ტრენინგ კურსი ორიენტირებული უნდა იყოს სამეწარმეო უნარების
განვითარების საფუძვლების გამყარებასა და ქვეპროგრამის
მოსარგებლეების მიერ ეკონომიკური საქმიანობის დაწყების ან
გაფართოების ხელშეწყობაზე. თემატიკა უნდა ეყრდნობოდეს თანამედროვე
სამეწარმეო პრაქტიკასა და ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებს, ბიზნეს
დაგეგმვის ინსტრუმენტებს და ბენეფიციართა საჭიროებებს.
სასწავლო კურსი შედგება მოდულებისგან, რომლებიც აერთიანებს თეორიულ
კომპონენტს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ დავალებებს, ქეისებზე
დაფუძნებულ სწავლასა და ტრენერთან კონსულტაციებს.
ტრენინგზე მსმენელთა რაოდენობა არაუმეტეს 20 მონაწილესა.
ქვეპროგრამის პროფესიები და მიმართულებები
1. სამეწარმეო აზროვნება და ბიზნესის სტარტი (4 საათი)
• რა არის მეწარმეობა და მისი როლი ადგილობრივ ბაზარზე
• წარმატებული მეწარმის უნარები და დამოკიდებულებები
• SMART მიზნები და სამეწარმეო გზის დაგეგმვა
• რისკების მართვა და შესაძლებლობების გამოყენება
• პრაქტიკული დავალება: SMART მიზნების ჩამოყალიბება საკუთარი
ბიზნესისთვის
2. ბიზნეს იდეის დამუშავება და სტრატეგიული დაგეგმვა (6 საათი)
• იდეის ფორმულირება და სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა
• ღირებულების შეთავაზება (Value Proposition Canvas)
• ბიზნესმოდელის შედგენა (Business Model Canvas / Lean Canvas)
• სტრატეგიული მიზნების ფორმულირება
• პრაქტიკული სავარჯიშო: ბიზნესიდეის პრეზენტაცია და ჯგუფური
უკუკავშირი
3. სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძვლები (5 საათი)
• მოქმედი მეწარმეების სამართლებრივი ვალდებულებები და რეგულაციების
ცვლილებები
• ძირითადი საგადასახადო ვალდებულებები — დეკლარაცია, გადასახადების
გადახდის ვადები, მცირე მეწარმის რეჟიმის თავისებურებები
• მარტივი აღრიცხვა — შემოსავლებისა და ხარჯების საბაზისო აღრიცხვის
ინსტრუმენტები
• ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპები (მომწოდებლები, კლიენტები,
პარტნიორები)
• პრაქტიკული სავარჯიშო: სამართლებრივი და საგადასახადო ჩეკლისტის
შედგენა თითოეული ბენეფიციარისთვის
4. ბაზრის ანალიზი, გაყიდვები და მომხმარებელზე ორიენტირებული
კომუნიკაცია (6 საათი)
• ბაზრის კვლევის მარტივი ინსტრუმენტები და სამიზნე სეგმენტის
განსაზღვრა
• კონკურენტული გარემოს ანალიზი
• პროდუქტის/მომსახურების პოზიციონირება
• გაყიდვების არხები და ტექნიკები
• გაყიდვების ციკლი, მოლაპარაკების ტექნიკები და მომხამრებელზე
ორიენტირებული მომსახურება
• პრაქტიკული სავარჯიშო: გაყიდვების სცენარების როლური გათამაშება
5. მარკეტინგული სტრატეგია და ბრენდინგი (4 საათი)
• მარკეტინგული მიზნების და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა/შექმნა
• ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის ძირითადი ინსტრუმენტების
გამოყენება
• ბრენდის იდენტობა და ვიზუალური ელემენტები
• პრაქტიკული დავალება: მარტივი მარკეტინგული გეგმის შედგენა და
სოციალური მედიის პოსტის დიზაინი
6. ფინანსური მართვის საფუძვლები მეწარმეებისთვის (5 საათი)
• შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
• ბიუჯეტირების მარტივი მოდელები
• ფასი და ფასდადება
• მოგების/ზარალის წერტილის გამოთვლა (break-even point)
• პრაქტიკული სავარჯიშო: მცირე ფინანსური გეგმის შექმნა
7. პრაქტიკული ვორქშოფები საქმიანობის სფეროების მიხედვით (8 საათი)
ვორქშოფების მიზანია ბენეფიციარების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გადმოტანა მათ საქმიანობის სფეროსთან და ინდივიდუალურ
ბიზნეს იდეასთან მჭიდრო კავშირში. სესიები ეფუძნება რეალურ ან მათთან
მაქსიმალურად მიახლოებულ ქეისებზე და მიმართულია მონაწილეთა
უნარების გაძლიერებაზე.
ვორქშოფების სტრუქტურა:
სექტორის სპეციფიკური ქეისებზე დაფუძნებული ჯგუფური სესიები (4
საათი).
ვორქშოფები უნდა ჩატარდეს დიფერენცირებულად ბენეფიციართა
საქმიანობის სფეროს მიხედვით, რათა ქეისები, მაგალითები და
სავარჯიშოები მაქსიმალურად მოერგოს მონაწილეთა საჭიროებებს.
ინდივიდუალური მუშაობა ბენეფიციარის ბიზნეს ქეისზე (4 საათი)
ტრენერის კურირებით თითოეული მონაწილე იმუშავებს საკუთარ
ბიზნესიდეაზე და მოამზადებს მოკლე პრეზენტაციას ან შეავსებს
ბიზნესქეისის ფორმას, რომელსაც შესაძლოა გამოიყენებს, როგორც საკუთარი
იდეის გასაანალიზებლად, ასევე ბიზნესგეგმირების და საგრანტო
განაცხადების ან სხვა დაფინანსების რესურსების მოძიების პროცესში.
პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
1. ბიზნესიდეის დახვეწა: იდეის მიზნობრიობის, სიახლეების ან პრობლემის
გადაჭრის გზების დაზუსტება.
2. ბიზნესმოდელის ფორმირება: "Lean Canvas" ან სხვა მარტივი მოდელის გამოყენებით,
ძირითადი სტრუქტურის შექმნა.
3. ფინანსური ანალიზი: ძირითადი ხარჯებისა და შემოსავლების განსაზღვრა;
მოგების მარჟის განსაზღვრა; მოგების/ზარალის წერტილის (break-even) გამოთვლა;
დაფინანსების შესაძლო წყაროების იდენტიფიცირება (საჯარო პროგრამები,
სესხები, გრანტები და სხვა)
4. მარკეტინგული ანალიზი: სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა, ბაზრის
ტენდენციების მიმოხილვა, არხებისა და კომუნიკაციის ძირითადი გზების
შერჩევა.
8. ფინალური პრეზენტაციები და უკუკავშირი (2 საათი)
• თითოეული მონაწილე წარმოადგენს საკუთარ ბიზნესქეისს ან
პრეზენტაციას
• ტრენერის და ჯგუფის უკუკავშირი
• ინდივიდუალური რეკომენდაციები
ტრენინგების ფორმატი და ხანგრძლივობა
ტრენინგის ფორმატი: ტრენინგი განხორციელდება ჰიბრიდული მოდელით,
რომელიც აერთიანებს როგორც აუდიტორიულ, ასევე ელექტრონულ (სინქრონულ)
სწავლების ფორმებს.
1. აუდიტორიული სწავლება ტარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის
გარემოში, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკული უნარების გაძლიერებას
ტრენერთან პირისპირ მეცადინეობით.
2. სინქრონული ონლაინ სწავლება რეალურ დროში ხორციელდება
ვიდეოკონფერენციების, პირდაპირი ლექციებისა და ჯგუფური აქტივობების
საშუალებით, რაც მსმენელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს პერსონალური
უკუკავშირი და აქტიურად ჩაერთოს დისკუსიებში.
სწავლების მეთოდოლოგია: ინტერაქციული ლექციები და დისკუსიები; ჯგუფური
მუშაობა და იდეების პრეზენტაცია; პრაქტიკული სავარჯიშოები და
ინდივიდუალური დავალებები; ქეისების ანალიზი; პრაქტიკული ვორქშოფები
საქმიანობის სფეროების შესაბამისად; პროფესიულ საჭიროებებზე
მორგებული ინდივიდუალური კონსულტაციები.
ტრენინგის ხანგრძლივობა:
ტრენინგი მოიცავს სულ მცირე 40 საკონტაქტო საათს, კვირაში არაუმეტეს 5
შეხვედრისა, საიდანაც არანაკლებ 20 საათი ეთმობა აუდიტორიულ სწავლებას,
ხოლო დარჩენილი საათები ონლაინ სინქრონულ სწავლებაზე მოდის. თითოეული
შეხვედრის ხანგრძლივობით - არაუმეტეს 180 წუთისა (10-15 წუთიანი შესვენების
ჩათვლით).
შენიშვნა: ქვეპროგრამის მოსარგებლეების მისაღწევი შედეგიდან
გამომდინარე, ტრენინგის განმახორციელების მოთხოვნის საფუძველზე,
შემსყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია დაკორექტირდეს აუდიტორული
და დისტანციური სასწავლო საათების თანაფარდობა.
ტრენიგნ კურსის არანაკლებ 2 საათისა უნდა დაეთმოს ფინალურ
პრეზენტაციებს, ხოლო დანარჩენი დრო - თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტსა
და ბენეფიციართა საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე ქეისებზე
დაფუძნებული ვორკშოპებს. კურსის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს ერთ თვეს.
მიმწოდებელი ვალდებულია:
თუ მიმწოდებელს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არ გააჩნია
ტრენინგის ჩატარებისათვის შესაბამისად აღჭურვილი ფართი, მაშიმ
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, თვითმმართველი ქ. ბათუმის
მუნიციპალიტეტის ფარგლებში, შესაბამისი ფართის შერჩევა
შემსყიდველთან შეთანხმებით და დაქირავება. ფართი უზრუნველყოფილი უნდა
იქნეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (მაგალითად, პროექტორი,
კომპიუტერი, საკანცელარიო მასალა, თემატიკის მიხედვით პრაქტიკული
სამუშაოებისათის შესაბამისი აღჭურვილობით და სხვა).
განახორციელოს ტრენინგის ჩატარება ტექნიკური დავალების მოთხოვნების
შესაბამისად.
მიმწოდებელმა ტრენინგის მსვლელობისას უნდა უზრუნველყოს მსმენელთა
აღრიცხვა და კურსის დასრულებისას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს
შემსყიდველს.
მსმენელს, 20%-ით და მეტით ტრენინგის გაცდენის შემთხვევაში შეუჩერდება
მსმენელის სტატუსი და მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტიურად
ჩატარებული საათი.