Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #66699579)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Agriculture of Adjara Autonomous Republic
Номер конкурса: 66699579
Дата публикации: 02-09-2025
Сумма контракта: 22 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016096
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.09.2025 17:55
Начало приема предложения 08.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 22`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80500000 - Образовательные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სამინისტროს 2025 წლის პროგრამის „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ქვეპროგრამის „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ ღონისძიების „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა“ ფარგლებში სოფლად მცხოვრები ქალების გადამზადება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 110.00 GEL
Размер гарантии 220 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamila chkhartishvili :: 20.08.2025 15:54
  • Последнее исправление: madona samnidze :: 02.09.2025 17:55
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645521&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სამინისტროს 2025 წლის პროგრამის „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ქვეპროგრამის „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ ღონისძიების „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა“ ფარგლებში სოფლად მცხოვრები ქალების გადამზადება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

ღონისძიების ფარგლებში ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) შეირჩევა ხუთი მენტორი ქალი, რომელთაც აქვთ აგრარული სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით წარმატებული საქმიანობა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. ისინი პირად გამოცდილებაზე დაყრდნობითა და შესაბამისი უნარებისა და თეორიული ცოდნის გაზიარების მიზნით მუნიციპალიტეტებში გადაამზადებენ ადგილზე შერჩეულ სოფლად მცხოვრებ ქალებს (არანაკლებ 8 და არაუმეტეს 10 მონაწილე ქალი თითო მუნიციპალიტეტში), რომლებიც მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას კონკრეტული საქმიანობის შესახებ. ასევე მოხდება პრაქტიკული საველე გასვლა ადგილზე მენტორი ქალის წარმოების გასაცნობად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. ჯამში გადამზადება მოიცავს 3 დღეს, საიდანაც 2 დღე დაეთმობა თეორიული ტრენინგის ჩატარებას, ხოლო 1 დღე საველე გასვლას.

1. სოფლად მცხოვრები ქალების გადამზადების ღონისძიების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.1. ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) სატრენინგო სივრცით უზრუნველყოფა - სატრენინგო სივრცე უნდა იყოს კეთილმოწყობილი და აღჭურვილი შესაბამისი ავეჯით არანაკლებ 9 და არაუმეტეს 11 პირზე (მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული მსმენელი საკანცელარიო ნაკრებით (ზამბარიანი რვეული, ბურთულიანი კალამი), ასევე დაფით და დაფის მარკერით, საჭიროების შემთხვევაში - პროექტორი, პროექტორის ეკრანი, კომპიუტერი/ლეპტოპი, ინტერნეტი)).
1.2. ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) სატრენინგო სივრცეში ხუთი მენტორი ქალის მიერ ტრენინგის ჩატარება - 2 დღე, დღეში არანაკლებ 3 საათით.
1.3. ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ხუთი მენტორი ქალის მიერ საველე ტრენინგის განხორციელება მენტორი ქალის წარმოების გასაცნობად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად - 1 დღე, არანაკლებ 6 საათით.
1.4. მენტორი ქალისა და სოფლად მცხოვრები ქალების (არანაკლებ 9 და არაუმეტეს 11 პირის თითოეულ მუნიციპალიტეტში) ტრანსპორტით მომსახურება საცხოვრებელი ადგილიდან სატრენინგო სივრცემდე და უკან - 2 დღე.
1.5. მენტორი ქალისა და სოფლად მცხოვრები ქალების (არანაკლებ 9 და არაუმეტეს 11 პირის თითოეულ მუნიციპალიტეტში) ტრანსპორტით მომსახურება საცხოვრებელი ადგილიდან მენტორი ქალის საწარმომდე და უკან - 1 დღე.
1.6. მუნიციპალიტეტებში სატრენინგო სივრცეში ტრენინგის დაწყებამდე ყავაზე შესვენება - ცივი და ცხელი სასმელები, დესერტი არანაკლებ 3 სახეობა, არაუმეტეს 11 პირისათვის თითოეულ მუნიციპალიტეტში.
1.7. მესამე დღეს საველე ტრენინგის დაწყებამდე - ცივი და ცხელი სასმელები, დესერტი. შესვენებაზე სადილი - უზრუნველყოფილი ცივი და ცხელი სასმელებით, დესერტით არანაკლებ 3 სახეობა და კანაპე მენიუ, არაუმეტეს 11 პირისათვის თითოეულ მუნიციპალიტეტში.
1.8. ღონისძიების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით ტრენინგზე მსმენელთა დასწრების შესახებ ინფორმაცია, მსმენელებისა და მენტორი ქალების ხელმოწერებით დამოწმებული.
1.9. ღონისძიების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გადამზადებული სოფლად მცხოვრები ქალებისათვის სერტიფიკატების გადაცემა შემსყიდველის სახელით, ტექსტი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით.

2. მიმწოდებელმა პირველ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ქვემოთ ჩამოთვლილი დარგების მიხედვით მენტორი ქალების შერჩევა შემდეგი კრიტერიუმებით:
- მენტორი ქალი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, 21 წლიდან 65 წლამდე.
- სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმატებულ საქმიანობას ახორციელებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, კერძოდ:
• ხულოს მუნიციპალიტეტი - მესაქონლეობა და რძის პროდუქტების წარმოება;
• შუახევის მუნიციპალიტეტი - მეფუტკრეობა;
• ქედის მუნიციპალიტეტი - მეღვინეობა;
• ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - აგროტურიზმი;
• ქობულეთის მუნიციპალიტეტი - ჩირის წარმოება.

მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) გადასამზადებელი სოფლად მცხოვრები ქალების (არანაკლებ 8 და არაუმეტეს 10 ქალი თითოეულ მუნიციპალიტეტში) შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ქალი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, 18 წლის ასაკის და ზემოთ;
- მცხოვრები ერთ-ერთ შესაბამის მუნიციპალიტეტში.

3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გადასამზადებელი სოფლად მცხოვრები ქალებისა და მენტორი ქალების სახელობითი სიის წარმოდგენა შემსყიდველთან შესათანხმებლად. სოფლად მცხოვრები ქალებისა და მენტორი ქალების სახელობითი სიის შედგენა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან მიღებული წერილობითი კორესპონდეციების საფუძველზე. სიასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მენტორი ქალების წერილობითი თანხმობა ზემოაღნიშნული ტენდერის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისიძიებებში მონაწილების შესახებ.

4. ტრენინგის დაწყების თარიღი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. ტრენინგის დაწყებამდე 2 დღით ადრე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მენტორი ქალის მიერ შედგენილი შესაბამისი თემატიკის წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც 3 დღის განმავლობაში სოფლად მცხოვრებ ქალებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას კონკრეტული აგრარული საქმიანობის მიმართულებით.

5. მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

შენიშვნა: ტექნიკური დავალება დანართის სახით დაერთვება გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და სავალდებულო იქნება მისი ყოველი პუნქტის შესრულება.

პრეტენდენტის ხელმოწერა -------------------------

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 01 აგვისტოდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში გაწეული (დასრულებული) უნდა ჰქონდეს ანალოგიური სირთულის, ხასიათისა და შინაარსის ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება არანაკლებ 2 (ორი). ანალოგიური სირთულის, ხასიათისა და შინაარსის ღონისძიებების მომსახურებად ჩაითვლება მომსახურება, რომელიც მოიცავს ადამიანთა ჯგუფებისათვის (არანაკლებ 10 ადამიანი) ქვემოთ ჩამოთვლითაგან გაწეული მომსახურებების არანაკლებ ორ კომპონენტს: ტრენინგის/გადამზადების ორგანიზება, კვება, ტრანსპორტირება ან/და ტრენინგის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებს.
ბ) აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და სხვა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR ან სხვა არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენა.
გ) ინფორმაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი #3 სახით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იქნას:

1. ტექნიკური დავალება - დანართი N1, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად;
2. ფასების ცხრილი - დანართი N2-ის მიხედვით;
3. ინფორმაცია და დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ა) თუ ერთიან ელექტორნულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. აღნიშნული დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის საქმიანობის კანონმდებლობის ფორმით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.
გ) წარმოდგენილ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ფასების ცხრილი, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის/ინვოისის წარმოდგენის შემდეგ.
3. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ანგარიშფაქტურის/ინვოისის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამილა ჩხარტიშვილი, 577726363, chkhartishvili.t@gmail.com ატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის – „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/დასატენდერო კომისიის აპარატში ქ. ბათუმი, აკ. მ. კომახიძისქუჩა N119, მე–5 სართული. საკონტაქტო პირი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესყიდვების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამილა ჩხარტიშვილი (422) 24-78-49. ტელ: 577 72 63 63, sheskidvebistvis@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების შესაბამისად.
10.1.2. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ).
10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში მითითებული ერთეული და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
10.1.4. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ფასების ცხრილი ან წარმოდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.1.5. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.6. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტორნული ხელმოწერით დამოწმებული.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.9. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru