სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში
აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და
მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო
პროგრამის ფარგლებში ნიადაგების დამზადების და ნიადაგების
ავტომატური დისპენსირების სპეციალური სისტემა - ლაბორატორიული
ნიადაგების მომზადება და სორტირება მიკრობიოლოგიური კვლევებისათვის
(მ.შ. ნიადაგის დასამზადებელი ავტოკლავი, ნიადაგის ჩამოსხმის
ავტომატური სისტემა და პერისტალტიკური ტუმბო შესაბამისი
აქსესუარებით) შესყიდვა.
ნიადაგების დამზადების და ნიადაგების ავტომატური ჩამოსხმის
სპეციალური სისტემა - ლაბორატორიული ნიადაგების მომზადება და
სორტირება მიკრობიოლოგიური კვლევებისათვის (მ.შ. ნიადაგის
დასამზადებელი ავტოკლავი, ნიადაგის ჩამოსხმის ავტომატური სისტემა და
პერისტალტიკური ტუმბო შესაბამისი აქსესუარებით) - 1 კომპლექტი:
(შენიშვნა: სისტემაში შემავალი ყველა კომპონენტი უნდა იყოს
ურთიერთთავსებადი და რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ)
I. ავტომატიზირებული სისტემა ნიადაგის მოსამზადებლად (აქსესუარებით) - 1
ნაკრები:
(შენიშვნა: მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად სისტემაში
შემავალი კომპონენტები უნდა იყოს ურთიერთთავსებადი)
1. დანიშნულება - ნიადაგების მომზადება, სტერილიზაცია და ჩამოსხმა;
ავტომატიზირებული სისტემა წარმოადგენს - სპეციალიზირებულ ავტოკლავს,
რომლითაც ხდება სტერილური ლაბორატორიული ნიადაგების მომზადება და
სორტირება მიკრობიოლოგიური კვლევებისათვის;
2. დანამატის პორტი - უნდა გააჩნდეს დამხმარე მასალის პორტი ვიტამინების,
ზრდის დამაჩქარებლების, ანტიბიოტიკების და სხვა სტერილური მასალების
დამატებისათვის; პორტი უნდა იძლეოდეს სხვადასხვა დანამატების
უსაფრთხოდ და მარტივად დამატების შესაძლებლობას;
3. სამუშაო რეჟიმი - უნდა გააჩნდეს მინიმუმ სამი სამუშაო რეჟიმი: 1)
ნიადაგების მომზადება (მ.შ. როგორც სტანდარტული, ასევე ე.წ. "შოკოლადის
აგარი"), 2) წყლის აბაზანა, 3) ავტოკლავირება;
4. მოცულობა - ნიადაგის მომზადების მინიმალური მოცულობა: 1 - 9 ლიტრი ან
უკეთესი;
5. მიკროპროცესორული მართვა - უნდა იყოს მიკროპროცესორული მართვა;
ინსტრუმენტის ინტერფეისში უნდა იყოს ინტეგრირებული საერთაშორისო ენა-
ინგლისური;
უნდა იყოს პროგრამული რეჟიმების შესრულების შესაძლებლობა;
6. მონაცემთა შეყვანა და კონტროლი, ინტეგრირებული ეკრანით - სენსორული
ეკრანი /LCD დისპლეი ან მსგავსი;
7. პროცესის მონაცემების შენახვის შესაძლებლობა - უნდა იყოს
გათვალისწინებული;
8. ინტერფეისი - USB ან RS-232 ან RS-485 ან მსგავსი;
9. მონაცემთა ბეჭდვის შესაძლებლობა - პრინტერი უნდა იყოს;
10. სტერილიზაციის რეჟიმი - ავტომატური, პროგრამირებადი; ოპერატორის მიერ
დაყენების შესაძლებლობით;
11. ტემპერატურის დიაპაზონი - სტერილიზაციის ტემპერატურის დიაპაზონი: +70°C
– +120°C ან უფრო დიდი დიაპაზონი;
12. უსაფრთხოების მექანიზმები - აპარატი უნდა იყოს უსაფრთხო
ექსპლუატაციაში, უნდა იყოს გათვალისწინებული ჭარბ წნევაზე დაცვა და/ან
გადახურებაზე დაცვის მექანიზმი;
13. დისპენსირება - უნდა იყოს შესაძლებელი, ტემპერატურის რეგულირებით;
14. წყლის აბაზანა - წყლის აბაზანის ტემპერატურის დიაპაზონი: +30°C – +70°C ან
უფრო დიდი დიაპაზონი;
15. ტემპერატურის კონტროლი - ციფრული, ±1°C სიზუსტით ან უკეთესი;
16. სწრაფი გათბობა - უნდა იყოს შესაძლებელი, გამაცხელებელი სისტემა
ნიადაგის ნაკადის სწრაფი დამუშავებისათვის;
17. გაგრილება - უნა იყოს გათვალისწინებული;
18. მორევა - ინტეგრირებული მორევის სისტემა, მაგნიტური შემრევი ან
ანალოგიური;
19. მორევის სიჩქარის კონტროლი - რეგულირებადი სიჩქარე;
20. სისტემის ინტერფეისი - უნდა იყოს ნიადაგების ჩამოსხმის ავტომატური
სისტემის მოდულის და/ან დოზირების - პერისტალტიკური ტუმბოს
დაკავშირების შესაძლებლობა;
21. ელექტრო მოთხოვნები - დენის წყარო /ელექტროკვება: 200–240 VAC 50 Hz, ერთფაზიანი;
სიმძლავრე [კვტ], A - არაუმეტეს 3.8 კვტ; 16A;
22. გაბარიტები - აპარატი უნდა იყოს კომპაქტური, მაგიდის ზედაპირზე
დასამონტაჟებელი კონსტრუქციის; მისი ზომები და წონა უნდა იყოს
სამაგიდე გამოყენებისთვის შესაბამისი (საორიენტაციო ზომა (H x W x D) სმ: 75 x 65 x 70
სმ ან ნაკლები).
აქსესუარები:
ყველა სამონტაჟო მასალა ინსტალაციისთვისა და ტრენინგისთვის;
ინსტრუმენტი უნდა იყოს მიწოდებული ნიადაგების დამზადებისა და
ჩამოსხმისათვის აუცილებელი და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული
სრული კომპლექტაციის ნაკრებით; უნდა იყოს გათვალისწინებული წყალთან და
კანალიზაციასთან მიერთების პორტი, სტანდარტული (¾” ხრახნული შეერთებით
ან შესაბამისი გადამყვანით).
II. ნიადაგების ჩამოსხმის ავტომატური სისტემა - 1 ნაკრები:
(შენიშვნა: მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად სისტემაში
შემავალი კომპონენტები უნდა იყოს ურთიერთთავსებადი)
1. მოთხოვნა - სრულად ავტომატიზირებული ინსტრუმენტი რომელიც
უზრუნველყოფს პეტრის ფინჯნებში ნიადაგის ჩამოსხმის შესაძლებლობას;
სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროტოკოლის სრული შესრულება ოპერატორის
ჩარევის გარეშე.
სისტემამ ადვილად უნდა დაამუშავოს პეტრის ფინჯნების სტანდარტული
ზომებისა და ფორმების ვარიაციები. სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს
ბაქტერიციდული ულტრაიისფერი ნათურით, რაც უზრუნველყოფს
დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე უბნების სისუფთავეს.
ფინჯნებზე ეტიკეტირება უნდა იყოს შესაძლებელი;
2. დანიშნულება - სტერილური ნიადაგის პეტრის ფინჯნების ავტომატური
დისპენსი; ჩამოსხმა ხდება აპარატში ინტეგრირებული პერისტალტიკური
ტუმბოს (ან სპეციალური ტუმბოს მეშვეობით);
3. პეტრის ფინჯნებთან თავსებადობა - სისტემას უნდა შეეძლოს სტანდარტული
ზომის: Ø 60 მმ და Ø 90 მმ (სასურველია: Ø 35 მმ) დიამეტრის პეტრის ფინჯნების
მხარდაჭერა და შევსება; აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ზომების
რიტორ(ებ)ითა და კარუსელ(ებ)ით;
4. ფინჯნის სიმაღლე (height) - პეტრის ფინჯნის სიმაღლე 12–26 მმ;
5. კარუსელის ტევადობა -მაქსიმალური ჩატვირთვის შესაძლებლობა:
არანაკლებ 200 პეტრის ფინჯანი ან მეტი;
6. მართვის სისტემა, ინტერფეისი და ბაზა - მიკროპროცესორული მართვა;
პროგრამირებადი, ციფრული კონტროლი; სენსორული ეკრანი /LCD დისპლეი ან
მსგავსი; ინსტრუმენტის ინტერფეისში უნდა იყოს ინტეგრირებული
საერთაშორისო ენა - ინგლისური;
უნდა იყოს პროგრამული რეჟიმების შესრულების შესაძლებლობა;
სისტემა პროგრამირებული და დაკალიბრებული უნდა იყოს პეტრის
ფინჯნ(ებ)ის ზომაზე;
7. შევსების სიჩქარე - წარმადობა - 500 ფინჯანი/სთ (15მლ) ან მეტი;
8. დოზირების ზღვრები - 1-99 მლ;
9. დოზირების სიზუსტე - ±1% ან უკეთესი;
10. შიდა სტერილურობა - პეტრის ფინჯნების შევსება უნდა ხდებოდეს UV
სინათლის თანხლებით სტერილურ გარემოში და უნდა დაეხუროს ფინჯანზე
თავი; უნდა იყოს მარტივად წმენდადი, ავტოკლავირებადი ნაწილები; ჩასხმის
შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს კარუსელის აღება;
11. ეტიკეტირება - შესაძლებელი უნდა იყოს პეტრის ფინჯანზე ეტიკეტირება
/ბეჭდვა შესაბამისი პრინტერით;
12. დისპენსერის ინტერფეისი - USB ან RS-232 ან RS-485 ან მსგავსი; უნდა იყოს
ნიადაგების მოსამზადებელ ავტოკლავთან ან დოზირების - პერისტალტიკური
ტუმბოს დაკავშირების შესაძლებლობა;
13. ელექტრო მოთხოვნები - დენის წყარო /ელექტროკვება: 200–240 VAC 50 Hz ერთფაზიანი;
სიმძლავრე - არაუმეტეს 800 ვატი;
14. გაბარიტები - აპარატი უნდა იყოს კომპაქტური, მაგიდის ზედაპირზე
დასამონტაჟებელი კონსტრუქციის; მისი ზომები და წონა უნდა იყოს
სამაგიდე გამოყენებისთვის შესაბამისი (საორიენტაციო ზომა: საბაზისო
მოდულის ზომა (H x W x D) სმ: საორიენტაციოდ 35 x 70 x 70 სმ ან ნაკლები);
აქსესუარები:
ყველა სამონტაჟო მასალა ინსტალაციისა და ტრენინგისთვის;
ინსტრუმენტი უნდა იყოს მიწოდებული სხვადასხვა ზომის პეტრის ფინჯნებში
ნიადაგების ჩამოსხმისათვის აუცილებელი და მწარმოებლის მიერ
რეკომენდირებული სრული კომპლექტაციის ნაკრებით;
სისტემა მიწოდებული უნდა იყოს შემდეგი დამატებითი პერიფერიული
მოწყობილობ(ებ)ით: 5 KVA-ის უწყვეტი ელ. კვების წყარო (Online UPS) ან ჩაშენებული
ბატარეის /აკუმულატორის მხარდაჭერა (სისტემა უნდა მოიცავდეს შესაბამის
უწყვეტი დენის წყაროს / UPS) - 1 ცალი.
III. პროგრამირებადი პერისტალტიკური ტუმბო, მიკრობიოლოგიურ
ლაბორატორიაში ნიადაგების ჩამოსხმა და დაფასოება - 1 ნაკრები:
(შენიშვნა: მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად სისტემაში
შემავალი კომპონენტები უნდა იყოს ურთიერთთავსებადი)
1. მოთხოვნა - პროგრამირებადი პერისტალტიკური ტუმბო უნდა იყოს მსუბუქი,
კომპაქტური და ადვილად სამართავი, მისი გადაადგილება და მონტაჟი უნდა
იყოს ადვილი. ყველა ფუნქციისა და პარამეტრის დაყენება უნდა იყოს
გამარტივებული და ხელსაწყო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი.
სხვადასხვა დოზირების პროტოკოლების შენახვა და დაწყება შესაძლებელი
უნდა იყოს ღილაკის დაჭერით;
2. დანიშნულება - პეტრის ფინჯნების შევსება და ცხელი, ბლანტი ნიადაგების
დოზირება;
3. სამუშაო რეჟიმი - ერთჯერადი და პროგრამული ავტომატიზირებული
დოზირება;
4. ტუმბოს ტიპი - პერისტალტიკური, სასურველია 2 არხიანი თავაკით;
5. დოზირების სიზუსტე - ±1% ან უკეთესი;
6. დისპენსირების სიჩქარე - რეგულირებადი;
7. ტემპერატურული მდგრადობა - თავსებადი ცხელი, მაღალი ტემპერატურის
ნიადაგების ჩამოსხმისათვის;
8. მართვის ინტერფეისი - ციფრული კონტროლი; ინსტრუმენტის ინტერფეისში
უნდა იყოს ინტეგრირებული საერთაშორისო ენა - ინგლისური;
უნდა გააჩნდეს პროგრამის, პარამეტრის არჩევის შესაძლებლობა;
9. კონსტრუქცია - ჰიგიენური დიზაინი - ადვილად წმენდადი, მილ(ებ)ის
დაბოლოება ავტოკლავირებადი მასალის;
10. ინტერფეისი - ინტერფეისი გარე კონტროლისთვის (USB ან RS-232 ან RS-485 ან მსგავსი),
თავსებადი უნდა იყოს ავტოკლავთან და ჩამომსხმელ სისტემასთან;
11. ელექტრო მოთხოვნები - დენის წყარო /ელექტროკვება: 200–240 VAC 50 Hz ერთფაზიანი;
სიმძლავრე - არაუმეტეს 150 ვტ;
12. გაბარიტები - აპარატი უნდა იყოს კომპაქტური, მაგიდის ზედაპირზე
დასამონტაჟებელი კონსტრუქციის; მისი ზომები და წონა უნდა იყოს
სამაგიდე გამოყენებისთვის შესაბამისი;
აქსესუარები
ყველა სამონტაჟო მასალა ინსტალაციისთვის და სათანადო
გამოყენებისთვის;
ინსტრუმენტი უნდა იყოს მიწოდებული ნიადაგების დამზადებისა და
ჩამოსხმისათვის აუცილებელი და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული
სრული კომპლექტაციის ნაკრებით.
გარანტია:
საგარანტიო პერიოდი - ინსტალაციის დასრულებიდან 24 თვე; ინსტალაცია
დასრულებულად ჩაითვლება როდესაც აპარატი გაიმართება, პარამეტრები
შემოწმდება/დაკალიბრდება და შესაძლებელი იქნება პრაქტიკაში
გამოყენება;
საგარანტიო პირობები მოიცავს ნაწილებს და ადგილზე შეკეთებას
(/სატენდერო ფასში უნდა შეიცავდეს ყველა მომსახურებას და გადასახადს).
ტრენინგი:
ტრენინგი/პერსონალის სწავლება:
პრეტენდენტმა უნდა ჩაატაროს მომხმარებლის შესაბამისი ტრენინგი ამ
ტენდერში შემავალი აღჭურვილობის ეფექტური და უპრობლემოდ
გამოყენებისათვის სასწავლო ცენტრებში ან მიწოდების ადგილზე
(/საკონკურსო ფასში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა მომსახურება და
ხარჯი);
შენიშვნა:
სპეციფიკაცია - მისაღები ლიმიტ(ებ)ი/შესაძლო გადახრა:
მოთხოვნილ და შემოთავაზებულ პარამეტრებს შორის გადახრა დასაშვებია
საორიენტაციოდ 10%-ის ფარგლებში;
სურათები წარმოდგენილია ვიზუალური აღქმისთვის.
შენიშვნა:
* პროდუქცია უნდა განთავსდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი რისკის
შემცველ ლაბორატორიაში;
* საგარანტიო პერიოდში საინჟინრო მომსახურება უნდა მოხდეს სპეციალური
დაცვის საშუალებებით, ტანსაცმლით და რეჟიმის დაცვით;
* შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს
ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე;
* შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და
ეტიკეტებზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
* პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური
ნორმებისა და პირობების დაცვით;
* მიმწოდებელი პასუხისმგებელია შემსყიდველის წინაშე შესყიდვის
ობიექტის ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში,
რომელიცგამოწვეული იქნება არასწორი შეფუთვით;
* მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება.
ასევე ტრანსპორტირება/მიწოდების ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების
უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით;
* შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო
დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს;
* დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.