Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различые продукты питания (Грузия - Тендер #66616591)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 66616591
Дата публикации: 29-08-2025
Сумма контракта: 23 322


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015927
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.08.2025 20:19
Начало приема предложения 06.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.09.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 23`322.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15800000-Различые продукты питания
Коды классификатора
  • 15811100 - Хлеб
  • 15821150 - Сухари
  • 15831000 - Сахар
  • 15831600 - Мед
  • 15842000 - Шоколад и сладкие изделия
  • 15842200 - Продукты на основе шоколада
  • 15842300 - Сладости
  • 15870000 - Травы и специи
  • 15871110 - Уксус или эквивалент
  • 15871210 - Соевый соус
  • 15871230 - Кетчуп
  • 15871250 - Горчица
  • 15871273 - Майонез
  • 15872000 - Ароматические травы и пряности
  • 15872100 - Перец
  • 15872300 - Ароматические травы
  • 15872400 - Соль
  • 15898000 - Дрожжи
  • 15899000 - Порошок для выпечки
Срок подачи მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ეკონომიკური შემოსავლის დაფინანსები ფარგლებში, კვების ობიექტისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 233.00 GEL
Размер гарантии 233 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan iobashvili :: 26.08.2025 13:32
  • Последнее исправление: levan iobashvili :: 29.08.2025 20:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=646153&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ეკონომიკური შემოსავლის დაფინანსები ფარგლებში, კვების ობიექტისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტების (CPV15800000) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სატენდერო წინადადების წარმოდგენისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: ფასების ცხრილში მოცემული რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის მიხედვითაც და საჭიროების ფარგლებშიც მოხდება მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ცხრილში მოცემული საქონლის რაოდენობა.

მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებული ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება კლებადობის პრინციპით არასწორად განფასებულ პოზიციაზე.

შემსყიდველი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯებით ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების განმავლობაში ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციაში შემოწმება.


შესყიდვის ობიექტების დასახელება, მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები, რაოდენობა და ერთეულის ზღვრული უმაღლესი ფასი იხილეთ დანართი N2-ის სახით:

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2. საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ, მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშო დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შემსყიდველი ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებულ მისაწოდებელ საქონელზე მოთხოვნას, საქონლის შესაბამისი სახეობებისა და რაოდენობის მითითებით ადგენს და წერილობით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადასცემს/უგზავნის მიმწოდებელს;
1.5.2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს დღის 12:00 სთ -ისა.
1.5.3. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება შემდეგ მისამართებზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2 (თსუ მაღლივი კორპუსი), ჭავჭავაძის გამზ. N1 (თსუ პირველი კორპუსი).
1.5.4. ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება შეიტანოს გრაფიკში ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1. მიწოდებული საქონელი არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, სურსათის უვნებლობა, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
1.7.2. მოწოდებული საქონლი უნდა შეესაბამებოდეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმების“ მოთხოვნებს.
1.7.3. მიწოდებული საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირებისას მომწოდებლის მიერ დაცული უნდა იქნას „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმების“ მოთხოვნები;
1.7.4. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა ფასების ცხრილით (დანართი 1) განსაზღვრული ვადით;
1.7.5. მიწოდებული საქონლის, ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
1.7.6. უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
1.7.7. მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სურსათს და უვნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
1.7.8. უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის N146 დადგენილებით დამტკიცებული „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
1.7.9. შემსყიდველისათვის მიწოდებული სურსათის ყოველი პარტია უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით.
1.7.10. საკმაზ-სანელებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილებას „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის მწარმოებელი სუბიექტის, ერთეულის ფასისა და საერთო ფასის შესახებ, რომელიც აღნიშნული უნდა იყოს 1.3 პუნქტის ფასების ცხრილი-დანართი #1-ის შესაბამის გრაფაში.

მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია ან/და მწარმოებელი სუბიექტი ან/და ინდ.მეწარმე ან/და ფიზიკური პირი.

- დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლი სუბიექტის შესახებ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება დასრულებულია“ თარიღში, პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება დასრულებულია“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.
2.7.1.1.2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე.

2.7.1.2 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი.
2.7.1.2.1. თუ ზემოაღნიშნული დოკუმენტი გაცემულია 2024 წლის 1 ნოემბრამდე, პრეტენდენტი აგრეთვე ვალდებულია წარმოადგინოს საწარმოზე 2024 წლის 1 ნოემბრის შემდეგ უკანასკნელად განხორციელებული ინსპექტირების დამადასტურებელი შესაბამისობის შეფასების აქტი, რომელიც შევსებული და ხელმოწერილი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის-ინსპექტორის მიერ, ასევე შესაძლებელია აქტი დამოწმებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით. აღნიშნული აქტიდან უნდა დგინდებოდეს, რომ საწარმოს არ აქვს შეუსაბამობა (არც კრიტიკული და არც არაკრიტიკული).

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილით მე-20; 27-ე; 28-ე, 29-ე, 30-ე, 36-ე და 37-ე პოზიციით განსაზღვრული შესაბამისი შესყიდვის ობიექტის არანაკლებ ერთი ერთეული ნიმუში.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ.#1 , თსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი #016, შესყიდვების განყოფილება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1.ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებული საქონლის რაოდენობის შესაბამისად, ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი დადებითი დასკვნის, მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა) საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7.2.2. ანაზღაურება „მიმწოდებელთან“ განხორციელდება შემსყიდველის მიერ წარდგენილი შეკვეთით, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის ღირებულების მიხედვით, შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდების ვადის ამოწურვის მომენტისათვის, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დარჩენილი/ასათვისებელი თანხა დარჩება „შემსყიდვეთან“ და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს „ხელშეკრულების მხარეების“ შორის;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებული საქონლის რაოდენობის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა) და ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის დადებითი დასკვნის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან იობაშვილი, 593728648, levan.iobashvili@tsu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10.1.6. პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7. პრეტენდენტი აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები და ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru