Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #66750210)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 66750210
Дата публикации: 05-09-2025
Сумма контракта: 200 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016253
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.09.2025 17:49
Начало приема предложения 20.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 200`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები
მრავალწლიანი შესყიდვა

2025 წლის ბიუჯეტით (100 000.00 ლარი)
2026 წლის ბიუჯეტით (100 000.00 ლარი)
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 800.00 GEL
Размер гарантии 2`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit gotsadze :: 07.08.2025 10:24
  • Последнее исправление: davit gotsadze :: 04.09.2025 17:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=643354&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი მასალებითა და ხარჯებით უნდა განახორციელოს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1) მითითებული სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, სატენდერო პირობების 2.9 პუნქტით გათვალისწინებული მისამართებისა და ადგილმდეობარეობების შესაბამისად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

- სამუშაოების წარმოების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ექსპლუატაციაში არ მყოფი;

- შემსყიდველი უფლებამოსილია შესრულებულ სამუშაოებზე ჩაატაროს ექსპერტიზა მის მიღებამდე ან მიღების შემდეგ, შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და მოცულობაზე;

- მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმამდე დაყვანა.

- მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

- მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.

- ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულებისაგან.

- სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი;

- ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირის მეთვალყურეობით, აღმოჩენილი დაზიანებ(ებ)ის შესახებ უნდა შეადგინოს დეფექტური აქტი, დეფექტურ აქტში უნდა მიუთითოს გასარემონტებელი ობიექტის კონკრეტული დასახელება და მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი (გამოსაყენებელი მასალების გათვალისწინებით), სამუშაოების შესრულების ვადები და აღნიშნულ ვადებში, სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1) მითითებული ღირებულებების შესაბამისად განახორციელოს სარემონტო სამუშაოები; (შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე).

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი მასალებითა და ხარჯებით უნდა უზრუნველყოს დეფექტურ აქტში (ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელ სარემონტო სამუშაო(ებ)ზე შედგება დეფექტური აქტი) მითითებულ მისამართ(ებ)ზე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება, სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N1-ში მითითებული სამუშაოების შესაბამისად;

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი მასალებითა და ხარჯებით (ყოველ კონკრეტულ ფაქტზე) უნდა განახორციელოს სამუშაოს დასრულების შემდეგ რემონტის შემდგომი კაპიტალური დასუფთავება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

• დანართ N1-ში მითითებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 2.9 პუნქტით გათვალისწინებულ მისამართებზე;

2.9 პუნქტში მიბმული ფაილის სახით იხილეთ ინფორმაცია შესასრულებებლი სამუშაოების ადგილებისა და მისამართების შესახებ.

1.6 guarantee period for the works to be performed

- საგარანტიო პერიოდი: ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, შესრულებული სამუშაო(ებ)ის შესახებ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 1 წელი;

- გარანტიის პირობები: საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა, ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში და საგარანტიო პერიოდში არახარისხოვნად შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა;

- გარანტიის პერიოდში აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრის ოპერატიულობა (ვადა): შეტყობინების მიღებიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული გონივრული ვადების შესაბამისად.

- შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობით, ისე სატელეფონო ზარის ან ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს შენობ(ებ)ის სამშენებლო ან/და შენობ(ებ)ის სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით, აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2).
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებს და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონული ვერსიები.

2.9 other additional requirements

დამატებითი მოთხოვნები:

1. შესასრულებელი სამუშაოების ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს სამუშაოების შესრულებასთან (მათ შორის სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალების გათვალისწინებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. შესასრულებელი სამუშაოების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ შესასრულებული სამუშაოების ღირებულებები მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N1–ში, ამავე დანართით გათვალისწინებული რაოდენობებისა და მოცულობების შესაბამისად (დანართი N1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების, (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება N55).

5. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

6. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა ხარჯთაღრიცხვის "Excel" ფაილის ფორმატში წარმოდგენისა და სატენდერო პირობების 2.2.1 და 4.1.1 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

7. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

8. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

10. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სამუშაოს მოცულობის გაზრდის შემთხვევაში ცვლილება განხორციელდება ხარჯთაღრიცხვაში განსაზღვრული ფასების შესაბამისად, ხოლო სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება მშენებლობის შემფასებელთა კავშირის „სამშენებლო რესურსების ფასებით“ განსაზღვრული ფასების ან გამონაკლის შემთხვევაში საბაზრო ფასების ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა;

11. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

- მიბმული ფაილის სახით იხილეთ ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოების ადგილმდეობარეობებისა და მისამართების შესახებ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს არანაკლებ 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით;

6.4.2 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20 %-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ჩათვლით;

6.4.3 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულებების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად;

6.4.4 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;

6.4.5 თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის ოდენობა ნახევრდება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ შედგენილი შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმების, ფორმა N2-ის და საქართველოს კანონმდებლობით დადაგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ შედგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების, ფორმა N2-ის წარმოდგენისა და საქართველოს კანონმდებლობით დადაგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

უჩა ცუცქირიძე, 577771814, uchacucqiridze10@gmail.com სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: დავით გოცაძე 577 77 88 12

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

• ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

• შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

• ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

• პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru