Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #66750185)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 66750185
Дата публикации: 05-09-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250016278
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.09.2025 03:13
Начало приема предложения 13.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.09.2025 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 484`667.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 40`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
Дополнительная информация
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისთვის ტექნიკური მომსახურების პრეისკურანტით სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`939.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: joto pataraia :: 08.08.2025 20:33
  • Последнее исправление: joto pataraia :: 05.09.2025 03:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=643871&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისთვის ტექნიკური მომსახურების პრეისკურანტით სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 40 000 (ორმოცი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.2 პრეტენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს, თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“, ხოლო იმ პოზიციებზე, სადაც მითითებულია აღნიშვნა „-“ იგულისხმება, რომ აღნიშნულ პოზიციაზე შემსყიდველის მიერ საქონელი და/ან მომსახურება არ მოითხოვება. პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ან/და საქონლის ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
1.2.3 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და საქონლის რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებელს ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით, ე.წ. „კლების პრინციპით“.
1.2.5 შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ავტომანქანის მიმწოდებლის სერვისცენტრში შეყვანიდან არაუმეტეს 3 (სამი) საათის განმავლობაში მიმწოდებლი ვალდებულია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, შეადგინოს დეფექტური აქტი და შემსყიდველის თანხმობის (შესაძლებელია შემსყიდველის მიერ განხორციელდეს დეფექტურ აქტში მითითებული მომსახურების ან საქონლის რაოდენობის კორექტირება) შემთხვევაში, მისი ხელმოწერის (ორივე მხარის მიერ ხელმოწერის) (დეფექტურ აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს თარიღი და დრო) შემდეგ მიმწოდებელმა დაიწყოს მომსახურების განხორციელება, ხოლო თუ მიმწოდებელი არ მოაწერს დეფექტურ აქტს ხელს შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან.
1.2.6 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილ(ებ)ის) დეტალური აღწერა, მისი/მათი ღირებულება, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადა/ვადები და შემსყიდველთან შეთანხმებული სხვა ინფორმაცია. მანქანისთვის გასაწევი მომსახურების ან/და მომსახურებისთვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილ(ებ)ის) დადგენის მიზნით ტექნიკური დათვალიერება შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
1.2.7 შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღება უნდა განხორციელდეს ურიგოდ.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებას გაუწიოს ტექნიკური მომსახურება (რემონტი) შემდეგ ვადებში:
1.2.8.1 აგრეგატულ ნაწილზე - არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე;
1.2.8.2 საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა - არაუმეტეს 2 (ორი) საათი;
1.2.8.3 სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა - არაუმეტეს 1 (ერთი) საათი;
1.2.8.4 სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღე;
1.2.8.5 ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე;
1.2.8.6 ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 1 (ერთი) სამუშაო დღე.
1.2.9 იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი საქონელი (დეტალ(ებ)ი/სათადარიგო ნაწილ(ებ)ი) არ არის ადგილობრივ ბაზარზე, აღნიშნული ერთეულის შეკვეთა-შემოტანისა და შეკეთება-დაყენებისთვის შემსყიდველის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარულ დღისა.
1.2.10 სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველს წარუდგინოს ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის საგანი და მისი ჩამოსვლის დრო).
1.2.11 მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.2.12 ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას, მდგომარეობას და ფასს.
1.2.13 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.14 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერვის-ცეტრებში დღეში ერთდროულად არანაკლებ 5 (ხუთი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღება და მომსახურების გაწევა.
1.2.15 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული თითოეული სერვის-ცენტრი უნდა ფუნქციონირებდეს კვირაში არანაკლებ 40 (ორმოცი) საათის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, სერვის-ცენტრებში მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს არასამუშაო საათებშიც (დასვენების დღეები, შაბათ-კვირა და ა.შ).
1.2.16 შესყიდველს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეული მოთხოვნის შესაბამისი მომსახურების გაწევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.8 და 1.2.9 პუნქტებით განსაზღვრულ ვადას.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი კონკრეტული მოთხოვნისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (მოკლეტექსტური) შეტყობინების სახით უგზავნის მოთხოვნას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების სახეობის და ვადის შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ქუთაისში, ქ. ახალციხეში და ქ. ბათუმში მდებარე მიმწოდებლის სერვის-ცენრ(ებ)ში.
1.5.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.1 პუნქტით გთავალისწინებულ სერვის-ცენტრებში დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური მომსახურება გაუწიოს ადგილზე, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე (პრეისკურანტის შესაბამისად), ხოლო თუ საჭირო გახდა მანქანის გადაყვანა ევაკუატორის საშუალებით, თავადვე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების გაწევა პრეისკურანტში დაფიქსირებული შესაბამისი ფასის მიხედვით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე და სათადარიგო ნაწილებზე (ახალი) (გრადა გენერატორის ღვედისა, ჰაერის ფილტრისა, ძრავის ზეთის ფილტრისა, საწვავის ფილტრისა, გადაცემათა კოლოფის ზეთისა, ძრავის ზეთისა, ძრავისა, გადაცემათა კოლოფისა, ხიდებისა, ელექტრულ მოწყობილობებისა (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა), XENON-ის ტიპის ნათურებისა, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებისა) საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვე (გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა).
1.7.1.2 გენერატორის ღვედზე, ჰაერის ფილტრზ, ძრავის ზეთის ფილტრზე, საწვავის ფილტრზე, გადაცემათა კოლოფის ზეთზე, ძრავის ზეთზე, ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე, ხიდებზე, ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა), XENON-ის ტიპის ნათურებზე, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს:
1.7.1.2.1 გენერატორის ღვედზე დაყენებიდან არანაკლებ 10 000.00 კმ გარბენი;
1.7.1.2.2 ჰაერის ფილტრზე დაყენებიდან არანაკლებ 8 000.00 კმ გარბენი;
1.7.1.2.3 ძრავის ზეთის ფილტრზე დაყენებიდან არანაკლებ 8 000.00 კმ გარბენი;
1.7.1.2.4 საწვავის ფილტრზე დაყენებიდან არანაკლებ 10 000.00 კმ გარბენი;
1.7.1.2.5 გადაცემათა კოლოფის ზეთზე შეცვლიდან არანაკლებ 35 000.00 კმ გარბენი;
1.7.1.2.6 ძრავის ზეთზე შეცვლიდან არანაკლებ 8 000.00 კმ გარბენი;
1.7.1.2.7 ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წელი ან 25 000.00 კმ (რომელიც ადრე შესრულდება);
1.7.1.2.8 ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წელი;
1.7.1.2.9 XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვე;
1.7.1.2.10 სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წელი.
1.7.1.3 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.7.1.4 საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.8 ან 1.2.9 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში/ვადებში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N3-ში („ინფორმაცია გამოცდილების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.2.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ 1 (ერთი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული იმ სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ, რომელსაც 2023 წლის 01 იანვრიდან ერთი ხელშეკრულების ფარგლებში გაუწია არანაკლებ 30 000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის პერიოდი და ხელშეკრულების ნომერი.
2.2.1.5 შემსყიდველი უფლებამოსილია სახელმწიფო ორგანიზაციებთან გადაამოწმოს წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილის ვალიდურობა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ქუთაისში, ქ. ახალციხეში და ქ. ბათუმში საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ქვეკონტრაქტით (არაუმეტეს 2 ქალაქში) უნდა გააჩნდეს არანაკლებ თითო მოქმედი სერვის-ცენტრი. თითოეული სერვის-ცენტრი დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით, მათ შორის პრეტენდენტს ქ. თბილისიში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 (ათი) ერთეული ავტო ამწე ერთ სივრცეში - ერთ სერვის-ცენტრში, კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონი, განშლადობის გასასწორებელი დანადგარი, ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების ელექტრო აპარატი/დანადგარი, კონდიციონერის დასატუმბი აპარატი, ძრავის ამოსაღები სპეციალური ამწე, მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა დანადგარები.
ქალაქ თბილისში, ქ. თელავში, ქ. ქუთაისში, ქ. ახალციხეში და ქ. ბათუმში მოქმედი სერვისცენტრების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია. სერვის-ცენტრების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ვადას, ასევე, ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული სერვის-ცენტრის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.3.1.2 შემსყიდველი უფლებამოსილია შერჩევა შეფასების ეტაპზე ადგილზე გადაამოწმოს მიმწოდებლის მატერიალურ ტექნიკური ბაზა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 პრეტენდენტს აქვს შესაძლებლობა არაუმეტეს 2 ქალაქში მომსახურების განახორციელოს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, რაზეც ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ქვეკონტრაქტორის საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, ასევე ატვირთული უნდა იქნას სერვის-ცენტრ(ებ)ის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2.8.1.2 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ი სრულიად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2.8.1.3 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულების შესახებ.
2.8.1.4 ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
2.8.1.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს „შემსყიდველს“.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (საქონლის ან/და მომსახურების გაწევის) მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (ბიუჯეტის კოდი: 270105).
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯოტო პატარაია, 595659365, jpataraia@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.6.1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურამტი (დანართი N1), MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით.
10.1.6.2 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.1, 2.2.1.2 და 2.2.1.3 ქვეპუნქტების შესაბამისად.
10.1.6.3 სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის 2.2.1.4 ქვეპუნქტის შესაბამისად.
10.1.6.4 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru