Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #66520681)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 66520681
Дата публикации: 25-08-2025
Сумма контракта: 793 216


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015575
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.08.2025 17:40
Начало приема предложения 10.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.09.2025 17:30
Предполагаемая цена закупки 793`216.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45232121 - Строительство ирригационных трубопроводов
Срок подачи ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა) ქ. თბილისში, გამწვანებულ ტერიტორიებზე სარწყავი სისტემების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
ბ) სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 1 (ერთი) წელი.

დაფინანსების წყარო - 2025 - 2026 წლების ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.
2025 წელი - 293 490,00 ლარი;
2026 წელი - 499 726,00 ლარი;
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 3`966.00 GEL
Размер гарантии 7`932 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli bregvadze :: 15.08.2025 09:18
  • Последнее исправление: irakli merebashvili :: 25.08.2025 17:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644793&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, გამწვანებულ ტერიტორიებზე სარწყავი სისტემების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში გათვალისწინებული ყველა მფრქვევანა უნდა იყოს ანტივანდალური და დამონტაჟდეს ნიადაგთან ახლოს.
1.2.4 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MsExcel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1-ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების შემთხვევაში სამუშაოებს აწარმოებდეს ერთდროულად არანაკლებ 4 (ოთხი) ობიექტზე.
1.2.8 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების აღწერა და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) გადაეცემა წერილობით შემსყიდველისგან (გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური), მიმწოდებელს, საჭიროების შესაბამისად, ცალკე ვადა განესაზღვრება წყლის მაგისტრალურ ქსელზე დაერთებისთვის.
1.2.9 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოქმედების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე, ჩასატარებელი ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოს დაწყებამდე, საკუთარი ხარჯებით შეისწავლოს მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობა და შემდეგ განახორციელოს აღნიშნული სამუშაო.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში წარმოადგინოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ში (GWP) წყლის აბონენტად რეგისტრირებაზე გაკეთებული განაცხადის შესახებ ინფორმაცია.
1.2.12 მიმწოდებელი ვალდებულია წყლის დაერთების წერტილები შეათანხმოს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან.
1.2.13 მაგისტრალურ ქსელზე მიერთების საფასურის ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შეჭრის ნებართვისთვის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"-სთან გადახდილი საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
1.2.14 მიმწოდებელმა სამუშაოების დასრულებისას უნდა უზრუნველყოს წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯები, ვალდებულია სამუშაოების დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული დავალიანება და სამუშაოების წარმოებისას დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა.
1.2.15 მიმწოდებელმა ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG-ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი 2009/2010) შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.16 ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია და ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოების მიწოდების ვადა: ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიწოდების ადგილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიები.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5 % არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5 %-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების გამწვანებულ ტერიტორიებზე სარწყავი სისტემების აღდგენის ან/და მოწყობის სამუშაოების შესრულების გამოცდილება (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა N2 ან სხვა)) (დანართი №3).


შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1 პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ჰორიზონტალურად მიმართული ბურღვითი სამუშაოების დანადგარი ან წარმოადგინოს ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება. ჰორიზონტალურად მიმართული ბურღვითი სამუშაოების დანადგარის სარგებლობით ან ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.
2.3.2 ჰორიზონტალურად მიმართული ბურღვითი სამუშაოების დანადგარის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.
2.3.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შესრულებაზე, კომპანიას არ წარმოეშვება დამატებით ჰორიზონტალური ბურღვის დანადგარის კუთვნილიების და/ან სარგებლობის ვალდებულება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 მიღება-ჩაბარების აქტის (მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე) გაფორმებისას, შემსრულებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა შესრულებული სამუშაოებისა (მათ შორის, შესრულებული სამუშაოების მოცულობების) და მიწოდებული პროდუქციის ტექ. დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, როგორც ხილულ, ასევე ფარულ სამუშაოებზე. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალიფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, დანართი N2-ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება მოხდება 2025 - 2026 წლების ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით (2025 წ. - 293 490,00 ლარი, 2026 წ. - 499 726,00 ლარი), ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ბრეგვაძე, 599729939, bregvadze.irakli@yahoo.com ტელ: +995 322-37-85-72. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ბურდული, ტელეფონის ნომერი: 574-57-06-96.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი (არ ვრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის #1 და #3 დანართებზე) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება.
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.8 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1-ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N 3-ის შესაბამისად.
3. ჰორიზონტალურად მიმართული ბურღვითი სამუშაოების დანადგარის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჰორიზონტალური ბურღვითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru