარდება შენობაში, ნაწილი კი - გასვლითია (საფეხმავლო ან
სატრანსპორტო).
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მარკერების მიწოდება და
მონაწილეებისთვის/მსმენელებისთვის კურსის დასაწყისში უნდა დაარიგოს
რვეულები/ფურცლები და საწერი კალმები.
ტრენინგის წინასწარი პროგრამა: ვინაიდან ტრენინგების ნაწილი არის
გასვლითი, ტარდება ქუჩაში, ნაწილ შემთხვევაში საფეხმავლო, ან
სატრანსპორტო, ტრენერებთან ერთად უნდა მომზადდეს ყველა სატრენინგო
დღის და გასვლითი ტრენინგების პროგრამა, რომელიც გადაეცემა
მონაწილეებს და ტრანსპორტით გასვლის შემთხვევაში, მძღოლსაც. გასვლითი
ტრენინგები უნდა იყოს ორგანიზებული პროფესიონალურად. უზრუნველყოფილ
უნდა იქნეს მსმენელთა ჯგუფისთვის ცხრილის შემუშავება და მიწოდება,
ხოლო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თავის მხრივ,
მეცადინეობის განრიგს განათავსებს სერვისის განვითარების ონლაინ
პლატფორმაზე (serviceajara.ge). ტრენინგის განრიგის შედგენისას
გასათვალისწინებელია, რომ ტრენინგ-კურსის ჩატარების დროდ შერჩეულ
იქნეს დღის მეორე ნახევარი ან საღამოს საათები. სატრენინგო შეხვედრები
უნდა ჩატარდეს კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ.
თეორიული მასალის მიწოდება: თითოეული სატრენინგო თემის თეორიული
მასალა უნდა მომზადდეს ტრენერების მიერ, წინასწარ ან/და თემის
წაკითხვის შემდეგ მიაწოდონ ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის
განვითარების სამსახურს დასაბეჭდად ან სამუშაო ე.წ. Drive საქაღალდეში
მონაწილეთათვის ასატვირთად. ასევე, საჭიროების შემთხვევაში,
ტრენერებმა ტრენინგისთვის უნდა მოამზადონ თვალსაჩინო მასალა
(პრეზენტაცია, ფოტომასალა, ნახატები, ვიდეო მასალა და ა.შ.).
სატრენინგო პროცესი: ცალკეული თემის მიხედვით უნდა მოხდეს
კვალიფიციური სპეციალისტ(ებ)ის/ლექტორ(ებ)ის/ტრენერ(ებ)ის მოწვევა.
თითოეული თემა უნდა წაიკითხოს სხვადასხვა
სპეციალისტმა/ლექტორმა/ტრენერმა. თეორიული თემის წაკითხვის შემდეგ,
ყველა ტრენერმა უნდა აწარმოოს მსმენელთა გამოკითხვა და საჭიროების
შემთხვევაში უნდა მიაწოდოს დამატებითი მასალა ტრენინგის მონაწილეებს.
ასევე, ტრენერების ნაწილი დაესწრება გიდების საბოლოო შეფასებას -
გამოცდას, რომელიც ტრენინგის ბოლოს ჩატარდება.
დასწრების ჟურნალი: კოორდინატორმა უნდა აწარმოოს ტრენინგ-კურსზე
მონაწილეთა დასწრების კონტროლის ჟურნალი (აღნიშვნის ჟურნალის მზა
ფორმას მიაწვდის შემსყიდველი).
ყავაზე შესვენება და წყალი: თოთოეული სატრენინგო დღისთვის
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ტრენინგის 15-20 მონაწილისთვის წყალი (ბოთლები)
და ყავა. წყალი უზრუნველყოფილ უნდა იყოს, როგორც თეორიული
მეცადინეობების დროს, ასევე პრაქტიკული, გასვლითი ტრენინგების დროს.
ყველა სატრენინგო დღის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ყავაზე
შესვენება დღეში ერთხელ, ხოლო ბოლოს, საგამოცდო დღეების განმავლობაში
ყავაზე შესვენება დღეში ორჯერ (3 დღე). ყავაზე შესვენების მენიუ უნდა
მოიცავდეს: ხაჭაპურს, ლობიანს, ორი სახის სენდვიჩს, 2 სახეობის
ბოსტნეულის სალათას, ორი სახის დესერტს (ნამცხვარი), ყავას, ჩაის, ერთი
სახეობის ხილის წვენს. კერძები უნდა იქნეს მიწოდებული ინდივიდუალური
ერთჯერადი გამოყენების მყარი ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი, ჩანგალი) და
მრავალჯერადი (დიდი თეფშ(ებ)ი, საშაქრე, ყავისა და ჩაის ჩასაყრელი
ჭურჭელი, თერმო ჩაიდანი, თეთრი ფერის ნაჭრის სუფრა და ქაღალდის
ხელსახოცები, ნაგვის ურნა და პარკები). საბოლოო მენიუ შემსყიდველთან
წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული.
ყავაზე შესვენება გასვლითი ტრენინგების დროს უზრუნველყოფილი უნდა
იქნეს კვების ობიექტებში. ობიექტები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
გასათვალისწინებელია, რომ ყავაზე შესვენებისთვის განსაზღვრული დრო
არის 30-45 წუთი. აღნიშნული დრო არ შედის ტრენინგის ხანგრძლივობის
საათებში. თუ ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი, ყავაზე შესვენების დრო
ემატება ტრენინგის ხანგრძლივობის დროს.
ტრანსპორტი: გასვლითი ტურებისა და გამოცდის შემთხვევაში
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს 25-30 კაციანი ტექნიკურად გამართული ავტობუსი.
გამართული კონდიცირებითა და შემოწმებული მიკროფინით. მონაწილეთათვის
უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყალი.
შეფასება - გამოცდა: ტრენინგის ბოლოს აჭარის ტურიზმისა და კურორტების
დეპარტამენტის მიერ შეირჩევა ტრენერების ჯგუფი, ასევე შესაძლებელია
მოწვეულ იქნეს ადგილობრივი ტუროპერატორები, რომლებიც დაესწრებიან
ახალგადამზადებული გიდების მიერ ჩატარებულ ტურებს. გამოცდა
გულისხმობს ახლადგადამზადებული გიდების მიერ ტურის ჩატარებას.
საგამოცდო დღეების რაოდენობად განისაზღვრა 3 დღე, შესაბამისად, მოხდება
მონაწილეების ჯგუფებად დაყოფა. ასევე, წინასწარ მომზადდება გიდების
შეფასების ფორმებიც. შემაჯამებელი გამოცდის დროს გათვალისწინებულ
უნდა იქნეს დღეში ყავაზე შესვენება 2 ჯერ და ასევე ტრანსპორტი.
გამოცდას მონაწილე აბარებს იმ ენაზე, რა ენოვანი გიდიც უნდა იყოს.
შესაბამისად, გამოცდაზე შესაბამისი ენის მცოდნე ტრენერები შეირჩევა.
შემაჯამებელი ღონისძიება: ტრენინგების დასრულების შემდგეგ დაგემილია
შემაჯამებელი ღონისძიების ორგანიზება, რომელზეც მოხდება
დატრენინგებული გიდებისთვის სერტიფიკატების გადაცემა (მზა დიზაინის
მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი). აღნიშნულ ღონისძიებაზე
მოწვეული იქნებიან ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები და გიდები,
რომლებიც გაიცნობენ ახალ გიდებს. შემაჯამებელი ღონისძიებისთვის
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შეხვედრის სივრცე (შემსყიდველთან
შეთანხმებით) და ყავაზე შესვენება 50 პირზე.
ტრენინგების თემატიკა და სხვა დეტალები მოცემულია დანართი N1-ში.