ტექნიკური დავალება
მიმწოდებელმა ხელშეკრულების თანახმად უნდა გასწიოს და წარმოადგინოს
შემდეგი ძირითადი საპროექტო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დადებითი
დასკვნით, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,ლევან სამხარაულის
სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული
საექსპერტო დაწესებულების მიერ.
• მუშა პროექტი (საველე საკვლევ-საძიებო სამუშაოები, ტოპოგეოდეზიური
სამუშაოები, გეგმები, პროფილები, ჭრილები, დეტალები, „მოპ“-ი,
სპეციფიკაციები, უწყისები, განმარტებითი ბარათი);
• საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (საჭიროების შემთხვევაში);
• სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
• საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ნაბეჭდი (2 ეგზემპლ.)
და ელექტრო ვერსიის სახით (მათ შორის შეთანხმებები, წერილები, გეგმები),
ფონტით-„sylfaen”, ხოლო ლათინური სიმბოლოები - „Galibri”-ით ), (პროექტი- „PDF” და „DWG”,
პროექტის ვიზუალი (რენდერები, დამკვეთთან შეთანხმებით); ხარჯთაღრიცხვა -
„EXCEL” ფორმატში).
საკვლევ–საძიებო სამუშაოები
საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტებიდან
გამომდინარე მიმწოდებლის მიერ განისაზღვრება “რეაბილიტაცია“-სთვის
საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების სახეობები და მათი მოცულობები.
საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული უნდა
იქნას სარეაბილიტაციო მონაკვეთის ტოპოგრაფიული, საინჟინროგეოლოგიური
პირობები და სხვა აუცილებელი ინფორმაციები, რომლებიც საჭიროა
რეაბილიტაციის, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტისა და
ხარჯთაღრიცხვის შესადგენად.
შენიშვნა: აქ მოცემულია იმ სამუშაოთა არასრული ჩამონათვალი, რომელთა
გამოყენება შესაძლებელია ზოგადად საკვლევაძიებო სამუშაოების
ჩასატარებლად. ამიტომ, ასევე გამოყენებული უნდა იქნას საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმები და სტანდარტები, სადაც სრულად არის
მოცემული კვლევების ჩატარების მეთოდები და საშუალებები.
საინჟინრო–ტოპოგეოდეზიური სამუშაოები
საინჟინრო-ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარების დროს უნდა
შესრულდეს სამუშაოთა კომპლექსი იმ მოცულობით, რომელიც უზრუნველყოფს
ტოპოგეოდეზიური მასალებისა და მონაცემების მიღებას, რომელიც
აუცილებელია სამუშაო ნახაზების დასამუშავებლად პროექტის ყველა
ნაწილისათვის, ცალკეული ნაგებობის მისაბმელად ადგილზე და ობიექტის
შემადგენელი ნაწილების მოცულობების უწყისების შესადგენად.
ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოების დროს კვლევა-ძიების საველე
ეტაპი უნდა მოიცავდეს:
• სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებებს
დაქვემდებარებული არსებული გზის მონაკვეთის პიკეტაჟის ჩატარების
პროცესში ტრასის სიტუაციური გეგმის შედგენა, ტრასის დამაგრება და
ხელოვნური ნაგებობების ღერძების მიბმა მასთან;
• საპროექტო გზის მონაკვეთის ტოპოგეოდეზიური ტახეომეტრიული გადაღება
მასშტაბით 1:1000, ან 1:500. იმ მოცულობით, რაც აუცილებელია რეაბილიტაციის
სამუშაოებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩასატარებლად.
• რელიეფის ტახეომეტრიული გადაღება, შესრულებული მაშტაბით 1:500,
დამუშავებული უნდა იქნას აბსოლიტურ UTM Geocorse კოორდინატთა სისტემაში.
• აუცილებელია, საინჟინრო-გეოლოგიური გამონამუშევრების მიბმა
ტრასასთან და ხელოვნურ ნაგებობებთან;
• არსებული კომუნიკაციების (საჰაერო ხაზების, ელექტროგადაცემის
ხაზების, კაბელების, წყალსადენის, საკანალიზაციო ქსელის და სხვა)
საპროექტო ტრასასთან გადაკვეთის შესაბამისობა;
• გაზომილი და დაფიქსირებული უნდა იქნას არსებული წყალსადენების,
საკანალიზაციო მილებისა და სხვა კომუნიკაციების მდგომარეობა
საპროექტო ტრასასთან მიბმით;
საინჟინრო გეოლოგიური კვლევის სამუშაოები
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევებმა უნდა უზრუნველყოს ტრასის
საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესწავლა, რეაბილიტაციის
სამუშაოების სწორად დაგეგმვისათვის. ამისათვის საჭიროა შესრულდეს
შემდეგი სახის სავარაუდო საკვლევაძიებო და ლაბორატორიული
სამუშაოები:
• ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, შესაბამისი დეტალური
დასკვნის წარმოდგენა გრაფიკული ჭრილებით;
• გრუნტის სინჯების აღება (არანაკლებ 2 მ სიღრმეზე) და ნებისმიერი სხვა
გეო-ტექნიკური კვლევები და გამოცდა, სათანადო (150-300 მ) ინტერვალებში,
როგორც ეს საჭიროა გზის რეაბილიტაციის პროექტირებისათვის.
(წარმოდგენილი იქნას ფოტომასალა);
მუშა პროექტის შედგენა მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და
სტანდარტების დაცვით:
1. განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს: ობიექტის არსებული
მდგომარეობის დეტალურ აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს,
რომლებიც ასახავენ გზის არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას,
გზის და ხელოვნური ნაგებობების აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს,
შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და სხვა;
2. ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა, ანალიზი და
დაგეგმვა, უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან.
3. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია,
გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები, სანიაღვრეს, კავშირგაბმულობის
ქსელები და სხვა) ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ
გეგმაზე და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან (საპროექტო ობიექტზე
რომელიმე საკომუნიკაციო ქსელის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი
კომუნიკაციის მფლობელისგან წერილობითი დასტური);
4. სიტუაციური გეგმები (რეპერების კოორდინატების მითითება) არსებული და
საპროექტო მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქსელების დატანით;
5. სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით);
6. განივი პროფილები, გადაღებული იქნას ყოველ 10-20 მ-ში (საჭიროების
მიხედვით) და მახასიათებელ წერტილებში (უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს მახასიათებელ
წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას. დატანილი უნდა იყოს
საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებთან ერთად).
7. გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ, (უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და
მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების,
ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული
ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებით).
8. საჭიროების შესაბამისად მოსაწყობი კომუნიკაციების (სანიაღვრე ქსელი)
და ხელოვნური ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები,
სპეციფიკაციები და სხვა) და ანგარიშები (შეთანხმდეს შესაბამის
სამსახურთან);
9. ცხრილები და უწყისები;
10. საპიკეტო უწყისები;
11. მოხვევის კუთხეების, სწორებისა და მრუდების უწყისი, რეპერების
დამაგრების უწყისი, მრუდებზე ვირაჟების დაკვალვის უწყისი და სხვა;
12. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საბაზრო
ფასებით და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით, ასევე
გამარტივებული ვერსია (სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მათ შორის
გამარტივებულის ელ. ვერსია);
13. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას
სამუშაოების/მომსახურების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენების
(ინერტული) განთავსება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საამისოდ
სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზესამშენებლო ნარჩენების
ნაგავსაყრელზე (ქ. თბილისში, გლდანის მუნიციპალიტეტი, თბილისის
შემოვლითი გზის მე-15 კ.მ.-ის მიმდებარედ).
14. საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ნაბეჭდი (2 ეგზემპლ.)
და ელექტრო ვერსიის სახით (მათ შორის შეთანხმებები, წერილები,
ექსპერტიზა, გეგმები), ფონტით-„sylfaen”, ხოლო ლათინური სიმბოლოები - „Galibri”-ით),
პროექტი- „PDF” და „DWG”, პროექტის ვიზუალის რენდერები, დამკვეთთან
შეთანხმებით; ხარჯთაღრიცხვა - „EXCEL” ფორმატში).
15. წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
ელექტრონული ვერსია დამოწმებული უნდა იყოს ბეჭდით და ხელმოწერით;
სხვა მოთხოვნები:
1. გზის სამოსის, ტროტუარისა და ბორდიურის ტიპების, აგრეთვე ხელოვნური
ნაგებობების (მ.შ. პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის საკითხის
შეთანხმება დამკვეთთან;
2. საზოგადო ტრანსპორტის გასაჩერებელ ადგილების და ნარჩენების
შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების (შეჭრა) ადგილების განსაზღვრა
(შესაძლებლობის მიხედვით) და შეთანხმება შესაბამის ორგანიზაციებთან;
3. საჭიროების შემთხვევაში მშენებარე ინფრასტრუქტურის ობიექტების
(საინფორმაციო ტაბლოები, შუქნიშანი და სხვა) სავარაუდო ქსელებისათვის
საჭირო დიამეტრის განივი გარცმის მილების გათვალისწინება;
4. საჭიროების შემთხვევაში სარეაბილიტაციო ქუჩაზე არსებული ასფალტის
საფარის (ფრეზირებული მასის) გამოყენება ასფალტის გრანულატის სახით
(შესაძლებლობის ფარგლებში);
5. პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას 77 მილიმეტრიანი სახანძრო
ჰიდრანტების მოწყობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და
შეთანხმდეს შესაბამის სამსახურთან;
6. მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი
გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი შეტანა
საპროექტო დოკუმენტაციაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე
(დამკვეთთან შეთანხმებით);
7. სიტუაციურ გეგმაზე დატანილი საკომუნიკაციო ჭები უნდა იყოს დანომრილი;