Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинское оборудование (Грузия - Тендер #66699592)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 66699592
Дата публикации: 03-09-2025
Сумма контракта: 299 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016111
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.09.2025 11:42
Начало приема предложения 12.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 299`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 33100000-Медицинское оборудование
Коды классификатора
  • 33100000 - Медицинское оборудование
  • 33190000 - Различные медицинские приборы и продукты
Срок подачи საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში ნიადაგების დამზადების და ნიადაგების ავტომატური ჩამოსხმის სპეციალური სისტემა - ლაბორატორიული ნიადაგების მომზადება და სორტირება მიკრობიოლოგიური კვლევებისათვის (მ.შ. ნიადაგის დასამზადებელი ავტოკლავი, ნიადაგის ჩამოსხმის ავტომატური სისტემა და პერისტალტიკური ტუმბო შესაბამისი აქსესუარებით) შესყიდვა.
Количество и объём закупок 1 კომპლექტი
Шаг снижения цены 1`196.00 GEL
Размер гарантии 2`990 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi iremadze :: 22.08.2025 17:03
  • Последнее исправление: giorgi iremadze :: 03.09.2025 11:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645912&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიული ნიადაგების დამზადების და ნიადაგების ავტომატური ჩამოსხმის სპეციალური სისტემა - ლაბორატორიული ნიადაგების მომზადება და სორტირება მიკრობიოლოგიური კვლევებისათვის (მ.შ. ნიადაგის დასამზადებელი ავტოკლავი, ნიადაგის ჩამოსხმის ავტომატური სისტემა და პერისტალტიკური ტუმბო შესაბამისი აქსესუარებით) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში ნიადაგების დამზადების და ნიადაგების ავტომატური დისპენსირების სპეციალური სისტემა - ლაბორატორიული ნიადაგების მომზადება და სორტირება მიკრობიოლოგიური კვლევებისათვის (მ.შ. ნიადაგის დასამზადებელი ავტოკლავი, ნიადაგის ჩამოსხმის ავტომატური სისტემა და პერისტალტიკური ტუმბო შესაბამისი აქსესუარებით) შესყიდვა.



ნიადაგების დამზადების და ნიადაგების ავტომატური ჩამოსხმის სპეციალური სისტემა - ლაბორატორიული ნიადაგების მომზადება და სორტირება მიკრობიოლოგიური კვლევებისათვის (მ.შ. ნიადაგის დასამზადებელი ავტოკლავი, ნიადაგის ჩამოსხმის ავტომატური სისტემა და პერისტალტიკური ტუმბო შესაბამისი აქსესუარებით) - 1 კომპლექტი:

(შენიშვნა: სისტემაში შემავალი ყველა კომპონენტი უნდა იყოს ურთიერთთავსებადი და რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ)



I. ავტომატიზირებული სისტემა ნიადაგის მოსამზადებლად (აქსესუარებით) - 1 ნაკრები:

(შენიშვნა: მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად სისტემაში შემავალი კომპონენტები უნდა იყოს ურთიერთთავსებადი)

1. დანიშნულება - ნიადაგების მომზადება, სტერილიზაცია და ჩამოსხმა; ავტომატიზირებული სისტემა წარმოადგენს - სპეციალიზირებულ ავტოკლავს, რომლითაც ხდება სტერილური ლაბორატორიული ნიადაგების მომზადება და სორტირება მიკრობიოლოგიური კვლევებისათვის;

2. დანამატის პორტი - უნდა გააჩნდეს დამხმარე მასალის პორტი ვიტამინების, ზრდის დამაჩქარებლების, ანტიბიოტიკების და სხვა სტერილური მასალების დამატებისათვის; პორტი უნდა იძლეოდეს სხვადასხვა დანამატების უსაფრთხოდ და მარტივად დამატების შესაძლებლობას;

3. სამუშაო რეჟიმი - უნდა გააჩნდეს მინიმუმ სამი სამუშაო რეჟიმი: 1) ნიადაგების მომზადება (მ.შ. როგორც სტანდარტული, ასევე ე.წ. "შოკოლადის აგარი"), 2) წყლის აბაზანა, 3) ავტოკლავირება;

4. მოცულობა - ნიადაგის მომზადების მინიმალური მოცულობა: 1 - 9 ლიტრი ან უკეთესი;

5. მიკროპროცესორული მართვა - უნდა იყოს მიკროპროცესორული მართვა; ინსტრუმენტის ინტერფეისში უნდა იყოს ინტეგრირებული საერთაშორისო ენა- ინგლისური;
უნდა იყოს პროგრამული რეჟიმების შესრულების შესაძლებლობა;

6. მონაცემთა შეყვანა და კონტროლი, ინტეგრირებული ეკრანით - სენსორული ეკრანი /LCD დისპლეი ან მსგავსი;

7. პროცესის მონაცემების შენახვის შესაძლებლობა - უნდა იყოს გათვალისწინებული;

8. ინტერფეისი - USB ან RS-232 ან RS-485 ან მსგავსი;

9. მონაცემთა ბეჭდვის შესაძლებლობა - პრინტერი უნდა იყოს;

10. სტერილიზაციის რეჟიმი - ავტომატური, პროგრამირებადი; ოპერატორის მიერ დაყენების შესაძლებლობით;

11. ტემპერატურის დიაპაზონი - სტერილიზაციის ტემპერატურის დიაპაზონი: +70°C – +120°C ან უფრო დიდი დიაპაზონი;

12. უსაფრთხოების მექანიზმები - აპარატი უნდა იყოს უსაფრთხო ექსპლუატაციაში, უნდა იყოს გათვალისწინებული ჭარბ წნევაზე დაცვა და/ან გადახურებაზე დაცვის მექანიზმი;

13. დისპენსირება - უნდა იყოს შესაძლებელი, ტემპერატურის რეგულირებით;

14. წყლის აბაზანა - წყლის აბაზანის ტემპერატურის დიაპაზონი: +30°C – +70°C ან უფრო დიდი დიაპაზონი;

15. ტემპერატურის კონტროლი - ციფრული, ±1°C სიზუსტით ან უკეთესი;

16. სწრაფი გათბობა - უნდა იყოს შესაძლებელი, გამაცხელებელი სისტემა ნიადაგის ნაკადის სწრაფი დამუშავებისათვის;

17. გაგრილება - უნა იყოს გათვალისწინებული;

18. მორევა - ინტეგრირებული მორევის სისტემა, მაგნიტური შემრევი ან ანალოგიური;

19. მორევის სიჩქარის კონტროლი - რეგულირებადი სიჩქარე;

20. სისტემის ინტერფეისი - უნდა იყოს ნიადაგების ჩამოსხმის ავტომატური სისტემის მოდულის და/ან დოზირების - პერისტალტიკური ტუმბოს დაკავშირების შესაძლებლობა;

21. ელექტრო მოთხოვნები - დენის წყარო /ელექტროკვება: 200–240 VAC 50 Hz, ერთფაზიანი; სიმძლავრე [კვტ], A - არაუმეტეს 3.8 კვტ; 16A;

22. გაბარიტები - აპარატი უნდა იყოს კომპაქტური, მაგიდის ზედაპირზე დასამონტაჟებელი კონსტრუქციის; მისი ზომები და წონა უნდა იყოს სამაგიდე გამოყენებისთვის შესაბამისი (საორიენტაციო ზომა (H x W x D) სმ: 75 x 65 x 70 სმ ან ნაკლები).


აქსესუარები:

ყველა სამონტაჟო მასალა ინსტალაციისთვისა და ტრენინგისთვის;

ინსტრუმენტი უნდა იყოს მიწოდებული ნიადაგების დამზადებისა და ჩამოსხმისათვის აუცილებელი და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული სრული კომპლექტაციის ნაკრებით; უნდა იყოს გათვალისწინებული წყალთან და კანალიზაციასთან მიერთების პორტი, სტანდარტული (¾” ხრახნული შეერთებით ან შესაბამისი გადამყვანით).




II. ნიადაგების ჩამოსხმის ავტომატური სისტემა - 1 ნაკრები:

(შენიშვნა: მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად სისტემაში შემავალი კომპონენტები უნდა იყოს ურთიერთთავსებადი)


1. მოთხოვნა - სრულად ავტომატიზირებული ინსტრუმენტი რომელიც უზრუნველყოფს პეტრის ფინჯნებში ნიადაგის ჩამოსხმის შესაძლებლობას;

სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროტოკოლის სრული შესრულება ოპერატორის ჩარევის გარეშე.

სისტემამ ადვილად უნდა დაამუშავოს პეტრის ფინჯნების სტანდარტული ზომებისა და ფორმების ვარიაციები. სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ბაქტერიციდული ულტრაიისფერი ნათურით, რაც უზრუნველყოფს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე უბნების სისუფთავეს. ფინჯნებზე ეტიკეტირება უნდა იყოს შესაძლებელი;

2. დანიშნულება - სტერილური ნიადაგის პეტრის ფინჯნების ავტომატური დისპენსი; ჩამოსხმა ხდება აპარატში ინტეგრირებული პერისტალტიკური ტუმბოს (ან სპეციალური ტუმბოს მეშვეობით);

3. პეტრის ფინჯნებთან თავსებადობა - სისტემას უნდა შეეძლოს სტანდარტული ზომის: Ø 60 მმ და Ø 90 მმ (სასურველია: Ø 35 მმ) დიამეტრის პეტრის ფინჯნების მხარდაჭერა და შევსება; აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ზომების რიტორ(ებ)ითა და კარუსელ(ებ)ით;

4. ფინჯნის სიმაღლე (height) - პეტრის ფინჯნის სიმაღლე 12–26 მმ;

5. კარუსელის ტევადობა -მაქსიმალური ჩატვირთვის შესაძლებლობა: არანაკლებ 200 პეტრის ფინჯანი ან მეტი;

6. მართვის სისტემა, ინტერფეისი და ბაზა - მიკროპროცესორული მართვა; პროგრამირებადი, ციფრული კონტროლი; სენსორული ეკრანი /LCD დისპლეი ან მსგავსი; ინსტრუმენტის ინტერფეისში უნდა იყოს ინტეგრირებული საერთაშორისო ენა - ინგლისური;
უნდა იყოს პროგრამული რეჟიმების შესრულების შესაძლებლობა;
სისტემა პროგრამირებული და დაკალიბრებული უნდა იყოს პეტრის ფინჯნ(ებ)ის ზომაზე;

7. შევსების სიჩქარე - წარმადობა - 500 ფინჯანი/სთ (15მლ) ან მეტი;

8. დოზირების ზღვრები - 1-99 მლ;

9. დოზირების სიზუსტე - ±1% ან უკეთესი;

10. შიდა სტერილურობა - პეტრის ფინჯნების შევსება უნდა ხდებოდეს UV სინათლის თანხლებით სტერილურ გარემოში და უნდა დაეხუროს ფინჯანზე თავი; უნდა იყოს მარტივად წმენდადი, ავტოკლავირებადი ნაწილები; ჩასხმის შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს კარუსელის აღება;

11. ეტიკეტირება - შესაძლებელი უნდა იყოს პეტრის ფინჯანზე ეტიკეტირება /ბეჭდვა შესაბამისი პრინტერით;

12. დისპენსერის ინტერფეისი - USB ან RS-232 ან RS-485 ან მსგავსი; უნდა იყოს ნიადაგების მოსამზადებელ ავტოკლავთან ან დოზირების - პერისტალტიკური ტუმბოს დაკავშირების შესაძლებლობა;

13. ელექტრო მოთხოვნები - დენის წყარო /ელექტროკვება: 200–240 VAC 50 Hz ერთფაზიანი; სიმძლავრე - არაუმეტეს 800 ვატი;

14. გაბარიტები - აპარატი უნდა იყოს კომპაქტური, მაგიდის ზედაპირზე დასამონტაჟებელი კონსტრუქციის; მისი ზომები და წონა უნდა იყოს სამაგიდე გამოყენებისთვის შესაბამისი (საორიენტაციო ზომა: საბაზისო მოდულის ზომა (H x W x D) სმ: საორიენტაციოდ 35 x 70 x 70 სმ ან ნაკლები);


აქსესუარები:

ყველა სამონტაჟო მასალა ინსტალაციისა და ტრენინგისთვის;

ინსტრუმენტი უნდა იყოს მიწოდებული სხვადასხვა ზომის პეტრის ფინჯნებში ნიადაგების ჩამოსხმისათვის აუცილებელი და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული სრული კომპლექტაციის ნაკრებით;

სისტემა მიწოდებული უნდა იყოს შემდეგი დამატებითი პერიფერიული მოწყობილობ(ებ)ით: 5 KVA-ის უწყვეტი ელ. კვების წყარო (Online UPS) ან ჩაშენებული ბატარეის /აკუმულატორის მხარდაჭერა (სისტემა უნდა მოიცავდეს შესაბამის უწყვეტი დენის წყაროს / UPS) - 1 ცალი.





III. პროგრამირებადი პერისტალტიკური ტუმბო, მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში ნიადაგების ჩამოსხმა და დაფასოება - 1 ნაკრები:

(შენიშვნა: მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად სისტემაში შემავალი კომპონენტები უნდა იყოს ურთიერთთავსებადი)


1. მოთხოვნა - პროგრამირებადი პერისტალტიკური ტუმბო უნდა იყოს მსუბუქი, კომპაქტური და ადვილად სამართავი, მისი გადაადგილება და მონტაჟი უნდა იყოს ადვილი. ყველა ფუნქციისა და პარამეტრის დაყენება უნდა იყოს გამარტივებული და ხელსაწყო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი. სხვადასხვა დოზირების პროტოკოლების შენახვა და დაწყება შესაძლებელი უნდა იყოს ღილაკის დაჭერით;

2. დანიშნულება - პეტრის ფინჯნების შევსება და ცხელი, ბლანტი ნიადაგების დოზირება;

3. სამუშაო რეჟიმი - ერთჯერადი და პროგრამული ავტომატიზირებული დოზირება;

4. ტუმბოს ტიპი - პერისტალტიკური, სასურველია 2 არხიანი თავაკით;

5. დოზირების სიზუსტე - ±1% ან უკეთესი;

6. დისპენსირების სიჩქარე - რეგულირებადი;

7. ტემპერატურული მდგრადობა - თავსებადი ცხელი, მაღალი ტემპერატურის ნიადაგების ჩამოსხმისათვის;

8. მართვის ინტერფეისი - ციფრული კონტროლი; ინსტრუმენტის ინტერფეისში უნდა იყოს ინტეგრირებული საერთაშორისო ენა - ინგლისური;
უნდა გააჩნდეს პროგრამის, პარამეტრის არჩევის შესაძლებლობა;

9. კონსტრუქცია - ჰიგიენური დიზაინი - ადვილად წმენდადი, მილ(ებ)ის დაბოლოება ავტოკლავირებადი მასალის;

10. ინტერფეისი - ინტერფეისი გარე კონტროლისთვის (USB ან RS-232 ან RS-485 ან მსგავსი), თავსებადი უნდა იყოს ავტოკლავთან და ჩამომსხმელ სისტემასთან;

11. ელექტრო მოთხოვნები - დენის წყარო /ელექტროკვება: 200–240 VAC 50 Hz ერთფაზიანი; სიმძლავრე - არაუმეტეს 150 ვტ;

12. გაბარიტები - აპარატი უნდა იყოს კომპაქტური, მაგიდის ზედაპირზე დასამონტაჟებელი კონსტრუქციის; მისი ზომები და წონა უნდა იყოს სამაგიდე გამოყენებისთვის შესაბამისი;


აქსესუარები
ყველა სამონტაჟო მასალა ინსტალაციისთვის და სათანადო გამოყენებისთვის;

ინსტრუმენტი უნდა იყოს მიწოდებული ნიადაგების დამზადებისა და ჩამოსხმისათვის აუცილებელი და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული სრული კომპლექტაციის ნაკრებით.





გარანტია:

საგარანტიო პერიოდი - ინსტალაციის დასრულებიდან 24 თვე; ინსტალაცია დასრულებულად ჩაითვლება როდესაც აპარატი გაიმართება, პარამეტრები შემოწმდება/დაკალიბრდება და შესაძლებელი იქნება პრაქტიკაში გამოყენება;

საგარანტიო პირობები მოიცავს ნაწილებს და ადგილზე შეკეთებას (/სატენდერო ფასში უნდა შეიცავდეს ყველა მომსახურებას და გადასახადს).




ტრენინგი:

ტრენინგი/პერსონალის სწავლება:

პრეტენდენტმა უნდა ჩაატაროს მომხმარებლის შესაბამისი ტრენინგი ამ ტენდერში შემავალი აღჭურვილობის ეფექტური და უპრობლემოდ გამოყენებისათვის სასწავლო ცენტრებში ან მიწოდების ადგილზე (/საკონკურსო ფასში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა მომსახურება და ხარჯი);



შენიშვნა:

სპეციფიკაცია - მისაღები ლიმიტ(ებ)ი/შესაძლო გადახრა:
მოთხოვნილ და შემოთავაზებულ პარამეტრებს შორის გადახრა დასაშვებია საორიენტაციოდ 10%-ის ფარგლებში;

სურათები წარმოდგენილია ვიზუალური აღქმისთვის.





შენიშვნა:

* პროდუქცია უნდა განთავსდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი რისკის შემცველ ლაბორატორიაში;

* საგარანტიო პერიოდში საინჟინრო მომსახურება უნდა მოხდეს სპეციალური დაცვის საშუალებებით, ტანსაცმლით და რეჟიმის დაცვით;

* შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე;

* შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტებზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

* პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით;

* მიმწოდებელი პასუხისმგებელია შემსყიდველის წინაშე შესყიდვის ობიექტის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში, რომელიცგამოწვეული იქნება არასწორი შეფუთვით;

* მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება. ასევე ტრანსპორტირება/მიწოდების ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით;

* შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს;

* დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, ან ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 29 დკემებრის ჩათვლით.

პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამა სრულდება 2025 წლის 31 დკემებერს.

აღნიშნულ ვადამდე დასრულებული უნდა იყოს მიწოდების ყველა პროცედურა, რაც გულისხმობს საქონლის მოწოდებას, ინსპექტირებას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი ვერ შეძლებს საქონლის მიღებას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N70;

,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“.

1.7.1 requirement related to guarantee period

შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექპლუატაციაში არ მყოფი.

შემოთავაზებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგარანტიო-სასერვისო ვადა, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში.

საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში დაადგინოს პრობლემების გამომწვევი მიზეზი და გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში) უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა, ხოლო საჭიორების შემთხვევაში განახორციელოს წუნდებული საქონლის ან შეკეთება ან შეცვლა ახლით, მსგავსი (იდენტური) მახასიათებლების მქონე საქონლით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.

შენიშვნა:
პრეტენდენტმა ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ უნდა წარმოადგინოს წინამდებარე პუქტით განსაზღვრული ფორმის (ნიმუშის) დაცვით და საგარანტიო პირობების გათვალისწინებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (კატალოგის ნომრის) შესახებ. ინფორმაციის მითითება სავალდებულოა და უნდა იყოს ასახული ფასების ცხრილში.

2.1.1.2. შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები - სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში მიმაგრებული, სრულად შევსებული ტექნიკური დავალება (პრეტენდენტმა ტექნიკური დავალების თითოეულ პუნქტში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისი პარამეტრი/მახასიათებლი/სპეციფიკაცია).

2.1.1.3. შემოთავაზებული საქონლის ტექნიკურ პარამეტრებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის შესახებ მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია, კერძოდ: კატალოგი ან/და ბუკლეტი, ან/და პასპორტი, ან/და ამონაბეჭდი მწარმოებლის ვებ.გვერდიდან (ამონაბეჭდთან ერთად პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს კონკრეტული საქონლის შესახებ ვებ.ბმული). მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობა ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ თითოეულ პარამეტრთან/მახასიათებელთან/სპეციფიკაციასთან.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 01.01.2022-დან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს სამედიცინო ან/და ლაბორატორიული მოწყობილობების/საქონლისა ან/და ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 299 000,00 ლარი.

2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს წინამდებარე პუნქტის დანართის ფორმით და მიუთითოს შესაბამისი CON ან/და SPA ან/და NAT ან/და CMR საშუალების ნომრები, რა დროსაც დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა საჭირო არ არის.

2.2.1.3. იმ გამოცდილების დასადასტურებლად, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა სახელმწოფო შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც მიწოდებული სამედიცინო მოწყობილობების დასახელება და ღირებულება, ასევე საანგარიშო პერიოდში მიწოდებული სამედიცინო მოწყობილობების მიწოდების დაწყებისა და დასრულების ვადები, ან პრეტენდტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მატერიალური დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ელექტრონული ასლი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს უნდა ყავდეს არანაკლებ ერთი სამედიცინო ინჟინერი ან მწარმოებლის მიერ დატრეინინგებული პერსონალი. აღნიშნული მოთხოვნის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.

ან პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი დადასტურება (აღნიშნული წერილი პრეტენდენტმა უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.) იმის შესახებ, რომ მიმწოდებელი უზრუნველყოფს აპარატურის მონტაჟს, ინსტალაციასა და პერსონალის ტრენინგს, მწარმოებლის მიერ მოვლინებული ან გადამზადებული პერსონალის საშუალებით.

მიწოდებული საქონლის ინსტალაცია, ასევე სს ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“-ს შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნული პერსონალის მიერ.

ტრენინგი უნდა ჩატარდეს შესყიდვის ობიექტების ეფექტური და უპრობლემოდ გამოყენებისათვის;

ტრენინგის ხანგრძლივობა განისაზღვრება მწარმოებლის რეკომენდაციის/მოთხოვნის მიხედვით.

შენიშვნა:
სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის, ინსტალაციისა და ტრენინგისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ვალიდური ინფორმაცია/დოკუმენტები:


ა) შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის საერთაშორისო ISO სერტიფიკატი სამედიცინო მოწყობილობების წარმოებაში - ISO 13485 ან ISO 9001;

ბ) შემოთავაზებული პროდუქტის USFDA დაშვება ან CE მარკირება.

2.9 other additional requirements

1. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამტკიცებული ქართული თარგმანი.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, საგარანტიო პირობები და ა.შ.) უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru