1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი
პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და
ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4 თანხმობა მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ პრეტენდენტის მიერ
ხელმოწერილი ან/და
ბეჭედდასმული ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად და წარმოდგენილი უნდა იქნას
ჩამონათვალში მოცემული ტექნიკის სახეობების უცვლელად და მინიმალური
რაოდენობის გათვალისწინებით.
1.2.5 მიწოდების ვადა - ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად,
ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით. ამასთან 2025
წლის 25 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს სამუშაოების სახელშეკრულებლო
ღირებულების 200 000 (ორასი ათასი ) ლარის ოდენობით.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.7 შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი)
სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველს შესათანხმებლად წარმოუდგინოს
შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი
მასალების ლაბორატორიული გამოცდები და მოთხოვნის შემთხვევაში
წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს
გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები და სხვა).
1.2.9 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს
მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი სავარაუდო
ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური
სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის
სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის
ოდენობის შესაბამისად.
1.2.10 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამის
სამსახურებთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა,
1.2.11 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით,
წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით.
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია
განისაზღვროს ხელშეკრულების ღირებულების 0,02 %-ის ოდენობით, ხოლო
სამუშაოების დაწყების ვადის 3 (სამი) კალენდარული დღის გადაცილების
შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს
ხელშეკრულება. შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების
შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად
შემსყიდველის სასარგებლოდ;
1.2.13 იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ
აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,
შემსყიდველი ან/და მისი უფლებამოსილი პირი აცნობებს მიმწოდებელს
შემოწმების შედეგებს დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების
მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი
შეხედულებისამებრ განუსაზღვროს მიმწოდებელს გონივრული ვადა
დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით. წერილობით განსაზღვრული
ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში
მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო
ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე,
შემსყიდველის მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის ბოლო თარიღიდან
დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე.
1.2.14 სამუშაოების შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში
მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო
ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
1.2.15 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის
შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს
ხელშეკრულება;
1.2.16 შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, სამუშაოების (ან
მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული
სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური
ზედამხედველის მიერ;
1.2.17 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი;
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს
შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი
პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით.
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს სამშენებლო ობიექტებზე
ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/
ბეტონის ნარევით.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და
სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს
შესაბამის ზედამხედველობას.
1.2.21 სამუშაო ადგილის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედების მინიმუმადე დაყვანა.
1.2.22 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში წარმოგენილ გამოცდილების დასადასტურებლად, უცხო ქვეყანაში
შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების
უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი
საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ
უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
1.2.23 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან, და ა. შ.
1.2.24 მიმწოდებელმა ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე
(დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 2 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X
150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ
წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან
შეთანხმებით.
1.2.25 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული
განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების
სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე
განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება
შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს დამკვეთთან.
1.2.26 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს
ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა
განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლოდარჩენილი 2,5%-ის
გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის
შემდეგ.
1.2.27 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის
ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის
წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა.
გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ
ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში,
რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა
აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.