1.2.1. მომსახურება გაწეული უნდა იქნას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 8-15 წლის, აფხაზეთიდან დევნილი 20 შშმ
მოზარდისა და მათი მშობლის/მეურვის ტრენინგები.
1.2.2. მიმწოდებელი უნდა დაუკავშირდეს პროექტში მონაწილე ბენეფიციარების
მშობლებს/მეურვეებს (20 ბენეფიციარი, რომლის სიას მიაწვდის შემსყიდველი),
რათა მიაწოდოს დამატებითი დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარების, მათი
მშობლების/მეურვეების და პროექტის მონიტორინგის მიზნით გაგზავნილი
სამინისტროს 2 წარმომადგენლის ტრანსპორტირება (ქ. თბილისიდან და
საჭიროების შემთხვევაში ქ.ზუგდიდან (ლოკაცია) სასტუმრომდე და უკან).
მგზავრობისას ორივე გზაზე (სასტუმრომდე და უკან) ჯგუფს/ჯგუფებს თან უნდა
ახლდეს მინიმუმ ერთი ლიდერი ან ტრენერი. მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს 5 დღიანი (5 კალენდარული დღე, დისლოკაციის ადგილზე ჩასვლისა
და თბილისში/ზუგდიდში გამომგზავრების დღეების ჩათვლით) სატრენინგო
მომსახურება (ლოკაცია) 42 პერსონისთვის (20 ბენეფიციარი, მათი 20
მშობელი/მეურვე და სამინისტროს 2 წარმომადგენელი). თითოეული მონაწილე
უნდა განთავსდეს მაქსიმუმ 2 ადგილიან ოთახებში მშობელთან/მეურვესთან
ერთად, ხოლო სამინისტროს თითოეული წარმომადგენელი უნდა განთავსდეს
ცალ-ცალკე არასაზიარო ოთახებში.
პროექტის კოორდინატორის, პროექტის მონაწილეების, მათი
მშობლების/მეურვეების, ტრენერების, ლიდერების სამინისტროს
წარმომადგენლების განთავსება უნდა განხორციელდეს ერთ კომპლექსში,
იმავე სასტუმროში, რომელშიც ჩატარდება ტრენინგები.
1.2.3. სასტუმრო არ უნდა იყოს „საოჯახო ტიპის“, არ უნდა იყოს განთავსებული
საცხოვრებელი სახლის ნაწილში ან მიწის ქვეშ. სასტუმრო უნდა იყოს
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი (მიმწოდებელმა განაცხადის
შევსებისას უნდა წარადგინოს სასტუმროს დასახელება, სასტუმროს
შესაბამისი ფოტოები (ოთახები, სველი წერტილი, სასადილო, საკონფერენციო
დარბაზი და სხვა). სასტუმროს ნომრები განთავსებული უნდა იყოს ერთ
შენობაში; ნომრებში სასურველია იდგეს ცალ-ცალკე საწოლები (გასაშლელი
საწოლები არ მოიაზრება). სასტუმროს ნომრები აღჭურვილი უნდა იყოს
ინდივიდუალური სველი წერტილებით, ტელევიზორით, გათბობა-გაგრილების
სისტემით, ინტერნეტით (WIFI); სასტუმროს ნომრებში უნდა იყოს მუდმივი
წყალმომარაგება (ცხელი და ცივი წყალი) და უწყვეტი ელექტრომომარაგება;
ოთახების სველ წერტილებში სტუმრებს უნდა დახვდეთ ჰიგიენური
საშუალებები: პირსახოცი, საპონი, შამპუნი, თეთრეული, ოთახის ერთჯერადი
ფეხსაცმელი და სხვა; სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს
პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად; სასტუმროში ყოფნის
პერიოდში, სასტუმროს პერსონალმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების
პირადი ნივთების უსაფრთხოება. ნომრებში თითოეულ მონაწილისთვის უნდა
იყოს არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყალი დღეში.
სასტუმროში პროექტის მონაწილეების ყოფნის განმავლობაში დაუშვებელია
სხვა, უცხო სტუმრების განთავსება. სასტუმროს უნდა ჰქონდეს იზოლირებული,
გამწვანებული ტერიტორია და შემოღობილი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება
გარე აქტივობის ჩატარება. სასტუმროს ეზო უნდა იყოს კეთილმოწყობილი,
სასტუმროს უნდა ჰქონდეს შიდა და გარე მოსასვენებელი სივრცე.
შენიშვნა: რამდენიმეადგილიან ნომერში ერთი ადამიანის განთავსების
ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ერთ ადგილიან ნომერში განთავსების
ღირებულებას.
1.2.4. სასტუმროს უნდა ჰქონდეს საკონფერენციო დარბაზი ტრენინგებისთვის
(არანაკლებ 40 პერსონაზე). მიმწოდებელმა საკონფერენციო დარბაზი უნდა
უზრუნველყოს არანაკლებ 1 პროექტორით, ერთი დინამიკით, არანაკლებ 1 ცალი
ფლიფჩარტის დაფით, შესაბამისი ფურცლებით, ლეპტოპით და ტრენინგისთვის
სხვა საჭირო შესაბამისი რაოდენობის საკანცელარიო ნივთებით და
ინვენტარით (დანართის შესაბამისად). საკონფერენციო დარბაზში
ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტი (WIFI) და გააჩნდეს შესაბამისი საჰაერო
ვენტილაცია და გაგრილების სისტემა. თითოეული პერსონისათვის არანაკლებ
0,5 ლიტრი სასმელი წყლით ტრენინგების მიმდინარეობის პერიოდში.
1.2.5. სასტუმროს უნდა ჰყავდეს 24 საათიანი დაცვის სამსახური, დაცული უნდა
იყოს უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროში უნდა ხორციელდებოდეს
ვიდეოკონტროლი.
1.2.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა (42) სრულფასოვანი კვებით
მომსახურება (შვედური მაგიდა): სამჯერადი კვება, შემოთავაზებული მენიუ
უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის და ცვალებადი.
• საუზმე: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი, სამი სახის ძეხვეული, სამი
სახის გარნირი, სამი სახის რძის ნაწარმი, ორი სახის დესერტი და ორი სახის
ცომეული, ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა
იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• სადილი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი, მათ
შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ
მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სულ მცირე 2
სახის სეზონური ხილის ასორტი, ორი სახის ცომეული და დესერტი. ასევე
სასმელები ყავა, ჩაი, წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (წყალი,
ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• ვახშამი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი),
სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი
სახის ბოსტნეულის სალათი, სამი სახის გარნირი, სამი სახის ძეხვეული,
სამი სახის რძის ნაწარმი, სამი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული.
ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს
შეუზღუდავი რაოდენობით).
მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო
თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს
საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი. კვების რაციონის მენიუ
წინასწარ უნდა იყოს გადმოგზავნილი და შეთანხმებული.
სასადილო ოთახი უნდა იყოს აღჭურვილი გამართული სავენტილაციო სისტემით
და კონდიციონერით და დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. კვებითი
მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია
საცხოვრებელი ფართები (ნომრები).
1.2.7. მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს ტერიტორიაზე უნდა
უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. პროექტის
მიმდინარეობისას ადგილზე უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის
მქონე მედიცინის მუშაკი.
1.2.8. მიმწოდებელმა, (ლოკაცია) გამგზავრებამდე კვირეულის მონაწილეთა
მშობლებს/მეურვეებს უნდა შეავსებინოს ე.წ. მშობლის თანხმობის ფორმა
(თანხმობის ფორმას მიმწოდებელს მიაწვდის შემსყიდველი). შევსებული
ფორმები პროექტის დასრულების შემდეგ უნდა ჩაბარდეს შემსყიდველს.
1.2.9. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა
ტრანსპორტირება შესაბამისი ტექნიკურად გამართული ტრანსპორტით
თბილისიდან და საჭიროების შემთხვევაში ზუგდიდიდან დისლოკაციის
ადგილამდე და მათი უკან დაბრუნება პროექტის დასრულების შემდეგ.
ტრანსპორტირების კონკრეტულ დროსა და ადგილს, აგრეთვე მონაწილეთა
რაოდენობას (სია) მიმწოდებელს გადასცემს შემსყიდველი. ტრანსპორტი
უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამართული კონდიცირების სისტემით.
1.2.10. მიმწოდებელს ადგილზე უნდა ჰყავდეს პროექტის 1 კოორდინატორი, მინიმუმ
2 ტრენერი და მინიმუმ 2 ლიდერი, რომლებიც უხელმძღვანელებენ კვირეულის
აქტივობებს. მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს კვირეულის დღის წესრიგი
შესაბამისი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობებითა და ტრენინგ-
პროგრამით.
კ კვირეულის ტრენინგ-პროგრამა უნდა მოიცავდეს:
მშობლებისთვის:
• შვილის განვითარების თავისებურებების გაცნობიერება, მისი
მხარდაჭერა და ემოციური თანადგომა
• სტრესი, დაბნეულობა და განტვირთვის ტექნიკები
• მშობლის როლი შვილის განვითარების პროცესში
• ბავშვთან თანაზიარობა და ურთიერთობის გაღრმავება
• სახელმწიფო სერვისები შშმ დევნილებისთვის: შენი უფლება, შენი
რესურსი
მოზარდებისთვის:
• თვითშემეცნება და თვითშეფასება
თვითგამოხატვის წახალისება ხატვის, სიმბოლოს შექმნისა და ფერთა
საშუალებით
• ემოციების გაცნობიერება და გამოხატვა
მოძრაობითი თერაპია, თავისუფალი ცეკვა და სხეულის ენით ემოციური
თვითგამოხატვა
• კომუნიკაციის უნარების გაძლიერება
ჯგუფური სიმღერა, მუსიკალური თამაშები და სხვა
• შემოქმედებითი აზროვნება
სხვადასხვა კრეატიული ნამუშევრების შექმნა დაგამოფენა/პრეზენტაცია
მიმწოდებელმა კვირეულის მსვლელობისას შემსყიდველს ეტაპობრივად უნდა
მიაწოდოს აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. პროექტის
დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა
მიაწოდოს კვირეულის ამსახველი 3 წუთიანი ვიდეორგოლი.
1.2.11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის მონაწილეები
პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული სამოსით (ჰუდებით).
მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს შესაბამისი რაოდენობის სერტიფიკატები,
როგორც მონაწილეებისთვის, ასევე, მათი მხარდამჭერი
პირების/მშობლებისთვის (ფორმატი A-4, სერტიფიკატების დიზაინი უნდა
შეთანხმდეს შემსყიდველთან). შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს
სერთიფიკატების მოწოდება ღონისძიების ჩატარებდამდე მინ. 1 დღით ადრე.
რაოდენობა 40 ცალი.
1.2.12. მიმწოდებელმა უნდა დააორგანიზოს პროექტის დასრულების ღონისძიება
ფურშეტით 50 პერსონაზე (მონაწილეებისა და ოფიციალური სტუმრებისათვის)
პროექტის ბოლო დღეს, ან პროექტის დასრულებამდე ერთი დღით ადრე.