Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #66496191)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Autonomous Republic of Adjara Employment Agency
Номер конкурса: 66496191
Дата публикации: 25-08-2025
Сумма контракта: 10 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015525
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.08.2025 12:56
Начало приема предложения 02.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 05.09.2025 17:00
Предполагаемая цена закупки 10`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80500000 - Образовательные услуги
  • 80510000 - Услуги специального образования
Срок подачи ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
Количество и объём закупок ტექნიკური დავალების შესაბამისად
Шаг снижения цены 40.00 GEL
Размер гарантии 100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zurab jortmenadze :: 25.08.2025 12:40
  • Последнее исправление: zurab jortmenadze :: 25.08.2025 12:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645998&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში სამეწარმეო უნარების განვითარებისათვის ტრენინგ კურსის ორგანიზება/ჩატარება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტრენინგ კურსი ორიენტირებული უნდა იყოს სამეწარმეო უნარების განვითარების საფუძვლების გამყარებასა და ქვეპროგრამის მოსარგებლეების მიერ ეკონომიკური საქმიანობის დაწყების ან გაფართოების ხელშეწყობაზე. თემატიკა უნდა ეყრდნობოდეს თანამედროვე სამეწარმეო პრაქტიკასა და ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებს, ბიზნეს დაგეგმვის ინსტრუმენტებს და ბენეფიციართა საჭიროებებს.
სასწავლო კურსი შედგება მოდულებისგან, რომლებიც აერთიანებს თეორიულ კომპონენტს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ დავალებებს, ქეისებზე დაფუძნებულ სწავლასა და ტრენერთან კონსულტაციებს.
ტრენინგზე მსმენელთა რაოდენობა არაუმეტეს 20 მონაწილესა.

ქვეპროგრამის პროფესიები და მიმართულებები

1. სამეწარმეო აზროვნება და ბიზნესის სტარტი (4 საათი)
• რა არის მეწარმეობა და მისი როლი ადგილობრივ ბაზარზე
• წარმატებული მეწარმის უნარები და დამოკიდებულებები
• SMART მიზნები და სამეწარმეო გზის დაგეგმვა
• რისკების მართვა და შესაძლებლობების გამოყენება
• პრაქტიკული დავალება: SMART მიზნების ჩამოყალიბება საკუთარი ბიზნესისთვის

2. ბიზნეს იდეის დამუშავება და სტრატეგიული დაგეგმვა (6 საათი)
• იდეის ფორმულირება და სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა
• ღირებულების შეთავაზება (Value Proposition Canvas)
• ბიზნესმოდელის შედგენა (Business Model Canvas / Lean Canvas)
• სტრატეგიული მიზნების ფორმულირება
• პრაქტიკული სავარჯიშო: ბიზნესიდეის პრეზენტაცია და ჯგუფური უკუკავშირი

3. სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძვლები (5 საათი)
• მოქმედი მეწარმეების სამართლებრივი ვალდებულებები და რეგულაციების ცვლილებები
• ძირითადი საგადასახადო ვალდებულებები — დეკლარაცია, გადასახადების გადახდის ვადები, მცირე მეწარმის რეჟიმის თავისებურებები
• მარტივი აღრიცხვა — შემოსავლებისა და ხარჯების საბაზისო აღრიცხვის ინსტრუმენტები
• ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპები (მომწოდებლები, კლიენტები, პარტნიორები)
• პრაქტიკული სავარჯიშო: სამართლებრივი და საგადასახადო ჩეკლისტის შედგენა თითოეული ბენეფიციარისთვის

4. ბაზრის ანალიზი, გაყიდვები და მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაცია (6 საათი)
• ბაზრის კვლევის მარტივი ინსტრუმენტები და სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა
• კონკურენტული გარემოს ანალიზი
• პროდუქტის/მომსახურების პოზიციონირება
• გაყიდვების არხები და ტექნიკები
• გაყიდვების ციკლი, მოლაპარაკების ტექნიკები და მომხამრებელზე ორიენტირებული მომსახურება
• პრაქტიკული სავარჯიშო: გაყიდვების სცენარების როლური გათამაშება

5. მარკეტინგული სტრატეგია და ბრენდინგი (4 საათი)
• მარკეტინგული მიზნების და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა/შექმნა
• ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება
• ბრენდის იდენტობა და ვიზუალური ელემენტები
• პრაქტიკული დავალება: მარტივი მარკეტინგული გეგმის შედგენა და სოციალური მედიის პოსტის დიზაინი

6. ფინანსური მართვის საფუძვლები მეწარმეებისთვის (5 საათი)
• შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
• ბიუჯეტირების მარტივი მოდელები
• ფასი და ფასდადება
• მოგების/ზარალის წერტილის გამოთვლა (break-even point)
• პრაქტიკული სავარჯიშო: მცირე ფინანსური გეგმის შექმნა

7. პრაქტიკული ვორქშოფები საქმიანობის სფეროების მიხედვით (8 საათი)
ვორქშოფების მიზანია ბენეფიციარების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა მათ საქმიანობის სფეროსთან და ინდივიდუალურ ბიზნეს იდეასთან მჭიდრო კავშირში. სესიები ეფუძნება რეალურ ან მათთან მაქსიმალურად მიახლოებულ ქეისებზე და მიმართულია მონაწილეთა უნარების გაძლიერებაზე.
ვორქშოფების სტრუქტურა:
სექტორის სპეციფიკური ქეისებზე დაფუძნებული ჯგუფური სესიები (4 საათი).
ვორქშოფები უნდა ჩატარდეს დიფერენცირებულად ბენეფიციართა საქმიანობის სფეროს მიხედვით, რათა ქეისები, მაგალითები და სავარჯიშოები მაქსიმალურად მოერგოს მონაწილეთა საჭიროებებს.

ინდივიდუალური მუშაობა ბენეფიციარის ბიზნეს ქეისზე (4 საათი)
ტრენერის კურირებით თითოეული მონაწილე იმუშავებს საკუთარ ბიზნესიდეაზე და მოამზადებს მოკლე პრეზენტაციას ან შეავსებს ბიზნესქეისის ფორმას, რომელსაც შესაძლოა გამოიყენებს, როგორც საკუთარი იდეის გასაანალიზებლად, ასევე ბიზნესგეგმირების და საგრანტო განაცხადების ან სხვა დაფინანსების რესურსების მოძიების პროცესში.
პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
1. ბიზნესიდეის დახვეწა: იდეის მიზნობრიობის, სიახლეების ან პრობლემის გადაჭრის გზების დაზუსტება.
2. ბიზნესმოდელის ფორმირება: "Lean Canvas" ან სხვა მარტივი მოდელის გამოყენებით, ძირითადი სტრუქტურის შექმნა.
3. ფინანსური ანალიზი: ძირითადი ხარჯებისა და შემოსავლების განსაზღვრა; მოგების მარჟის განსაზღვრა; მოგების/ზარალის წერტილის (break-even) გამოთვლა; დაფინანსების შესაძლო წყაროების იდენტიფიცირება (საჯარო პროგრამები, სესხები, გრანტები და სხვა)
4. მარკეტინგული ანალიზი: სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა, ბაზრის ტენდენციების მიმოხილვა, არხებისა და კომუნიკაციის ძირითადი გზების შერჩევა.

8. ფინალური პრეზენტაციები და უკუკავშირი (2 საათი)
• თითოეული მონაწილე წარმოადგენს საკუთარ ბიზნესქეისს ან პრეზენტაციას
• ტრენერის და ჯგუფის უკუკავშირი
• ინდივიდუალური რეკომენდაციები
ტრენინგების ფორმატი და ხანგრძლივობა
ტრენინგის ფორმატი: ტრენინგი განხორციელდება ჰიბრიდული მოდელით, რომელიც აერთიანებს როგორც აუდიტორიულ, ასევე ელექტრონულ (სინქრონულ) სწავლების ფორმებს.
1. აუდიტორიული სწავლება ტარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ტრენერთან პირისპირ მეცადინეობით.
2. სინქრონული ონლაინ სწავლება რეალურ დროში ხორციელდება ვიდეოკონფერენციების, პირდაპირი ლექციებისა და ჯგუფური აქტივობების საშუალებით, რაც მსმენელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს პერსონალური უკუკავშირი და აქტიურად ჩაერთოს დისკუსიებში.

სწავლების მეთოდოლოგია: ინტერაქციული ლექციები და დისკუსიები; ჯგუფური მუშაობა და იდეების პრეზენტაცია; პრაქტიკული სავარჯიშოები და ინდივიდუალური დავალებები; ქეისების ანალიზი; პრაქტიკული ვორქშოფები საქმიანობის სფეროების შესაბამისად; პროფესიულ საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური კონსულტაციები.
ტრენინგის ხანგრძლივობა:
ტრენინგი მოიცავს სულ მცირე 40 საკონტაქტო საათს, კვირაში არაუმეტეს 5 შეხვედრისა, საიდანაც არანაკლებ 20 საათი ეთმობა აუდიტორიულ სწავლებას, ხოლო დარჩენილი საათები ონლაინ სინქრონულ სწავლებაზე მოდის. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობით - არაუმეტეს 180 წუთისა (10-15 წუთიანი შესვენების ჩათვლით).
შენიშვნა: ქვეპროგრამის მოსარგებლეების მისაღწევი შედეგიდან გამომდინარე, ტრენინგის განმახორციელების მოთხოვნის საფუძველზე, შემსყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია დაკორექტირდეს აუდიტორული და დისტანციური სასწავლო საათების თანაფარდობა.
ტრენიგნ კურსის არანაკლებ 2 საათისა უნდა დაეთმოს ფინალურ პრეზენტაციებს, ხოლო დანარჩენი დრო - თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტსა და ბენეფიციართა საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე ქეისებზე დაფუძნებული ვორკშოპებს. კურსის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.

მიმწოდებელი ვალდებულია:
თუ მიმწოდებელს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არ გააჩნია ტრენინგის ჩატარებისათვის შესაბამისად აღჭურვილი ფართი, მაშიმ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, თვითმმართველი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, შესაბამისი ფართის შერჩევა შემსყიდველთან შეთანხმებით და დაქირავება. ფართი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (მაგალითად, პროექტორი, კომპიუტერი, საკანცელარიო მასალა, თემატიკის მიხედვით პრაქტიკული სამუშაოებისათის შესაბამისი აღჭურვილობით და სხვა).
განახორციელოს ტრენინგის ჩატარება ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად.
მიმწოდებელმა ტრენინგის მსვლელობისას უნდა უზრუნველყოს მსმენელთა აღრიცხვა და კურსის დასრულებისას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს შემსყიდველს.
მსმენელს, 20%-ით და მეტით ტრენინგის გაცდენის შემთხვევაში შეუჩერდება მსმენელის სტატუსი და მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტიურად ჩატარებული საათი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება უნდა განხორციელდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ფარგლებში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარებისა.
2. პრეტენდენტს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული უნდა ქონდეს არანაკლებ 15 ტრენინგისა, იმ ტრენინგ მოდულების/მიმართულებების ან მსგავსის შესაბამისად, რომლებიც მოცემულია ტექნიკურ დავალებაში.

სისტემაში უნდა აიტვირთოს: არანაკლებ 5 (ხუთი) სხვადასხვა წელს გაფორმებული ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების ასლები და გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლითაც უნდა დადასტრდეს პრეტენდენტის 1 და 2 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება.

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/CMR/NAT და ა.შ. ნომერი. ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს ტრენერ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1.1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
1.2. არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარებისა;
1.3. ტრენერს ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული უნდა ქონდეს არანაკლებ 15 ტრენინგისა, იმ ტრენინგ მოდულების/მიმართულების ან მსგავსის შესაბამისად, რომლებიც მოცემულია ტექნიკურ დავალებაში.

სისტემაში უნდა აიტვირთოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების ასლები; ცნობა, რომელშიც მოცემული იქნება სრული ინფორმაცია ჩატერებული ტრენინგ მოდულებისა და პერიოდის შესახებ.

2. უცხოელი ტრენერის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს თარჯიმნის მომსახურება, რომელსაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და თარჯიმნად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

სისტემაში უნდა აიტვირთოს: მოწვეული სპეციალისტების დიპლომი და CV/რეზიუმე.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უპირობოდ შესრულების შესაძლებლობას. პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
2. მიმწოდებწლთან ანგარიშსწორება ხორციელდება ლარებში.
3. ანგარიშსწორება „მიმწოდებელთან“ ხორციელდება ერთ ეტაპად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
4. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების ასანაზღაურებლად შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შესრულებული სამუშაოს ანგარიში (მსმენელთა სწრებადობის ფორმა);
ბ) მიღება-ჩაბარების აქტი.
5. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯემალ ხიმშიაშვილი, 577278758, dasaqmebis.saagento@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. 2020 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ. ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
1.1. ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
1.2. გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. იმ შემთვევაში თუ პრეტენდენტი არის არარეზიდენტი პირი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით;
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru