Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #66520718)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Justice and Civil Integration of the Autonomous Republic of Abkhazia
Номер конкурса: 66520718
Дата публикации: 26-08-2025
Сумма контракта: 46 507


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015611
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.08.2025 12:06
Начало приема предложения 01.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 46`507.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80522000 - Обучающие семинары
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 465.00 GEL
Размер гарантии 465 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gocha kharaishvili :: 26.08.2025 11:53
  • Последнее исправление: gocha kharaishvili :: 26.08.2025 12:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=646122&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პროექტის „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ სატრენინგო მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მომსახურება გაწეული უნდა იქნას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 8-15 წლის, აფხაზეთიდან დევნილი 20 შშმ მოზარდისა და მათი მშობლის/მეურვის ტრენინგები.
1.2.2. მიმწოდებელი უნდა დაუკავშირდეს პროექტში მონაწილე ბენეფიციარების მშობლებს/მეურვეებს (20 ბენეფიციარი, რომლის სიას მიაწვდის შემსყიდველი), რათა მიაწოდოს დამატებითი დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარების, მათი მშობლების/მეურვეების და პროექტის მონიტორინგის მიზნით გაგზავნილი სამინისტროს 2 წარმომადგენლის ტრანსპორტირება (ქ. თბილისიდან და საჭიროების შემთხვევაში ქ.ზუგდიდან (ლოკაცია) სასტუმრომდე და უკან). მგზავრობისას ორივე გზაზე (სასტუმრომდე და უკან) ჯგუფს/ჯგუფებს თან უნდა ახლდეს მინიმუმ ერთი ლიდერი ან ტრენერი. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 5 დღიანი (5 კალენდარული დღე, დისლოკაციის ადგილზე ჩასვლისა და თბილისში/ზუგდიდში გამომგზავრების დღეების ჩათვლით) სატრენინგო მომსახურება (ლოკაცია) 42 პერსონისთვის (20 ბენეფიციარი, მათი 20 მშობელი/მეურვე და სამინისტროს 2 წარმომადგენელი). თითოეული მონაწილე უნდა განთავსდეს მაქსიმუმ 2 ადგილიან ოთახებში მშობელთან/მეურვესთან ერთად, ხოლო სამინისტროს თითოეული წარმომადგენელი უნდა განთავსდეს ცალ-ცალკე არასაზიარო ოთახებში.

პროექტის კოორდინატორის, პროექტის მონაწილეების, მათი მშობლების/მეურვეების, ტრენერების, ლიდერების სამინისტროს წარმომადგენლების განთავსება უნდა განხორციელდეს ერთ კომპლექსში, იმავე სასტუმროში, რომელშიც ჩატარდება ტრენინგები.

1.2.3. სასტუმრო არ უნდა იყოს „საოჯახო ტიპის“, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილში ან მიწის ქვეშ. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი (მიმწოდებელმა განაცხადის შევსებისას უნდა წარადგინოს სასტუმროს დასახელება, სასტუმროს შესაბამისი ფოტოები (ოთახები, სველი წერტილი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი და სხვა). სასტუმროს ნომრები განთავსებული უნდა იყოს ერთ შენობაში; ნომრებში სასურველია იდგეს ცალ-ცალკე საწოლები (გასაშლელი საწოლები არ მოიაზრება). სასტუმროს ნომრები აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილებით, ტელევიზორით, გათბობა-გაგრილების სისტემით, ინტერნეტით (WIFI); სასტუმროს ნომრებში უნდა იყოს მუდმივი წყალმომარაგება (ცხელი და ცივი წყალი) და უწყვეტი ელექტრომომარაგება; ოთახების სველ წერტილებში სტუმრებს უნდა დახვდეთ ჰიგიენური საშუალებები: პირსახოცი, საპონი, შამპუნი, თეთრეული, ოთახის ერთჯერადი ფეხსაცმელი და სხვა; სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად; სასტუმროში ყოფნის პერიოდში, სასტუმროს პერსონალმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების პირადი ნივთების უსაფრთხოება. ნომრებში თითოეულ მონაწილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყალი დღეში.

სასტუმროში პროექტის მონაწილეების ყოფნის განმავლობაში დაუშვებელია სხვა, უცხო სტუმრების განთავსება. სასტუმროს უნდა ჰქონდეს იზოლირებული, გამწვანებული ტერიტორია და შემოღობილი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება გარე აქტივობის ჩატარება. სასტუმროს ეზო უნდა იყოს კეთილმოწყობილი, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შიდა და გარე მოსასვენებელი სივრცე.

შენიშვნა: რამდენიმეადგილიან ნომერში ერთი ადამიანის განთავსების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ერთ ადგილიან ნომერში განთავსების ღირებულებას.

1.2.4. სასტუმროს უნდა ჰქონდეს საკონფერენციო დარბაზი ტრენინგებისთვის (არანაკლებ 40 პერსონაზე). მიმწოდებელმა საკონფერენციო დარბაზი უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 1 პროექტორით, ერთი დინამიკით, არანაკლებ 1 ცალი ფლიფჩარტის დაფით, შესაბამისი ფურცლებით, ლეპტოპით და ტრენინგისთვის სხვა საჭირო შესაბამისი რაოდენობის საკანცელარიო ნივთებით და ინვენტარით (დანართის შესაბამისად). საკონფერენციო დარბაზში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინტერნეტი (WIFI) და გააჩნდეს შესაბამისი საჰაერო ვენტილაცია და გაგრილების სისტემა. თითოეული პერსონისათვის არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყლით ტრენინგების მიმდინარეობის პერიოდში.

1.2.5. სასტუმროს უნდა ჰყავდეს 24 საათიანი დაცვის სამსახური, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროში უნდა ხორციელდებოდეს ვიდეოკონტროლი.

1.2.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა (42) სრულფასოვანი კვებით მომსახურება (შვედური მაგიდა): სამჯერადი კვება, შემოთავაზებული მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის და ცვალებადი.

• საუზმე: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი, სამი სახის ძეხვეული, სამი სახის გარნირი, სამი სახის რძის ნაწარმი, ორი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული, ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• სადილი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი, მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სულ მცირე 2 სახის სეზონური ხილის ასორტი, ორი სახის ცომეული და დესერტი. ასევე სასმელები ყავა, ჩაი, წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• ვახშამი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სამი სახის გარნირი, სამი სახის ძეხვეული, სამი სახის რძის ნაწარმი, სამი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული. ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).

მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი. კვების რაციონის მენიუ წინასწარ უნდა იყოს გადმოგზავნილი და შეთანხმებული.

სასადილო ოთახი უნდა იყოს აღჭურვილი გამართული სავენტილაციო სისტემით და კონდიციონერით და დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. კვებითი მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი ფართები (ნომრები).

1.2.7. მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. პროექტის მიმდინარეობისას ადგილზე უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მედიცინის მუშაკი.

1.2.8. მიმწოდებელმა, (ლოკაცია) გამგზავრებამდე კვირეულის მონაწილეთა მშობლებს/მეურვეებს უნდა შეავსებინოს ე.წ. მშობლის თანხმობის ფორმა (თანხმობის ფორმას მიმწოდებელს მიაწვდის შემსყიდველი). შევსებული ფორმები პროექტის დასრულების შემდეგ უნდა ჩაბარდეს შემსყიდველს.

1.2.9. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა ტრანსპორტირება შესაბამისი ტექნიკურად გამართული ტრანსპორტით თბილისიდან და საჭიროების შემთხვევაში ზუგდიდიდან დისლოკაციის ადგილამდე და მათი უკან დაბრუნება პროექტის დასრულების შემდეგ. ტრანსპორტირების კონკრეტულ დროსა და ადგილს, აგრეთვე მონაწილეთა რაოდენობას (სია) მიმწოდებელს გადასცემს შემსყიდველი. ტრანსპორტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამართული კონდიცირების სისტემით.

1.2.10. მიმწოდებელს ადგილზე უნდა ჰყავდეს პროექტის 1 კოორდინატორი, მინიმუმ 2 ტრენერი და მინიმუმ 2 ლიდერი, რომლებიც უხელმძღვანელებენ კვირეულის აქტივობებს. მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს კვირეულის დღის წესრიგი შესაბამისი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობებითა და ტრენინგ- პროგრამით.

კ კვირეულის ტრენინგ-პროგრამა უნდა მოიცავდეს:
მშობლებისთვის:
• შვილის განვითარების თავისებურებების გაცნობიერება, მისი მხარდაჭერა და ემოციური თანადგომა
• სტრესი, დაბნეულობა და განტვირთვის ტექნიკები
• მშობლის როლი შვილის განვითარების პროცესში
• ბავშვთან თანაზიარობა და ურთიერთობის გაღრმავება
• სახელმწიფო სერვისები შშმ დევნილებისთვის: შენი უფლება, შენი რესურსი


მოზარდებისთვის:
• თვითშემეცნება და თვითშეფასება
თვითგამოხატვის წახალისება ხატვის, სიმბოლოს შექმნისა და ფერთა საშუალებით
• ემოციების გაცნობიერება და გამოხატვა
მოძრაობითი თერაპია, თავისუფალი ცეკვა და სხეულის ენით ემოციური თვითგამოხატვა
• კომუნიკაციის უნარების გაძლიერება
ჯგუფური სიმღერა, მუსიკალური თამაშები და სხვა
• შემოქმედებითი აზროვნება
სხვადასხვა კრეატიული ნამუშევრების შექმნა დაგამოფენა/პრეზენტაცია
მიმწოდებელმა კვირეულის მსვლელობისას შემსყიდველს ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. პროექტის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა მიაწოდოს კვირეულის ამსახველი 3 წუთიანი ვიდეორგოლი.

1.2.11. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის მონაწილეები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული სამოსით (ჰუდებით). მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს შესაბამისი რაოდენობის სერტიფიკატები, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე, მათი მხარდამჭერი პირების/მშობლებისთვის (ფორმატი A-4, სერტიფიკატების დიზაინი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან). შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სერთიფიკატების მოწოდება ღონისძიების ჩატარებდამდე მინ. 1 დღით ადრე. რაოდენობა 40 ცალი.

1.2.12. მიმწოდებელმა უნდა დააორგანიზოს პროექტის დასრულების ღონისძიება ფურშეტით 50 პერსონაზე (მონაწილეებისა და ოფიციალური სტუმრებისათვის) პროექტის ბოლო დღეს, ან პროექტის დასრულებამდე ერთი დღით ადრე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის სავარაუდო პერიოდია მიმდინარე წლის სექტემბრის თვე. ღონისძიების ჩატარების კონკრეტული თარიღები დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება გაწეული უნდა იქნას სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სატრენინგო მომსახურების მიწოდების ან/და ორგანიზების გამოცდილება (სასურველია ერთი პროექტი ჩატარებული იყოს შშმ პირების ჩართულობით ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტებზე), რაზეც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მიწოდების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2–ში CMR/SPA/NAT... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტ(ებ)ი-ს (ხელშეკრულებები, მიღება–ჩაბარების აქტები, ან სხვა მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს სატრენინგო მომსახურების გასაწევად საჭირო სასტუმრო სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.2., 1.2.3. 1.2.4., 1.2.5. და 1.2.6. პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №3 (მითითებული მოთხოვნებისა და ინფორმაციის შესაბამისად) და სასტუმროს საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სასტუმროს საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას, ამასთან, ატვირთული უნდა იქნას სასტუმროს მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს სასტუმროს ვებ-გვერდი ან booking.com-ზე სასტუმროს განთავსების შემთხვევაში შესაბამისი ლინკი. აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს სადემონსტრაციო მასალა, სასტუმროს ადგილმდებარეობისა და ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტომასალა (ოთახები, სველი წერტილი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი), საიდანაც გაირკვევა სასტუმროს ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პროექტის კოორდინატორი (1 პერსონა) - პროექტის კოორდინატორს უნდა ჰქონდეს არაფორმალური მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ახალგაზრდული ბანაკების/ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; შშმ პირებთან ურთიერთობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. სასურველია შშმ პირებთან ურთიერთობის შესაბამისი განათლება - სპეციალური მასწავლებელი (აღნიშნული კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ უნდა იყოს გაცემული მიმწოდებლის კომპანიის/ორგანიზაციის მიერ).

2. ტრენერი (2 პერსონა) - ტრენერს უნდა გააჩნდეს შშმ პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და ტრენერობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სავალდებულოა მიღებული ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით. სავალდებულოა იყოს სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი, რომელიც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ უნდა იყოს გაცემული მიმწოდებლის კომპანიის/ორგანიზაციის მიერ.

3. ლიდერი (2 პერსონა) - ლიდერს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ახალგაზრდული პროექტების მიმართულებით, ახალგაზრდული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მინიმუმ ერთწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. აუცილებელია გააჩნდეს შშმ პირებთან მუშაობის მიმართულებით რაიმე სახის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ უნდა იყოს გაცემული მიმწოდებლის კომპანიის/ორგანიზაციის მიერ.

4. ფსიქოლოგი (1 პერსონა) - ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების დასრულების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოჩა ხარაიშვილი, 593584559, gkharaishvili.justice@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი მერაბ გურჩიანი, ტელეფონის ნომერი 500 50 57 11.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1. ფასების ცხრილი (დანართი №1), ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას.
10.2.2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად.
10.2.3. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.4. ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru